უფალს ყოველდღე ვევედრები, მამასთან სწორი ურთიერთობა მასწავლოს, შეცდომა არ დამაშვებინოს
უფალს ყოველდღე ვევედრები, მამასთან სწორი ურთიერთობა მასწავლოს, შეცდომა არ დამაშვებინოს
მას შემდეგ, რაც ადამიანი ქრისტეს ბეჭედს მიიღებს - მოინათლება, მისი ეკლესიის წევრი ხდება - ქრისტეს სახელით ერთ არმიად გაერთიანებულ ხალხს კიდევ ერთი მხედარი შემატება. ამის შემდეგ იწყება ბრძოლა, რომელშიც გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, ბოროტის გამოცდას გავუძლოთ და არ მოვშორდეთ დედაეკლესიის წიაღს.

ჩვენი რესპონდენტი ერთი ჩვეულებრივი გოგონაა - სწავლობს, დადის ეკლესიაში, ჰყავს მეგობრები... მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ სარწმუნოების გულისთვის უკვე ბევრი რამ დათმო. საყვარელ ადამიანთან უთანხმოების მიზეზიც სწორედ ნათლობის ჯვარი გახდა...

- მამაჩემი ქართველი ებრაელია. დედა კი ქართველი მართლმადიდებელი. მან დედა თავის დაბადების დღეზე გაიცნო. ერთმანეთს სამი წელი ხვდებოდნენ. შემდეგ დაქორწინდნენ კიდეც. ერთ წელიწადში მე გავჩნდი. სანამ ორი წლის გავხდებოდი, ჩემი მშობლები რამდენჯერმე დაცილდნენ ერთმანეთს. უკვე ორის ვიყავი, როცა დედამ სასამართლოში საბოლოოდ შეიტანა განცხადება განქორწინებაზე. ამის შემდეგ აღარ შერიგებულან. მე და დედა რამდენიმე თვე სამტრედიაში, დეიდასთან ვცხოვრობდით, მერე კი დედას სოფელ მათხოჯში დავსახლდით. ამ სოფელში გავიზარდე. 15 წლამდე იქ ვცხოვრობდი. ეკლესიასთან ბავშვობიდან ახლოს ვიყავი. ძალიან მიყვარდა იქ სიარული, განსაკუთრებულ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდი. ჩემი პირველი მოძღვარი იყო მამა გიორგი, ახლა - ბერი გაბრიელი, რომელიც ერთ-ერთ მონასტერში მსახურობს. ეს ადამიანი ძალიან მიყვარს, რადგან მან დამაკავშირა ეკლესიას. მაშინ მე-2 კლასში ვიყავი. შეიძლება ითქვას, ტაძარში ვათენებდი და ვაღამებდი. ერთხელ მგალობლისთვის მითქვამს, მონაზონი უნდა გავხდე-მეთქი. დედამ, ეკლესიას რომ ჩამოვშორებოდი, გადაწყვიტა დავეტვირთე. დავიწყე სიმღერაზე, ცეკვაზე, ფორტეპიანოზე სიარული. ამიტომაც ისე ხშირად ვეღარ დავდიოდი ეკლესიაში, რაც ძალიან მაწუხებდა. სიყვარული, რწმენა ეკლესიისადმი სულ სხვაგვარია, უფრო თბილი, ალალი და სათუთი. ვწუხვარ, რომ რაც ვიზრდები, ამ ბავშვურ სისპეტაკეს ვკარგავ... მინდა ჩემი უფლისადმი ლოცვა აბსოლუტურად წრფელი, გულის სიღრმიდან წამოსული იყოს...

- როდის მოინათლეთ? მამამ იცოდა?

- წლინახევრის ვიყავი, როცა ქრისტიანი გავხდი. ეს მამის უჩუმრად მოხდა. ჩუმად წამიყვანეს ქუთაისში, ეკლესიაში. ნათლიად მეზობელი დამიყენეს. მაშინ მშობლები დაცილებულები იყვნენ, როცა 2 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები ოფიციალურად გაიყარნენ. მას შემდეგ მამა არ მენახა. ასე გადიოდა წლები... 8 წლის ვიყავი, როცა მამამ ჩამომაკითხა. მაშინ მისი ოჯახი ისრაელში წასასვლელად ემზადებოდა. ამიტომაც მოინდომა ჩემი ნახვა. დედამ მკითხა, - გინდა, შვილო, მამას ნახვაო? შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ უარი ვუთხარი. ვიფიქრე, უფრო დავიბნევი, გრძნობები ერთმანეთში ამერევა-მეთქი. თუმცა ბაბუაჩემის ნახვა მოვინდომე. ჭიშკართან შევხვდი. უკან გამობრუნებული მეზობელმა შემაჩერა და ვიღაცას უთხრა, - აი, ნახე შენი შვილიო. მე ვტიროდი, ხელები თვალებზე მქონდა აფარებული. ჩუმად ავხედე ჩემს წინ მდგომს. მახსოვს, რატომღაც იმედგაცრუებული დავრჩი. ოცნებაში სხვანაირი წარმომედგინა...

ამ შეხვედრის შემდეგ ჩემი ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. მამასთან კონტაქტი როგორც უწინ, არც ახლა მქონდა. 11 წლის ვიყავი, როცა მე და დედა თბილისში სრულიად შემთხვევით შევხვდით მამაჩემს. ეს მართლაც შემთხვევით მოხდა. უეცრად დედა გაჩერდა. ვკითხე, - რატომ გაჩერდი-მეთქი. ავიხედე და... მამა დავინახე. ვიცანი. არ დავიბენი, ხელი გავუწოდე და ვუთხარი, - შენ გეგონა, ვერ გიცნობდი-მეთქი? გამიცინა... კაფეში შევედით. ვილაპარაკეთ. მამამ ხელი გადამხვია. კისერზე მომეფერა. უცებ ვუთხარი, - ფრთხილად, არ გამიწყვიტო-მეთქი. ზუსტად წინა დღეს მიყიდა დედამ სიონში ჯვარი. ძალიან მომწონდა. შემეშინდა, მამას არ გაეწყვიტა და დაუფიქრებლად წამოვიძახე. ვიცოდი, მამას არ ესიამოვნებოდა, ჩემს კისერზე ჯვარი რომ დაენახა. მკითხა, - რა არ უნდა გაგიწყვიტოო. არაფერი-მეთქი. მაგრამ ძაფი ამომიწია და - ეს რა არისო, - გაბრაზებულმა მკითხა. ჩემდა გასაკვირად, ძალიან წყნარად, უშიშრად ვუპასუხე, - ჩემი ჯვარია, დედამ მიყიდა და უნდა ვატარო-მეთქი. ახლავე მოიხსენიო. მის დასანახად მოვიხსენი და ჩანთაში ჩავდე. ცრემლები მომაწვა, მაგრამ არ შევიმჩნიე. შინ მისვლისთანავე გავიკეთე და აღარც მომიხსნია.

დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როცა მამამ დამირეკა. დედაჩემის ახლობელმა მისცა ჩვენი ნომერი. ხშირად მირეკავდა, მელაპარაკებოდა. ასე გავიდა 2 წელი. მამა უკვე ისრაელში ცხოვრობდა და მეორე ცოლი ჰყავდა. ისიც ქართველია. თბილისში ჩამოვიდა და დედას დაელაპარაკა. ჩემი ისრაელში წაყვანა უნდოდათ. დედას მამას მეორე ცოლი ძალიან მოეწონა, დამშვიდდა, მითხრა, - თუ გინდა, წადიო. ორი კვირით წავალ-მეთქი. მერე გაირკვა, რომ სამი კვირა უნდა დავრჩენილიყავი. ისე მეწყინა, ტირილი დავიწყე. ვერ წარმომედგინა ამდენი ხანი უდედოდ, უცხო გარემოში. თუმცა, მაინტერესებდა, ჩემი მეორე სამშობლო, ოჯახი როგორი იყო... ეს სამი კვირა ისე გავიდა, ვერც კი მივხვდი. მაშინ ვნახე ჯვრის მონასტერი. ვიყიდე სანთლები, ჯვრები, მოვილოცე იერუსალიმის ნაწილი.

- მამა არ გიშლიდათ?

- ჩემდა გასაკვირად, არ მიშლიდა. თვითონაც უყიდა ერთ-ერთ ქართველ ახლობელს საჩუქრად სანთლები და სხვა წმინდა ნივთები. იცის, რომ ქართველს ამით უფრო სცემ პატივს, ვიდრე ყვავილებით, სუნამოებით და ა.შ. იქიდან აღფრთოვანებული ჩამოვედი. ვგრძნობდი, რომ მქონდა ორი სამშობლო, ორი ენა. არ ვიცი, როგორ ავხსნა... მე ვარ ქართველი, მაგრამ მაქვს მეორე სამშობლოც, ენაც. თუმცა, სარწმუნოება - მხოლოდ ერთი.

შემდეგ ორი თვით წავედი ისრაელში. სამწუხაროდ, ეს ორი თვე დაძაბულად გავიდა. მამასთან უთანხმოება მომივიდა. მთხოვდა, ებრაული წეს-ჩვეულებები შემესრულებინა. სერიოზული სტრესი მივიღე. ჩამოვედი თუ არა, ეკლესიას მივაშურე. სწორედ ეს დამეხმარა სტრესის გადატანაში. დავმშვიდდი, დავუბრუნდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ბოლოს ახლახან ვიყავი ისრაელში. წავედი ებრაული პროგრამით, სასწავლებლად. 3 წელი უნდა დავრჩენილიყავი, თუმცა მამასთან მქონდა სერიოზული პრობლემები სარწმუნოებასთან დაკავშირებით. უკვე აშკარად მთხოვდა რწმენის შეცვლას. ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა. მთელი სიცოცხლე მენატრებოდა მამა, მინდოდა მასთან ყოფნა, ახლა კი, როცა მის გვერდით ვიყავი, სიყვარულის და სითბოს ნაცვლად მისგან მტრობას ვგრძნობდი. ნათესავების პირით მითვლიდა, რომ არ შემეშვებოდა, ვიდრე სარწმუნოებას არ შევიცვლიდი. მე კი - ქრისტიანობას არ ვუღალატებ-მეთქი, ვპასუხობდი. ამ ყველაფერმა ისეთი მასშტაბები მიიღო, ვგრძნობდი, უფრო სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდებოდა, ამიტომ თბილისში დაბრუნება გადავწყვიტე. მერჩივნა, სულიერი სიმშვიდე მქონოდა, ვიდრე ისრაელის დიპლომი და "უკეთესი მომავალი". ბუნებით ძალიან ემოციური ვარ, ამიტომ ამ ყველაფერს საშინლად განვიცდიდი. სწორედ ამ მძიმე წუთებში საოცრად მეხმარებოდა ჩემი სულიერი დებისა და ძმების მხარდაჭერა. მირეკავდნენ, მამხნევებდნენ, მეფერებოდნენ. მაშინ ვიგრძენი, რომ ძალიან მიყვარდნენ. მივხვდი, რომ არსებობდნენ ადამიანები რომელთაც ჩემზე გული შესტკიოდათ. ზუსტად მაშინ დამირეკავდნენ, როცა მჭირდებოდა, როცა ძალიან ცუდად ვიყავი...

- ოჯახის წევრებს რა დამოკიდებულება ჰქონდათ?

- ბაბუამ პირდაპირ მომთხოვა მათი წეს-ჩვეულებების აღსრულება. მართლმადიდებლობაში ასე არ არის. აქ არავინ მაიძულებს, არაფერს მაძალებენ. აქ თავისუფალი ხარ, იქ კი პირიქით, ყველაფერი იძულებაზეა გადასული. მე კი არ მიყვარს, როცა რაიმეს მაძალებენ. ჩემი აზრით, მოვალეობის მოხდის მიზნით არაფერი არ უნდა აკეთო. თითქოს უმნიშვნელო წვრილმანების ასრულებას მთხოვდნენ, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ასე, პატარ-პატარით დავიწყებდი და მერე მთლიანად ჩავეფლობოდი...

- იქ ყოფნის დროს შიში ხომ არ იგრძენით? ეჭვი ხომ არ გაგჩენიათ?

- არა, არც ერთი წამით, მსგავსი რამ გულშიც არ გამივლია. რაც გავიზარდე, გააზრებული მქონდა, რომ ჩვენი ინტერესები ამ მხრივ ერთმანეთს შეეჯახებოდა და მზად ვიყავი. ღმერთმა გამაძლიერა, არც მეშინოდა და არც იმაზე ვფიქრობდი, რომ სულ მცირე, უმნიშვნელო რამეში დავყოლოდი მათ ნებას.

- გაგიჭირდათ წამოსვლა, სწავლის მიტოვება?

- ცხადია, მაგრამ, ჩემი აზრით, არ არსებობს იმის არანაირი მიზეზი, რომ უფალს უღალატო. სწავლა, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. მთავარია სული და თუ ის არ გექნა მშვიდად, სინდისიერად, განათლება ვერაფერს გიშველის დ მთელი ცხოვრება დაიტანჯები.

- ჩამოსვლა რომ დააპირეთ, დედამ რა გითხრათ?

- თავიდან მირჩია, ყველაფერი მომეფიქრებინა და ისე მოვქცეულიყავი, შემდეგ წერილით წვრილად ავუხსენი, რატომ მოვდიოდი. ცხადია, არ შემწინააღმდეგებია.

- მამამ როგორ მიიღო ეს ფაქტი?

- ვიცოდი, მამას რომ გაეგო, არ გამომიშვებდა. ამიტომ გამოვეპარე და თბილისიდან დავურეკე. საშინლად გაბრაზდა. მითხრა, - მამა აღარ გყავსო. მას მერე არ დამირეკავს. ძალიან მენატრება, მინდა დაველაპარაკო, მაგრამ მანამ ვერ დავურეკავ, ვიდრე შინაგანად არ ვიგრძობ, რომ მზად ვარ ამისთვის. იმედი მაქვს, წყენას დაივიწყებს.

მენატრება და მიყვარს არა მხოლოდ მამა, არამედ ყველა ჩემი ნათესავი. ამიტომაც ორმაგად მტკივნეული იყო ჩემი ახლობლების მიერ მართლმადიდებლობის განგდების მოთხოვნა. უფალს ყოველდღე ვევედრები, მამასთან სწორი ურთიერთობა მასწავლოს, შეცდომა არ დამაშვებინოს. გულით მინდა მამას დავუახლოვდე და მისგან სითბო და სიყვარული ვიგრძნო, რომელიც ასე მაკლდა ამ წლების განმავლობაში.

მოამზადა
გვანცა გოგოლაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat