მხნე იყავ, მე შენ თანა ვარ!
მხნე იყავ, მე შენ თანა ვარ!
ქართველ წმინდანთა შორის არიან კოლაელი ბავშვებიც და 80 წელს გადაცილებული კონსტანტი კახიც
ეკლესიის ისტორიაში ბევრი თქმულა უფლისთვის ნატანჯ ადამიანებზე. ისინი ღმერთს მადლობას სწირავდნენ, რომ ღირსნი გახდნენ უფლისათვის ყვედრების, დევნისა და შეურაცხყოფისა.

"ნეტარ იყვნეთ თქვენ, რომელთა გდევნიდნენ და გყვედრიდნენ და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით Gემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა", - ნეტარების ეს სიტყვები აღსრულდა წმიდანებსა და მოწამეებზე, რომლებიც სიხარულით ხვდებოდნენ სიკვდილს, მათი თავდადებისათვის ანთებული გული დღესაც გზის მაGვენებელია, ასეთები იყვნენ ქრისტეს ჭეშმარიტი შვილები, მიმდევრები. ამ საკითხზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.

- ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს აქვს, არის სიცოცხლე, ხოლო სიცოცხლის ფასი განისაზღვრება სიკვდილით. თუნდაც ვაჟა-ფშაველა გავიხსენოთ: "ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა", ანუ იმით, თუ რისთვის არის მზად ადამიანი, გაიღოს თავისი სიცოცხლე. არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს გაიღებენ ალკოჰოლისთვის ანდა ნარკოტიკებისთვის, იმიტომ რომ ვერ ითმენენ მათ გარეშე. არიან ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეს გაიღებენ ფულისთვის, ყაჩაღობისთვის და ა. შ. მაგრამ ამქვეყნად არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, რასაც ჰქვია საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად მიტანა უფლისათვის და მისგან გამომდინარე ისეთი ფასეულობებისათვის, როგორებიცაა: სამშობლო და მოყვასი. როგორც წმინდა ფილარეტ მოსკოველი ბრძანებდა: "გიყვარდეს მტერი შენი, ებრძოლე შენი სამშობლოს მტრებს და გძაგდეს უფლის მტრები". სიკვდილი არის შედეგი პირველქმნილი ცოდვისა. იგი არის ცოდ

ვის ღალა. ერთადერთი - მაცხოვარი იყო მხოლოდ თავისუფალი ამ ღალისაგან. ქრისტიანის სიკვდილი არის დაბადება მარადიულისათვის. ცოდვა არის ის იარაღი, რომელსაც ეშმაკი იყენებს ამ გრძნობის დასათრგუნად. ცოდვა განაგდებს ადამიანს ღმერთისაგან. წმინდა მამები ამბობენ, რომ სისხლით განიბანება ცოდვები. ადამიანი ვნებების დათრგუნვით მაღლდება ღვთისადმი და თავსაც კი წირავს მისთვის. ამ დროს ის ფიქრობს ზეციურ სასუფეველზე. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ისეთი საოცრება, რაც მოხდა თბილისში. ერთ დღეში გამობრწყინდა ასი ათასი მოწამე. იმ ასი ათასიდან ბევრის სულში შესაძლოა სწორედ იმ ბოლო წუთებში მოხდა გარდაქმნა. საერთოდ ძალიან რთულია იმის თქმა და განსაზღვრა, ვინ როგორ მხნეობას გამოიჩენს განსაცდელის ჟამს, ვინ სად დადგება და როგორ დადგება. ყველას არა აქვს იმის უნარი, რომ შეძლოს იმ დიდი განსაცდელის გადატანა, რასაც ქრისტესთვის თავის შეწირვა ჰქვია. ამიტომ განსაკუთრებული პატივის ღირსია ის პიროვნება, ვინც იმდენად გაძლიერდა უფლის მიერ და იმდენად მხნედ დადგა სასტიკი განსაცდელის ჟამს, რომ სიმტკიცის მაგალითად იქცა მომავალი თაობებისა და ერებისთვის. "ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს" - ეს სიტყვები ეკუთვნის ადამიანს, რომელიც იყო ბურჯი საქართველოს ერთიანობისა და ძლიერებისა. მან საქართველოს ეკლესიას დაუმკვიდრა ავტოკეფალია, განამტკიცა ქრისტიანობა და ბიზანტიასთან მეგობრობა. წმინდა ვახტანგ გორგასალი ეძებდა სიკვდილს მარადიულობაში გადასასვლელად, თორემ მისი ყოველდღიური ცხოვრება იყო ბრძოლა ქრისტეს სახელით. ის ჯერ სიცოცხლეს ეძებდა ამ დედამიწაზე ქრისტეს სახელით, მერე კი სიკვდილს სამშობლოსა და მოყვასის სასიკეთოდ. თქვენ იცით, რომ ეს ცნებები განუყრელად არის დაკავშირებული უფალთან. ეს სამი ცნება ერთია. ჩვენი საბოლოო დანიშნულებაა - ქრისტეში ცხოვრება და ქრისტეში სიკვდილი. ეს არის მარადიულობის სათავე.

როდის წირავს თავს ადამიანი? თუ ფსიქოლოგიას და ფსიქიატრიას მოვიშველიებთ, ეს შეიძლება იყოს დეპრესიით გამოწვეული თვითმკვლელობის შემთხვევაც. რუსთაველი ბრძანებს: "სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?!" ჭკუათმყოფელი კაცი არ იკლავს თავს. ამისგან სრულიად განსხვავებულია მოვლენა, როდესაც ადამიანი უმაღლესი დანიშნულებისთვის გაიღებს სიცოცხლეს. რამდენადაც ამაღლებულია ჩვენი რელიგია, იმდენად ამაღლებულია მარადიული ცხოვრების კრიტერიუმი, ანუ ის, რისთვისაც ვართ, რისთვისაც ვცოცხლობთ ამ ქვეყანაზე. მოწამეები უდიდეს ჯილდოს იღებენ უფლისგან. მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა: შინ დაბრუნებულ ალექსანდრე ორბელიანს პატარა ქალიშვილი, მაიკო გამოეგებებოდა და ოპერაში როდის წამიყვანო, - ეკითხებოდა. საოცრად მგრძნობიარე ბავშვი იყო. ერთხელ თეატრში ალექსანდრე ისე შეაფიქრიანა, რომ ლამის ვეღარც გაბედა შემდეგში მისი კვლავ წაყვანა ოპერის თეატრში. სპექტაკლმა ისე გაიტაცა მაიკო, რომ სახე აღეგზნო სიხარულის სიცხოველით და თვალებიც უცნაურად აუციმციმდა. რა დაგემართაო, - ჰკითხა შემცბარმა მამამ. ნუ გეშინია, მამა, არ გავგიჟდები. მე მხოლოდღა ვგრძნობ ახლა ზეციურ ცხოვრებას ამ განათებულ თეატრში და სანთლები ზეცის ვარსკვლავები მგონია. ეს თეატრი რომ ამისთანა კარგია, ნეტა სასუფეველი რაღა იქნებაო. ნაადრევად ხომ არ ვაჩვენე ეს თეატრი. ასეთი შთაბეჭდილებიანი ბავშვისთვის იქნება მერე სჯობდაო, - იფიქრა თურმე ალექსანდრემ. მაგრამ პატარა ქალის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო ზეცაში. მაიკო იდუმალ, საიდანღაც მონაბერ სუნთქვას გრძნობდა, სხვა მხარეების ძახილს იყო ადევნებული.. ალექსანდრეს მაშინ უფრო გადაუქანდა გული, როდესაც მთვარის შუქზე გამოსული მაიკო დაინახა. ბავშვი ღმერთს შეჰღაღადებდა: რა საკვირველი ღამეა. ეს ღამე რომ ასე მშვენიერია, შენი სასუფეველი რაღა იქნება, სადაც შენი დიდება გაბრწყინებულა და ანგელოზები გიგალობენ. ღმერთო, ეს სოფელი არ მინდა. შენს სასუფეველში მირჩევნია ყოფნა. შენს დიდებას რომ ვჭვრეტდე განუშორებლად. რად გინდა, რომ აქ ვიყო, ამ ამაო საწუთროში. ჩქარა წამიყვანეო, - ევედრებოდა და სული უსწრებდა. ისედაც სულ მცირე ხანი დაჰყო ამქვეყნად. ალექსანდრემ აღარ იცოდა, რა წყალს მისცემოდა. სიფრთხილით ებაასებოდა, იმედს ებღაუჭებოდა, იქნებ თვითონვე გაუქრეს ამის სურვილიო, მაგრამ მაიკოს წინათგრძნობა და სულიერი ლტოლვა უტყუარი აღმოჩნდა. ქოლერა დაემართა და 12 წლისას გაეღო სასუფევლის კარი - საკვირველი და გაბრწყინებული, ანგელოზთა გალობით აღვსილი. მაიკო რომ არ გარდაცვლილიყო, უთუოდ მონაზვნად აღიკვეცებოდა, რადგან ადრევე ჰქონდა ეს განზრახვაო, - უთხრა ალექსანდრეს მათი სახლის მოძღვარმა. მოწამეებიც ბედნიერნი იყვნენ, რომ ეწირებოდნენ ქრისტეს და მიდიოდნენ მარადიულობაში. ეს არის რწმენა, რომელიც სულიწმინდის ნიჭი და საჩუქარია.

- ქართულ ენაში ქრისტესთვის თავგანწირულ ადამიანს მოწამე ეწოდება. მოწამის დაღვრილი სისხლი უსიტყვო არგუმენტია რწმენისა. საქართველოს ისტორიაც ხომ მოწამეთა სისხლითაა დაწერილი...

- მოწამეთა ეკლესია - ქრისტეს ეკლესიის უძველესი სახელწოდებაა და მიანიშნებს ეკლესიისა და უფლის საერთო ხვედრზე: "მოწამე იგი სარწმუნო და ჭეშმარიტი" (გამოცხ. 3:14). ეს სახელწოდება ახსენებს მორწმუნეებს ქრისტეს წამების შესახებ.

მოწამეები ქმნიან განსაკუთრებულ კავშირს ეკლესიასა და ქრისტეს ჯვარცმასა და სიკვდილში გამოხატულ მოწმობას შორის. ამიტომ აუცილებელია მოწამეთა ხსოვნის პატივისცემა, მათი სახელების მოხსენიება და მათი ცხოვრებისა და სიკვდილის ისტორიით ხელმძღვანელობა.

მამა ზურაბ ცხოვრებაძე თავის ერთ-ერთ სტატიაში წერს: "ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს" - ეს არა მარტო ანდერძია ერისადმი, არამედ თავისებური წინასწარმეტყველება საქართველოს მომავალზე. მოხმობილი სიტყვები საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან დაახლოებით საუკუნენახევრის შემდეგ წარმოითქვა, - ჩვენი ერის ქრისტიანული ცხოვრების გზის დასაწყისში, გზისა, რომელიც გოლგოთად იქცა. თითქმის 14 საუკუნის შემდეგ მეორე წმიდანმა, წმიდა ილია მართალმა ამგვარად შეაფასა ქართველი ერის განვლილი გზა: "ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის". ეს იყო პასუხი წინაპრის ანდერძზე - ხაზგასმა საქართველოს მისიაზე.

ქართველ წმიდანთა შორის არიან კოლაელი ბავშვებიც და 80 წელს გადაცილებული კონსტანტი კახიც, ხვარაზმელთაგან მომწყდარი თბილისელი მოქალაქეები და დავით გარეჯში აღდგომის ღამეს საპასექო ტარიგივით შეწირული ბერები. ქრისტესთვის თავდადებულნი იყვნენ უბრალო ქართველი გლეხები და სამეფო ოჯახის წევრები... უფლისა და მოყვასისათვის თავს წირავენ სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები ქართველები, აზნაურნი თუ უაზნონი, ქართველი კაცები და ქართველი ქალები... თავდადება და თავგანწირვა თითქოს ესტაფეტასავით გადაეცემოდა ერთი ქართველიდან მეორეს. წმიდა თევდორე კველთელმა, სოფლის უბრალო მღვდელმა, იხსნა ლუარსაბ მეფე და საქართველო. რამდენიმე წლის შემდეგ კი ლუარსაბ მეფემ გაწირა თავი ქვეყნისათვის. წმიდა არჩილ მეფეც თავს დებს ერისთვის. იოთამ ზედგინიძე ეწირება მეფე გიორგის სიცოცხლეს. წმიდა ცოტნე აღმსარებელი მზადაა, გაიზიაროს თანამებრძოლთა ტანჯვა. ეჯიბი დავითი ავაგ ათაბაგად წარუდგენს თავს ყაენს, რათა საფრთხის შემთხვევაში თავი გაწიროს მის ნაცვლად. ღირსი მამა გრიგოლი (ფერაძე) უცხოტომელს გადაარჩენს და თავად იღუპება".

ქართველი ერის ცხოვრება თითქოსდა ჯვარს განასახიერებს. ჯვრის ვერტიკალური ხაზი ღვთის სიყვარულის სიმბოლოა, ჰორიზონტალური კი მოყვასის სიყვარულისა. ჩვენი ერის ცხოვრება სახარების ორი ძირითადი მცნების აღსრულების მაგალითია: "შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ეს არის დიდი და პირველი მცნება და მეორე, მსგავსი ამისა: შეიყუარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მთ. 22,37-39).

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბრძანებს: "საქართველოს ისტორიაში ღვთისათვის თავდადება მოყვასისათვის თავდადებას ენაცვლება. ჩვენი ერის ისტორია მუდმივი გამოსახვაა ჯვრისა. ქრისტესთვის დაღვრილი სისხლი თითქოს ჯვრის ორივე ძელს ადუღაბებს. ეს არის ჯვარცმა და, ამავე დროს, მოწმობა ჯვარზე.

წმიდა მიქაელ-გობრონს არაბებმა, რომლებიც მას სჯულის შეცვლას სთხოვდნენ, ხმალი შესაშინებლად დაჰკრეს კისერზე, რათა ქრისტიანი სიკვდილის შიშს მოედრიკა. ჭრილობიდან გადმოღვრილი სისხლით მოწამემ შუბლზე ჯვარი გამოისახა.

წმიდა გობრონის მიერ სისხლით გამოსახული ჯვარი ქართველი ერის ქრისტესთვის თავგანწირვის სიმბოლოა. საქართველო სისხლს ღვრის მაცხოვრისთვის და თავისი ცხოვრებით ამოწმებს ქრისტიანობას, რომლის სიმბოლო ჯვარია. ჩვენი ერის ცხოვრება თითქოსდა მუდმივი სისხლიანი ჯვრის გამოსახვაა. წმიდა მაქაელ-გობრონი შეიძლება აღვიქვათ როგორც საქართველოს ხატი, რომლის ტანჯვაც (კისერზე ხმლის დაკვრა) ქადაგებად იქცევა (სისხლით ჯვრის გამოსახვა). ამიტომაც ჰქვია საქართველოს ისტორიას ქართლის ცხოვრება, არა მატიანე ან ისტორია, არამედ სწორედ ცხოვრება. ერი თითქოს ერთიან ცოცხალ ორგანიზმად, მისი ცხოვრება კი ქადაგებად გადაიქცა.

წმიდა გიორგის ხანგრძლივი და მრავალგვარი ტანჯვა სახეა საქართველოს ისტორიისა. ქართველი ერის ტანჯვაც დიდხანს გრძელდებოდა, მრავალფეროვანი იყო ჩვენი უბედურებაც: ხოცვა-ჟლეტა, გადასახლება, მშობლიური მიწის დაკარგვა, ტყვეებად წასხმა, დამცირება, ცილისწამება... ქართველმა განსაკუთრებით შეიყვარა კაბადოკიელი წმიდანი, იმიტომ რომ მასში საკუთარი ბედი შეიცნო. დიდმოწამე გიორგი გამოხატულებაა ქართველი ერის მებრძოლი სულისა. ბორბალზე ნაწამები წმიდა მხედარი უფალმა სასწაულებრივად განკურნა. ასევე ქართველი ერი, თითქოსდა, სასიკვდილოდ დაჭრილი, ღვთის შეწევნით აღდგებოდა ხოლმე. ამიტომ წმიდა გიორგი განსაკუთრებით საყვარელია ჩვენთვის, ვინაიდან იგი ჩვენი აღდგინების ხატიცაა. "მხნე იყავ, გიორგი, რამეთუ მე შენ თანა ვარ", - ჩაესმა მოწამეს ნუგეშად უფლის ხმა. ეს ხმა ჩვენს ერსაც ეკუთვნის.

ქართველმა ერმა, როგორც სიდონიამ კვართი, ისე ჩაიკრა გულში ქრისტეს სარწმუნოება და როგორც სიდონიას ვერანაირმა ძალამ ვერ გამოართვა ხელიდან უდიდესი სიწმიდე, ასევე ვერანაირმა განსაცდელმა ვერ განაშორა ქართველობა ჭეშმარიტ სარწმუნოებას.

თუკი ქართველ ერს მეორედ მოსვლამდე მტკიცედ ექნება გულში კვართივით ჩაკრული ჭეშმარიტი სარწმუნოება (რაც უეჭველად გვწამს), ემახსოვრება სახარებისეული სიბრძნე: "რომელმან დაითმინოს სრულად, იგი ცხონდეს" და გამხნევდება უფლის სიტყვებით: "მხნე იყავ... მე შენ თანა ვარ", მაშინ ლაზარე - საქართველო მეორედ მოსვლის ჟამს მოისმენს უფლის სხვა სიტყვებსაც, სიტყვებს, რომელსაც დიდი ხანია ელის თითოეული ქართველი: "ლაზარე, გამოვედ გარე!" და მაცხოვარიც, იოანე-ზოსიმეს წინასწარმეტყველების თანახმად, აღადგენს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, როგორც აღადგინა ოთხი დღის მკვდარი ლაზარე".

- დაბოლოს, როგორ უნდა მივიღოთ ღმერთის მიერ დაშვებული გამოცდა, როგორ უნდა გადავიტანოთ განსაცდელი, თუნდაც სიკვდილის მოახლოება?

- ამასთან დაკავშირებით ბერი პაისი ათონელი ბრძანებს: "ამჟამად ღმერთი დიდ განსაცდელებს უშვებს. უმძიმესი დრო მოდის. ჩვენ დიდი გამოცდა გველის. მოდით, ყველაფერ ამას სერიოზულად მოვეკიდოთ და სულიერად ვიცხოვროთ. მდგომარეობა გვაიძულებდა და გვაიძულებს, სულიერად ვიშრომოთ. ერთი მხრივ, ამ სულიერ შრომას ფასი ექნება, თუკი ჩვენ სიხარულით, საკუთარი ნებით ვიშრომებთ და არა იმიტომ, რომ გვაიძულებენ. ბევრი წმინდანი ითხოვდა, რომ ეცხოვრა ჩვენს ეპოქაში, რათა ეს ღვაწლი აღესრულებინა.

მე ვხარობ, როდესაც ანგარიშის გასწორებით მემუქრებიან იმის გამო, რომ არ ვდუმვარ და მათ გეგმებს ვარღვევ. როდესაც გვიან საღამოს მესმის, რომ ვიღაცა კალივის გალავნიდან ეზოში ხტება, გული ტკბილად ძგერას იწყებს. მაგრამ როცა ღამის სტუმარი მთხოვს: "დეპეშა მოვიდა, ილოცე ამა და ამ სნეულისათვის", მაშინ საკუთარ თავს ვეუბნები: "აჰ, აი, რა ხდება, როგორც ჩანს, ისევ არ გამიმართლა". ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სიცოცხლე მომბეზრდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის ბედნიერებაა ქრისტესთვის სიკვდილი. მოდით, ვიხარებდეთ, რომ დღეს ჩვენ წინაშე ასეთი შესანიშნავი შესაძლებლობაა. ვისაც მოწამეობა სურს, მას დიდი სასყიდელი ელის.

წარსულ დროში იწყებოდა ომი, ადამიანი მიდიოდა მტერთან საბრძოლველად და თავისი მამულის, თავისი ხალხის დასაცავად. ამჟამად ბრძოლაში ვებმებით არა იმიტომ, რომ მამული დავიცვათ, ომში იმიტომ კი არ მივდივართ, რომ ბარბაროსებს აღვუდგეთ წინ, რათა მათ არ იმძლავრონ ჩვენს დებზე და არ შეურაცხგვყონ; ომს წარვმართავთ არა ნაციონალური ინტერესებით ან რაიმე იდეოლოგიისთვის. ახლა ჩვენ ვიბრძვით ან ქრისტეს, ან ეშმაკის მხარეს, ვინ ვისკენაა - ძალათა განლაგება აშკარაა! ოკუპაციის დროს გმირად იქცეოდი, თუკი არ მიესალმებოდი გერმანელს, ახლა კი გმირად იქცევი, თუ ეშმაკს არ მიესალმე.

ასე თუ ისე, ჩვენ საშინელი მოვლენების ხილვა მოგვიწევს. წარიმართება სულიერი ბრძოლა. წმიდანები კიდევ უფრო განიწმინდებიან, ხოლო უწმინდურნი კიდევ უფრო საძაგელნი შეიქნებიან. მე ვნუგეშობ, ჩვენ ჭექა-ქუხილი გველის და ჩვენს ბრძოლას აქვს ფასი, რადგანაც ამჟამად ჩვენი მტერი - ეს ალი ფაშა კი არ არის, არც ჰიტლერი და არც მუსოლინი, არამედ ეშმაკი. და ამიტომაც ჯილდო ჩვენი იქნება ჯილდო ზეციური.

ღმერთმან, ვითარცა სახიერმან, წარმართოს ბოროტება სიკეთედ, ამინ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat