არ ვიცნობ ეკლესიურ ოჯახს, რომელიც ღმერთს წყალობის გარეშე დაეტოვებინოს
არ ვიცნობ ეკლესიურ ოჯახს, რომელიც ღმერთს წყალობის გარეშე დაეტოვებინოს
ვცდილობთ, ბავშვები ნაკლებად მიჯაჭვულნი იყვნენ მატერიალურ ფასეულობებზე
ბერი პაისი ათონელი წერს: "მშობლებმა შვილებს ერთმანეთის სიყვარული უნდა გაუღვივონ, ასწავლონ, რომ უფრო ძლიერმა ბავშვმა სუსტს დაუჭიროს მხარი, შეაგონონ, რომ მის დას ან ძმას დახმარება სჭირდება. სამართლიანობა ღვთაებრივი საქმეა. იგი თანაბრად უნდა განაწილდეს უფროს-უმცროსს შორის. უფროსისთვის სამართლიანობა პატივისცემაშია, უმცროსისთვის - სიყვარულში. ამაზეა ლაპარაკი მეორე რჯულის წიგნში (II რჯ. 1,17). თუ უფროსი ძმაა დამნაშავე, უმცროსი უნდა გავამართლოთ, მაგრამ ისე, რომ უფროსი არ დავამციროთ უმცროსის თვალში. დამნაშავეს ცალკე ისე უნდა დაველაპარაკოთ, რომ შეიგნოს თავისი შეცდომა".

დედმამიშვილისადმი სიყვარული და პატივისცემა მრავალშვილიან ოჯახში უფრო ძლიერია. "ღმერთს გამორჩევით უყვარს მრავალშვილიანი ოჯახები. მათზე იგი განსაკუთრებით ზრუნავს. დიდ ოჯახში ბავშვებს ნორმალური განვითარებისთვის მრავალი შესაძლებლობა აქვთ, რომ სწორად აღიზარდონ. მრავალშვილიან ოჯახში ერთი ბავშვი მეორეს ეხმარება, უფროსი ქალიშვილი - დედას, შუათანა უმცროსს უვლის და ასე შემდეგ. ასეთი ბავშვები მსხვერპლის გაღებისა და სიყვარულის ატმოსფეროში ცხოვრობენ. უმცროსს უყვარს და პატივს სცემს უფროსს, - ამბობს ბერი პაისი და დასძენს, - ვურჩევ ჭაბუკებს, საცოლე მრავალშვლიანი ოჯახიდან აირჩიონ, რადგან ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები შეჩვეული არიან მსხვერპლის გაღებას, მუდამ ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ მშობლებს. ფუფუნებაში გაზრდილებში ასეთ რამეს იშვიათად შეხვდებით. მრავალშვილიან ოჯახებში არა მარტო ბავშვებს, არამედ მშობლებსაც კეთილი გული აქვთ".

ბერი პაისის სიტყვების ჭეშმარიტებას ცხოვრებისეული მაგალითები ცხადყოფენ, რომლებსაც არცთუ იშვიათად ვხვდებით. მკითხველს მინდა გავაცნო მრავალშვილიანი დედა, მუდამ მოფუსფუსე, დაუღალავი და უსაზღვროდ გულისხმიერი ქალბატონი მაგული ჯარიაშვილი. მან ოთხი შესანიშნავი ქალიშვილი აღზარდა. უფროსი - მარიამი III კურსის სტუდენტია, სალომე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში მოღვაწეობს და მონაზვნობისთვის ემზადება, თეონა უმაღლეს სასწავლებელში შესვლას აპირებს, ნინო კი IV კლასის მოსწავლეა.

ქალბატონი მაგული ერთგულად ემსახურება ღმერთს, ოჯახს, შვილებს, მეუღლეს. იგი გახლავთ წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის მესანთლე და ეკლესიაში შემომსვლელთ ღიმილითა და სათნო სახით ეგებება. ყველას ჭირისა და ლხინის მოზიარეა, ყველა საქმეს უდრტვინველად, გულითა და სიხარულით აკეთებს. ქალბატონი მაგულის სათნოებები უჩუმრად მოძღვრავს მისი შვილების სულებს, მათში ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის ცეცხლს ანთებს.

- რამდენადაც ვიცი, მორწმუნე ოჯახში გაიზარდეთ...

- დედაჩემი ღრმად მორწმუნე და განსწავლული ქალი გახლდათ. ყოველ დილა-საღამოს ლოცულობდა, სანთლებს ანთებდა და ღვთისმშობელს შვილების მფარველობას ავედრებდა. ოთხი და-ძმა ვიყავით. პატარაობაში წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში მოგვნათლეს. დედმამიშვილებში უმცროსი მე ვარ. მახსოვს, ჩემი მშობლები როგორ ემზადებოდნენ აღდგომის დღესასწაულისთვის. დედა კვერცხებს ღებავდა, თონეში ბასილას და ნაზუქს გვიცხობდა. მამაჩემი და ჩემი ძმები კი ეკლესიას ცხვარს სწირავდნენ. ახალ ტანსაცმელში გამოწყობილები ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მივდიოდით. საფლავზე კვერცხებს ვაგორებდით და ჩვენს მიცვალებულებს აღდგომას ვულოცავდით. მართალია, ამ დროს ჯერ კიდევ არ მესმოდა ამ რიტუალის არსი, მაგრამ იმ დღეების მადლი და სიხარული ლამაზ მოგონებად დამრჩა. ჩემი მშობლები გულმოწყალე ადამიანები იყვნენ. გაჭირვებულებს მუდამ ეხმარებოდნენ. მამა ადრე გარდამეცვალა, სამი შვილის დედა ვიყავი, როცა დედაჩემმაც დატოვა ეს წუთისოფელი. მას დიდი ამაგი აქვს შვილებსა და შვილიშვილებზე. დედის გარდაცვალებამ მე და ჩემი უფროსი და ეკლესიაში მიგვიყვანა. გავხდით თბილისის ლურჯი მონასტრის მრევლი. ჩემი პირველი მოძღვარი დეკანოზი ზაქარია ძინძიბაძე იყო. დიდი მადლობა მას რჩევა-დარიგებებისა და თანადგომისთვის.

ოჯახურ გარემოს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს ბავშვზე დედის სულიერ მდგომარეობას. ხშირად შემიმჩნევია, ბავშვების მთელი დღის განწყობა ჩემზეა დამოკიდებული. ბავშვები თვალებში რომ შემომხედავენ, ჩემი სულიერი მდგომარეობის კვალობაზე უცბად იცვლებიან. მაგალითად, როდესაც სასწავლებლიდან ბრუნდებიან დაღლილ-გაღიზიანებულები, მოვეფერები, დავუყვავებ და ისინიც შვებას გრძნობენ. ეს მთელ ოჯახს გადაედება.

ქორწინება, ოჯახის შექმნა უდიდესი საიდუმლო და პასუხისმგებლობაა. მისი უპირველესი მიზანი და დანიშნულება შვილიერება და ბავშვების ქრისტიანული აღზრდაა - მშობლები შვილებს უფრო პირადი მაგალითით უნდა ზრდიდნენ.

- რა სირთულეები იჩენს თავს ხოლმე მრავალშვილიან ოჯახში?

- ჩემი აზრით, იქაც იგივე პრობლემებია, რაც საერთოდ საზოგადოებასა და ყველა ოჯახში. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა. ადამიანები უარს ამბობენ მრავალი შვილის ყოლაზე, რადგან მატერიალური პრობლემები მათ სიმხნევეს აკარგვინებს. მაგრამ ეს მარტო ამის ბრალი არ არის. პურის ფული რომ არა აქვს ადამიანს, ესეც ხომ რაღაცის გამო ხდება, ესეც ხომ ღვთისგან არის. არ ვიცნობ ეკლესიურ ოჯახს, რომელიც ღმერთს წყალობის გარეშე დაეტოვებინოს. ჩვენც ბევრი განსაცდელი და გაჭირვება გამოვიარეთ, მაგრამ უფალს არასოდეს მივუტოვებივართ. ჩემთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი პრობლემებია, მათ შორის ბავშვებთან ჩემი დამოკიდებულება. რასაც მე მათთან ვაშავებ, ყველაფერი ბუმერანგივით მიბრუნდება. ვცდილობ, ვაკონტროლო თითოეული სიტყვა, ნიუანსი, რომ რაღაც არ შემეშალოს. ხანდახან არ გამომდის. მოუცლელობის გამო იმდენ ყურადღებას ვეღარ ვაქცევ თითოეულ ბავშვს.

- როგორ გაქვთ შრომა განაწილებული, ბავშვები თუ გეხმარებიან საოჯახო საქმეებში?

- ბავშვები საქმეს თანაბრად ინაწილებენ. ნინოს დილით სკოლაში აცილებენ. სადილის გაკეთებაში, საოჯახო საქმეების წარმართვაში მეხმარებიან. ტაძარში წირვა-ლოცვაზე ერთად დადიან. მე შინ გვიან ვბრუნდები და მიხარია, რომ ყველაფერი მოწესრიგებული მხვდება.

მრავალშვილიან ოჯახებში ბავშვებს უყალიბდებათ ერთმანეთზე ზრუნვის ჩვევები, უჩნდებათ ერთმანეთის პატრონობის, მომდევნოებზე ზედამხედველობის, მათი მოვლის სურვილი. ასე ეჩვევიან შრომას და ოჯახისთვის სარგებლობის მოტანას. მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილი ბავშვები უფრო შრომისმოყვარენი, ზომიერნი, ნაკლებად პრეტენზიულები არიან. ძალიანაც რომ უნდოდეთ, ეგოისტობა და სიძუნწე არ გამოუვათ - ამის არანაირი პირობა არ არსებობს. ჩემი შვილები მცირედითაც კმაყოფილნი არიან. მშობლებს არასოდეს გვსაყვედურობენ იმის გამო, რომ რაღაც აკლიათ. ჩვენც ვცდილობთ, ბავშვები ნაკლებად მიჯაჭვულნი იყვნენ მატერიალურ ფასეულობებზე. ეკლესიური გარემოც ხომ უბრალოების სულს უღვივებს ადამიანს.

- ეკლესიური გარემო ახსენეთ. რას გულისხმობს რელიგიური აღზრდა, ქრისტიანული სიბრძნე თქვენი შვილების ცხოვრებაში?

- ღვთის წყალობით, ჩემს სახლთან ცოტა ხნის წინ წმინდა ილია მართლის ტაძარი აშენდა. წინამძღვრის, დეკანოზ ბასილ ჟორჟიკაშვილის თანადგომით მესანთლედ დავიწყე მუშაობა. მადლიერი ვარ ამ ადამიანისა, რომელიც ზრუნავს და წყალობას არ აკლებს ჩემს ოჯახს. ჩემი ბავშვები ამ ტაძარში დადიან. მრევლთან ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს, ერთი ოჯახივით ვართ. ყოველთვის ვეუბნები შვილებსა და საკუთარ თავსაც, რომ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება ჭეშმარიტი უნდა იყოს და არა ხელოვნური. ბავშვები ადრეული ასაკიდანვე ეზიარებიან. მე მათ ვასწავლიდი, რომ ყოველთვის გვიყურებს უფალი. მთავარია, რამდენად გააცნობიერებენ ისინი, რა არის უფლის თვალში მოსაწონი, სათნო. რამდენად შეძლებენ სიკეთისა და ბოროტების ერთმანეთისგან გარჩევას. შვილებს სახარებისეული იდეალებით ვზრდი, მაგრამ, მოგეხსენებათ, რა აფორიაქებულ გარემოში ვცხოვრობთ. მინდა მათ შეინარჩუნონ ეს იდეალები და არ იგრძნონ კონტრასტი ქრისტიანულ იდეალებსა და გარე სამყაროს მიერ შემოთავაზებულ ფასეულობებს შორის. როდესაც ბავშვებში ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს, ამ დროს მათ განსაკუთრებული გაგება, ყურადღება, სიყვარული და, რაც მთავარია, ლოცვა სჭირდებათ, რათა ღმერთმა დაიფაროს მოსალოდნელი საფრთხისგან.

ჩემმა ქალიშვილმა, სალომემ, რომელიც 18 წლისაა, მონასტრული ცხოვრება აირჩია. ესეც ღვთის ნებით მოხდა. მე და ჩემი მეუღლე სკოლის დამთავრების მერე ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარებას ვურჩევდით. იგი სასულიერო აკადემიაში ჩაბარებაზე ოცნებობდა. ნაქულბაქევის მონასტრის წინამძღვრის, მღვდელმონაზონ იოანე გვაჯაიას კურთხევით, რომელიც ჩვენი ოჯახის მოძღვარი გახლავთ, სალომე ჯერ ბოდბის, შემდეგ კი სტეფანწმინდის მონასტერში წავიდა. იქიდან მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევით - მარტვილის წმინდა ნინოს მონასტერში გადავიდა და ახლა ამ მონასტრის მორჩილია. სალომე პატარაობიდანვე გამოირჩეოდა მორჩილი ბუნებით, უყვარდა განმარტოება, გაჭირვებულის დახმარება. პატარაობიდანვე ფათერაკები სდევდა თან, მაგრამ ღმერთი თავის მფარველობას არ აკლებდა.

თითოეულ ბავშვს თავისი მადლი მოაქვს ოჯახში. დედისთვის მტკივნეულია, როცა შვილი ოჯახიდან მიდის და მონასტრულ ცხოვრებას ირჩევს, მაგრამ მე არასოდეს დამიბრკოლებია ჩემი შვილი ამ გზაზე. ყველა ადამიანს აქვს თავისი ნება. შვილებისთვის არასოდეს მომიხვევია თავს ჩემი ნება. თან გული მტკივა, თან მეამაყება, რომ ჩემმა შვილმა ეს გზა აირჩია. მთავარი ის იყო, თუ რამდენად გაითავისებდნენ და გულთან მიიტანდნენ ჩემი შვილები სარწმუნოებას. ვლოცულობ, რომ ზიარების მადლით მათ ეს რწმენა მუდამ გულში ჰქონდეთ. მჯერა, სალომეს ლოცვაც შეეწევა მისი ოჯახის წევრებს და გაგვაძლიერებს.

- დედობა დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა და უდიდესი სიხარულიც, ბედნიერება, რომლის შეგრძნებაც ალბათ ყველა სირთულესა და დაბრკოლებას აღემატება. რას განიჭებთ ეს ტვირთი?

- ადამიანები სულ ვდრტვინავთ, ვწუწუნებთ, უკმაყოფილონი ვართ, მაგრამ როცა ყველაფერს გავიაზრებთ და ქრისტიანული თვალით შევხედავთ, მივხვდებით, რომ ეჭვი მცირედმორწმუნეობის გამო გაგვიტაცებს ხოლმე. ვხვდები, რომ მთელი ამ ოცი წლის განმავლობაში არაფერი მქონია საწუწუნო. პირიქით, მადლიერება მმართებს უფლის მიმართ. უპრობლემოდ ცხოვრება ცარიელი და არასრულფასოვანი იქნებოდა. ყველას ჩვენ-ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი. ვინც პრობლემებს გაურბის, ის თავის მაცხოვნებელ ჯვარს გაურბის. მე, მაგალითად, იმდენად მივეჩვიე, რომ მეშინია კიდეც უპრობლემოდ ცხოვრებისა. როდესაც განსაცდელი არა მაქვს, სიმხნევეს ვკარგავ, ვდუნდები, ვეშვები, ამქვეყნიური საცდურები მითრევს, რაც სრულებითაც არ არის სასარგებლო. ხოლო პრობლემებისას ისე ვარ დაკავებული მათთან სულიერი თუ ფიზიკური ბრძოლით, რომ ამქვეყნიური სიამოვნებისთვის ძალაუნებურად აღარ მცალია. ღმერთი გვიცავს განსაცდელებისგან, ვნებებისგან გვძარცვავს, გვახსენებს, რომ ეს ცხოვრება არის წარმავალი წუთისოფელი, რომელსაც მაინცდამაინც არ უნდა მივენდოთ. მარტო ამ ქვეყანაზე კარგად ყოფნა არ არის მთავარი, მუდამ ცხონებაზე უნდა ვიფიქროთ. ცხონებისთვის კი აუცილებელია რწმენა და ღვთისადმი მინდობა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat