გსურთ, თქვენი მოღვაწეობის წარმატებისთვის აუცილებელი სამი პირობის შესახებ შეიტყოთ?
გსურთ, თქვენი მოღვაწეობის წარმატებისთვის აუცილებელი სამი პირობის შესახებ შეიტყოთ?
პირველი პირობაა - იყოთ კეთილნი, მეორე - იყოთ კეთილნი, მესამე - იყოთ კეთილნი
ძველი სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს იმპერატორსა და მხედართმთავარს ალექსანდრე მაკედონელს, რომელმაც ლამის მთელი მიწიერი სამყარო დაიპყრო, სიკვდილის მოახლოების ჟამს უთქვამს: "ხელებგაშლილი დამასაფლავეთ, რომ ყველამ დაინახოს, ამ ქვეყნიდან არაფერი მიმაქვსო". ალბათ, ასეთი ადამიანები ჰყავდა მხედველობაში წმინდა ტიხონ ზადონელს, როცა ამბობდა: "სამარშინიან ადგილზე ეტევიან ისინიც კი, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი ქვეყანა..." ეკლესიური სიბრძნეც ხომ ამაზე მიგვანიშნებს: "თავს ნუ ჩათვლი იმის მფლობელად, რის წაღებასაც სიკვდილის შემდეგ ვერაფრით მოახერხებ; შიშველი გამოხვედ დედის მუცლიდან, არაფერი მოგიტანია ამქვეყნად და ვერც ვერაფერს წაიღებ თან, ამ სოფლიდან გასვლისას კი შენი სხეულიც აქ დარჩება".

ღვთისმეტყველთა განმარტებით, ამქვეყნიური სიკეთე ვარდს ჰგავს, რომელიც სახილველად მშვენიერია და კეთილსურნელოვანი, ღერო კი ეკლიანი აქვს. მალე იღუპებიან ნათურის ბრწყინვალებით მოხიბლული ღამის მწერები; ჩვენც მალე ვიღუპებით, როცა ამ სიკეთეებით ვიხიბლებით! "ვინც აწმყოს მეტისმეტ პატივს სცემს, ის ვერასდროს გახდება მომავალი სიკეთეების ხილვის ღირსი", - ამბობდა იოანე ოქროპირი.

"დრო იმისთვის მოგვეცა, გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთესნი გავხდეთ, ხვალ კი - დღევანდელზე უფრო კარგნი. უბედურია ის, ვინც დროს ვერ იყენებს და არ იცის მისი ყადრი. დაკარგული ფული შეიძლება იპოვო, დარღვეული მეგობრობა განაახლო, შერყეული ჯანმრთელობა აღიდგინო, შეგიძლია იყიდო, გაყიდო და კვლავაც იყიდო სახლი, მიწა, ქონება, მაგრამ დაკარგული დროის დაბრუნება შეუძლებელია სიკეთის ქმნის გარეშე. უქმად ჩავლილ ვერც ერთ წუთს ვერ დაიბრუნებს ადამიანი. ჭეშმარიტად დიდი აღმოჩენების სიხარული არასოდეს ეძლევა მათ, ვინც ცდილობს, ის თავისი ინტერესებისა და კეთილდღეობისთვის გამოიყენოს. და პირიქით, ის, ვინც ივიწყებს თავისას, ზრუნავს მაშვრალთა, ტვირთმძიმეთა, ავადმყოფთა, ობოლთა და გაჭირვებულთათვის, სანაცვლოდ იღებს ისეთ სიხარულს და ღვთის წყალობას, რომელსაც ვერავითარი მიწიერი კეთილდღეობა ვერ შეედრება.

განა შეიძლება ბედნიერებას ველოდეთ ხვალ, თუ დღევანდელი დღე შუღლში, ურთიერთდაპირისპირებაში, უზრუნველობასა და ცოდვაში განვლიეთ? სულიერი ხედვით, ხვალინდელი დღე ხომ სახეცვლილი დღევანდელობაა და აქედან გამომდინარე, ვერ ვიქნებით ბედნიერნი, თუ არ აღვასრულებთ ჩვენს ვალს, ჩვენს დანიშნულებას ღვთისა და ერის წინაშე", - ვფიქრობთ, ერის სულიერი მამის, ილია მეორის ამ სიტყვებში, რომელიც ათეული წლების წინ ითქვა, ჩვენი დღევანდელი ყოფის დიდი ტკივილია დანახული და გამოთქმული და სიკეთის გულში ჩამწვდომ და მეტად ორიგინალურ განმარტებადაც გამოდგება.

რა არის სიკეთე და ჩვენ როგორ გვესმის მისი მნიშვნელობა? - ამ საკითხზე საერო პირებსაც ვთხოვეთ გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები.

ჯულიეტა ვაშაყმაძე, ტელეკომენტატორი:

"რა არის სიკეთე? ჩემი აზრით, ყველაფერი ის, რასაც კეთილი საწყისი აქვს, კეთილი მიზანი, კეთილი ნება და დამოკიდებულება ყველასა და ყველაფრის მიმართ!

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გაარჩიო ცუდი და კარგი, სასარგებლო და მავნებელი, სასიკეთო და ავის მომტანი... თუნდაც იმიტომ, რომ, როგორც მეფე ვახტანგ მეექვსე ამბობს:

"ოდეს ბოროტი გამრავლდეს, კეთილი გაცუდდებისა,
მოაკლდეს კარგთა პატივი, ავები გადიდდებისა!"


და საერთოდ, რამდენი რამ უთქვამთ სიკეთის სიკეთეზე ჩვენს სახელოვან წინაპრებს, რამდენს გვასწავლის ხალხური სიბრძნე: "თუ გინდა იყო ბედნიერი, იყავი კეთილისმყოფელიო!" ან კიდევ: "კეთილი ფარად უფარე შენთვის ბოროტის მდომსაო!" (ილია).

"არა კაც-ჰკლა, არა იმრუშო, არა იპარო", - გვასწავლის ათი მცნება. ე.ი. არ ჩაიდინო ბოროტება!

არ ჩაიდინო, რადგან ბოროტება ბადებს სიძულვილს, ხოლო ბოროტებითა და სიძულვილით ვერ მოიპოვებ სულიერ სიმშვიდეს, ვერ მოიპოვებ ვერც სიმდიდრით და ვერც მოჩვენებითი სიკეთით!

უანგარო კეთილშობილება ღირსეულთა დამახასიათებელია, ღირსეული ადამიანის აზროვნება კი თავისუფალია არაკეთილი მიზნებისგან.

სწორედ ამიტომ თავისუფლება სულისა, აზრისა და ქმედებისა შეუძლებელია მოიპოვო მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი რწმენით, ღირსებით და კეთილშობილებით, ხოლო სიკეთე, კეთილშობილება - ეს ადამიანის ღირსება, ძალა და მომავლის რწმენაა!"

ადამიანი, როგორც ღვთის ქმნილება, თავისი სულიერი მდგომარეობითა და შინაგანი ბუნებით სიკეთის ქმედებისთვის არის მოწოდებული, მაგრამ რადგან სიკეთე და ბოროტება, როგორც ორი დიდი ძალა, დასაბამიდან დაუპირისპირდა ერთმანეთს, ბრძოლის ველად კი ყოველი ჩვენგანის გული გაიხადა, უკეთური ვნებანი არამცთუ ხშირად შეგვახსენებენ თავს, არამედ სამარის კარამდეც კი მიგვაცილებენ.

სათნოებათაგან ყველაზე აღმატებულია განსჯა, რომლის გარეშე სიკეთეც კი ბოროტებად მოგვეჩვენება, ამიტომ ყოველი სათნოება განსჯას საჭიროებს. ეკლესიურ გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, ადამიანს, რომელიც სულიერ ცხოვრებას იწყებს, უნდა ახსოვდეს, რომ ავადმყოფია. მისი გონება გაფანტულია და ნება ბოროტისკენ უფრო იხრება, ვიდრე სიკეთისკენ. მშფოთვარე ვნებათა გამო მისი გული არაწმინდებაში იმყოფება, ამიტომ სულიერი ცხოვრების საწყისი გამოჯანმრთელების სურვილი უნდა იყოს.

KARIBCHEთამარ-დონარა დოლიძე, ლინგვისტი:

"რატომღაც მგონია, რომ სიკეთე უფრო გენეტიკურია, ვიდრე ნასწავლი ან შეძენილი, თუმცა არც ამას გამოვრიცხავ.

ადამიანები თავიანთი ბუნებრივი მონაცემებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთ ოჯახში დაბადებული დედმამიშვილებიდან ერთი კეთილი გამოდის, მეორეში ეგოიზმი ჭარბობს, მესამეში - სხვაზე მებრძოლობა და თავმოწონება. მშობლებიც ხომ უმეტესწილად არ ჰგვანან ერთმანეთს ხასიათითა და ინტელექტით. ერთ შვილს შეიძლება ხატვის ნიჭი გამოჰყვეს და ამით მამას დაემსგავსოს, მეორე სიმღერის ნიჭით დედას ჰგავდეს, სხვა კიდევ - ბებიას ან ბაბუას კეთილშობილებით და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი მშობლებისა და ოჯახის წევრთა გარემოში იზრდებიან, ერთ სკოლაში დადიან, მაინც ინდივიდუალური თვისებები აქვთ, თუმცა, ვიმეორებ, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ სიკეთის სწავლა შესაძლებელია და აუცილებელიც, მაგრამ ესეც ყოველი ადამიანის პირად არჩევანზეა დამოკიდებული.

ცხოვრებამ რაღაც გამოცდილება მეც შემძინა. ცხოვრება იყო ჩემთვის ყველაზე დიდი მასწავლებელი. ადამიანების გამოცნობაც ვისწავლე. ვგრძნობ, ვინ როგორი სულის პატრონია. არ შეიძლება, ადამიანს თვალებში არ ეტყობოდეს, კეთილია თუ ბოროტი. მსიამოვნებს ისეთ ადამიანთან შეხვედრა, ვინც თვალებით ასხივებს სიკეთესა და სითბოს. როცა სამსახურში მივდივარ, ვგრძნობ, ვინ როგორი თვალით შემომხედა. ზოგჯერ მოჩვენებითია ადამიანის სიკეთე, ზოგჯერ - ნაღდი, სიკეთეში ხომ უანგარობა გადამწყვეტია..."

სულიერი ცხოვრება გამუდმებითი, ულმობელი ომია მტრისგან სულის გამოსახნელად, ამიტომ ნურასოდეს დაიძინებ სულით, - გვასწავლიან წმინდა მამები, - მუდამ იფხიზლე, რომ ამ ბრძოლას წარმატებულად გაართვა თავი, შეწევნისთვის კი ხშირად მოუხმე მაცხოვარს.

ყოველი ხე - ნაყოფით, კეთილი კაცი კი თავისი საქმეებით შეიცნობა. ჩვენი ყოველი უკეთური საქმე ეშმაკთათვის ჩვენს წინააღმდეგ მომართულ იარაღად იქცევა, სანამ არ შევინანებთ და არ გამოვსწორდებით. ამიტომ სულიერი სიფხიზლე აუცილებელია გულისა და გონების მოძრაობის გასაკონტროლებლად, რათა განვდევნოთ ჩვენგან უკეთური და შევიწყნაროთ კეთილი - სულიერი წონასწორობის აღსადგენად, რის გარეშეც ვერ შევძლებთ შინაგან განწმენდას.

არავინაა უფალივით კეთილი, მაგრამ უნანელ ადამიანს არ შეუნდობს ღმერთი. იცხოვრე ისე, რომ არავინ განიკითხო და აუგი არავისზე წამოგცდეს, აიძულე თავი, ყველა კარგი მხრიდან დაინახო, ნუ დაძრახავ მათ და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებ ღვთის შეწევნასა და მფარველობას.

"იყავით ურთიერთის მიმართ კეთილნი, თანამლმობელნი და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა ქრისტეში მოგიტევათ თქვენ" (ეფეს. 4,32), - გვასწავლის წმინდა წერილი.

წმინდა იოანე კრონშტადტელი თავის წიგნში "მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური" წერს: "ერთ ცნობილ ბერ-მისიონერთან ერთხელ მრავალი ადამიანი შეიყარა, რომელთაც თავი ღარიბ-ღატაკთა სამსახურისთვის მიეძღვნათ და სურდათ, დარიგება მოესმენათ. იგი გასაოცარი ძალით დიდხანს ლაპარაკობდა და ბოლოს თქვა: "გსურთ სულითა და ხორცით დაღუპვის გზაზე შემდგარ ადამიანთა შორის თქვენი მოღვაწეობის წარმატებისთვის აუცილებელი სამი პირობის შესახებ შეიტყოთ? პირველი პირობაა - იყოთ კეთილნი, მეორე - იყოთ კეთილნი, მესამე - იყოთ კეთილნი. აი, დასკვნა ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებისა".

KARIBCHEთინა მგალობლიშვილი, მსახიობი:

"რაც შეიძლება სიკეთე, სიკეთე, სიკეთე თესეთ", - ამბობდა ბერტოლდ ბრეხტი. მეც მიყვარს ამ სიტყვების წარმოთქმა. ცხოვრება, ალბათ, იმისთვის გვეძლევა, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე ვაკეთოთ. რა თქმა უნდა, ადამიანში ყოველგვარი თვისებაა თავმოყრილი, მაგრამ ამ თვისებათაგან რომელი წამოიწევს წინა პლანზე, ეს უკვე ინდივიდის შინაგანი მონაცემიდან გამომდინარეობს.

ჩვენ ათეისტურ ეპოქაში გაზრდილი თაობა ვართ და ბევრი სიძნელე შეგვხვედრია ცხვრებაში. მახსოვს, სკოლაში გვასწავლიდნენ: "თუ გზად ეკლესია შეგხვდებათ ან მღვდელს წააწყდებით სადმე, მაშინვე ქვა გადააბრუნეთო". დღესაც არ მესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ ცხადია, სამღვდელოებისადმი არაკეთილგანწყობა დიდი იყო ქვეყანაში. მართალია, ეკლესიაში ვერ დავდიოდი, მაგრამ ოჯახში ვივსებდი ამ მხრივ სულიერ ნაკლოვანებას. დედაჩემის დედა, გვარად მხეიძე, ღვთისმოსავი ქალი იყო. შინ სალოცავი კუთხეც ჰქონდა მოწყობილი. დილით ადგომისთანავე და ღამით დაწოლის წინ ლოცულობდა. მან ჩაგვისახა მთელ ოჯახს ღვთის რწმენა და სიყვარული, დაგვაფიქრა მარადიულ ღირებულებებზე. მოგეხსენებათ, გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოზარდის სულიერი ფორმირებისთვის, მისი ხასიათის ჩამოყალიბებისთვის. სკოლისა და ოჯახის ატმოსფერო იმდენად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მეც გაორებული ვიყავი, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხალხში თითქოს მაშინ უფრო მეტი იყო სურვილი სიკეთის კეთებისა, ვიდრე დღეს, როცა აღარავის უკრძალავენ ეკლესიაში სიარულს, ამდენი ტაძარი შენდება და ასე გაიზარდა მრევლი. მე და ჩემი შვილიშვილი ელენე ხშირად დავდივართ ტაძარში. ისიც და მასთან ერთად მრავალი ბავშვი ყოველ კვირას ეზიარებიან, რაც ჩემი ბავშვობის წლებში წარმოუდგენელი იყო. და მიუხედავად ამისა, მგონია, რომ დღეს ბოროტება უფრო მომძლავრდა და მოზარდებიც დაუნდობელნი გახდნენ ერთმანეთის მიმართ, რაც მეტად შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია, მეტ განსჯასა და ყურადღებას საჭიროებს ჩვენი ეკლესიისა და საზოგადოების მხრიდან".

ეპოქის სულისკვეთებიდან გამომდინარე, სიკეთის კიდევ უფრო დათრგუნვის ხარჯზე ბოროტება უფრო მყარად გაიდგამს ფესვებს ჩვენს საუკუნეში, რის შესახებაც გვაფრთხილებდნენ ჩვენი დროის უდიდესი მამები: ბერი პაისი მთაწმინდელი, მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი, ბერი იოსებ ათონელი და სხვები. "სიკეთესა და ღირსებაზე ძველი შეხედულებების გადმონაშთები ჯერ კიდევ შემორჩენილია, მაგრამ სულ მალე მათი კვალი დარჩება მხოლოდ", - არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) ეს სიტყვებიც იმ არასასურველ ტენდენციაზე მიგვანიშნებს, რომელიც, სამწუხაროდ, ახალმა დროებამ მოიტანა.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: "უფალი სახარებაში ერთ-ერთ ახალგაზრდა კაცს ეუბნება: "არავინ არის სეხიერ, გარდა ღვთისა" - კეთილი მხოლოდ ღმერთია. წყარო სიკეთისა, ისევე როგორც ბედნიერებისა და ყოველგვარი სიხარულისა, ღმერთია. ამიტომ როცა ადამიანი ღმერთთან არ არის, მისი ქმედებები სიკეთედ არ აღიქმება. ჭეშმარიტი სიკეთე მხოლოდ მაშინ იძენს თავის მნიშვნელობას, როცა მას გარდაცვალების პერსპექტივაში განვიხილავთ.

ვინ იტყვის, წმინდა მეფე თამარი ღარიბი იყოო, ჩვენ ხომ ვიცით მისი სათნოებანი. მე რომ მდიდარი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზარმაცი, ფუქსავატი ან გარყვნილი ვარ; სიმდიდრეს სიკეთეში ვიხმარ - ვეხმარები გაჭირვებულებს, აღვასრულებ მრავალ სათნოებას, ჩემს შემოსავალს ვახმარ სამშობლოს კეთილდღეობასა და ძლიერებას... სიმდიდრე თავისთავად ბოროტება არ არის, თუმცა უფალი სახარებაში იმასაც ბრძანებს, რომ მდიდარი ძნელად შევა ცათა სასუფეველში.

როგორც ცხოვრება გვიჩვენებს, მრევლის უმრავლესობა შეჭირვებულ მდგომარეობაშია, ის ადამიანები კი, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და მდიდრად ცხოვრობენ, იშვიათად ემოწაფებიან ქრისტეს. მათი ძალიან მცირე ნაწილი დადის ეკლესიაში. ეს გარკვეულწილად ადასტურებს უფლის სიტყვებს იმის შესახებ, რომ სიმდიდრე საცდურია და არა თავისთავად ბოროტება. ბიბლიაში ნათქვამია: "ღვინო ახარებს გულსა კაცისასა". ღვინის სმა არავის ეკრძალება, მაგრამ თუ კაცი მემთვრალეობას მიჰყოფს ხელს, ამით თავს დაიღუპავს. გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები: "მემთვრალეთა ვერ დაიმკვიდრონ სასუფეველი".

ადამიანი შეიძლება იყოს ზნეობრივი, მაგრამ სულიერად ამაყი, - ეს უკვე სატანისტური ზნეობაა, რადგან თავისი ზნეობით თვითკმაყოფილი ადამიანი იკეტება თავის თავში, სწყდება სიკეთის ჭეშმარიტ წყაროს - ღმერთს.

სიმდიდრესა და კეთილდღეობას ისე უნდა ვუყურებდეთ, როგორც ღვთისგან დროებით მობარებულ ქონებას, რომელზეც ადრე თუ გვიან პასუხს მოგვთხოვს უფალი" (საუბარი მოძღვართან ჩაწერილია 2000 წელს).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat