უმჯობესია, ადამიანს დაეხმარო თავისი პრობლემის გაცნობიერება-ჩამოყალიბებაში და არჩევანს თვითონ გააკეთებს
უმჯობესია, ადამიანს დაეხმარო თავისი პრობლემის გაცნობიერება-ჩამოყალიბებაში და არჩევანს თვითონ გააკეთებს
რა ფაქტორები მოქმედებს ადამიანის არჩევანზე, როგორ აკეთებს ის არჩევანს, რა როლი ენიჭება ამ შემთხვევაში მოძღვარს, ფსიქოლოგს, საზოგადოებას... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება საპატრიარქოსთან არსებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური ცენტრის თანამშრომელი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი:

- ადამიანი საზოგადოებრივი არსებაა და მის არჩევანზე ძალიან ხშირად საზოგადოებრივი აზრი ახდენს ზეგავლენას.

ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული სიტუაციების შეფასების მიხედვით. ერთნი მიიჩნევენ, რომ ყველაფერი, რაც თავს გადახდათ, გარე მოვლენების - შემთხვევის, სხვების, უიღბლობის, გარემოსა თუ მსოფლიო პოლიტიკაში მომხდარი მოვლენების შედეგია. კონფორმული და დამყოლი ქცევა უმეტესად ამ ტიპის ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი.

მეორენი თავიანთ ბიოგრაფიაზე სრულად იღებენ პასუხისმგებლობას და სურვილისამებრ ცვლიან მას, ყველა მიღწევას თუ წარუმატებლობას თავისი ამა თუ იმ ქცევის შედეგად აღიქვამენ.

ყოველივე ზემოთქმული მიუთითებს, რომ არ არის უმნიშვნელო, ადამიანი თავს ქცევის აქტიურ სუბიექტად განიცდის თუ სხვა ადამიანებისა და გარეშე მოვლენების ზემოქმედების პასიურ ობიექტად. პირველ შემთხვევაში ის თავისი არჩევანის სრული უფალია, მეორეში კი - უბრალო მარიონეტი.

- საზოგადოების გავლენა არჩევანზე ადამიანს უძნელებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას. ზოგჯერ მოძღვარიც მსაჯულად იქცევა.


- ზოგჯერ ადამიანი ცნობიერად ცვლის ქცევას მხოლოდ იმის გამო, რომ შეეწყოს ჯგუფს, არ გამოირჩეოდეს მისი წევრებისგან, დაიმსახუროს მოწონება და თავიდან აიცილოს განსჯა.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ჯგუფის ზეწოლას უფრო ხშირად განიცდიან დაბალი თვითშეფასების მქონენი.

არსებობს გამოკვლევები იმის შესახებაც, რომ მაშინ, როცა საკუთარი აზრის სახალხოდ გამოთქმაა საჭირო, ადამიანს წარმართავს მასის მიერ განსჯის და მის წინაშე უჩვეულოდ ან სასაცილოდ წარმოჩენის შიში.

- ერის არჩევანი ჩვენი ქვეყნის წარმატება-წარუმატებლობას განაპირობებს. ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ რაც გვჭირს, ჩვენივე დაუდევრობის, არასწორი არჩევანის შედეგია.

- ბოლო დროს ხშირად გაისმის მოწოდება ერთიანობისკენ. რასაკვირველია, ერთიანობა ყველა ერისათვის სასურველი მდგომარეობაა, მაგრამ ეს მდგომარეობა ერისთვისვე სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ და არა საზიანოდ. საჭიროა ვიცოდეთ, რომ ის ადამიანები, რომელთა უპირველეს საზრუნავს ჯგუფის ერთიანობა წარმოადგენს, ადეკვატურად ვეღარ აფასებენ საკუთარ არჩევანს. ეს არის ე.წ. ჯგუფზე დამოკიდებული აზროვნების ნიმუში. გადაწყვეტილებების მცდარობას სულის სიღრმეში კიდეც რომ გრძნობდნენ, ეჭვქვეშ მაინც არასდროს აყენებენ მას. ასეთ ჯგუფებში ყველა ერთმანეთს ეთანხმება და ხდება ჯგუფური იდეების დაშტამპვა, გარკვეულ ყალიბში მოქცევა.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამგვარი - ჯგუფზე დამოკიდებული აზროვნების ნაყოფია. ამის მაგალითად მოაქვთ ცნობილი მოვლენები - ამერიკელების შეჭრა ჩრდილოეთ კორეაში, ომი ვიეტნამში, უოტერგეიტის სკანდალი და სხვა. ამგვარი ფსევდოერთსულოვნების მოწმენი არაერთხელ გავმხდარვართ საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში და დღესაც ხშირად ვაწყდებით მას.

თუ ჯგუფის არჩევანი არასწორი აღმოჩნდება და მას უარყოფით შედეგამდე მიიყვანს, პიროვნებას ექნება საშუალება, პასუხისმგებლობა და ბრალი, თუნდაც ნაწილობრივ, ჯგუფს გადააბაროს.

სწორედ ამ გზას მიმართავენ ხშირად პოლიტიკოსები. აწყობენ ხალხმრავალ აქციებს და ამით საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას შეძლებისდაგვარად ბევრ ადამიანს გაუნაწილებენ. საჯაროდ აზრის გამოთქმის თავისებურებაზე უკვე მოგახსენეთ - დიდია ამ დროს პიროვნებაზე მასის ზეგავლენა. შედეგად ვიღებთ იმას, რომ პოლიტიკოსს შემსუბუქებული აქვს პასუხისმგებლობის ტვირთი, ხოლო აქციის მონაწილე ვერ გრძნობს, ვის უჭირავს სადავე, რომლითაც მას დაატარებენ და თავს გადაწყვეტილების მიმღებად განიცდის. სწორედ ამგვარ განცდაში ვართ ბოლო თხუთმეტი წელია. მივიჩნევთ და არც მივიჩნევთ თავს ამ წლების პოლიტიკური მოვლენების შემოქმედად. იმდენად წინააღმდეგობრივია ჩვენ მიერ ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, რომ ერს აწვალებს ერთი მხრივ საკუთარი არასრულფასოვნების განცდა, მეორე მხრივ კი აზრი, რომ ეს ყველაფერი თავს მოხვეულია...

- ხშირად შეცდომებს მოსდევს ხელის ჩაქნევა, მორიგი შეცდომების კასკადი, სასოწარკვეთილება. როგორ შექმნას ადამიანმა თავისი ცხოვრება, როგორ მოახერხოს დაცემის შემდეგ ადგომა?

- ამბობენ, შეცდომა და მარცხი კარგი გაკვეთილია, სასარგებლო გამოცდილებაა, მაგრამ ქრონიკული მარცხი კარგავს ყოველგვარ პოზიტიურ დანიშნულებას. მას მოსდევს ადამიანის აქტიურობის შესუსტება, აპათია, განურჩევლობა.

იგივე შეიძლება ითქვას საზოგადოებაზეც. ჯობს, კონკრეტული მიზანი გვქონდეს: დღეს რას ვაკეთებთ, ხვალ რას გავაკეთებთ... და იგივე მოვითხოვოთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც გვპირდებიან საქართველოს ფეხზე დაყენებას. ანუ ლოზუნგი არ უნდა იყოს აბსტრაქტული, დროში შეუზღუდავი. უნდა ვიცოდეთ, რამდენ წელიწადში ვიგრძნობთ, რომ მიზნისკენ ნაბიჯი არის გადადგმული. საკუთარ შესაძლებლობებში რწმენის დაბრუნებაში მოკრძალებული, მაგრამ ხშირი წარმატებების მოპოვება დაგვეხმარება. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება ჩვენ წინაშე მდგარ რთულ ამოცანებთან შეჭიდება.

- არის ისეთი ფაქტორები, რომლებსაც ადამიანი ვერ აირჩევს. როგორ მიიღოს არსებული რეალობა?

- "სულიერი სიმშვიდით" - როგორც ოპტელი მამების ლოცვაშია ნათქვამი, და სიბრძნით, როგორც ერთი ცნობილი აღმოსავლური გამონათქვამი გვასწავლის - რათა შევძლოთ, ერთმანეთისგან გავარჩიოთ, რისი შეცვლა შეგვიძლია და რისი - არა. შევეგუოთ იმას, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია და შევცვალოთ ის, რისი შეცვლაც შეგვიძლია. ერთადერთი, რასაც ადამიანი ვერ აირჩევს და ვერც შეცვლის, ეს მისი ინდივიდუალობაა (მათ შორის გენეტიკა და მასთან დაკავშირებული ფაქტორები - ბიოლოგიური მშობლები და ნათესავები).

თითოეულ ადამიანს უნდა შეეძლოს, თავის ბიოგრაფიაში დაინახოს მოვლენათა გარეგნული ჯაჭვის მიღმა ის სულიერი სიღრმე, სადაც მოჩანს ადამიანის ჯვარი, მისი სულიერი ამოცანები, მისი სულიერი გზის ლოგიკა. ეს ამოცანები იგივე რჩება იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა პირობებში მოუხდება ადამიანს ცხოვრება. ანუ სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, რა სიტუაციაშიც არ უნდა იყოს, მისი სულიერი ამოცანა, სულიერი გზის ლოგიკა რჩება იგივე და მისი მიზანი ამის შემჩნევაა.

- როგორია მოძღვრის, ფსიქოლოგის როლი?

- ფსიქოლოგები ხშირად კამათობენ, საჭიროა თუ არა რჩევის მიცემაო და აღნიშნავენ, რომ უმჯობესია, ადამიანს დაეხმარო თავისი პრობლემის გაცნობიერება-ჩამოყალიბებაში და არჩევანს თვითონ გააკეთებს.

ზოგჯერ ადამიანი სთხოვს დახმარებას მოძღვარს, ფსიქოლოგს, მეგობარს, გულის სიღრმეში კი უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და ეს თხოვნა ფორმალური ხასიათისაა. მისი მიზანი ან ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაა ან, მეორე მხრივ, თვალთმაქცობა. ამ შემთხვევაში ადამიანი ემსგავსება სახარებისეულ მდიდარს, რომელმაც გამოსაცდელად დაუსვა კითხვა მაცხოვარს, რა უნდა მოემოქმედებინა სულის საცხოვნებლად, მაგრამ მისი რჩევის შესასრულებლად მზად არ აღმოჩნდა.

- როგორი სტრატეგია აირჩიოს ადამიანმა არჩევანისთვის?

- პატრიარქის გამოსვლებში ხშირად ისმის მოწოდება კრიტიკული აზროვნებისკენ. ეს ის საშუალებაა, რომლითაც ადამიანი მოახერხებს გონივრული ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთებას და ახალ, უცნობ ინფორმაციულ ნაკადში გარკვევას.

კრიტიკულად რომ ვიაზროვნოთ, უნდა შევეჩვიოთ, საწყის ეტაპზე განვასხვავოთ ერთმანეთისგან ემოციაზე დაფუძნებული მსჯელობა ლოგიკურისგან. კრიტიკული აზროვნება ყველაფერში უარყოფითი მხარის შემჩნევას როდი ნიშნავს, ნებისმიერ ინფორმაციაში უნდა დავინახოთ როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მხარე. არადამაჯერებელ ფაქტებში, რაიმე შეუსაბამობაში თამამად უნდა შევიტანოთ ეჭვი, შევამჩნიოთ შეუსაბამობა და, რაც მთავარია, თუ საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს, არ ვიჩქაროთ დასკვნის გამოტანა.

- ასე რომ, ჩვენი არჩევანი ჩვენს ხელთაა და არანაირი აუცილებლობა და გარდაუვალობა არ განსაზღვრავს მას...

- ამასთან დაკავშირებით ერთ იგავს გავიხსენებ. ქალაქში ორი ბრძენი ცხოვრობდა. ერთი მათგანი შურიანი იყო. შურიანმა გადაწყვიტა მეორე ბრძენისთვის ავტორიტეტი შეელახა და ხალხის თანდასწრებით ერთი შეკითხვა დაესვა მისთვის, რომელზეც პასუხის გაცემას ვერ შეძლებდა. დაიჭირა პეპელა, მოაქცია ხელისგულებს შორის და მივიდა ბრძენთან. თან ფიქრობდა: ვკითხავ, ცოცხალი პეპელა მიჭირავს თუ მკვდარიო. თუ მეტყვის, პეპელა ცოცხალიაო, მაშინ ხელისგულებს ერთმანეთს მოვუჭერ და პეპელაც მოკვდება. ამ შემთხვევაში მისი პასუხი არასწორი აღმოჩნდება, ხოლო თუ მეტყვის, პეპელა მკვდარიაო, ხელებს გავშლი და პეპელა გაფრინდებაო. ბრძენი ყველაფერს მიხვდა. როდესაც შურიანმა ჰკითხა, როგორი პეპელა მიჭირავს ხელშიო, მან ძალიან მოკლედ უპასუხა: ყველაფერი შენს ხელთააო. მართლაც მის ხელში იყო, მოკლავდა თუ აცოცხლებდა ამ პეპელას. ეს იგავი შეგვაგონებს, რომ ფაქტობრივად ჩვენს ხელთაა ჩვენი არჩევანი: როგორი იქნება ჩვენი ერის მომავალი, ჩვენი პიროვნული ზრდა... უფლის მიერ მონიჭებულ ჩარჩოებში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მაქსიმალური, რაც ჩვენი პიროვნებისთვის არის განსაზღვრული.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat