ქართული კულტურა და ცივილიზაცია ქრისტიანულ სარწმუნოებას ემყარება
ქართული კულტურა და ცივილიზაცია ქრისტიანულ სარწმუნოებას ემყარება
ნებისმიერს რომ ჰკითხო, - რა არის ის, რაც ქართველებს ქართველობას გვინარჩუნებსო, მოსწრებულ პასუხს მივიღებთ - ჩვენი ქვეყნის წარსული, ქართული სუფრა, სადღეგრძელოები, ქართული ხასიათი, ადათ-წესები, რელიგია და სხვა მრავალი. წინაპრებისგან ნამემკვიდრალით ვამაყობთ კიდეც და ხმამაღლაც გავიძახით - რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო. სხვა საკითხია, როგორ ვუვლით მამა-პაპათა დანატოვარს და რამდენად სწორად გადავცემთ მას თაობიდან თაობას. მადლობა ღმერთს, რომ კვლავაც არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის ჭირი თავისად აქვთ მიჩნეული და ძირისძირამდე იკვლევენ ქართულ ფესვებს.

"კარიბჭესთან" საუბარი ვთხოვე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ როლანდ თოფჩიშვილს და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს როზეტა გუჯეჯიანს.

- ქართველები მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ეთნოსთა რიცხვს მიეკუთვნებიან. ქართული ტომების თავდაპირველი განსახლების არეალი სამი მდინარის - მტკვრის, რიონის და ჭოროხის - აუზი იყო. აქვე მოხდა ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება, ერთიანი ქართული მონარქიის შექმნა.

ქართველების ანთროპოლოგიური დახასიათება მოცემული აქვს ვახუშტი ბაგრატიონს: "ხოლო ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი, შავ თუალ-წარბ-თმოსანნი, თეთრყირმიზნი... ქალთა თმა გარდაშუებული და დაწნული, ხოლო კაცთა ყურთზედა მოკუეცილნი. წერწეტნი, უმეტეს ქალნი, იშვიათ სქელნი, - საუბარს განაგრძობს ბატონი როლანდი, - ქართველთა თვითსახელწოდებაა ქართველი და ქართველები.

ქართული დამწერლობა
გამოიყოფა ქართული დამწერლობის განვითარების სამი საფეხური: ძველი, საშუალო და ახალი: მრგლოვანი ანუ ასომთავრული, ნუსხური ანუ ხუცური და მხედრული ანუ საერო. ჩვენამდე მოღწეული მრგლოვანით შესრულებული პირველი წერილობითი ძეგლებია ეპიგრაფიკული წარწერები. ესენია: იუდას უდაბნოში, ბეთლემის წარწერა, დაახლ. 430 წლისა, და ბოლნისის სიონის 494 წლის წარწერა. მრგლოვანია სხვა წარწერები და პალიმფსესტები, უძველესი ქართული მწერლობის ძეგლები.

ქართული დამწერლობის წარმოშობის თაობაზე ლეონტი მროველის (XIს.) ისტორიოგრაფიულ თხზულებაში დაცულია ცნობა, რომ ქართული ანბანი შეიქმნა ძვ.წ-ის III ს-ში, ფარნავაზის მეფობის დროს.

***
ქართული კულტურა და ცივილიზაცია ქრისტიანულ სარწმუნოებას ემყარება. ქრისტიანობის მიღებას ქართველი ხალხისთვის დიდი სახელმწიფოებრივი და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა.

თავიდანვე საქართველოში გაჩაღდა სამონასტრო მშენებლობა - ალავერდი, ვარძია, გელათი, იყალთო, შიომღვიმე, შატბერდი. ქრისტიანული მონასტრები საქართველოს ფარგლებს გარეთაც იქმნებოდა: იერუსალიმში (Vს.), სინას მთაზე, პეტრიწონში და სხვაგან. მონასტრებთან არსებობდა საგანმანათლებლო სკოლები, რომლებმაც მნიშვნელოვანი მისია შეასრულეს ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში. წერდნენ ორიგინალურ ლიტერატურულ თზულებებს და სხვადასხვა ენიდან ქრისტიანულ ლიტერატურას თარგმნიდნენ. საქართველოში ქრისტიანობის მიღებისთანავე ქართული ენა ქართული ეკლესიის საღვთისმეტყველო ენად გამოცხადდა. ქართულმა მონასტრებმა დიდი წვლილი შეიტანეს შუა საუკუნეების საქართველოს განათლების საქმეში. ზოგიერთ მონასტერთან შექმნილი იყო წრეები, მაგალითად, შიომღვიმეში, დავითგარეჯში, ალავერდში, აკადემიები - გელათში, იყალთოში.

რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ქართულ ეკლესიას კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციები წაერთვა, ქართულმა ეკლესიამ დაკარგა ავტოკეფალია. სულ მალე, 1814 წელს, იგივე ბედი ბიჭვინთის კათალიკოსმაც გაიზიარა, რომლის რეზიდენციაც გელათში იყო. საქართველოს ეკლესია სამართავად რუსეთის სინოდის საეგზარქოსოს გადაეცა. 1917 წელს ქართულმა სასულიერო პირებმა აღადგინეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

ქართველთა ხასიათი
როგორც შუა საუკუნეებში, ისე ახლაც ქართველი კაცისთვის უპირველესი მიზანი სახელის მოხვეჭაა - "სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა". ქართველის შეგნებით კი ყველაზე დიდი სახელი მამულისათვის, სამშობლოსათვის თავდადება იყო. ამ მენტალობიდან გამომდინარე იყო, რომ ბრძოლაში ქართველებმა უკან დახევა თითქმის არ იცოდნენ, რაც ზოგჯერ დამარცხების მიზეზიც კი ყოფილა. ქართველებს შორის ისტორიულადაც და ახლაც ძალიან განვითარებული იყო მეგობრობის გრძნობა. ხშირად ქართველები მეგობრობას ყველა სხვა ურთიერთობაზე მაღლა აყენებდნენ. მეგობრობის უპირველესობა ერთნაირად დამახასიათებელი იყო საქართველოს ყველა მხარის მცხოვრებისათვის. ისტორიულად ქართველთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნათესაობას.

ვახუშტი ბაგრატიონი ქართველთა ხასიათს დადებითად ახასიათებს, თუმცა არც უარყოფითზე ხუჭავს თვალს. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი უფრო მკვეთრ ფერებში წარმოგვიდგენდა ქართველთა ზოგიერთ უარყოფით თვისებას: "ვინაიდან ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს პირველითგანვე თვისთა უფალთა. რამეთუ, რაჟამს განდიდდნენ, გასუქდნენ და დიდება პოონ და განსუენება, იწყება განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგვითხრობს ძველი მატიანე ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი". XII ს-ის მოღვაწე, კათალიკოსი ნიკოლოზ გულაბერიძე მხოლოდ ქართველთა კეთილ და დადებით თვისებებზე საუბრობს. მისი აზრით, ქართველები "არიან ბუნებით სადაგნი და მარტივნი და გონებით წრფელნი, სიმართლესა ცხოვრებისასა და უღელსა უმანკოებისასა მზიდველნი და მხოლოდ ღმრთისა ოდენ და მკლავის თვისისა მოსავნი, რომელთაცა უკვე გამოისახვის და საცნაურ იქნების სიქველე ჭაბუკისა, ვითარცა საცნაურ არს ყოველთა მიერი, უეჭველად და ესევითარი ბუნება პირველითგანვე უკვე დამცველობს ნათესავთა შორის ქართველთასა".

სხვადასხვა თვისებასთან ერთად ქართველები ჭირთა მომთმენნიც იყვნენ. ეს ხასიათი არც დღეს შეცვლილა. რაც მთავარია, ქართველების ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ქალის პატივისცემა, მოწიწება, მოკრძალებაც არის.

ქართული სამზარეულო
ქართული ეროვნული საჭმელები შერეულია. ქართველები მიირთმევდნენ როგორც ხორცეულ, ისე მცენარეულ და რძის პროდუქტებს. საჭმელებს გემოვნების მიხედვით აკეთებდნენ: მჟავეს, ცხარეს და ტკბილს. დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული იყო ცხარე, სანელებლებით შენელებული საჭმელები. ამ მიზნით ფართოდ იყენებდნენ წიწაკას, ტყემალს, ბროწეულის წვენს, კოწახურს. ქართველები ჩვეულებრივ დღეში ორჯერ ან სამჯერ ჭამდნენ. ჭამის დროს თავშეკავებულნი იყვნენ. ქართული სუფრის აუცილებელი ატრიბუტი მწვანილიც იყო. აცხობდნენ სხვადასხვა ფორმის პურებს: მრგვალს, შოთს, ლავაშს. დასავლეთ საქართველოში პოპულარული იყო ღომის ღომი, შემდეგ სიმინდის ღომი და მჭადი. სიმინდის პურს - მჭადს, ძირითადად თიხის ან ქვის კეცებზე აცხობდნენ. კეცებზე იცოდნენ გამოცხობა შავშეთ-იმერხევშიც. მოხარშული ხორბლისა და თაფლის შერევით გემრიელი საჭმელი - წანდილი მზადდებოდა, ხორბლის ფქვილითა და ერბოთი კი - ხავიწი. ხილის, ბოსტნეულისა და მწვანილისაგან სხვადასხვა წვნიან საჭმელს - შეჭამადებს აკეთებდნენ. პოპულარული იყო რძე და რძის ნაწარმი. საქართველოს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვანაირი ყველის ამოყვანა იცოდნენ. ცნობილია თუშური გუდის ყველი, იმერული ყველი, მეგრული სულგუნი. ცხიმებიდან აღმოსავლეთ საქართველოში ერბოს იყენებდნენ, დასავლეთში - მცენარეულ ზეთებს, ძირითადად ნიგვზის ზეთს. თავდაპირველად დასავლეთ საქართველოში ამზადებდნენ სპეციალური სანელებლებით შეზავებულ ფრინველის ხორცს - საცივს, მთელ საქართველოში პოპულარული იყო მწნილები. შავშეთ-იმერხევში ბოსტნეულსა და ხილს ჭურებში ამჟავებდნენ. უნდა ვახსენოთ ჩირეული, გოზინაყი და ჩურჩხელა. სასმელებიდან შეიძლება ღვინოსა და არაყთან ერთად ლუდი, ბურახი, ბადაგი დავასახელოთ. ლუდს საქართველოს მთაში ძირითადად სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა. მას რელიგიური დღესასწაულების დროს ხარშავდნენ.

ქართული ტანსაცმელი
საქართველოს ბარში ტანსაცმლის კომპლექსს ჩასაცმელ-დასახურავს უწოდებდნენ, აღმოსავლეთ საქართველოს მთის მოსახლეობა კი მას ტალავრის სახელით აღნიშნავს. ძველ ქართულ წყაროებში ტანსაცმლის აღმნიშვნელი ტერმინი იყო სამოსელი. ფეოდალური ეპოქის ქართველის ტანსაცმლის შესახებ ტაძრებში შემორჩენილი ფრესკები და ბარელიეფები, ხელნაწერებში დაცული მინიატურები, საფლავის ქვები მეტყველებენ. ერთი რამ ცხადია: დღეს ასე გავრცელებული შარვალი შუა საუკუნეების საქართველოში ფაქტობრივად არ იცოდნენ.Mმამაკაცის საყოველთაოდ გავრცელებული სამოსი იყო გრძელი კაბა. ქართული კაბა და ჩოხა-ახალუხი საზეიმო ტანსაცმელი იყო.

მოკლე ჩოხებს ატარებდნენ იმერეთში, წვივებზე კი შალის პაიჭებს იცვამდნენ. თავზე სარჩულგამოკრული ფაფანაკი ეხურათ. აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო პატარა ზომის შავი ქუდი, რომლის ცაზე ჯვარედინად დაკერებული იყო აბრეშუმის ზონარი. ამჟამად ასეთ ქუდს კახეთში თუშურ ქუდს უწოდებენ.

საქორწილო წეს-ჩვეულებები
მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია შვიდი თაობის შემდეგ დაქორწინების ნებას რთავდა, ერთი გვარისანი, რომლებიც ერთი წინაპრისგან მომდინარეობდნენ, ტრადიციულად, ერთმანეთზე არ ქორწინდებოდნენ. საქართველოს ზოგიერთ მხარეში აკრძალული იყო დაქორწინება ერთი სოფლის მცხოვრებლებს შორისაც.

ისტორიულად საქორწინო ასაკი იცვლებოდა. მაგალითად, XIX ს-ის 70-80-იანი წლების მონაცემებით, გოგონებისთვის საქორწინო ასაკი 14-16 წელი იყო, ვაჟებისათვის - 16-17 წელი. XIX-XX სს-თა მიჯნაზე საქორწინო ასაკმა მოიმატა გოგონებისათვის - 16-19 წლამდე, ვაჟებისათვის - 20 წლის ზემოთ.

როზეტა გუჯეჯიანი: - ტრადიციები მოიცავს ტრადიციული ცხოვრების ყველა სფეროს. ეს არ არის მხოლოდ სულიერი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ტრადიციები, არამედ ტრადიციულია ყოფითი კულტურა, ყოველდღიური ურთიერთობები, ურთიერთდახმარების, ნათესაობის, მეზობლობის, მატერიალურ კულტურასთან - მიწათმოქმედებასთან, მევენახეობასთან, მასაქონლეობასთან დაკავშირებული კულტურები. ტრადიციულია ეკოსისტემები, რომლებიც, სამწუხაროდ დღეს ნადგურდება და ქრება. ეკოლოგიური ტრადიციები გამოხატული იყო თუნდაც იმით, რომ ქართველმა იცოდა, სად შეერჩია სამოსახლო ადგილი, როგორ ნიადაგზე, როგორი უნდა ყოფილიყო ქარსაცავი სისტემა, როგორი სახის ქვით აეშენებინა ამა თუ იმ რეგიონში სახლი. ყველაფერი, რაც ყოფა-ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული, ემყარებოდა ძალიან დიდ სამეურნეო გამოცდილებას. შესაბამისად, ცოდნის ეს დარგი უკვე ტრადიციული გახდა საქართველოში. ტრადიციულია ასევე ჩვენი ყოველდღიურობისთვის დამახასიათებელი ოჯახში ქცევის წესები, ნათესავებს შორის ურთიერთობები. თანამედროვეობაში მოჭარბებულმა ტელესერიალებმა დიდი ადგილი დაიმკვიდრა ჩვენს ყოფაში და ქართულ ოჯახში შემოვიდა უცხო, მიუღებელი არაქართული ტრადიციული ცხოვრების წესი. ტელესერიალები ძირითადად შემოდის არამართლმადიდებელი ქვეყნებიდან, მათში კი ქორწინება დაშვებულია უახლოეს ნათესავთანაც კი. როდესაც ამგვარი ყოველდღიური ურთიერთობები შემოდის, მოზარდ თაობაში იწვევს გარკვეულ გაუგებრობებს. D

ტრადიციულ ყოფაში ძალიან დიდი ადგილი ეჭირა საეკლესიო კალენდარს და ყოველდღიური წვრილმანებიც კი, როგორიც იყო, მაგალითად, ხვნა-თესვის დაწყება, საეკლესიო კალენდრის მიხედვით ხდებოდა. ყველა დიდი საეკლესიო დღესასწაული, ასევე ადგილობრივი, სათემო-საეკლესიო და ხალხური დღეობები, განსაკუთრებით მთაში ბოლო დრომდე უქმე იყო, ამ დღეებში არ შეიძლებოდა შრომითი საქმიანობა. ტრადიციული რელიგიითაც  რეგულირდებოდა ყოფა-ცხოვრება. კალენდრის ასახულობა ქართველთა ცხოვრებაზე იმაშიც გამოიხატებოდა, რომ ამით რეგულირდებოდა ქორწინების წესები. მარხვაში ქორწინება აკრძალული იყო. ძირითადი დღესასწაულები - ლხინი ემთხვეოდა არასამარხვო დღეებს.E

შემონახულია ხალხური დღესასწაულები, რომლებიც ეძღვნება რომელიმე წმინდანის ან დიდი ეკლესიის სატაძრო დღეობას.

მოგეხსენებათ, რომ ათენგენობის დღესასწაული კარგა ხანს ითვლებოდა წარმართულ დღესასწაულად. კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ეს არის წმინდა ათინოგენეს დღესასწაული, რომელიც საქართველოს სხვა მხარეებშიც თანდათანობით დაიკარგა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთაში მოხევეებმა, ხევსურებმა, ფშაველებმა, თუშებმა შემოგვინახეს და დღესაც აღნიშნავენ. არსებობს კიდევ მრავალი დღესასწაული, მათ შორის კვირიკობა, რომელიც სვანეთში განსაკუთრებულად აღინიშნება ხოლმე.  

ღვთის მადლით ამოქმედდა ეკლესია-მონასტრები და გახალხურებული ცოდნა და აღქმა სარწმუნოებისა თანდათანობით აღმოიფხვრება. ხალხში შევა კანონიკური სწავლება. ეკლესია არის ის ძალა, რომელიც ქართულ კულტურას და ტრადიციებს შემოგვინახავს. ოდითგანვე გეოპოლიტიკურად ისეთ გზაჯვარედინზე ვცხოვრობთ, სადაც ძალიან დიდ ცივილიზაციათა გადაკვეთის წერტილი იყო. ამიტომ ქართველები ყოველთვის იღებდნენ იმას, რაც იყო უნივერსალური, რაც ერის განვითარებას ხელს უწყობდა. საქართველოში ყოველთვის შემოდიოდა კულტურის ახალი ელემენტები, მაგრამ ამას ზიანი არ მოჰქონდა ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. იმედია, რომ დღესაც - გლობალიზაციის პერიოდში ქართველობა შეინარჩუნებს ქართველობას. მართლაც, ქართველებმა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ეთნიკური კულტურა, ამისათვის აუცილებელია სკოლებში შევიდეს ქართული კულტურის სწავლება. გადამწყვეტი ადგილი უნდა დაეთმოს ეთნოგრაფიას, ვინაიდან მეცნიერების ეს დარგი არის ეთნიკური კულტურის შესწავლის, შენახვისა და თაობიდან თაობისათვის გადაცემაში. ქართველებმა კარგად უნდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია. საფუძვლიანად უნდა ჩამოვაყალიბოთ გარკვეული სქემები იმისათვის, რომ ჩვენი ეთნიკური კულტურა გადაურჩეს გლობალიზაციის შემოტევას. ამისათვის აუცილებელია ბავშვობიდანვე საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის და ეთნოლოგიის შესწავლა. სამწუხაროდ, ბოლო ხანს შენელდა საქართველოს ისტორიის სწავლება. თუმცა იმედია, განათლების ახალი მინისტრი მეტ ყურადღებას დაუთმობს ამ საკითხებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat