ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა
ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა
1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისგან იღებს დასაბამს, ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ავიდა: - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

"ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა," - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესის ინტრონიზაციიდან ოცდაათი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის არნახული აყვავება და აღორძინება სწორედ ილია II-ის თავდადებულ მწყემსმთავრულ მოღვაწეობას უკავშირდება. ამის შესახებ გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

- ბატონო სერგო, გამოსაცემად მზად გაქვთ წიგნი, რომელშიც უწმინდესის მრავალმხრივი მოღვაწეობის თითქმის ყველა ასპექტს წარმოაჩენთ.

KARIBCHE- 1977 წლის 15 ნოემბერს პირველად ვნახე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, რომელმაც წესი აუგო განსვენებულ კათოლიკოს-პატრიარქს დავით V-ს. მშვიდი, გამორჩეული ახალგაზრდა მღვდელმთავარი იშვიათობა იყო საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში. ყველას სურდა, იგი ეხილა ამ ეკლესიის მესაჭედ. 1977 წლის 23 დეკემბერს, XII საეკლესიო კრებაზე მიტროპოლიტი ილია აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 25 დეკემბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა პატრიარქად კურთხევა. უწმინდესის ღვაწლი და თავდადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე აუცილებლად აღსანუსხავი იყო. 1988 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ვკითხულობ საქართველოს ისტორიასა და საქართველოს ეკლესიის ისტორიის კურსებს. თვითმხილველი ვარ მრავალი ისტორიული მოვლენისა, რომელიც ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში მოხდა. შესაძლებლობა მქონდა, მემუშავა საპატრიარქო არქივის, რელიგიის საქმეთა რწმუნებულის არქივის მასალებზე. არა მარტო სურვილი, არამედ ჩემი მოვალეობაც არის, ობიექტურად აღვწერო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ცხოვრება და ღვაწლი. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რომ რაც მან გააკეთა, აღემატება ერთი ადამიანის, ერთი ისტორიული პერიოდის შესაძლებლობებს.

- პატრიარქი ბრძანდება ქართველი ერის სულიერი მამა. თამამად შეიძლება მასვე მივაკუთვნოთ მისივე სიტყვები: "როგორც კი დაეცემოდა საქართველო, თითქოს უკვე განადგურებული და მიწასთან გასწორებული იყო, უცებ რჩეული გამოჩნდებოდა ერში, უფალი მოგვივლენდა პიროვნებას, რომელიც აღადგენდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს". რას ნიშნავდა 70-იანი წლების ბოლოს საქართველოსთვის საკათალიკოსო ტახტზე ილია II-ის აღსაყდრება, ანუ რა ვითარება სუფევდა მაშინ ეკლესიასა და ქვეყანაში?

- 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ამ სიტყვებით მიმართა ქართველ ხალხს: "მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი, მაგრამ ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც ამ წმინდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა". საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესის მდგომარეობა მძიმე და სავალალო იყო. ეკლესიას არ ჰყავდა მრევლი, ნომინალურად მოქმედი 15 ეპარქიიდან საკუთარი მღვდელმთავარი ჰყავდა 6 ეპარქიას, მაგრამ ეპარქიებში მოქმედი ეკლესიების არარსებობის გამო 4 მღვდელმთავარი თბილისის ეკლესიებში იყვნენ წინამძღვრებად: ბოდბელი - პატარა სამებაში, მანგლელი - დიდუბეში, ურბნელი - ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, თეთრწყაროელი - ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში, წილკნელი წირავდა მცხეთის სვეტიცხოველში. საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში მოქმედი იყო 50-მდე ეკლესია და სამლოცველო სახლი, 80-მდე სასულიერო პირით. მათი უმრავლესობა ხანდაზმული იყო. ეკლესიას არ ჰქონდა საშუალება საღვთისმეტყველო წიგნების, ჟურნალ-გაზეთების გამოცემისა. მცხეთის სასულიერო სემინარიაში მისაღები კონტინგენტი შეზღუდული იყო. ბოლშევიკურ-ათეისტური ხელისუფლება ცდილობდა, კიდევ უფრო შეევიწროებინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. საპატრიარქოს არ ჰქონდა რეზიდენცია, გაძნელებული იყო კონტაქტები საზღვარგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიებთან. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 1917 წლის 12(25) მარტს აღდგენილ ავტოკეფალიას არ სცნობდა მართლმადიდებელ ეკლესიათა დიდი ნაწილი.

უწმინდესს მოუხდა ამ პრობლემათა გადაჭრის გზების ძიება. პირველი ნაბიჯები პატრიარქისა მიმართული იყო მრევლისკენ.

სიონის საპატრიარქო ტაძარში მოსულ ახალგაზრდობას მრევლს პირობითად ვუწოდებთ. ჩვენ ეკლესიაში მივდიოდით ინტერესით, მაგრამ მორწმუნენი არ ვიყავით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ახალგაზრდობა ესწრებოდა წირვა-ლოცვებს, უსმენდა პატრიარქის ქადაგებებს. ის იყო ჩვენი პირველი მასწავლებელი... წირვის დროს მრევლს მიმართავდა: "ახლა ჩვენ ვთქვათ "მამაო ჩვენო"... მრევლი იმეორებდა მის სიტყვებს. ახლა უნდა დავიჩოქოთო და ასრულებდა პატრიარქის თხოვნას... თითქმის არავინ იცოდა, როგორ უნდა მიგვემართა მღვდელმთავრისთვის. უწმინდესსა და უნეტარესსაც მეცნიერების, ინტელიგენციის წარმომადგენლები ბატონობით მიმართავდნენ. ახალგაზრდობის ეკლესიისკენ შემობრუნებისთვის, მრევლად გადაქცევის გარდა, აუცილებელი იყო ადმინისტრაციული წესით დახურული ეკლესია-მონასტრების ამოქმედება. მოსკოვის უნებართვოდ ადგილობრივი საერო ხელისუფლების ორგანოები მივარდნილი სოფლის ეკლესიის გახსნის უფლებასაც ვერ მისცემდნენ მორწმუნე მრევლს. რთული იყო ფაქტობრივად გაუქმებულ ეპარქიებში ახალი მღვდელსმახურების გაგზავნა. საპატრიარქოს არ ჰქონდა საკუთარი ჟურნალი, გამომცემლობა, უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი. გაწყვეტილი იყო კავშირი მეცნიერების, საზოგადოების წარმომადგენლებთან, ეკლესიის დაბეგვრის ბარბაროსული სისტემით ეკლესიის შემოსავლის 87% სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხებოდა. უწმინდესი და უნეტარესი ილია II ფაქტობრივად მარტოდმარტო შეუდგა პრობლემათა გადაჭრას.

პატრიარქის პირველი სერიოზული გამარჯვება იყო ახალგაზრდობის ეკლესიისკენ შემობრუნება. საზოგადოების ინტელექტუალურ ნაწილს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მისია და ცდილობდა, ხელი შეეწყო უწმინდესისთვის. ილია II ავტორიტეტი იყო არა მარტო ახალგაზრდობისთვის, არამედ საზოგადოების ყველა ფენისთვის. უწმინდესმა მოახერხა მათი ეკლესიისკენ შემობრუნება. ღრმად განსწავლულობით, ყურადღებით, სიწმინდით, უწმინდესი და უნეტარესი მეცნიერებსა და ინტელიგენციას ეკლესიისკენ იზიდავდა. მათ ირწმუნეს მისი ძალა და სიდიადე.

- მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის პატრიარქს საზოგადოების სულიერი თვალსაზრისით განათლების საქმეში.

- საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ოფიციალური ხელისუფლების ნებართვით ყოველწლიურად გამოსცემდა საეკლესიო კალენდარს, 1963 წელს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით გამოცემული "ახალი აღთქმის" შემდეგ ქართულ ენაზე არანაირი საღვთისმეტყველო წიგნი არ გამოცემულა. უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის დროს იყო ნებართვა საღვთისმეტყველო ჟურნალის გამოცემისა, მაგრამ ვერ მოხერხდა. 1977 წელს ჟურნალის გამოცემის ნებართვის ვადა მთავრდებოდა. უწმინდესმა მოახერხა "ჯვარი ვაზისას" გამოცემა (რედაქტორი თინათინ კობალაძე), რომელიც პირველი ფერადი ილუსტრირებული გამოცემა იყო და საზოგადოებაში დიდი მოწონებით სარგებლობდა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 1989-90 წლებში გამოიცა ბიბლიის თანამედროვე ქართული და ძველი ქართული ტექსტები. დაიწყო ძველი საღვთისმეტყველო და თანამედროვე მართლმადიდებელ ქვეყნებში გამოცემულ წიგნთა თარგმნა და მეცნიერული გამოცემა. უწმინდესმა უდიდესი როლი შეასრულა საზოგადოების, მრევლის სოციალური განათლების საქმეში.

ხელისუფლება ეკლესიას ძველებურად ვერ აკონტროლებდა და დაიწყო პატრიარქის წინააღმდეგ ფარული ბრძოლა. 1983 წელს თვითმფირნავის გატაცების საქმესთან დაკავშირებით დააპატიმრეს სრულიად უდანაშაულო მღვდელი მამა თეიმურაზ ჩიხლაძე. საბჭოთა პროპაგანდა ისე წარმოაჩენდა, თითქოს ეს სასულიერო პირი იყო ორგანიზატორი თვითმფრინავის გატაცებისა. მოაწყვეს პატრიარქის წინააღმდეგ გამოსვლები ეკლესიაშიც, მაგრამ მორწმუნე მრევლის, საზოგადოების უწმინდესისადმი მძლავრმა მხარდაჭერამ ისინი აიძულა, უკან დაეხიათ. პატრიარქი თავისი ბუნებით და შინაგანი ძალით ყველა ადამიანზე საოცარ გავლენას ახდენს. ამ გავლენას ვერ გაექცნენ რელიგიის საქმეთა რწმუნებული თ. ონოფრიშვილი, რწმუნებულის მოადგილე ილია რურუა... უშიშროებაში მართლა კაციჭამიები კი არ ისხდნენ, იქაც იყვნენ სამშობლოს ინტერესების დამცველები, რომელნიც შეძლებისამებრ ცდილობდნენ, თვალი დაეხუჭათ. უწმინდესი ამ რთულ პერიოდზე წერს: "ჩემი პატრიარქობის ხანა ეს არის გრძელი მზიანი ღამე... მზიანი ღამე გრძელდება და იმედია, გათენდება". პატრიარქობა ჩვეულებრივ დაწყნარებულ, დამშვიდებულ ქვეყანაშია რთული და ის, რაც ბოლო 30 წელი საქართველომ გადაიტანა, გადაიტანა ილია II-მაც.

- უწმინდესის მოღვაწეობა დაემთხვა ეროვნული მოძრაობის აღზევებას, საბჭოთა იდეოლოგიის რღვევას. გარკვეულწილად, ამ მოვლენებმაც შეუწყვეს ხელი საქართველოში ეკლესიური აღმშენებლობის პროცესს. მაგრამ ყველა ეროვნული მოძრაობის ლიდერი ხომ ეკლესიის წიაღში აღიზარდა. ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიაში მომწიფდა ეროვნული მოძრაობაც.

- მართლაც, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია XX საუკუნის 70-80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აკვანი იყო. სიონის საპატრიარქო ტაძრის მრევლში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურნი იყვნენ: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე, თამარ ჩხეიძე, გიორგი ჭანტურია, მამუკა გიორგაძე, ირაკლი ქადაგიშვილი. უწმინდესი და უნეტარესი ილია II თავის ქადაგებებში ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა ჩვენი დიდი წინაპრების ღვაწლს სამშობლოს და ეკლესიის თავისუფლებისთვის. თუ ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II-ის, ამბროსი ხელაიას პერსონები, ილია II გამორჩეულად აფასებდა მათ ღვაწლს, მრევლს წარსულის არდავიწყებისკენ მოუწოდებდა, ვინაიდან წარსულით აწმყოსა და მომავლის წინასწარმეტყველება იყო შესაძლებელი. კომუნისტური ხელისუფლების "ინტერნაციონალიზმი" საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში პატრიოტიზმით იყო შეცვლილი. ეროვნული სულისკევეთების ახალგაზრდობის ეკლესიაში მოსვლა შემთხვევით არ მომხდარა. ეკლესია მძლავრი ძალა და სტიმული იყო ამ მოძრაობის აღზევებისა.

KARIBCHE- გვიამბეთ პატრიარქის ღვაწლზე საქართველოს ეკლესიის დე ფაქტო ავტოკეფალიის დე იურედ აღიარების საქმეში. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მოვლენა?

- 1917 წლის 12(25) მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა არ აღიარებდა საქართველოს ეკლესიის ისტორიულ ავტოკეფალიას. მართალია, რუსეთის ეკლესიამ 1943 წელს აღიარა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია, მაგრამ მსოფლიოს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები თავს იკავებდნენ. უწმინდესი, ჯერ კიდევ 1963 წელს, შემოქმედელ ეპისკოპოსად დადგინების შემდეგ, შეუდგა ისტორიული მტკიცებულებების შეგროვებას საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიაზე. ქართველ მეცნიერებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოიძია მრავალრიცხოვანი მასალა და შეუდგა მსოფლიო საპატრიარქოსთან მოლაპარაკებას. ოცდაშვიდწლიანი დაძაბული მოლაპარაკების შემდეგ, 1990 წლის 25 იანვარს მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს სამოციქულო ეკლესის ისტორიული ავტოკეფალია.

- ბევრი იღვაწა ჩვენმა პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტის მსოფლიოში ასამაღლებლად...

- 1977 წლამდე საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში სტუმრობდნენ: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი უწმინდესი ალექსი I, პიმენი, ბულგარეთის პატრიარქი მაქისმე, ყოველთა სომეხთა კათალიკოსი ვაზგენ I. 1977 წლიდან 2007 წლამდე ეწვივნენ მსოფლიო პატრიარქები: დიმიტრიოს I, ბართლომეოს I (ოთხჯერ), ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქები: ნიკოლოზ I (ექვსჯერ), პართენიოსი, პეტრე VII, პატრიარქი ეგნატე IV, რუსეთის პატრიარქი პიმენი, ალექსი II, სერბეთის პატრიარქი უწმინდესი პავლე, რუმინეთის პატრიარქი უნეტარესი თეოქრისტიტე, კვიპროსის ეკლესიის მეთაური, უნეტარესი ქრიზოსთომოსი, ელადის ეკლესიის მეთაური უნეტარესი ქრისტოდულოსი, ჩეხოსლოვაკიის, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, არამართლმადიდებელ კონფესიათა მეთაურები: რომის პაპი, სომეხთა კათალიკოსი ვაზგენ I, გარეგინ I, გარეგინ II. ანგლიკანური და პროტესტანტული ეკლესიების მეთაურები, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებთან, ხვდებოდა მსოფლიოს რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებს. აცნობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველი ხალხის ისტორიას. პატრიარქს აფასებენ და პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ რელიგიურ ლიდერს. ამის დასტურია მისი უწმინდესობის აღსაყდრების 30 წლისთავზე მსოფლიო პატრიარქის, უწმინდესი ბართლომეოს I-ის, მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების, წარმომადგენლების ჩამობრძანება. უწმინდესისა და უნეტარესის დამსახურება საქართველოს ეკლესიის წინაშე ხაზგასმით იყო წარმოჩენილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მილოცვის წერილში.

- პოლიტიკური სტაბილიზაციის, ერთა შორის კონფლიქტის მოგვარების საქმეში რა როლი დაეკისრა ჩვენს ეკლესიას და მის საჭეთმპყრობელს?

- უწმინდესი ყოველთვის ცდილობს, ერთნაირად ყურადღებიანი იყოს როგორც ქართველების, ასევე არაქართველი მრევლის მიმართ. იგი თავის ეპისტოლეეებში მიმართავს აფხაზებს, ოსებს - არ აჰყვნენ პროვოკაციებს და გამონახონ გზები ქართველებთან ერთად, რათა დაძლიონ ხელოვნური გაუცხოება. XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოს ეკლესია ერის მთლიანობისა და სტაბილურობის გარანტი იყო. უწმინდესი და უნეტარესი მკაცრად აფასებს რუსეთის ნეგატიურ როლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და აცხადებს, რომ ერთიანი, ძლიერი საქართველო უნდა იყოს რუსეთის საიმედო პარტნიორი კავკასიაში.

- როგორ იღვწის პატრიარქი ეკლესიისა და მეცნიერების წარმომადგენლების დასაახლოებლად და იმ ცნობიერების გასაღრმავებლად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რწმენისა და ცოდნის ერთობა?

- უწმინდესი და უნეტარესი ილია II ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიასთან მეცნიერების თანამშრომლობას. 1995 წელს პატრიარქმა ასე გაიხსენა პირველი წლების სირთულეები: "დღეს მხოლოდ ჩვენი ეკლესიის ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს შევეხები. გავიხსენებ, რა ურთიერთობა იყო ეკლესიასა და ინტელიგენციას შორის, რომელიც თითქმის ისეთსავე ზეწოლას განიცდიდა და ისევე იდევნებოდა, როგორც სასულიერო პირნი. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ინტელიგენციამ ქართველი კაცის სული გადაარჩინა. ამიტომ ჩვენი მიზანი იყო, მჭიდრო კავშირი დამყარებულიყო ეკლესიასა და ინტელიგენციას შორის. სახელმწიფო ცდილობდა, არ მომხდარიყო ეს დაახლოება, ინტელიგენციას ჰქონდა სულიერებისკენ სწრაფვა, მაგრამ გამოცდილება აკლდა. მახსოვს, საპატრიარქოში ჩვენი გამოჩენილი ისტორიკოსები მოვიწვიეთ საქართველოს ეკლესიის ისტორიის აკადემიური გამოცემის მოსამზადებლად. დავამუშავეთ გეგმა და გავანაწილეთ თემები, მაგრამ როდესაც დამუშავებული ნაწილები წარმომიდგინეს, მივხვდი, რომ მათი გამოცემა არ შეიძლებოდა, რადგან ეს არაეკლესიური ადამიანის მიერ დაწერილი ისტორია იყო... მიუხედავად ამისა, სწრაფვა დაახლოებისკენ, არ შეჩერებულა. საპატრიარქოში გრძელდებოდა შეხვედრები მეცნიერებთან. ხშირად საკითხები, რომელთაც ჩვენ ამ შეხვედრებზე განვიხილავდით, იმდენად საინტერესო იყო, რომ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მათ შესახებ სტუდენტებს ლექციებზე უყვებოდნენ... ჩვენმა მეცნიერებმა დიდი მისიონერული ღვაწლი გასწიეს და მე მადლობელი ვარ მათი, მძიმე მდგომარეობაში გამოჩენილი თანადგომისთვის".

უწმინდესმა და უნეტარესმა დააფუძნა პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი, რომელიც აფინანსებს მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებს. 2005 წელს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს... ყოველივე ეს ნათლად მეტყველებს, რომ მეცნიერებასა და ეკლესიას შორის კავშირი აღსდგა და ურთიერთსასარგებლო გახდა ორივე მხარისთვის.

- ჩვენი პატრიარქის სიტყვა კურთხევაა მთელი ერისთვის. იგია დღეს ყველაზე დიდი ავტორიტეტი თავისი სიტყვით, საქმით, პირადი მაგალითით. მან იდუმალი ძალით ყოველთვის იცის სიტყვის თქმის ჟამი და ადგილი, მამასავით ჭვრეტს, ანუგეშებს ადამიანებს. ერთმა ქართველმა მწერალმა მას "ქართველი ერის გულთაბოძი" უწოდა. თქვენთვის, როგორც ადამიანისთვის, ვინ არის ჩვენი პატრიარქი?

- უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლია. ის არის იმ დიდ ქართველთა ხატება, როგორებიც იყვნენ დავით აღმაშენებელი, კირიონ II, ამბროსი ხელაია, ივანე ჯავახიშვილი, ილია ჭავჭავაძე. დავით აღმაშენებლის გზა XIX საუკუნეში წმინდა ილია მართლამა განაგრძო და გარუსებისგან იხსნა საქართველო. ილიას გზით იარა ივანე ჯავახიშვილმა. XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე ჯერ კომუნისტურ-კოსმოპოლიტური იდეებით დაბნეულ საქართველოში, ხოლო შემდეგ გლობალიზაციის კარიბჭესთან მყოფი ჩვენი სამშობლოსთვის, სადაც ეროვნულობა, ეროვნული ღირებულებანი საექსკურსიო მომსახურების დონის სერვისით იცვლება, უწმინდესი და უნეტარესი ქართული ღირებულებების ეროვნული და ეკლესიური თავისთავადობის შენარჩუნების ძალა და იმედია.

- პატრიარქის ღვაწლის სიმაღლე ალბათ წლების მერე უფრო გამოჩნდება, რადგან როგორც იტყვიან, "დრო აჩენს გმირს"...

- ილია II ჩვენი დიდი თანამედროვეა, საქართველოში იშვიათია სიცოცხლეშივე აღიარება და ისეთი სიყვარული, რომელსაც ქართველობა იჩენს თავისი ღირსეული მწყემსმთავრის მიმართ. მისი უბრალოებიდან და თავმდაბლობიდან გამომდინარე, ის ჩვენნაირი გვგონია და ჩვენი თვალთახედვით ვაფასებთ მის ღვაწლს, ერთგვარად გაშინაურებულნი ვართ, მაგრამ დროა საჭირო კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლის სრულად წარმოსაჩენად. ჩვენი წიგნები, როგორც მისი თანამედროვე ბიოგრაფის ჩანაწერები სანდო წყაროების ფუნქციას შეასრულებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat