რა არის ადამიანური ბედნიერება და როგორ მოვიპოვოთ იგი?
რა არის ადამიანური ბედნიერება და როგორ მოვიპოვოთ იგი?
რა არის ადამიანური ბედნიერება და როგორ მოვიპოვოთ იგი? - იმერეთის ეპისკოპოსი წმინდა გაბრიელი (ქიქოძე) ამქვეყნიურ ბედნიერებაზე საუბრისას მაცხოვრის სიტყვებს იხსენებს: "ხოლო თქვენ ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ". ე.ი. უწინარეს ყოვლისა, ეცადეთ, რომ ღვთის სასუფეველი თქვენს სულებში დაარსდეს, ღვთის სიმართლე შეიცნოთ და შეიყვაროთ იგი და მაშინ ყოველივე დანარჩენი თავისთავად მოგენიჭებათ.

1. რა არის ადამიანური ბედნიერება და როგორ მოვიპოვოთ იგი?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას უფალთან?

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება"(?!) (საქართველო და გლობალიზაცია);

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?


ანკეტის ამ შეკითხვებს უპასუხებენ ფსიქო-ფიზიოლოგი მარინა კაჭარავა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გოჩა საითიძე და თეოლოგი მარიკა ჩხარტიშვილი.

მარინა კაჭარავა, 51 წლის. ფსიქოფიზიოლოგი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრის კონსულტანტი, საპატრიარქოს რადიო "ივერიის" ფსიქოლოგიური გადაცემის წამყვანი. ჰყავს მეუღლე - გია კაჭარავა, და შვილები: ლუკა, მართა და ბარბარე.

1. ყოველ ადამიანს უნდა, რომ იყოს ძალიან ბედნიერი. მაინც საიდან მოდის ასეთი "წყურვილი" და ასეთი ლტოლვა ბედნიერებისკენ? კაცობრიობის წინაპრები - ადამი და ევა სამოთხეში ცხოვრობდნენ. მათ მთელი სისავსით გამოსცადეს სამოთხისეული ნეტარება და ამ ნეტარების დაკარგვის სიმწარე. კაცობრიობას ე.წ. კოლექტიურ არაცნობიერში აქვს კოდირებული ამ ნეტარების განცდა. ეს უკანასკნელი იმდენად დიდი მუხტისა და ენერგიის მატარებელია, რომ თავგზააბნეული კაცობრიობა გაშმაგებით დაეძებს "აქ და ამჟამად" რაღაც მიმსგავსებულს სამოთხისეულ ნეტარებასთან. გვავიწყდება, რომ სამოთხე დედამიწაზე არ არის და აქაური სიხარულები ახლოსაც კი ვერ მივა იმ დიდ სიხარულთან და ბედნიერებასთან, რასაც ცხონება ჰქვია. თუ გავიხსენებთ, ზღაპრებისა და გადმოცემების უმრავლესობაში არის შემდეგი ფაბულა: ადამიანი არღვევს აკრძალვას, რის შედეგადაც ისჯება. შემდეგ დადის, დაეხეტება, ხან უკვდავების წყალს ეძებს და ხან სამოთხის ვაშლს, ბოლოს პოულობს და ყველაფერი მთავრდება ქორწილით და მარადიული ბედნიერებით.

ეს შემთხვევითი არ არის. ადამიანმა დაკარგა ყველაზე დიდი ბედნიერება, უფალთან ურთიერთობა, და მთელი ძველი აღთქმის პერიოდის განმავლობაში კაცობრიობა ელოდა გამომხსნელს. იშვა დედამიწაზე უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, ჯვარს ეცვა ჩვენთვის, გახსნა სასუფევლის კარი და აღდგომით ყოველ ადამიანს ცხონების, ანუ ნეტარების დაბრუნების შანსი მოგვცა. ადამიანის არსებობას მიეცა საზრისი - ეგზისტენცია. ამქვეყნიური ცხოვრება მართლაც წუთისოფელია და საპნის ბუშტივით ქრება. რჩება მარადისობა და ამ მარადისობაში არის ადამიანური ბედნიერების ყველაზე დიდი შესაძლებლობა. აქ, ამ ქვეყანაზე, უმაღლესი ბედნიერება არის უფლის აღმოჩენა, და ის დრო და ადგილი, როდესაც და სადაც ეს აღმოჩენა ხდება, არის უბედნიერესი ყოველი ადამიანისთვის.

2. გავიზარდე წესიერ, მშვიდობიან ოჯახში. ბებიაჩემი, ნადია ჩხეიძე, იყო ძალიან ნიჭიერი, იუმორით სავსე და ღვთისმოყვარე ადამიანი. მუდამ ლოცულობდა, მარხულობდა და, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, ხშირად დავყავდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოსალოცად. ბებო კახეთში უკვეთავდა სპეციალურად საბარძიმე ღვინოს. სახელიც მან დამარქვა და ქაშვეთის წმინდა მარინეს ავედრებდა ჩემს თავს. ბავშვობაში ამას სერიოზულად არ ვუყურებდი. ახლა ვაცნობიერებ, რომ ბებოს ლოცვა ძალიან გვეხმარებოდა ჩვენ, მის შთამომავლებს. ოჯახურ საღამოებზე მამა მე და ჩემს დას ქართველთა ვაჟკაცობის ამბებს ისეთი სიყვარულით გვიყვებოდა, რომ სულ პატარამ ვიცოდი და მიყვარდა ვახტანგ გორგასლის, დავითის, დიდი თამარის და სხვათა საქმენი საგმირონი. ჩემს თვალწინ იშლებოდა დიდგორი და ბასიანი, შამქორი და ასპინძა... რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველაზე საყვარელ და მტკივნეულ თანამგზავრებად იქცნენ.

როდესაც გავიზარდე, ჩუმად ვკითხულობდი საფრანგეთში ემიგრანტი ქართველების მიერ გამოცემულ ჟურნალებს.Eეს ის დრო იყო, როდესაც აღსაყდრდა უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მაშინ მეგობარმა მომიტანა იატაკქვეშ გამოცემული მათეს სახარება, რომლის წაკითხვის შემდეგ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. აღმოვაჩინე, თუ რა ახლოს ყოფილა უფალი სამშობლოსთან. წმინდა ილია მართალი შემთხვევით ხომ არ გვახსენებდა იმ წმინდა ტრიადას, რასაც ჰქვია "მამული, ენა და სარწმუნოება".

აქედან იწყება მშვიდი სიხარულისა და უჩვეულო ბედნიერების განცდა ჩემში.

3. მზე ანათებს და ღამეა.Mმე ეს ასე მესმის, რომ უფლის სწავლება და წმინდა ეკლესია არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, "ღამეა", რადგანაც ადამიანები, ყოველდღიურ საზრუნავსა და გართობას ვართ გადაყოლილები. გვავიწყდება ცხოვრების საზრისი და სამშობლოს ბედი. დღეს საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მოდის წამლეკავი გაერთმნიშვნელიანება (გლობალიზაცია), ხოლო ჩვენ ფილტრები და ჯებირები მზად არ გვაქვს. პირობითად ამ მორღვეული საზღვრების გამო უამრავი საჭირო და არასაჭირო, სასარგებლო და დამაზიანებელი ინფორმაციის თუ უცხო კულტურისა და ტრადიციების შემოდინება მოხდება. ქართველი ბუნებით ლაღია, ის გახსნილია ყოველივეს შესამეცნებლად. ისტორიულად ქართველს უცხო კულტურებისა და რელიგიების არ ეშინოდა. თავისი სარწმუნოების, ტრადიციებისა და კულტურის მოყვარული ადამიანი მყარად დგას ფესვებზე და ყოველთვის გაგებით და პატივისცემით შეხედავს სხვას და სხვის სიყვარულს. აუცილებელია ენის, ტრადიციებისა და კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნება და გადარჩენა. ეს უკანასკნელი კი ჩვენი ეკლესიის წიაღში არის შესაძლებელი. როგორც ნოეს ოჯახი გადარჩა წარღვნის დროს, ასე გადავრჩებით ჩვენც. მართლმადიდებელი ეკლესია მართლაც კიდობანია ცხოვრების ამ აბობოქრებულ ზღვაში.


KARIBCHEგოჩა საითიძე, 40 წლის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მუშაობს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. მეუღლე - დარეჯან წილოსანი, შვილები: გიორგი და ნიკოლოზი.

1. დედამიწის თითოეულ მცხოვრებს ამქვეყნიური ბედნიერების არსი თავისებურად ესმის. ამ საკითხის გააზრება უამრავ ფაქტორთან არის დაკავშირებული. მაგალითად, 15-16 წლის მოზარდისთვის ბედნიერება სხვა რამეს მოაქვს და 40-41 წლის ადამიანისთვის - სხვას, ანუ ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი მსოფლაღქმაც იცვლება.

ოჯახში ბავშვობიდანვე მინერგავდნენ სამშობლოს სიყვარულს, ზოგადად, მოყვასის სიყვარულს. ეს გრძნობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდებოდა და ძლიერდებოდა. ჩვენი დიდი მწერლის - გურამ დოჩანაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ესაა იმ ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება", იმდენად ღრმაა, ფაქიზი და არაფერზე გასაცვლელი.

პროფესიადაც ისტორიკოსობა იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემი ქვეყნის წარსულის შესწავლით, ერთი მხრივ, ვალი მომეხადა ჩვენი გმირი წინაპრების ნათელი ხსოვნის წინაშე და, მეორე მხრივ, დავხმარებოდი ჩემს თანამემამულეებს წარსულში მომხდარი ამბების სწორად გააზრებაში, რადგან წარსულის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე არ არსებობს არც აწმყო და არც მომავალი.

ჩემთვის ამქვეყნიური ბედნიერების მოპოვების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ჩემი სამშობლოს ბედნიერებაა, მისი სიხარული მიხარია, მისი ტკივილი მტკივა. ბედნიერი ვარ მაშინ, როდესაც ჩემი უახლოესი ადამიანები - დედ-მამა, მეუღლე, და, დისშვილები, მეგობრები კარგად და ჯანმრთელად არიან, თუმცა არაფერი შეედრება იმ გრძნობას, რასაც შვილების სიყვარული ჰქვია. ეს ისეთი გრძნობაა, რასაც ვერავითარი სიტყვა ვერ გადმოსცემს, აქ ნებისმიერი ფრაზა უძლურია, ეს ბედნიერება, ეს სიხარული ყველა ადამიანმა თავად უნდა შეიგრძნოს, თავის თავზე უნდა გამოსცადოს.

ჩემი ყოველი დილა იწყება იმით, რომ უფალს შევთხოვ ჩემი სამშობლოს, ოჯახისა და შვილების ბედნიერებას. ძილის წინაც იგივე სავედრებელი მაქვს უფლისადმი. უბედნიერესი ვიქნები მაშინ, თუკი მოვახერხებ, შვილებს ჩავუნერგო სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული. ამ შემთხვევაში ჩემს მისიას ამქვეყნად შესრულებულად ჩავთვლი.

2. მე საბჭოთა პერიოდში დავიბადე და აღვიზარდე, ჩემი მშობლები კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ, ნაკლებად რელიგიურები, თუმცა თავიანთი სამშობლოს, მისი წარსულის, ისტორიული ძეგლების დიდად მოყვარულები. მამაჩემს პატარაობიდანვე ხშირად დავყავდი ექსკურსიებზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეკლესია-მონასტრების, ციხესიმაგრეების დასათვალიერებლად. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, იმ პერიოდში ჩვენს ტაძრებს აღვიქვამდი როგორც ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებს, რომელთაც მოვლა-პატრონობა ესაჭიროებათ და არა როგორც უფლის სახლს, სადაც ადამიანი თავისი სულის საცხონებლად უნდა დადიოდეს.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეკლესიაში დავდიოდი, წირვა-ლოცვებს ვესწრებოდი, მაგრამ აღსარების თქმას ვერ ვბედავდი. რამდენიმე წლის წინ მივედი პირველად მოძღვართან და აღსარება ჩავაბარე. მაშინ თითქოს მძიმე ლოდი მომეხსნა, თითქოს თავიდან დავიბადე. სამწუხაროდ, ცხოვრების ძალიან გადატვირთული რეჟიმის გამო ეკლესიაში სისტემატურად სიარულს ვერ ვახერხებ, მაგრამ ყოველთვის ვკითხულობ ლოცვებს. რაც მთავარია, ვცდილობ, საკუთარი თავი არ მოვატყუო, რადგან არ არსებობს ამაზე დიდი ტყუილი.

3. საქართველო გეოპოლიტიკურად იმდენად ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს, რომ ოდითგანვე მრავალ დამპყრობელს იზიდავდა. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ჩვენს სამშობლოს ჰქონია როგორც ძლიერების, აღმასვლის, ისე დასუსტების პერიოდები, როცა არათუ ქართული სახელმწიფოებრიობის საკითხი, არამედ თვით ქართველი ერის ყოფნა-არყოფნა საჭოჭმანო გამხდარა. თუმცა ყოველთვის გადავრჩით, რადგან ჩვენ, როგორც ტერიტორიულად და რიცხობრივად პატარა ერს, გაასმაგებული გვაქვს თვითგადარჩენის ინსტინქტი.

ჩემი ოცნებაა, საქართველოს ძლიერი სახელმწიფოს აღორძინება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება როგორც ეროვნული ტრადიციები, წარსულის გამოცდილება, ასევე გადმოვიღებთ იმ დადებითს, რაც თანამედროვე მსოფლიოშია. ამ თვალსაზრისით, ჩემთვის იდეალურ სახელმწიფოს წარმოადგენს იაპონია, რომელმაც მოახერხა წარსულისა და აწმყოს ერთმანეთთან შერწყმა.


KARIBCHEმარიკა ჩხარტიშვილი, 35 წლის, თეოლოგი, ესპანური ენის სპეციალისტი. 2007 წელს დაამთავრა მოსკოვის წმინდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური უნივერსიტეტი. არის დევნილ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის პროექტის კოორდინატორი და საღვთო სჯულის პედაგოგი. ჰყავს მეუღლე - კობა მათიაშვილი და ათი თვის ქალიშვილი ხატია.

1. პირადად მე მაშინ განვიცდი ბედნიერებას, როდესაც ეკლესიის წიაღში ვიმყოფები და მის მაცხოვნებელ საიდუმლოებებში ვმონაწილეობ. მხოლოდ ზიარებაა ჩემთვის ღმერთთან ერთობისა და თანამყოფობის განმსაზღვრელი ცხოველმყოფელი წყარო, რომელიც დიდ სიხარულსა და ჭეშმარიტ ბედნიერებას განმაცდევინებს, და მას მართლაც ვერაფერი შეედრება.

ჭეშმარიტ ბედნიერებასთან საზიარებლად ლოცვა, შრომა და ეკლესიური გარემო აუცილებელი პირობაა. სხვაგვარად ადამიანს გაუჭირდება სინერგიის მიღწევა. ღმერთი ხომ ჩვენი სულის უმნიშვნელო მოძრაობასაც გრძნობს, და თუ დაინახავს, რომ იგი მისკენ არის მიმართული, წყალობაც არ დააყოვნებს და აუცილებლად გამოგვიწოდებს დახმარების ხელს.

2. ჩემი რწმენის ჩამოყალიბებაში დედაჩემმა უდიდესი წვლილი შეიტანა. დედა მე და ჩემს ძმას ღმერთზე პატარაობიდანვე ისე გველაპარაკებოდა, როგორც ადამიანებზე საუბრობენ ხოლმე, ამიტომ არასოდეს დავეჭვებულვარ მის არსებობაში. მახსოვს გვარიგებდა: "ღმერთს ხშირად უნდა დაელაპარაკო, რაიმე შესთხოვო, მას უყვარს ბავშვები და აუცილებლად გაიგონებს და შეისმენს თქვენს თხოვნასო". ამ სიტყვების სისწორეში 10 წლის ასაკში დავრწმუნდი, როდესაც პირველი ნაბიჯები გადავდგი რწმენაში. მაშინ მთელი გულით შევიგრძენი, რომ უფალი არსებობს.

იმ ზაფხულს მანგლისში ვისვენებდი ოჯახთან ერთად. რაღაც მიზეზით მოუწიათ დედას და ჩემს ძმას თბილისში მოულოდნელად წასვლა. მე დეიდასთან დავრჩი. ზაფხულის სეზონი ახალი დაწყებული იყო და თანატოლები ჯერაც არ ჩამოსულიყვნენ, დიდ მოწყენილობაში ჩავვარდი. მესამე დღეს კიდევ უფრო ვიგრძენი, რომ გაუსაძლისი გახდა ჩემთვის იქ ყოფნა. დილით, გაღვიძებისთანავე, აივანზე გავედი და მუხლმოდრეკილმა, პირველად გავანდე ღმერთს ჩემი გულის დარდი, თანაც ბავშვურად ვარწმუნებდი, თუ ასე გაგრძელდებოდა და დედა ძალიან მალე არ ჩამოვიდოდა, შეიძლებოდა გავგიჟებულიყავი. ჩემი ასეთი განწყობა დეიდასთვის, რა თქმა უნდა, არ გამიმჟღავნებია და როდესაც მან 5 წუთის შემდეგ ველოსიპედით პურის მოსატანად გამგზავნა, გზაში დედაჩემის მანქანა შემომხვდა. ძალიან გავიხარე, გულიდან დარდი გადამეყარა... ჩემთვის მთავარი ის იყო, უხილავმა ძალამ როგორ შეისმინა ჩემი სიტყვები და დამეხმარა ყველაზე მძიმე წუთებში.

3. ამ ცოტა ხნის წინ საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ერთ-ერთი ცნობილი სლოვაკი რეჟისორი და ოპერატორი, რომელიც ფილმს იღებდა ჩვენი ქვეყნის შესახებ. ჩემდა გასაოცრად, მას ძალიან ადარდებდა უკანასკნელ წლებში საქართველოში განვითარებული მოვლენები. დაუფარავად უზიარებდა ყველას გულისტკივილს, რომელიც რესპონდენტებისადმი მის მიერ დასმულ შეკითხვებშიც გამოსჭვიოდა: "არ ფიქრობთ, რომ ძალიან გადახრილნი ხართ ევროპისკენ და დღევანდელი ქართველი ახალგაზრდები კარგავენ იმ მთავარ ეროვნულ მემკვიდრეობას, რაც თქვენს პატარა ქვეყანას გამოარჩევს და უნიკალურს ხდის მთელი მსოფლიოსთვის?" ერთ-ერთ ინტერვიუერთან რეჟისორი იმის დამტკიცებასაც კი შეეცადა, რომ "ძალიან სახიფათო პერიოდი დგება ქართული კულტურისთვის და მისი გადარჩენა ახლა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული". თავდაპირველად ვერც კი მივხვდით, თუ რატომ ინტერესდებოდა უცხოელი რეჟისორი ჩვენი პრობლემატიკით და ქართული კულტურის ბედით, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას ძალიან უყვარდა ქართული მუსიკალური ფოლკლორი, რომელსაც მამამისმა ბავშვობის წლებიდან აზიარა, გარდა ამისა, ისიც ჩვენსავით პატარა ერის შვილი იყო და ამიტომაც ესმოდა ასე კარგად ჩვენი სატკივარი.

პატრიარქის სიტყვებიც - "მზიანი ღამეა, მალე გათენდება" ალბათ მინიშნება უნდა იყოს ჩვენი დღევანდელობის არცთუ სახარბიელო მდგომარეობაზე. ალბათ დადგა დრო, როცა ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის, ღმერთი არასოდეს წავა ჩვენი ნების წინააღმდეგ, ამიტომ გათენებაც ყველა ჩვენგანზე იქნება დამოკიდებული.


KARIBCHEრა არის ამქვეყნიური ბედიერება და როგორ უნდა მოიპოვოს იგი ადამიანმა? - ამ საკითხზე თავის მოსაზრებას გვიზიარებს თბილისის წმინდა სამების ლავრის დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე.

ბედნიერების სხვადასხვაგვარი გაგება არსებობს. "იყავით სრულნი, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს", - შეგვახსენებს მაცხოვარი.

დავიწყოთ ქვეყნიერების შექმნიდან. როდესაც უფალმა უხილავი სამყარო შექმნა და დაამყარა სულიერნი ძალნი, ამის შემდეგ ქმნის ხილულ სამყაროს და მის გვირგვინს - ადამიანს. ღმერთი სიყვარულია, სიყვარული კი საკუთარ თავში ჩაკეტვას არ გულისხმობს. იგი ერთია სამებაში, ანუ სამება და ერთარსება ღმერთი, რაც გამორიცხავს ყოველგვარ ეგოიზმს. ასეთი კითხვა დავსვათ: უფალი განიცდიდა თუ არა ბედნიერებას, როდესაც ადამიანი შექმნა? - რა თქმა უნდა, განიცდიდა. ადამიანის შექმნის შემდეგ მეშვიდე დღეს განისვენა უფალმა, - გვაუწყებს ბიბლია. "განისვენა" არ უნდა გავიგოთ ადამიანური გაგებით, როდესაც კაცი ჩეროში განისვენებს, არა, უფალმა განისვენა იმ ბედნიერებაში, იმ სიკეთეში, იმ სიხარულში, რომელიც მან შექმნა: "ჰქმნა უფალმა ყოველივე და ნახა, რამეთუ კეთილ". დიდება უფალს! რამეთუ ყოველივე კეთილად ჰქმნა, კეთილად დაამყარა. ახლა მეორენაირად დავსვათ შეკითხვა: იყვნენ თუ არა ადამი და ევა ბედნიერები სამოთხეში? - ბუნებრივია, იყვნენ, მაგრამ დაკარგეს ეს ბედნიერება, თავიანთი ნებით მოსწყდნენ სინათლის წყაროს, ღმერთს, ზურგი აქციეს მას, მოინდომეს რაღაც უფრო უკეთესი, მათთვის მიუწვდომელი, რადგანაც შეუცნობლისადმი გაურკვეველი სწრაფვა ამოძრავებდათ. ამან განაპირობა ის, რომ ეშმაკის მსხვერპლნი გახდნენ და დაკარგეს დიდებული ძღვენი - სამოთხე, რასაც ღმერთთან მყოფობით გამოწვეული ბედნიერების განცდა ჰქვია. როდესაც დაეცა ადამიანი და ღმერთი იძულებული გახდა, ედემის ბაღიდან გაეძევებინა ადამი და ევა, რა თქმა უნდა, უფალი ამას განიცდიდა და საბოლოოდ მაინც ვერ მიატოვა ადამიანი გასაწირავად. წმინდა წერილში იოანე მახარებელი ამბობს: "ესრეთ შეიყვარა ღმერთმა სოფელი, ძე თვისი მხოლოდშობილი მისცა მას", რათა მის მიერ აცხოვნოს ქვეყნიერება, ისევ დაუბრუნოს დაკარგული სამოთხე და დასაბამიერი ბედნიერება ადამიანს. თუმცა საკითხავია: ვის როგორ ესმის ბედნიერება? როდესაც დავით წინასწარმეტყველმა ფილისტიმელთა მიერ დატყვევებული ძველი აღთქმის კიდობანი გამოიხსნა, იგი მის წინ როკავდა სიხარულისგან და ასე გამოხატავდა თავის ბედნიერებას. ფანჯრიდან მომზირალი მისი ცოლი კი გულში დასცინოდა მას. გააჩნია, ვის როგორ ესმის ბედნიერება, ვინ როგორი თვალითა და გონებით შეხედავს მას. თუ პიროვნება ვიწრო ჩარჩოშია ჩაკეტილი, მისთვის მხოლოდ თავისი ეგო არის ბედნიერება, რომელიც საწინდარი ხდება მისი დაუსაბამო უბედურებისა.

ახლა უფრო სხვა მხრიდან შევხედოთ ამ საკითხს. როდესაც მაცხოვარს ჯვარს აცვამდნენ, ნერწყვიდნენ, სცემდნენ, იყო თუ არა უფალი ამ დროს ბედნიერი? - რა თქმა უნდა, რადგან აღასრულებდა ზეციური მამის ნებას, მისი ჯვარცმა კი ადამიანთა ჯოჯოხეთის ტყვეობიდან გამოხსნას მოასწავებდა, რის გამოც განკაცდა და მოევლინა ქვეყნიერებას. "მე ჭამადი მაქუს, რომელი თქუენ არა იცით", - ეუბნება იგი სამარიტელ დედაკაცს მოციქულებთან ერთად, ანუ მისი სასმელ-საჭმელი ის არის, აღსრულდეს ადამიანთა გამოხსნის საიდუმლოება და ეს მიანიჭებს მას ბედნიერებას.

იმპერატორმა დიოკლეტიანემ, დიდებული და ახოვანი მხედარი ქრისტეს გზიდან რომ მოებრუნებინა, წმინდა გიორგის იმპერიის ნახევარი შესთავაზა. წმინდა გიორგიმ უარი განაცხადა ამქვეყნიურ სიმდიდრეზე იმისათვის, რომ წარუვალი ბედნიერება მოეპოვებინა. დღეს ადამიანი არათუ ნახევარი იმპერიისთვის, არამედ არარაობისთვის, არაფრისთვის, წარმოუდგენლად უმნიშვნელო სიმდიდრისა და თანამდებობისთვის ამბობს უარს უფალზე, მართლმადიდებლობაზე.

იყო თუ არა ბედნიერი წმინდა გიორგი მაშინ, როდესაც ქრისტესთვის ეწამებოდა? რა თქმა უნდა, იყო, რადგან იგი წუთითაც არ დასცილებია ღმერთს განსაცდელის დროს. დღევანდელი ადამიანებისთვის ძნელი წარმოსადგენი იქნება ტანჯვისა და წამების წუთებში ბედნიერების განცდა. მაზოხისტი ხომ არ არისო, - იტყვიან, მაგრამ რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, ასეა, რადგან ადამიანი, რომელიც უფლის ნებას აღასრულებს და წარმავალ ბედნიერებაზე წინ წარუვალსა და მარადიულ ღირებულებას დააყენებს, სულიერ ბედნიერებასა და უსაზღვრო სიხარულს განიცდის.

დიოკლეტიანესთვის ალბათ ის იქნებოდა ბედნიერება, როდესაც იგი და მისი ჯალათები წამების ახალ იარაღებს იგონებდნენ ქრისტიანთა გადასაბირებლად, მათი უბედურების განცდა კი ის იყო, რომ ქრიტიანები გაუტეხელი ნებისანი აღმოჩნდებოდნენ და ამის გამო ვერ მიაღწევდნენ საწადელს.

იულიანე განდგომილის თვალწინ იმდენი სასწაული მოხდა, მაგრამ მის რწმენას არაფერი არ შეხებია. მან შესანიშნავად იცოდა, ვისაც ებრძოდა, რაც სპარსეთთან ომში დამარცხების დროს მის ქმედებაშიც გამოიხატა - გასისხლიანებული ხელით აიღო მიწა, ჰაერში მოისროლა და წამოიძახა: "შენ გაიმარჯვე, გალილეველო!" თუმცა მას ისიც უნდა სცოდნოდა, რა უთხრა პავლე მოციქულს გალილეველმა: "მე ვარ ქრისტე, რომელსაც შენ დევნი, ძნელია შენთვის წიხლვა დეზისა". ამიტომ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ არ უნდა ებრძოლოს უფალს. "ყოველნი მუხლნი მის წინაშე მოდრკეს", - წერია წმინდა წერილში. უნდა თუ არ უნდა, მაინც მოუწევს მის წინაშე ქედის მოდრეკა, თუ აქ არა, ეს მომავალ ცხოვრებაში მაინც მოხდება, თუმცა მერე ყოველივე დაგვინებული იქნება.

როდესაც ბედნიერებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 9 ნეტარება, რომელსაც შეიძლება ბედნიერების კოდექსიც კი ვუწოდოთ.

ნეტარება, ბედნიერება - ეს ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. ნეტარება ხომ უფალთან მყოფობასა და სულის სასუფევლისეულ მდგომარეობას ნიშნავს. ეს 9 ნეტარებაშიც კარგად ჩანს. "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ", "ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის", მაშინ კი არა, როდესაც თქვენ დევნით, არამედ როდესაც თქვენ გდევნიან და გყვედრიან, ანუ, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, ვინც იდევნება, იტანჯება როგორც ქრისტიანი და არა, ვთქვათ, როგორც ყაჩაღი, დამნაშავე; გავიხსენოთ, რას ეუბნება მაცხოვარს პეტრე მოციქული: ჩვენ ყოველივე დავუტევეთ შენი გულისთვისო. მაცხოვარი პასუხობს: "ყოველმან, ვინც ჩემი გულისთვის დაუტევა სახლი, დედ-მამა, და-ძმა, ცოლ-შვილი, მეგობარი, მონაგები, აგარაკი, ასწილად მიიღოს ამქვეყნადაც და საუკუნო ცხოვრებაშიცო". ამასაც ამბობს: "მელთა ხვრელი აქვს, ფრინველთა ცისათა - საყოფელი, ხოლო ძეს არა აქვს ადგილი, სადა თავი მიიდრიკოსო". ღარიბი, რომელსაც პატარა ქოხიც არ გააჩნია, ბედნიერი მაშინ გახდება, როდესაც ქოხის შეძენას შეძლებს, მდიდრისთვის კი, ვისაც მეტი ფული და საშუალება აქვს, ასეთი ქოხი უბედურება იქნება. მაგრამ საქმე ისაა, რომ ღარიბიც მანამდე იქნება ამ ქოხში ბედნიერი, სანამ უკეთესი სახლის შეძენის სურვილი არ გაუჩნდება, ეს უკეთესი კი, მოგეხსენებათ, აღარ მთავრდება. მაგრამ თუ ადამიანი სულიერად ცხოვრობს, მაშინ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და იგი უფრო სასუფევლისეულ ნეტარებაზე ფიქრობს და არა წარმავალ ფუფუნებასა და განცხრომაზე.

ვინ არის მდიდარი? - ის, ვინც კმაყოფილია იმით, რაც გააჩნია. უფალი ბრძანებს: "კეთილო მონაო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ და დიდსა ზედა დაგადგინო თქვენ". მაცხოვარი წმინდა სახარებაში ბრძანებს, ცათა სასუფეველი თქვენ შორის არისო; ამიტომ ბედნიერება ან უბედურება, რომლებიც ერთმანეთის ძმები არიან, სადღაც შორს, ქუჩის თავში ან ბოლოში, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ აქვე ახლოს, ჩვენს გულებში, ტყუილად კი არ ბრძანებს დავით მეფსალმუნე: "გული წმინდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა". თუკი სასუფეველი შეიძლება სუფევდეს ადამიანის გულში, ასევე შეიძლება ეშმაკიც და ჯოჯოხეთიც იყოს, რასაც უნდა ებრძოდეს. რატომ ვარდება ადამიანი სასოწარკვეთილებაში, რატომ მიდის თვითმკვლელობამდე? - იმის გამო, რომ ჰგონია უბედურია. ზოგი ფიქრობს, თუ ძვირფასი მანქანა არ ჰყავს, ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ვერ შეიძინა და მსოფლიო ვერ მოიარა, უბედურია. ზოგიერთი ადამიანი ისეთი ეგოიზმით არის შეპყრობილი, რომ ცოლ-შვილი და ოჯახის წევრებიც ვერ პოვებენ შინ სიმშვიდეს, რადგან მუდმივად შფოთავს მისი სული და სხვაზე კი არა, მხოლოდ საკუთარი ეგოს აღსრულებაზე ფიქრობს. ჯოჯოხეთის ერთი მხარე სურვილის აუსრულებლობიდანაც გამომდინარეობს და დაუსრულებლად ამ ცეცხლში იწვის ადამიანის სული, რადგან მისი მოთხოვნილებები იმდენად მრავალფეროვანია და დაუსრულებელი, რომ სხვა ფიქრითა და ინტერესით ვეღარ დაკავდება მისი გონება. ზოგ ადამიანს კი იმდენად წრფელი და კეთილი გული აქვს, რომ მთელი ქვეყნიერება ეტევა მის გულში და მთელ სამყაროს ეფერება უფალთან ერთად.

უფალთან თანამყოფობასა და თანაარსებობაშია ადამიანთა ბედნიერების საფუძველთა საფუძველი, ეს არის ჩვენი ამქვეყნიური დანიშნულება და ცხოვრების მიზანი. პირადად მე ბედნიერების განცდა მხოლოდ მაშინ მეწვევა, როდესაც უფალი სულიწმინდის მადლით მაჯილდოებს და სულიერი სიმშვიდით ვგრძნობ მადლის არსებობას ჩემში.

თქვენ იცით, წმინდა სერაფიმე საროველს ბავშვობაში პროხორე ერქვა. მას ღვთის მორწმუნე მშობლები ჰყავდა, მაგრამ მამამისი ისიდორე ადრე გარდაიცვალა და სავაჭრო საქმიანობა მისმა ნეტარმა დედამ, აღათიამ განაგრძო. ერთხელ, როდესაც იგი პატარა პროხორესთან ერთად ავიდა სამრეკლოს თავზე მშენებლობის დასათვალიერებლად, პროხორე, რომელიც ბავშვობაში სიცელქით გამოირჩეოდა, მოაჯირს გადაეკიდა და გადმოვარდა. ვის შეუძლია თქვას, რომ აღათია უფლის სიყვარულით არ იყო გამორჩეული და არ ახსოვდა უფალი, მაგრამ ასეთი რამ მოხდა. იგი ყველაზე უბედური ქალი იყო იმ წუთებში, ვიდრე სამრეკლოს კიბეს ჩამოირბენდა, მაგრამ როდესაც თავისი საღ-სალამათი შვილი დაინახა ფეხზე მდგომი, უვნებელი და მოლაპარაკე, უბედნიერეს დედად იქცა. აღმოსავლური სიბრძნეც ამასვე შეგვაგონებს: "ჰოი, სიხარულო, შენ ხარ დასაბამი მწუხარებისა. ჰოი, მწუხარებავ, შენ ხარ დასაბამი სიხარულისა". უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი ლაო-ძი ასეთ სიბრძნეს ამბობს: "ჯარი, რომელმაც გაიმარჯვა მხედართმთავრის წინამძღოლობით მეორე ქვეყნის ჯარზე, განცხრომაშია და იხარებს, მხოლოდ ბრძენი მხედართმთავარი დგას განზე და მწუხარებს". საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი და იგივე ამბავი ერთისთვის სასიხარულოა, მეორისთვის კი სამწუხარო და უბედურების მიზეზი. რატომ მწუხარებს ბრძენი მხედართმთავარი? - იმიტომ, რომ იმდენად სიკეთითა და სიყვარულით არის აღსავსე მისი გული, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და სისხლის ერთი წვეთიც კი არ უღირს იმ გამარჯვებად, რომელსაც საზეიმოდ აღნიშნავენ მის ქვეყანაში და ეს იმისთვის უბედურების მიზეზი ხდება. მას ერჩივნა, საერთოდ არ აეღო ხელში იარაღი, მაგრამ იძულებული გახადეს, ასე მოქცეულიყო.

შესანიშნავმა ქართველმა ფილოსოფოსმა მერაბ მამარდაშვილმა დაამკვიდრა ტერმინი "აზროვნების სიძნელე", რომელსაც მე ხშირად ვიყენებ ქადაგების დროს. აზროვნების სიძნელეს დღეს ბევრი ადამიანი განიცდის ჩვენს ქვეყანაში. ტელევიზიამ, რადიომ, კომპიუტერმა, ჟურნალ-გაზეთებმა აღარაფერი დაუტოვა ადამიანს საფიქრელად. როდესაც გამზადებულ სხვადასხვაგვარ ინფორმაციას ძალიან სწრაფად, სულ რაღაც წუთებში ვიღებთ, ეს აქვეითებს ჩვენს აზროვნებას, რადგან უსწრაფესი ინფორმაცია, როგორც დაუღეჭავი ლუკმა, ისე მიეწოდება გონებას და აზიანებს ჩვენს ფსიქიკას. ადრე ადამიანი ერთი ქალაქიდან მეორეში ან ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ჩასვლას რამდენიმე კვირას, ზოგჯერ თვესაც, კონტინენტიდან კონტინენტზე კი მთელ წელს ანდომებდა და ასე გადიოდა ამ გზას თანდათანობით. მისი ორგანიზმი ეგუებოდა ბუნებრივ პირობებს და აკლიმატიზაციას აღარ განიცდიდა.

დღევანდელი ადამიანები ჩქარობენ, რათა მეტი მოიპოვონ, მეტი გამოწოვონ ამ ქვეყანას, ბუნებაშიც რაღაც დაირღვა და დროც ჩვენ თვითონ ავაჩქარეთ, რადგან დავკარგეთ მოთმინებისა და სიმშვიდის ფასი. არსებობს კიდეც ამის წინასწარმეტყველება, რომ დღე დაემგვანება კვირას, კვირა - თვეს, თვე - წელს და ა.შ.

ღმერთმა მოგვცეს იმის გონიერება, რომ გავიგოთ ჭეშმარიტი ბედნიერების ფასი და გამოგვიყვანოს ამ ძნელი მდგომარეობიდან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat