დღეს ჩვენს ერს მხოლოდ შვილთა სიმრავლე გადაარჩენს
დღეს ჩვენს ერს მხოლოდ შვილთა სიმრავლე გადაარჩენს
უწმინდესი ბრძანდება ჩვენი ლაზარეს ნათლია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქართველი ერის სასიკეთოდ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად შესთავაზა მოსახლეობას, რომ იქნებოდა ყოველი ახალდაბადებული მესამე და შემდეგი შვილის ნათლია. უწმინდესმა ბრძანა, რომ უახლოეს პერიოდში ეკლესიისგან განსაკუთრებით დაილოცება და ერისთვის თავდადებულის წოდება მიენიჭება იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ. სააღდგომო ეპისტოლეში ვკითხულოთ: "ქრისტიანობა სხვისთვის ცხოვრებაა, საკუთარ მოთხოვნილებებზე, ზოგჯერ ელემენტარულზეც კი, უარის თქმაა. ჩვენს ქვეყანას კი არა მარტო ეს, არამედ ყველა დროში სჭირდებოდა თავგანწირვაც. ამიტომაც გვყავს ამდენი წმინდანი. სწორედ მათი წყალობით გადავრჩით. ახლანდელი ჩვენი ყოფა კი თითოეული ოჯახისგან, უპირველეს ყოვლისა, ითხოვს იმ ღვაწლს, რასაც მრავალშვილიანობით ქვეყნის მსახურება ჰქვია. დღევანდელ პირობებში ამის განხორციელება რომ ძალიან ძნელია, ვიცით, მაგრამ იგი ერის გადარჩენის გარანტიაა და საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი".

სიცოცხლის დაბადება, თითოეული ბავშვის მოვლინება მართლაც დიდი სასწაული და უდიდესი სიხარულია. წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით: "დედამ შვილის შობით, უპირველესად, ქვეყანას ადამიანი უნდა მოუვლინოს, შემდეგ კი მისი სახით ზეცას ანგელოზი უნდა მისცეს. არ არსებობს უფრო დიდი ხელოვნება, ვიდრე აღზრდის ხელოვნებაა. ფერმწერი, ხელოვანი მხოლოდ უსიცოცხლო ფიგურას ქმნის, ბრძენი აღმზრდელი კი ცოცხალ სახეს, რომლის შემხედვარე უფალიც ხარობს და ხალხიც". ასე რომ, ყველა დედა ღვთაებრივი შემოქმედების პროცესის თანამონაწილეა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში მეტად მწირი სოციალური პირობებია მრავალშვილიანობისთვის, ჩვენს ირგვლივ მაინც არსებობენ ოჯახები, რომელთა ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს "მიუტევო უფალსა ზრუნვა შენი" და იცხოვრო პრინციპით: "ხვალემ იზრუნოს ხვალისა".

პაატა მელაძეს და შორენა შანიძეს ოთხი შვილი ჰყავთ: მართა, აბო, იოანე და ლაზარე. უმცროსი, ლაზარე, პატრიარქის ნათლული გახლავთ. პაატა ტურიზმის სპეციალისტია, თუმცა პროფესიით არ მუშაობს. იგი ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების უბადლო შემსრულებელი გახლავთ. მღერის ანსამბლ "ლაშარში" და გალობს ორთაჭალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც - ნორჩ თაობას ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების სიყვარულს აზიარებს. შორენა გერმანული ენის სპეციალისტია, თუმცა ამჟამად შვილებს უვლის. დიდი იმედი აქვს, რომ ცოდნას მომავალში შვილებს მოახმარს. შორენა 28 წლისაა, პაატა - 29-ის. მათი ბინის ჰაერიც ღვთის მადლითა და კურთხევით, ამ პატარა არსებების ჟრიამულითა და ჩახჩახა ღიმილით არის გამთბარი. ლაზარე ჭოჭინაში ზის და თვალებგაფართოებული ყურს უგდებს ჩვენს საუბარს. დროდადრო სურს ყურადღება მიიქციოს, შეძახილით საუბარს გვაწყვეტინებს.

- შორენა, როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი, როგორ ახერხებთ ამხელა ოჯახის გაძღოლას?

- ოჯახი რომ შევქმენით, პაატას მშობლებთან ვცხოვრობდით და ისინი გვეხმარებოდნენ. პირველ შვილს მალევე მოჰყვა მეორე, მეორეს - მესამე, მესამეს კი - მეოთხე. მეოთხე შვილის შეძენისთანავე საცხოვრებლად ახალ სახლში გადავედით. შესაძლოა, ბევრი ოჯახისთვის არ იყოს საკმარისი ის, რითაც ჩვენ ვარსებობთ - გააჩნია, რა მოთხოვნილებები გაქვს. მადლობა ღმერთს, ყოველ შვილზე ნამდვილად მოდის ღვთის შეწევნა (ვთქვათ, ჩემს მეუღლეს ახალი შემოთავაზება გამოუჩნდება სამსახურში, მოსწავლეს აიყვანს და ა.შ.). ღმერთი არასოდეს გვტოვებს. ჩვენც არ ვკარგავთ იმედს. ჩვენს გარშემო ყოველთვის არიან კეთილი ადამიანები.

- სამშობიაროდან რომ გამოდიხარ, რა განცდა გაქვს ხოლმე?

- ყოველ მშობიარობაზე უნებურად აღმომხდომია, - მორჩა, დამთავრდა-მეთქი! მაგრამ ეს სიტყვები მაშინვე გავიწყდება, როცა გადაივლის ეს ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური დაძაბულობა. ყოველ შემთხვევაში, სამშობიაროდან რომ გამომწერენ, უკვე ვიცი, მომდევნო შვილზე უარს არ ვიტყვი.

რა თქმა უნდა, უფლის ხელი ურევია ყველგან და ყველაფერში. ყოველდღე პატარ-პატარა სასწაულების მომსწრე ვხდებით. პირველი შვილის გაჩენა და გაზრდა უფრო გამიჭირდა, ვერაფრით ვანაწილებდი დროს, ენერგიას, შვილი ხომ გამუდმებით ითხოვს ყურადღებას. ცოტა არ იყოს, გამიჭირდა ამის სრულად გათავისება. მერე მივეჩვიე ამ მდგომარეობას და ცხოვრების წესად მექცა. ღამეების თენება დღემდე გრძელდება. ჩემი მეუღლეც ძალიან მეხმარება. ღამღამობით ხშირად იღვიძებს, მტირალა ბავშვს ხელში იყვანს და აძინებს. სრულფასოვანი ძილი პირველი შვილის გაჩენისთანავე არ მქონია და ნამდვილად ძალიან მენატრება.

- ძნელი გამოსაცნობი არ არის, რა გიქარვებს ამ უძილო ღამეებითა და დაღლილობით გამოწვეულ უსიამო განცდებს.

- ლაზარეს გარდა, ყველა ბავშვი საბავშვო ბაღში დამყავს. შაბათ-კვირას შინ არიან და ყველას ერთდროულად უნდა დედა. ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი ხელში მიჭირავს, მეორეს ვაჭმევ, მესამე კალთაზე მეპოტინება... ეს ძალზე დამღლელია, მაგრამ როდესაც ღამდება და ყველას ვაძინებ, შინ სიჩუმე ისადგურებს. ამ დროს შევაღებ ხოლმე საძინებელი ოთახის კარს. თვალს რომ გადავავლებ ჩემს შვილებს, ისეთი უმწეოები და საყვარლები არიან, საოცარი სითბო მეღვრება გულში, ნებისმიერი სტრესი და დაღლილობა მავიწყდება. ამ შეგრძნებისთვის ნამდვილად ღირს ეს წვალება და შრომა.

ხანდახან მართლაც დამიჩივლია გულში, მეც ხომ მინდა და მაქვს კიდეც უფლება, ვთქვათ, თავისუფლად წავიდე სადმე ან ზოგჯერ განვმარტოვდე-მეთქი. მაგრამ შევეგუე იმას, რომ ეს არასოდეს მოხდება. ალბათ, არცაა საჭირო. უმათოდ რომც წავიდე სადმე, ფიქრით მაინც სულ მათთან ვარ. შვილებზე ფიქრი დედას მუდამ თან სდევს.

მე და ჩემს მეუღლეს ხშირად გვითქვამს ერთმანეთისთვის, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანი ტოვებს ამქვეყნად შვილებს, რომლებიც ილოცებენ მშობლების სულის მოსახსენებლად და ეს რამხელა ნუგეშია.

- როგორი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს ერთმანეთთან და მშობლებთან, მადლიერებას და სიყვარულს როგორ გამოხატავენ?

­ ჯერ პატარები არიან, მაგრამ ერთმანეთი ძალიან უყვართ. დავუშვათ, თუ რომელიმე დავტუქსე, ერთმანეთთან გარბიან, რომ მოეფერონ და თანაუგრძნონ. მადლობა ღმერთს, ისინი არ ხედავენ ოჯახში აგრესიას. სამწუხაროდ, გარემო, რომელშიც ჩვენი მომავალი თაობა იზრდება, მეტად აგრესიულია. რამდენადაც შეგვიძლია, ვასწავლით ბავშვებს, რომ აგრესიას აგრესიით არ უპასუხონ და მოთმინება და სიყვარული გამოიჩინონ ადამიანების მიმართ.

მადლიერებას პატარები თავისებურად გამოხატავენ. ჩემს მეუღლეს ხშირად ჩაჰყავს ისინი ეზოში და ასეირნებს. როგორც კი სადმე ყვავილს მოჰკრავენ თვალს, მაშინვე მოწყვეტენ და მომირბენინებენ ხოლმე. უსაზღვროდ ბედნიერები არიან, ამას რომ აკეთებენ.

- შენი აზრით, რამდენად დიდი სტიმულია ჩვენი ერისთვის უწმინდესის ინიციატივა, იყოს ყველა ოჯახში მოვლენილი მესამე და მეტი შვილის ნათლია. რამდენად შეუწყობს ეს ხელს ქართველი ერის გამრავლებას, მის წინსვლასა და აღორძინებას?

- ჩვენი უწმინდესის ეს თაოსნობა, მრავალ სხვა ინიციატივას შორის, კიდევ ერთი უკეთილშობილესი ნაბიჯია და ჩვენი ერისადმი მამობრივი ზრუნვის გამოხატულების დასტური. ჩემთვის, პირადად, ეს უდიდესი სტიმულია. დარწმუნებული ვარ და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მეხუთე შვილიც მეყოლება, მეექვსეც და ა.შ. უარს არასოდეს ვიტყვი შვილის გაჩენაზე. მე უკვე შევეჩვიე ამ მდგომარეობას.

დღეს ქართული ოჯახები მძიმე სოციალური პირობების გამო უარს ამბობენ მრავალი შვილის ყოლაზე. არიან ისეთებიც, ვისაც არ უჭირს, მაგრამ არ სურს ზედმეტად თავის შეწუხება. ყველა ნორმალურმა და ჯანსაღმა ოჯახმა 3-4 შვილი მაინც უნდა იყოლიოს. გაჭირვება, ვფიქრობ, მიზეზი არ არის. შეიძლება ერთი შვილი გყავდეს და მაინც უკმაყოფილო იყო, გეგონოს, რომ ვერაფერი სიკეთე ვერ გაუკეთე მას. ხომ გააჩნია, ვინ რას ეძახის საკუთარი შვილისთვის სიკეთეს? მრავალშვილიანი ოჯახის ერთი სიკეთე ისიც არის, რომ ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები ვერ იქნებიან გაზულუქებულები, ეგოისტები, რადგან ამ გარემოში მათ ამის საშუალება არ აქვთ. უფროსი შვილი რაღაცნაირად ვალდებულებას გრძნობს უმცროსი და-ძმების მიმართ; უყალიბდება მათი მოვლა-პატრონობის, მათზე ზრუნვის სასიკეთო ჩვევები. მაგალითად, უფროსი გოგონა - მართა ჯერ მხოლოდ 5 წლისაა, მაგრამ შემატყობს თუ არა დაღლილობას, წუხს და აღარ იცის, რით მანუგეშოს. ბევრჯერ უთქვამს: - დედიკო, ცოტა დიდი რომ ვიყო, მოგეხმარებოდიო. გრძნობს უკვე, რომ დედას ნუგეში სჭირდება. როდესაც დაღლილი ვარ, ერთმანეთს აფრთხილებენ, - ხომ ხედავ, დედიკო დაღლილია, ნუღარ გააბრაზებო.

როდესაც ბავშვებს ვეფერები, უნებურად გამიელვებს ხოლმე ფიქრი, ხომ შეიძლებოდა გონება დამბინდვოდა და რომელიმე მომეცილებინა-მეთქი. განა შეიძლება საკუთარ შვილზე უარი თქვა?! სულ ვფიქრობ, ალბათ ძალიან ვუყვარვარ დედა ღვთისმშობელს, რაკიღა ამ ცოდვას ამარიდა-მეთქი.

უწმინდესი ბრძანდება ჩვენი ლაზარეს ნათლია. ეს უდიდესი სიხარული და პატივია ჩვენი ოჯახისთვის. დღეს ჩვენს ერს მხოლოდ შვილთა სიმრავლე გადაარჩენს და უწმინდესის ბრძენი და შორსმჭვრეტელი თვალი ამას კარგად ხედავს. დაე, უწმინდესის ამ ნაბიჯმა გაგვინათოს გულისა და გონების თვალი ჭეშმარიტების დასანახად და შესაცნობად, ხელი შეუწყოს ქართველი ერის გამრავლებას!
ბეჭდვაელფოსტა
26.02. 2016
რუსო
ღმერთმა აბედნიეროს ეს ოჯახი. და ჩვენც მოგვცეს უფალმა ბევრი შვილები. ამინ!
06.10. 2015
Shota
gadaarchens arasworia, razedac gadarchena vtkvit, kvelaperi cakhda. Cvens ers shvilta simravle gaadzlierebs!
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat