დღეს ჰუმანიტარების მისიაა, ადამიანებს შეახსენონ, რომ ადამიანები არიან!
დღეს ჰუმანიტარების მისიაა, ადამიანებს შეახსენონ, რომ ადამიანები არიან!
ჩვენი ქვეყნის მომავალი მოზარდი თაობის გონების გახსნასა და სულის სიმდიდრეზეა დამოკიდებული. ისუ ზირაქის ძე გვმოძღვრავს: "შვილო, სიყრმიდანვე იზრუნე სწავლაზე და იპოვი სიბრძნეს". წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებით: "ცოდნა ფრთებად ემსახურება ადამიანს".

მაგრამ განათლების მიზანი მხოლოდ ახალი და მრავალფეროვანი ცოდნის შეძენა როდია. ცოდნა და საგანთა შესწავლა არ უნდა იყოს იზოლირებული მოზარდის ზნეობრივი აღზრდისაგან, სულიერი ფორმირებისგან, რაც იწვევს მის ცალმხრივ განვითარებას. წმინდა ილია მართალი ამბობდა: "დღევანდელ დღეს ადვილად შესაძლოა შევხვდეთ - კაცი ცოდნით ერთი იყოს, მოქმედებით და ცხოვრებით კი სულ სხვაო". ცოდნასთან ერთად საჭიროა ზნე-ხასიათის წვრთნა. "გაადამიანება კაცისა თავი და ბოლოა ყოველგვარი წვრთნისა, ზრდისა და განათლებისა" (წმინდა ილია მართალი).

გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლაურა გრიგოლაშვილი.

- რა მნიშვნელობას ანიჭებდა ქრისტიანული კულტურა სწავლა-აღზრდას?

- უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამის დასადასტურებლად საკმარისია თვალი გადავავლოთ თუნდაც ქართულ საისტორიო და ლიტერატურულ წყაროებს.

ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლი, რომელიც მოგვითხრობს წმინდა შუშანიკზე, მას წარმოგვიდგენს, როგორც განსწავლულ, განათლებულ პიროვნებას. მისი სულიერი საზრდოა სახარება, ფსალმუნები, პავლეს ეპისტოლეები, "წიგნნი იგი მოწამეთანი". მრავლისმთქმელია ფრაზა: "ხოლო წმიდამან შუშანიკ ნაცვლად ჭიჭნაუხტისა საქმისა დიდითა გულისმოდგინებითა ხელთა აღიხუნა დავითნი და მცირედთა დღეთა შემდგომად ასერგასისნი იგი ფსალმუნნი დაისწავლნა". დედოფალი მწიგნობარ, საღვთო ლიტერატურაში ღრმად ჩახედულ პიროვნებადაც წარმოდგება. წმინდა აბო თბილელი ქართლში ჩამოსვლისთანავე სწავლობს ქართულ ენას და ეწაფება ძველი და ახალი აღთქმის წიგნებს, რჯულის მეცნიერებებს უახლოვდება და მათი დახმარებით ქრისტიანულ მოძღვრებას ეცნობა. რაც შეეხება ექვთიმე და გიორგი ათონელებს, მათმა სამწიგნობრო მოღვაწეობამ მთელი ეპოქა შექმნა ქართულ (და არა მხოლოდ ქართულ) კულტურაში. ასეთი მაგალითების მოტანა მრავლად შეიძლება.

გასაკვირიც არ არის, ქრისტიანული კულტურა ეფუძნება წიგნთა წიგნს - ბიბლიას. მისი კითხვა, გაგება, კომენტირება, ხალხში მისი იდეების დანერგვა მოითხოვს დიდ ცოდნა-განსწავლულობას. ეკლესიის პირველი მამები - ბასილი დიდი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი თავიანთი ეპოქის უგანათლებულესი ადამიანები იყვნენ, სწავლა-აღზრდის საკითხებზეც ბევრს ფიქრობდნენ და ქრისტიანული ზნეთსწავლულების მყარ ტრადიციებსაც ქმნიდნენ. პირველდაწყებითი საგანმანათლებლო კერებიც ხომ ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა, რომელთა საფუძველზე შემდგომში აკადემიები და მსოფლიოში განთქმული უნივერსიტეტები აღმოცენდნენ.

- გიორგი მერჩულე გვამცნობს, რომ გრიგოლ ხანძთელმა "სიბრძნეცა იგი ამა სოფლისა ფილოსოფოსთა ისწავა კეთილად და, რომელი პოვის სიტყვაი კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდის". რა იგულისხმება "ამა სოფლის" ფილოსოფოსთა სიბრძნეში და რატომ არის გრიგოლ ხანძთელი ამ სიბრძნისადმი ასე მოზომილი?

- "ამა სოფლის" ფილოსოფოსებში იგულისხმება წარმართული ხანის მოაზროვნეები, წარმართული ფილოსოფია, რომელსაც ქრისტიანული კულტურის მოღვაწეები ერთგვაროვნად არ უყურებდნენ. გრიგოლ ხანძთელი, შეიძლება ითქვას, აგრძელებს კაპადოკიელი მამების გზას. ბასილი დიდს, გრიგოლ ნაზიანზელს, გრიგოლ ნოსელს ბრწყინვალე განათლება ჰქონდათ მიღებული მცირე აზიის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ათენის ფილოსოფიურ სკოლებში. ბასილი დიდს ეკუთვნის ტრაქტატი "ყმაწილებს შესახებ იმისა, თუ როგორ უნდა იკითხონ წარმართული მწერლობა". მართალია, კაპადოკიელი მამა სიფრთხილისკენ მოუწოდებს ახალგაზრდებს კლასკოსების კითხვისას, მოითხოვს მათ გააზრებას ევანგელური მორალის კვალდაკვალ, მაგრამ ამასთანავე წარმართული ლიტერატურის დიდ სარგებლიანობაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, ამ ლიტერატურის კითხვა აკეთილშობილებს ადამიანს, აჩვევს სიკეთის პატივისცემას, რამეთუ პოეზია ჰომეროსისა, აგრეთვე სხვა წარმართი მწერლებისა, არის ქება-დიდება ისტორიაში ჩამალული სათნოებისა და სიმამაცისა.

სიკეთის გზით სვლა, კეთილ საქმეთა ძაბვა ადამიანისთვის სასიკეთოა, ფუჭი და უსარგებლო ცოდნა კი საზიანო - ასეთია საეკლესიო თვალთახედვა.

- როგორ ეხმარება ცოდნა ადამიანს საკუთარი თავის შეცნობის, კაცობრიობისა თუ ინდივიდის, როგორც კაცთა მოდგმის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მისიის გააზრებაში?

- გავიხსენოთ თუნდაც დავით გურამიშვილის აფორიზმივით ჩამოქნილი სტრიქონები: "ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო: ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო". დიდი მოაზროვნეები ფიქრობდნენ, რომ ცოდნა თავისი თავის შეცნობას უნდა ემსახურებოდეს. ადამიანს უნდა აინტერესებდეს, რა არის მისი არსი, როგორ იპოვოს ჭეშმარიტებისკენ სავალი გზა. ამ კითხვებზე პასუხს დაინტერესებული მკითხველი მიაგნებს თუნდაც ჩვენს უმდიდრეს ქართულ მწერლობაში. კაცი თუ გონებით, ნებით, გულით გაითავისებს და სამოქმედო კრედოდ აქცევს შოთა რუსთაველის აფორიზმს ("ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად"), ჩათვალოს, რომ მიაგნო თავის ადამიანურ მოწოდებას, მას თავისი ადამიანური მისია კიდეც გაუაზრებია და მისი აღსრულების გზასაც დასდგომია. გაიხსენეთ მაცხოვრის უმთავრესი შეგონება: "იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარეთ თქუენ".

რაც შეეხება ადამიანის მიერ თავისი თავის კაცთა მოდგმის ერთ-ერთ წარმომადგენლად განცდას, ისევ დავით გურამიშვილს მივმართოთ, ხომ გახსოვთ, როგორ იწყებს პოეტი თავის "დავითიანს": "ქართველთ უფალთა მეგვარტომობის იგავს" დაურთავს უკვდავების წყაროს იგავს, ჯვარცმის იგავს, ღვთისმშობლის ტირილს და ა.შ. ამით შეგვახსენებს, რომ კაცთა მოდგმის ისტორია ერთია, კაცობრიობის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულში ჩვენც მიგვიძღვის ბრალი (აქვე გავიხსენოთ ილიას "სარჩობელაზედ").

დღეს ადამიანებს კაცობრიობის მთლიანობის განცდა ნაკლებად აქვთ, რადგან სამყარო აღარ აღიქმება ღვთისგან შექმნილად, რადგან ქრება ინტერესი ზეგრძნობადი სინამდვილისადმი, რადგან იკარგება ჭეშმარიტების კრიტერიუმები, ჩიხში მოქცეული დაბნეული ადამიანი საკუთარ არსსაც სცილდება და სამყაროსთან ცოცხალ კავშირსაც ვეღარ გრძნობს. ეს ჩვენი ტრაგედიაა, ჩვენი სნეულებაა, მას შველა სჭირდება.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს განათლების პროგრამა, აღმზრდელობითი სწავლება?

- დღეს, რეფორმებისა და შოკური თერაპიის პირობებში, ძნელია, ვინმეს საკუთარი პროგრამა შესთავაზო. პირადად მე ვერასოდეს შევეგუები ტრადიციის, ღირსების, დისციპლინის, ზნეობის არად ჩაგდებას. ვინც ამ ფასეულობებს გაემიჯნება, ის სწორ გზას ასცდება.

ქართულმა ფსიქოლოგიურმა სკოლამ, დიმიტრი უზნაძის თაოსნობით, შექმნა განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორია, რომელსაც შეუძლია კოლოსალური როლი შეასრულოს მოწაფის აღზრდა-განათლებაში. ამ საკითხს ძალიან საინტერესო წერილი უძღვნა ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა. ის საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას პედაგოგების მხრიდან მოსწავლის პიროვნული ზრდისა და შინაგანი რესურსების აქტუალიზაციის ხელშემწყობ ფაქტორებზე. ესენია: კეთილგანწყობა, მოთმინება, ტოლერანტობა, სიყვარულითა და გაგებით გამსჭვალული დამოკიდებულება, მოსწავლეზე ცენტრირებული, ინდივიდუალური მიდგომა, დადებითი, ძლიერი მხარეების აქცენტირება და ხაზგასმა, ვერბალური (შექებითი) ნიშნებით წახალისება.

ის სკოლა, სადაც მასწავლებლები ამ პრინციპებით იმუშავებენ, ყველა ბავშვისთვის მართლაც მშობლიურად იქცევა.

- რა მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას მოსწავლეში, ამ მხრივ ალბათ მეტად მნიშვნელოვანია ქართული მწერლობისა და საქართველოს ისტორიის შესწავლა.

- თუ გვინდა ბავშვი ჩამოყალიბდეს ადამიანად, პიროვნებად, მოქალაქედ, უნდა ვიზრუნოთ მისი ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისთვის. ილია გვასწავლის, რომ ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი თავისი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის ტრადიციებზე იზრდება და ამ გზით ყალიბდება მასში მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება.

სკოლაში მშობლიური ენისა და ლიტერატურის შესწავლას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს. ქართველებმა დედაენაზე შექმნეს უმდიდრესი კულტურა. სიტყვაში გამოიხატა, სიტყვამ შემოგვინახა წინაპართა ფიქრები და უნარები. ჩვენთვის ამ ენაზე გაცხადდა ღვთის სიტყვაც და "ვეფხისტყაოსნის" თვალშეუდგამი სიმაღლეც. ქართული სიტყვიერი კულტურის ერთადერთი პატრონები კი ჩვენ ვართ, ქართველები.

მოსწავლემ რაც შეიძლება მეტი უნდა გაიგოს და შეისწავლოს ქართული კულტურის შესახებ. "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის", - შეგვახსენებს პოეტი. უნარ-ჩვევების შეძენა ბავშვის შინაგანი კულტურის ჩამოყალიბებას უნდა ემსახურებოდეს და არა მხოლოდ პრაგმატულ მიზნებს.

- დღევანდელი ბავშვის, სტუდენტის მოტივაცია განსხვავებულია. როგორ აღვზარდოთ თანამედროვე ბავშვი?

- ალბათ გულისხმობთ ახალგაზრდობის სწრაფვას უცხოეთისკენ, უკეთეს შემთხვევაში, განათლების მისაღებად (ეს ცუდი არ არის, ჩვენი დიდი წინაპრებიც განათლების სრულყოფის მიზნით მანგანის აკადემიას ეშურებოდნენ), უარეს შემთხვევაში კი გამდიდრების, კარგი ცხოვრების მოწყობის იმედით. ხშირად ეს ნაბიჯები იღბლიანია, ზოგჯერ კი კრახით მთავრდება. უამრავი ახალგაზრდა, მათ შორის ბევრს გამორჩეული მონაცემები, ნიჭი აქვს, სამუდამოდ მკვიდრდება უცხოეთში და კარგავს კავშირს თავის კულტურასთან.

ცხადია, მე გამიჭირდება ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა, მაგრამ უდავო ჭეშმარიტებად მეჩვენება: ბავშვი უნდა აღიზარდოს საუკეთესო ქართულ ტრადიციებზე; ჩვენში, აქ უნდა შექმნას დამატებითი მოტივაციები ყველა სოციალურმა ინსტიტუტმა; ყველგან და ყველა დონეზე უნდა დამკვიდრდეს სამართლიანობის განცდა.

- ნეტარი ავგუსტინე ამბობდა: "გაცილებით უფრო მნიშვნელვანია ძალდაუტანებელი ცნობისმოყვარეობა, ვიდრე მრისხანე აუცილებლობა" ("თავისუფალი ცნობისწადილი"). თქვენი აზრით, როგორ უნდა განუვითარდეს ბავშვს აქტიური აზროვნება, "თავისუფალი ცნობისწადილი"?

- ხედავთ, დასავლეთის კულტურული სივრცის უდიდესმა წარმომადგენელმა ნეტარმა ავგუსტინემ ადრეულ შუა საუკუნეებში სწავლების მეთოდიკის ლამის თანამედროვე კონცეფცია შემოგვთავაზა. სხვათა შორის, ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ბასილი დიდის თვალსაზრისიც: "სულიწმიდამ იცოდა, რომ ძნელია კაცთა მოდგმის წაყვანა სათნოებისკენ, რომ ჩვენ სწორი ცხოვრება არ გვიზიდავს ტკბობისაკენ მიდრეკილების გამო. და როგორ მოიქცა? მოძღვრებას მელოდიის სიტკბოება შეუერთა, რათა იმასთან ერთად, რაც სმენას ესალბუნება, შეუმჩნევლად მიგვეღო სიტყვათაგან სასარგებლონიც. ასე იქცევიან ბრძენი ექიმები, რომელნიც მწარე წამალს სნეულთ თაფლწასმული თასით აძლევენ. ცოდნის დაუფლება სასიამოვნო პროცესად რომ ქცეულიყო, ამაზე ზრუნავდნენ საეკლესიო მოღვაწეებიც.

და მაინც, ნეტარი ავგუსტინეს მსჯელობაში აქცენტი გადატანილია ცნობისმოყვარეობაზე. ახალგაზრდის დაინტერესება და შემოქმედებითი დამოკიდებულება შესასწავლი საგნისადმი ბევრად დიდი ნაყოფის მომცემია, ვიდრე ძალდატანებითი, იძულებითი, შიშზე დაფუძნებული სწავლა-განათლების პროცესი.

ამიტომ პედაგოგის უმთავრესი მიზანი მოსწავლეში ღრმა ინტერესების გაღვივება, თავისუფალი ცნობისწადილის გამოღვიძებაა. საამისოდ ყველა მასწავლებელმა თავისი მეთოდი უნდა შეიმუშაოს, რომელიც, რასაკვირველია, ყოველთვის და ყველაზე ერთნაირად ვერ ჭრის: "კაცი არ ყველა ერთია, დიდი ძეს კაცით კაცამდის".

მაგრამ ყმაწვილს თავისუფალი აზროვნება რომ განუვითარდეს, ძალიან აქტიურად უნდა იზრუნოს ცოდნის დაგროვებაზე. სწავლება, სასწავლო პროცესი ძალზე ტრადიციული, ერთგვარად კონსერვატიული ბუნებისაა. მაგალითად, განათლება, რომელსაც ეუფლებოდა ახალგაზრდა ბიზანტიის იმპერიაში IV-VI საუკუნეებში, თითქმის არ განსხვავდებოდა II საუკუნეში მცხოვრები თავისი თანატოლის ცოდნისგან. სწავლების სისტემა კი შედგებოდა რამდენიმე მოსამზადებელი სავარჯიშო საგნისგან. მოწაფეები მოვალენი იყვნენ, ანტიკური და ქრისტიანული მჭევრმეტყველების საუკეთესო წარმომადგენლების მიბაძვით დაეწერათ იგავები, პატარა მოთხრობები, გამონათქვამები, მხილებანი, ორი პერსონის შედარებანი და ა.შ.

- ამგვარი მუშაობა ნამდვილად შეუწყობდა ხელს თავისუფალი აზროვნების განვითარებას.

- თუ არ დააგროვებ ცოდნას, როგორ განავითარებ აზროვნების უნარ-ჩვევებს? შუა საუკუნეების ლიტერატურის სპეციფიკაში მხოლოდ სრულიად გაუცნობიერებელმა ადამიანმა შეიძლება სამსჯელოდ აქციოს საკითხი - დადებითი გმირი იყო თუ უარყოფითი შუშანიკ დედოფალი, აბო თბილელი და ა.შ.

- დღეს უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომლებიც უზრუნველყოფს მატერიალურ კეთილდღეობას. ჰუმანიტარული მეცნიერებები ჩიხში შევიდა. როგორ უნდა აირჩიოს ახალგაზრდამ პროფესია?

- სწავლა-განათლება უძველესი დროიდანვე მატერიალური კეთილდღეობის გარანტიადაც ითვლებოდა. ბრძენნი მიიჩნევდნენ, რომ კლასიკური განათლება ადამიანს გზას უხსნიდა სამსახურებრივი კარიერისკენ, სოციალური სტატუსის ამაღლებისკენ, სიმდიდრისკენ. გურამიშვილიც ხომ ამბობს: "ვსძებნე და ვერა ვჰპოვე რა მჯობი ამ სწავლა-მცნებისა: ბრძენსა აქვს თავის უფლება, სოფელში ყოფნა ნებისა; ბრძენი სადაც არს, დარჩების, საუნჯე თან ექნებისა. ბრძენი პურთათვის ჩემსავით მუხლთ არვის მოექნებისა!"

სამწუხაროდ, დღეს სწავლა-განათლება ყოველთვის აღარ არის მატერიალური კეთილდღეობის გარანტი. ზოგს უმართლებს, იერარქიული კიბის ზედა საფეხურზე იოლად ადის, ზოგი განზე რჩება. ამით უწინარესად საზოგადოება ზარალდება, თუნდაც იმიტომ, რომ უსამართლობის განცდა დამთრგუნველად მოქმედებს ადამიანებზე.

მე ვერ ვიტყოდი, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებები ჩიხში შევიდა. დროებითი შეფერხებები გადაილახება. დღეს ჰუმანიტარების მისიაა, ადამიანებს შეახსენონ, რომ ადამიანები არიან! ამ მისიას ისინი ვერ უღალატებენ.

იმ ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებიც ფილოლოგიის ფაკულტეტზე შემოდიან, პროფესიას გულის კარნახით ირჩევს და ისინი თავის არჩევანს არ გაცვლიან არანაირ მატერიალურ კეთილდღეობაზე. რამდენიმე გულანთებული, ნიჭიერი, ცნობისწადილით გამსჭვალული ახალგაზრდა აუდიტორიაშიც და უნივერსიტეტშიც სასიკეთო ამინდს ქმნის. ეს ასე იყო, ასეა და ასე იქნება.

- ახალგაზრდების უმრავლესობა წიგნს არ კითხულობს. რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან?

- კომპიუტერმა ცივილიზაციის განვითარების ისტორიაში სასწაული მოახდინა. მე ვურჩევ ყველა ახალგაზრდას, დაეუფლოს კომპიუტერს, რათა არ მოაკლოს თავის თავს ეს ენით აუწერელი ინფორმაციული ფუფუნება. მაგრამ ისიც გაითვალისწინოს, რომ კომპიუტერის გაფეტიშებამ ბევრი ნეგატიური მოვლენა შეიძლება გამოიწვიოს. ვირტუალური ურთიერთობები ადამიანის ფსიქიკას დიდ ზიანს აყენებს. დამიჯერეთ, წიგნი ადამიანის ყველაზე დიდი მეგობარია. თუმცა მასთან მეგობრობა მხოლოდ სულიერი ინტერესების მქონე ადამიანებს შეუძლიათ.

- ქალბატონო ლაურა, რამდენად მოსაფრთხილებელია დღეს ივანე ჯავახიშვილის მიერ დაარსებული უნივერსიტეტის პრესტიჟი?

- ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული კითხვაა. მეჩვენება, რომ გარკვეული ძალები შეგნებულად ცდილობენ საქართველოს პირველი უნივერსიტეტის ავტორიტეტის შერყევას.

უნივერსიტეტის კონტინგენტის კატასტროფული შემცირება, სალექციო და სასემინარო აუდიტორიების გადატვირთვა სტუდენტებით, სასწავლო პროგრამებიდან მნიშვნელოვანი საგნების ამოღება, სპეციალური საგნებისთვის სალექციო-სასემინარო მუშაობისთვის განკუთვნილი საათების შემცირება, უსამართლობის განცდა ხელს ნამდვილად არ უწყობს უნივერსიტეტის პრესტიჟის ამაღლებას.

დღესდღეობით ჩვენ ვართ მოწმე მთელი სასწავლო პროცესის სტანდარტიზაციისა, კურიკულუმების, სილაბუსების ევროპული სტანდარტების თარგზე გამართვისა, მხოლოდ გარეგნული მახასიათებლების კალკირებისა, რაც, არა მგონია, უნივერსიტეტის წარმატების ერთადერთი გარანტი იყოს.

მაგრამ ღრმად მწამს, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაუძლებს ყველა გამოცდას და კვლავ ლიდერი იქნება სხვა უმაღლეს სასწავლებელთა შორის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat