ღმერთი მოწყალეა და თუ წმინდა გულით შევევედრებით, ყოველთვის გაგვინათებს გზას ზეციური სხივით
ღმერთი მოწყალეა და თუ წმინდა გულით შევევედრებით, ყოველთვის გაგვინათებს გზას ზეციური სხივით
არაფერია მარადიული ამქვეყნად. მრავალი ჩვენგანის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც იმსხვრევა ყველა იმედი და სიჭაბუკის ოცნებებს აპათია ცვლის... როდესაც ყველა ადამიანური ნუგეში ქრება, ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ვგრძნობთ უფლისმიერი ნუგეშის - ერთადერთი ჭეშმარიტი ნუგეშის - მოთხოვნილებას. და თუკი ღმერთს მივენდობით, აშკარად დავინახავთ ღვთის ხელს, რომელიც გვიფარავს.

ერთ-ერთი მძიმე განსაცდელია მხედველობის დაკარგვა. მაგრამ, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, განსაცდელი და ხორციელი სნეულება ადამიანს მოთმინების, სათნოებისა და რწმენის გამოსაცდელად ეძლევა. "ნეტარია ის, ვინც ღირსი გახდა, ღმერთმა გამოსცადოს", - ბრძანებს ისააკ ასური, პავლე მოციქული კი ამბობს: "ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინება - სასოებას, ხოლო სასოებამან არა არცხვინოს" (რომ. 5:3-4). ასეთ დროს ღვთისადმი მადლიერება მის უდიდეს წყალობას მოიზიდავს. "თუკი მხედველობა დავკარგეთ, - წერს ეპისკოპოსი პეტრე, - თვალებს ვეღარ აღვაპყრობთ მედიდურად, რადგან წაგვერთვა აღზევების იარაღი (ამავე დროს - მიზეზებიც სხვადასხვა საგნის მიმოხილვით გამოწვეული გონებაგაფანტულობისა) და შინაგანი თვალით ვიხილავთ უფალს".

ჩვენი სტუმარი გახლავთ უსინათლოთა და მცირედმხედველთა ასოციაციის "უსინათლოები - საზღვრებს გარეშე" პრეზიდენტი, საქართველოს ინვალიდთა ფედერაციის თავმჯდომარე, მწერალი ბესო სოლოღაშვილი. ბატონი ბესო ენერგიული, მხნე, ძლიერი სულის და ამავე დროს საოცრად განათლებული ადამიანია. მისი ცხოვრება და საქმიანობა მაგალითია იმისა, როგორ არ უნდა დაკარგოს იმედი განსაცდელში ჩავარდნილმა ადამიანმა და როგორ უნდა იპოვოს გამოსავალი მდგომარეობიდან.

ბატონი ბესო თბილისში დაიბადა. სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტზე განაგრძო, მერე კი ასპირანტურაში ჩაირიცხა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში, კვების მრეწველობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრებში უფროსი ინჟინრის, წამყვანი კონსტრუქტორის, განყოფილების გამგის, მთავარი კონსტრუქტორისა და მთავარი ინჟინრის თანამდებობებზე. არჩეული იყო თბილისის საკრებულოს დეპუტატად და კომისიის თავმჯდომარედ. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ხელოვნების მენეჯერთა უმაღლეს სასწავლებელში. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მათემატიკური მოდელირებისა და ოპტიმალური მართვის თეორიის საკითხებში.

მისი ჰობი ხატვაა. თემატურ და რესპუბლიკურ გამოფენებშიც მიუღია მონაწილეობა.

1998 წელს რქოვანას დისტროფია დაემართა და მხედველობა დაკარგა. ამის შემდეგ გახდა უსინათლოთა ასოციაციის თავმჯდომარე და თავისი ნიჭი, პროფესიული ცოდნა და გამოცდილება ახლა უსინათლოების დასახმარებლად მიმართა.

- მხედველობა რომ დავკარგე, დავიწყე ფიქრი, რა მეკეთებინა ამ მდგომარეობაში მყოფს. ძალიან მიყვარს კითხვა, წერა... მოგეხსენებათ, უსინათლოები ბრაილის შრიფტით კითხულობენ. ლუი ბრაილი უსინათლო ფრანგი გახლდათ. იგი 43 წლისა გარდაიცვალა ჭლექით. ერთხელ პარიზში, სენის ხიდზე, ბრაილი შეხვდა უსინათლო ბავშვს, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. ბრაილმა ბავშვი შინ წაიყვანა. შემდეგ ერთ ბავშვს მეორე მიემატა, მეორეს - მესამე და ასე დაარსდა ბრაილის ინსტიტუტი. ბრაილი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ბავშვებისთვის არაფერი მოეკლო. მოწყალების თხოვნასაც კი არ თაკილობდა. მანვე შექმნა ანბანი უსინათლოებისთვის. მადლიერმა ფრანგებმა ეს უდიდესი ჰუმანისტი ბალზაკის, ჰიუგოსა და სხვა დიდ მამულიშვილთა გვერდით დაკრძალეს...

იმას გეუბნებოდით - დავიწყე ფიქრი, როგორ გამომეყენებინა საკუთარი ცოდნა. მოგეხსენებათ, უსინათლო მოკლებულია წერილობითი სახით ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარს, ხოლო თუ მოწიფულ ასაკში დაკარგა მხედველობა, ფაქტობრივად, ვეღარც ბრაილის შრიფტს ეუფლება, რადგან თითებში მგრძნობელობა დაკარგული აქვს. კომპიუტერი კი ასე თუ ისე იძლევა ამ სერიოზული ხარვეზის დაძლევის საშუალებას - ის ინფორმაციას ხმის მეშვეობით გადასცემს. გამეგონა, რომ საზღვარგარეთ ასეთი ტექნოლოგიები კარგად იყო განვითარებული.

2001 წელს საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა კონკურსი "ადამიანთა უფლებები და ინვალიდობა". მეც დავწერე პროექტი და გავგზავნე. 48 ქვეყნიდან წარდგენილ 200 პროექტს შორის საუკეთესოდ ჩვენი მიიჩნიეს. მიმიწვიეს პარიზში და გადმომცეს ოქროს მედალი ადამიანთა უფლებების დაცვის დარგში, ასევე - თანხა, რომელიც უნდა მოხმარებოდა ქართველი უსინათლოების სწავლებას, რათა მათ თავისუფლად შესძლებოდათ კომპიუტერთან მუშაობა (დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ეს საკითხი ჩინებულად არის მოგვარებული). არსებობს კომპიუტერული პროგრამა, რომელიც უსინათლოს "ელაპარაკება" და მანიპულირებას უადვილებს. სირთულე ისაა, რომ ეს პროგრამა არსებობს ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, იტალიურ, ინგლისურ ენებზე, ამერიკულ დიალექტზე... ქართულ ენაზე აქამდე ამ პროგრამის მხოლოდ რუსული მოდიფიკაცია არსებობდა, რომელსაც დიდი ნაკლი ჰქონდა - ინგლისურ სიტყვებს პირდაპირი ტრანსკრიფციით კითხულობდა.

საფრანგეთში მიღებული თანხით შევიძინეთ კომპიუტერები, მოვაწყვეთ სასწავლებელი და რუსული ტექსტის მეშვეობით 80 უსინათლო მოვამზადეთ. აქ დადიოდნენ როგორც ტოტალური უსინათლოები, ასევე მცირემხედველები, ბავშვები, უსინათლოთა სკოლის პედაგოგები და ის ადამიანები, რომელთაც კომპიუტერის შესწავლა სურდათ. ეს პროექტი დასრულდა. ძალიან მინდოდა, ამ პროგრამის ანალოგი ქართულადაც გამეკეთებინა. სხვადასხვა ფონდიდან მოვიპოვეთ გრანტი და მივაღწიეთ იმას, რომ უსინათლოებს უკვე შეუძლიათ კომპიუტერზე ზოგიერთი ოპერაციის შესრულება - ტექსტის აკრეფა, წაკითხვა... შემდეგ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შევქმენით კომპიუტერული განყოფილება, სადაც უსინათლოები მოდიან, კითხულობენ, ცოდნას იმდიდრებენ.

გარდა ამისა, გვაქვს გამომცემლობა, სადაც ლაზერულ დისკებზე ხმით ვწერთ ლიტერატურულ ნაწარმოებებს. ჩაწერილი გვაქვს კონსტანტინე გამსახურდიას, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ლორთქიფანიძისა და სხვა ქართველ კლასიკოსთა თხზულებები. საპატრიარქოს ფონდში წარვადგინე პროექტი, რომელიც ლაზერულ დისკებზე ბიბლიის გახმოვანებას ითვალისწინებს, რათა უსინათლოებმაც მოისმინონ მაცხოვრის მხსნელი სწავლება.

- ასეთი პროექტი პირველი იყო საქართველოში. რა შედეგი გამოიღო მან?

- უსინათლოები, რომლებმაც ამ პროექტის ფარგლებში გაიარეს სწავლება, დაჩაგრულებად აღარ გრძნობენ თავს. ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან.

- ტექნოლოგიების განვითარება მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთ განსაცდელში მყოფი ადამიანისთვის მთავარი მაინც ღვთის სასოებაა...

- ადამიანური გონება უძლურია მისწვდეს ზეგონიერ არსებას, მაგრამ, როგორც წმინდა ეფრემ ასური ამბობს, "გონებისთვის მიუწვდომელი გულში შემოდის და მასში დაივანებს". რწმენის სფერო უფრო ფართოა, ვიდრე ცოდნისა. ყველა ნამდვილ მეცნიერს სწამდა ღმერთი, ვინაიდან ადამიანური გონების უძლურებას ხედავდა. სამყაროში ყველაფერი ისე კანონზომიერად არის მოწყობილი, რომ თუნდაც ეს ამტკიცებს ყოვლადბრძენი და ყოვლისშემძლე ღმერთის არსებობას. ასე რომ, მეცნიერებაც იძლევა საფუძველს, ღმერთთან მივიდეთ. "რაც მეტად ვუღრმავდები მეცნიერებას, მით უფრო მორწმუნე ვხდებიო", - ამბობდა ლუი პასტერი.

"რას ეძებ, ადამიანო?!" - ასე ჰქვია ჩემს ერთ წიგნს. მართლაც, რას ეძებს ადამიანი? პასუხი ერთია: ღმერთისკენ მიმავალ საკუთარ ბილიკს. "მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი", - ღაღადებს მეფსალმუნე. ბედნიერია, ვისაც ახსოვს, რომ ადამიანის სული ზეციური წარმოშობისაა, რომ ჩვენი სამშობლო - სასუფეველია. ბედნიერება ჭეშმარიტების შემეცნებით, ღმერთთან მიახლებით, სასუფევლის დამკვიდრებით მოიპოვება. თუ რწმენით მივუდგებით, ის, რაც ჩვენ, სულმოკლე ადამიანებს, უბედურებად, სასჯელად გვეჩვენება, შეიძლება ჩვენი მარადიული ბედნიერების, განწმენდის, სულის ცხონების მიზეზად იქცეს.

- პავლე მოციქულიც ხომ ბრძანებს: "რაჟამს მოვუძლურდე, მაშინ განვძლიერდები" (2 კორინთ. 12:10). როცა ადამიანური ძალა სუსტდება, განსაკუთრებით საგრძნობი ხდება ზეადამიანური ძალის მოქმედება...

- "ღმერთი განსაცდელებით აქრობს ადამიანურ დიდებას, რათა სრულად გამოვლინდეს ღვთისმიერი დიდება", - ბრძანებს წმინდა ბარსანოფი. რა თქმა უნდა, ძნელია ტკივილის დათმენა, მაგრამ ნება ღვთისა, მისი განგება, ჩვენს განცდებსა და ზრახვებზე აღმატებულია... ამ უბედურებამ სტიმული მომცა, მეკეთებინა ისეთი რამ, რაც არა მარტო მე, არამედ ყველა უსინათლოს გამოადგებოდა. ბედნიერებაა, როცა ადამიანი თავის ამქვეყნიურ დანიშნულებას პოვებს და ღირსეულად აღასრულებს.

- ბატონო ბესო, მოგვარებულია თუ არა ჩვენს ქვეყანაში უნარშეზღუდულ ადამიანებზე მზრუნველობის საკითხი?

- საქართველოში უსინათლოები მოწყალებას არიან მიჩვეულნი. ისინი არ არიან განწყობილნი, იბრძოლონ, საკუთარი ღვაწლის ფასად მოიპოვონ რამე. უმრავლესობა სასოწარკვეთილია... მიმაჩნია, რომ საჭიროა ინიციატივის განვითარება. უსინათლოებს უნდა შევუქმნათ განწყობა, იშრომონ და თავად მოიპოვონ "პური არსობისა". ჩვენი საქმიანობა სწორედ აქეთ არის მიმართული. ერთმა კაცმა, რომელმაც რვა წელიწადია დაკარგა მხედველობა, მითხრა: ბედნიერად ვიგრძენი თავი, ამ ბიბლიოთეკაში რომ შემოვედიო - კითხვისას მას ისე მძაფრად აღარ თრგუნავს ბედის უკუღმართობაზე ფიქრი, სხვა სამყაროთი ცხოვრობს, იმ ხალხის ცხოვრებით, ვისაც არად უჩნდა ამა სოფლის განსაცდელი სასოებით "მერმისა მისთვის მოსაგებელისა", ისმენს: "მოვედით ჩემდა, ტვირთმძიმენო და დამაშვრალნო, და მე განგისვენო თქვენ", - და მისი სული მშვიდდება, რადგან რწმუნდება, რომ მისი განსაცდელი ღმერთთან მისასვლელი გზაა.

მე რომ ასე არ დამმართვოდა, შეიძლება, ამ პროექტისთვის ხელი არც მომეკიდებინა. ჩემი საქმე მქონდა, ჩემი მეცნიერული სამუშაო. მაგრამ, ეტყობა, ტკივილი სრულად უნდა შეიგრძნო, რომ ცხოვრებისეულმა საცდურმა ვეღარ აგიბას თვალი და უფრო მეტი იფიქრო შენს ჯვარზე, ცხოვრების ჭეშმარიტ არსზე...

სახელმწიფო კი ნაკლებად ზრუნავს უსინათლოებზე. ეს კომპიუტერები და მაგიდები ჩვენმა ასოციაციამ საკუთარი სახსრებით შეიძინა. ორი წელი უსასყიდლოდ ვმუშაობდით. მერე შტატში ჩავირიცხეთ, რასაც უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდა... არ დავნებდით, ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. ასე რომ, ადამიანმა იმედი არასოდეს არ უნდა დაკარგოს, ბოლომდე უნდა იბრძოლოს, თავისი ვალი უნდა მოიხადოს ღმერთისა და ხალხის წინაშე.

- დაბოლოს, რას უსურვებთ, როგორ ანუგეშებთ მათ, ვისაც უიმედობა თრგუნავს?

- ყველას ვუსურვებ, ეპოვოს თავისი დანიშნულება ამქვეყნად. ყველა ადამიანი "ღვთის ხატად და მსგავსად" არის შექმნილი და მასში ყოველთვის კიაფობს ღვთიური ნაპერწკალი. ვუსურვებ, ეს ნაპერწკალი გაეღვივებინოთ და მოგიზგიზე კოცონად ექციოთ. ღმერთი მოწყალეა და თუ წმინდა გულით შევევედრებით, ყოველთვის გაგვინათებს გზას ზეციური სხივით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat