"ნათელი მხიარული", "ნათელი მიუაჩრდილებელი"
"ნათელი მხიარული", "ნათელი მიუაჩრდილებელი"
ზეცისკენ რისთვის ვიხედებით დღეს?
ყველაფერი ნათლით იწყება. "და თქვა ღმერთმან: "იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი". ღვთის მიერ სინათლის შექმნა იყო სამყაროს შექმნის შემოქმედებითი, განმანათლებელი აქტი. ეს პირველქმნილი სინათლე ჩვეულებრივ სინათლეს როდი გულისხმობდა, არამედ იგი იყო ეთერული შუქი, რომელიც წარმოადგენდა სიხარულისა და ბედნიერების წყაროს.

სახარებაში ქრისტეს ნათელი ეწოდება: "ცხორება იგი იყო ნათელ კაცთა". ქრისტეს ქადაგებამ ცოდვათა წყვდიადი განაქარვა: "ვერც სიკვდილი მძლე ექმნა მას, ვერცა საცდური, არამედ ბრწყინავს ყოველსა ადგილსა ძალითა თვისითა". "ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი მას ვერ ეწია" - "რამეთუ არს უძლეველ და არა დაემკვიდრების სულთა შინა, რომელსაც არა სწადოდის განათლებად" (იოანე ოქროპირი).

ქართველთა ღმერთი მზე იყო და საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებაც სწორედ თხოთის მთაზე მზის დაბნელების სახით მოვლენილ სასწაულს უკავშირდება. მირიან მეფემ ლოცვა აღავლინა წმინდა ნინოს ღვთაებისადმი და ანაზდეულად მზემაც გამოანათა. უმზეოდ სილამაზე ვერ იქნებაო, - ამბობდა ხალხი. ამიტომაცაა, რომ ქართულ აზროვნებასა და სახისმეტყველებას ღრმად განმსჭვალავს მზისა და ნათლის ესთეტიკა. ამ თემაზე გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ სირაძე.

- ნათელი მატერიალურად არსებულთაგან ალბათ ყველაზე არამატერიალურია. იგი სულიერად უნდა შეიგრძნოს კაცმა. რას გამოხატავს სულიერი ნათელი, როგორ უნდა გავიაზროთ და განვიცადოთ იგი?

- ნათელი სულიერებას გამოხატავს, რათა სულიერების გასაგნება არ მოხდეს. საგნებსაც ნათელი ასულიერებს. იგი საგნებს "სულს უდგამს", უკუნეთიდან ამოჰყავს. უნათლო საგნები არარაობაში დაინთქმებიან, ჩვენთვის არ არსებობენ. ნათელი - სულისა და საგნის შემაერთებელია. "სული" საგანთან მოდის, როგორც სინათლე. "სული" სინათლეა, ჩვენი გონების სიხარულია. ამიტომაც საეკლესიო ჰიმნებში ვხვდებით გამოთქმებს: "ნათელი მხიარული", "ნათელი მიუაჩრდილებელი", "ნათელი ჭეშმარიტი", "დაუსაბამო" და ა.შ.

ნათელი ყველაფერზე თავისუფალი რამაა. იგი, შინაგანი გამოვლენით, არამატერიალურია. ასეთი საინტერესო ფრაზა არსებობს - "ნათელი წყალში არ სველდება". მას წყალი ვერ ერევა. ნათელია ის, რაც გამოავლენს საგნებსა და თავის თავს. ადამიანს აქვს უნარი, განიცადოს სულიერი ნათელი. ბრმა ჰომეროსი შინაგან ნათელს განიცდიდა, მას ხედავდა "გონების თვალით". ეს ნათელი "სულითა საცნაურია". პლატონი ხილულ ნათელზეც მსგავს რამეს ამბობდა: თვალს იმიტომ ძალუძს აღიქვას ნათელი, რომ თვალი თვითონ ჰგავს მზეს. თუ თვალს თვითონ არა აქვს თავისი ნათელი, ის ვერ იგრძნობს სულიერ სინათლეს. "მსგავსი მსგავსით შეიცნობა". სულიერი სინათლე ახლავს ხილულ ნათელსაც, მას მხოლოდ ზემხედველობა შეიგრძნობს. "წმინდა ნინოს ცხოვრებაში" მირიან მეფე ამბობს წმინდა ნინოზე: "ამან წმიდამან გულსა ჩემსა შინა აღანთო სანთელი ნათლისაი და შუაღამე ოდენ მეჩვენა მე მზე იგი სიმართლისაი". ანდა "შუშანიკის წამებაში" შუშანიკზე წერია: "განაბრწყინა და განაშვენა ციხე იგი სულიერითა მით ნათლითა".

ნათელი თავისთავად, წმინდად და შეურყვნელად რაღაცას გამოხატავს. ეს "რაღაც" მასშივეა, მისი ძალაა, მისია. ასე რომ, ნათელი ყოველთვის ესთეტიკური რაობაა, მშვენიერებისა და ამაღლებულობის მომფენია.

- მზისა და ნათლის ესტეტიკა ოდითგან ქართული სახისმეტყველების საფუძველი იყო. როგორ აირეკლა ეს ნათელი ლიტერატურაში?

- ყველაფერში ნათელია. გავიხსენოთ თუნდაც ნ. ბარათაშვილის ლექსი "რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო..." აქ ბარათაშვილი ცდილობს, განმარტოს, რა არის მშვენიერება: "მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული, რომლით ნათლდება ყოველი გრძნობა, გული და სული". ეს განმარტება არ არის, მაგრამ დამეთანხმებით, რომ განმარტებაზე უკეთესია.

ნათლის ესთეტიკა მზის ესთეტიკას დაემყარა, მაგრამ მეტი სულიერება და სიღრმე მოიტანა. მზის ესთეტიკა ჯერ კიდევ მარტივია. ვერ სცილდება საგნებს. ნათელი თვითონაა ესთეტიკური რაობა.

"ვეფხისტყაოსნის" მთავარი სიუჟეტი იწყება და მთავრდება მზით. თინათინის პერსონაჟი ნაწარმოებში შემოდის სინათლით: "სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტოდ ასული, სოფლისა მნათი მნათობი... " ძირითადი სიუჟეტი კი ასე მთავრდება: "ნახეს, მზისა შესაყარად გამოეშვა მთვარე გველსა".

ქართული აზროვნების განმმსჭვალავი და საფუძველთა საფუძველია სინათლის უდიდესი სიმბოლო - სვეტიცხოველი. ხე, რომელიც მოკვეთეს ბურჯად ტაძრისა, გადაიქცა ნათლად, სულიერ რაობად და შეაერთა ქართული მიწა ზეცასთან. ამგვარად, ყოფიერება გამთლიანდა ნათლით.

ნათელი ზებუნებრივია თავისი სიმარტივით და სისპეტაკით. ამ სიმარტივეში დიდი სირთულეა. გალაკტიონი ამბობს: "წმინდა ნათელში, წმინდა სინათლის დიად ბადეში ისე ცოტაა გასაგებელი, როგორც რომ წმინდა სიწყვდიადეში". დიდი ღვთაებრივი წყვდიადი, იდუმალება შინაგანად არის აღვსილი ნათლით.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ექვსდღიანი შესაქმის მიხედვით, პირველქმნილი ნათელი მნათობების გაჩენამდე გაჩნდა. ბიბლია სინათლის უდიდეს ეფექტს დაემყარა. კოსმოსურ წყვდიადში გაჩნდა კოსმოსური ნათელი და მშვენიერებაც ამის შემდეგ მოეფინა ქვეყნიერებას. ნათლით იწყება ყველაზე დიდი საოცრება - ყოფნა. კოსმოსური სითბოც სინათლედ განიცდება. ნათლის ჩაქრობასთან ერთად ბატონობს სული ბოროტი და დგება კოსმოსური სიცივე:

"ზამთრის სიცივე მოდის მწარე ეგზერსისებად,
მე რამ ახალი მათი ხილვით არ მეღირსება,
მოდის სიცივე და თარეში სულის ბოროტის,
დიდი სიცივე, კოსმიური სიცივე მოდის".


ასეთია გალაკტიონისეული პოეტური შეგრძნება, როცა სიკეთის ნათელი ქრება. ეს ზამთარიც სულიერი ზამთარია, ოცნებათა ფოთოლცვენაა, როცა არსაიდან ჩანს ნათელი.

ნათლის ესთეტიკა მუსიკალური ესთეტიკის მსგავსია, რადგან თვითონ ნათელი ხმასავით არასაგნობრივია. საგნიდან გამოდის არასაგნობრივი რამ: ესაა მუსიკაც და ნათელიც. ამაშია მსგავსება, მაგრამ ნათელი ზეციდან მოდის. ნათელსაც და ხმასაც შეუძლიათ მოსწყდნენ თავის წყაროს. ასე ანათებენ ჩამქრალი ვარსკვლავები. ასევე მოდის შორეული ხმა.

მუსიკაც და ნათელიც სამყაროს იმ სილამაზეს ავლენს, რაც ენით ვერ გამოითქმის. ჩვენი დროის დიდი პოეტი ბესიკ ხარანაული წერს: "როგორც ვიოლინოს სიმი, მიდიოდა სხივი ხნულზე და ნიავის შეხებაზე მამულის ხმებს გამოსცემდა". ამ პოეტურ წარმოსახვაში სხივი ხმებს გამოსცემს, ქნარის ხმა ისევე ანათებს, როგორც, მაგალითად, ადამიანის სილამაზე, რომელიც ნათლად გვეფინება. უფრო სწორად, სილამაზის სხივოსნობას აღვიქვამთ მისი სინათლით. "ვეფხისტყაოსანში" წერია ნესტანზე: "რა მობრუნდა ქალი ჩემსკენ, შემოადგნეს სხივნი კლდესა, თვალთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა ზესა". ეს რეალობის ადეკვატური სიტყვები კი არ არის, არამედ განცდისა. ქალის სილამაზემ გაანათა, სხივი მოჰფინა იქაურობას, ეს განცდა კიდევ უფრო გაძლიერებულია შემდეგი ფრაზით: ქალის სილამაზის წინაშე "გაცუდნეს შუქნი მზისანიო". "თამარიანში" ვკითხულობთ: "გხმობ, თამარ, მზესა, უმზესად ზესა, მით, რომელ უცხოდ ხარ სახილველი". ნათელი, რომელსაც თამარი ასხივებს, აღემატება ზეციურ მნათობთა ბრწყინვალებას. თამარის ნათელს ჩვეულებრივი თვალი ვერ ხედავს. ადამიანში ღვთაებრივი სილამაზეა დანახული.

- ქართველ პოეტთა ნაწარმოებებში ყველაზე მაღალი სიკეთე და სილამაზე მზით, სინათლით გამოისახება. გალაკტიონი წერს: "დღეს ყველგან მზეა და სილამაზე სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი". მზე აქ მხატვრული სიმბოლოა. ცხადია, მასში რელიგიური შინაარსიც დევს...

- სიკვდილი ბევრად უფრო იოლი ხდება, როცა ამ მზის არსებობას წარუვალად განიცდი. ეს მზე გეგებება სიკვდილის შემდეგაც. წმინდა ნინო სიკვდილის წინ ამბობს: "მე დღესა დავუღამდებიო" (ე.ი. ამ ხილული, ყოფითი დღის წინაშე მე დავღამდებიო). გურამიშვილი კი ამბობს: "გავთენდი". ჩვენ მივდივართ მარადიული დღისკენ. დღე არის საღვთო სახელი მაცხოვრისა (აქ იგულისხმება "მზე სიმართლისა" - მარადიული მზე). "დღისით და ღამით ვხედავდე მზისა ელვათა კრთომასა" ("ვეფხისტყაოსანი").

დავით გურამიშვილი ცდილობს მზის სულიერ შეცნობას:

"მზევ, მზისა მამზევებელო, მე შენსას ვერას ვზარობა,
მიუწვდომელო ნათელო, რად პირად მთვარობ, რად მზობა,
შენის ვერ ხილვის სევდითა სულსა რისთვისა მაძრობა?!
მზევ, მომეშველე, განმათბე, სიცივით ნუ დამაძრობა".


გურამიშვილი რელიგიური განწყობის პოეტია. ძნელბედობით აღსავსე ცხოვრებამ იგი ღმერთზე მაღალ ფიქრს აზიარა. იგი მზისა და ნათლის ესთეტიკას ავითარებს. ამის კვალობაზე კაცმა უნდა წარმოიდგინოს ამ მზის მიღმური კიდევ სხვა მზე, ამა მზის მამზევებელი, რაღაც განსაკუთრებული მზეობის მქონე "მზეთა მზე", სულის გამთბობი მზე, "ნათელი წარუვალი". მას გონებაც კი ვერ უსწორდება, ისევე როგორც თვალი ვერ უძლებს ამ მზის ხილვას: "ჭირს საცნაურის მზისაცა სწორად გამართვა თვალისა, არამცთუ უცნაურისა ცნობა გზისა და კვალისა". ეს მზე საცნაური მზეა, ის კი - უცნაური. გურამიშვილთან მზეთა მზის ხატია "გრძელი და ძველი დღე". ამ მხატვრულ სახეშიც ჩანს ნათლის მარადიულობა:

"დიდება შენდა, დიდება, სახით მზეთა-მზეო,
მიუწვდომელო ნათელო, გრძელო, ძველო დღეო".


იშვიათია ნათლისა და მზის ესთეტიკით ასე მძლავრად განმსჭვალული ლირიკა.

- ზემოთ ახსენეთ "კოსმოსური სიცივე". სიცივითა და სიბნელით გამოწვეულ ტანჯვას შემოქმედი ადამიანები განსაკუთრებით მძაფრად განიცდიან. ნიკო სამადაშვილი წერს: "სადაც არ მიველ, ყველგან ღამეა". სინათლის წყურვილი, მზის ძიება სულიერი შვების ძებნასთან არის დაკავშირებული... ეს განსაკუთრებით მძაფრდება XX საუკუნეში...

- ჩვენ მოვაკლდით ყოფიერების სულიერ ხედვას. ჩვენს სულში ეს სინათლე ვერ აღწევს. ზეცისკენ რისთვის ვიხედებით დღეს? არა იმისთვის, რომ ზეციური სილამაზით ავივსოთ, არამედ უფრო პრაქტიკული თვალსაზრისით, რომ შევიტყოთ, გაწვიმდება თუ არა. ამქვეყნად გამეფებულ სიბნელესა და უკუნს გაარღვევს, უწინარესად, რელიგია და შემდეგ პოეზია, რომელიც არის "ნათელი ნათელსა შინა". პოეზია არის საკუთრება არა მხოლოდ ავტორისა, არამედ ჩვენი, რადგან ჩვენც ვეზიარებით იმ განცდას, რომელიც მიიღო პოეტმა და ვივსებით ამ იმპულსით. ის უკუნი, რომელიც ყოველდღიურობაში ახლავს ადამიანს, უნდა გაირღვეს ნათლის განცდით, რადგან ნათლის განცდა შინაგანი ძალაა, რომელიც ჩვენში პოტენციურად არის და მის გამოვლენაში სწორედ პოეზია გვეხმარება. წმინდა შიო მღვიმელი სიბნელეში შინაგანად ხედავდა ზეცას, რადგან ღვთაებრივი ნათელი და ზეცა ადამიანის შინაგან სამყაროშია და მას შველა უნდა. წმინდა გრიგოლ ხანძთელის ღვთაებრივ და შინაგან ნათელს ავლენდა ის, რომ მის თავზე გამოისახებოდა სვეტიცხოვლის მაგვარი რამ, სულიერი ნათელი. განდეგილობა და მარტოსულობა ღვთის წინაშე შინაგანი სამყაროს ხედვას, სულში ჩაბრუნებულ ხედვას აძლიერებს. გალაკტიონის ლექსში, "მე და ღამე", ასეთი სწრაფვის გამოხატულებაა: "ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება". შემოქმედებითი ნათელი გაფანტავს უკუნს, შემოქმედებითი ენერგია გარდაქმნის სიბნელეს სინათლედ.

- როგორც თქვენ ბრძანეთ, ესთეტიკა მთელი სამყაროს გამთლიანებას ესწრაფვის. მზისა და სინათლის ესთეტიკა გამოვლინდა არა მხოლოდ ქართულ მწერლობაში, არამედ მხატვრობაში, არქიტექტურაში, ხალხურ ყოფა-ცხოვრებაში...

- მაგალითად, ქართულ არქიტექტურაში არ არის ვიტრაჟი, ფერადი შუშა, რომელიც თითქოს ნათლის გამაძლიერებელია, ეფექტის მომხდენია. ქართული არქიტექტურული აზროვნება ამჯობინებს, წმინდა ნათელი შემოვიდეს. თანაც ქართულ ტაძრებში სარკმლები დიდი არ არის, იმიტომ რომ ნათლის ფიზიკური ზემოქმედება არ გახდეს მთავარი. მან უნდა აავსოს სივრცე მქრქალი შუქით, რათა ჩვენ დავინახოთ ნათლის სულიერი მხარე. ეკლესიაში ორი ვექტორია: ერთი - კარიბჭიდან საკურთხევლისკენ და მეორე - იატაკიდან გუმბათისკენ. კლასიკური ფრესკული ფერწერით ამ ორ ვექტორში იხილვება ზეცა. საკურთხევლისა და გუმბათისკენ ძლიერდება ნათლის შეგრძნება. ნათელი ხაზგასმულია. შუქი აღმოსავლეთიდან მოდის და, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ კარიბჭესთან გამოსახულია ჯოჯოხეთი, უკანასკნელი სამსჯავრო, სადაც სიბნელე მოიცავს ყველაფერს.

ლიტურგიულ ღვთისმსახურებაშიც საეკლესიო დღე იწყება მწუხრით, რომელსაც ცისკარი მოსდევს. თვით მაცხოვრის შობა გვკარნახობს ყველაფერს. მაცხოვარი, მარადიული ნათელი განთიადისას იშვა. მოვიხმობ ხალხურ გარდათქმას: "თუ სიბნელე არ გინახავს, თვალს ვერ დასდებ ნათელსაო". ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს სიბნელე, რათა უფრო მეტად დასდოს ფასი სინათლეს, შუქს. ლიტურგიული მწუხრი ფასობს იმით, რომ მას მოჰყვება ცისკარი და ცისკარი ფასობს იმით, რომ ის არის დაძლევა სიბნელისა. ისინი ერთმანეთის მიმართ საჭიროებას განაპირობებენ.

სადაც სინათლე იყო, მზე სწვდებოდა, იქ სუფევდა სიკეთე და სილამაზე. მზისა და სინათლის ძიებაა გამოხატული სვანურ "ლილეში", ყველა ხალხურ "მზე შინაში", უძველეს ქართულ სახელებში მზიური მშვენება ჩანს: მზეჭაბუკი, მზექალა, ქალთამზე, მზევინარი და სხვა. მზის სილამაზემ ოჯახშიც დაისადგურა. ძველ ქართულ საცხოვრისში დედაბოძი იდგა. მას თავზე მზე დაჰნათოდა. ცენტრში, კერიაზე, შუაცეცხლი ენთო. ჩაუმქრალი კერა მზის სიმბოლო იყო. თუ მზე არ მოაკლდებოდა ოჯახს, თუ არ ჩაქრებოდა კერა, იგი აღვსილი იქნებოდა სიკეთითა და მშვენიერებით, მზეგრძელობა იქნებოდა ამ ოჯახში.

უფალი "ნათლის ძეებს" უწოდებს ადამიანებს, რომლებშიც ხდება ღვთაებრივი ნათლის არეკვლა. რადგან ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი, მასში არის ღვთაებრივი ძალა და საწყისი. ადამიანის სულიერი სამყარო, შინაგანი ნათელი ეთანადება და ეხმიანება ღვთაებრივ ნათელს. ნათელი უსაზღვროებას შეგვაგრძნობინებს. იგი, თავისი ფორმით, განუსაზღვრელია. მოდით, ჩვენც ნუ დავამთავრებთ ამ თემაზე საუბარს, აქ შევწყვიტოთ, იმიტომ რომ ვერ დავამთავრებთ. ეს თემა ამოუწურავია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat