შევინარჩუნოთ წინაპრების დანატოვარი
შევინარჩუნოთ წინაპრების დანატოვარი
"ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო", - ხშირად იტყვიან ხოლმე შედარებით უფროსი თაობის ადამიანები და ნათქვამში გულსა და სულს აქსოვენ.

დრო-ჟამის შესაფერისად იცვლებიან თაობები და ყველა მათგანს თავისი მოაქვს - კარგი და ცუდი. მის გადაფასებასაც დრო და საღი აზროვნება სჭირდება. ერთი კია, რომ უფროსი თაობა ხშირ შემთხვევაში კრიტიკული თვალით აფასებს შვილების ნააზრევ-ნამოქმედარს. ადათ-წესების ერთგული მამები განსაკუთრებით ვერ პატიობენ შვილებს ტრადიციებისა და ყველაფერი ქართულის გაევროპელების მცდელობას. ეს ჩვენი დროების ბევრ ახალგაზრდასაც აწუხებს. ამიტომაც იყოფა საზოგადოება სხვადასხვა კატეგორიად - ზოგს რა მოსწონს და ზოგს რა...

ბატონმა რობერტ გოგოლაშვილმა კარგად იცის ქართული სიმღერის, სიტყვის თუ კაცობის ფასი. მღერის იმას, რაც წინა თაობებმა შემოგვინახეს და ცდილობს, მათი დანატოვარი შვილებს და შვილიშვილებს უფრო შეაყვაროს.

- ანზორ ერქომაიშვილის, კუკური ჭოხონელიძის, ბადრი თოიძის, თემურ ქევხიშვილის, მიშა მცურავიშვილის თაობა ვარ. ამ ადამიანებმა მართლაც ბევრი რამ ღირებული შექმნეს ქვეყნისთვის. უფროსი თაობებისგან, ჩვენი აღმზრდელებისგან შეძენილი, უდიდესი პატივისცემით შემოინახეს, გაამდიდრეს, გაამრავალფეროვნეს. ანზორ ერქომაიშვილის ბაბუა არტემ ერქომაიშვილი რომ გავიცანი, მეგონა, ცა გამეხსნა. ანგელოზივით ნათელი, ჭაღარა კაცი სიმღერით ცოცხლობდა და სიმღერითვე წავიდა ამქვეყნიდან, - მიამბობს ბატონი რობერტი, - ვერ ვიტყვი, დღესაც ასე აფასებენ პედაგოგებს-მეთქი. ახლანდელი თაობები ინფორმაციას ფლობენ უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ ისეთ ღირებულს მაინც ვერ ქმნიან, როგორც წინანდელები.

საბჭოთა პერიოდში გალობა გვეკრძალებოდა, რეპერტუარსაც გვიკონტროლებდნენ. დღევანდელებს მეტი შეუძლიათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ძველი კი აღარ უნდათ, რაც ცოცხალ მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს, ურჩევნიათ, რაღაც მიმსგავსებული შექმნან, რაც ყალბი და ხელოვნურია.

- ბატონო რობერტ, მაინც რა უნდა ვისწავლოთ, რა უნდა შევინარჩუნოთ მამათა თაობისგან?

- პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ სიმღერის კულტურა. ჩვენი წინაპრები შვილებივით ელოლიავებოდნენ სიმღერებს. მეც ასე ვცხოვრობ და ვცდილობ, ჩემს შვილებს და შვილიშვილებს შევუნარჩუნო დანატოვარი. მიმაჩნია, რომ წინ უნდა ვიარო - მხოლოდ წინაპრების გზით. თვისებებიდან კი კეთილშობილება უნდა შევითვისოთ. თუ კეთილშობილი არ ხარ, არც ერთ საქმეს არ აქვს ფასი. პირადად მე ვცდილობ ცუდი არავის გავუკეთო. ცუდის მკეთებელს ვინ დამიჯერებს და ვინღა მოვა ჩემთან.

- თქვენ რამდენიმე ანსამბლს ხელმძღვანელობდით, ახლა ანსამბლ "თბილისის" და შედარებით ახალგაზრდა თაობის ანსამბლ "იმერის" თავკაცი ბრძანდებით.

- არც ისე დიდი ხანია დავაარსეთ ანსამბლი "იმერი". ახლა ვაპირებთ საქართველოს ყველა კუთხის სიმღერების შეგროვებას და მის შენარჩუნებას. დაახლოებით 18 იმერული სიმღერა გვაქვს მზად და კომპაქტდისკზე ჩაწერას ვფიქრობ. როცა ახლანდელი თაობა უყურებს მამების თაობის დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ, შეგნებულად სწავლობს ურთიერთობებს, სიყვარულს, მეგობრობას და კაიკაცობას.

- ძალიან შეიცვალა ახალი თაობა?

- შედარებაც არ შეიძლება. ალბათ ოჯახზეა ყველაფერი დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გარემოში იზრდება ბავშვი. მშობლებს და მათ დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ. სკოლაში ბევრს აღარაფერს ასწავლიან, რაც ადამიანურ ურთიერთობას ეხება და ამიტომ ოჯახს დიდი მნიშვნელობა აკისრია.

ადრე უფრო ზრუნავდა ხალხი ტრადიციების შესანარჩუნებლად. მართალია, ჩემსა და პატარა მოსწავლეებს შორის ძალიან დიდი ასაკობრივი ზღვარია, მაგრამ არასდროს ვეუბნები უარს ერთად ყოფნაზე. ვცდილობ, მამაშვილურად ჭკუა დავარიგო და კაცებად გავზარდო. მერე, თუ არ იმღერებენ, ქვეყანა კი არ დაიქცევა. თითოეულ ადამიანს და გვარის შვილს სჭირდება გაფრთხილება. ცუდის გამოსწორებას კარგით უნდა ვცდილობდეთ. ქართულ, ტრადიციულ სუფრაზე თამადობას თუ იკითხავთ, ესეც უკან ჩამოიტოვა ახალმა თაობამ. ჩვენს დროს სუფრაზე არავინ წაკინკლავდებოდა, თითოეული სუფრის წევრს დიდი ყურადღებით ექცეოდნენ და შინამდე მიაცილებდნენ ხოლმე. ახლებს სწორად წარმართვა და კარგი ხელმძღვანელი სჭირდებათ. ჩვენი ქვეყნის გარდა მსოფლიოში არსად არ ადღეგრძელებენ მშობლებს. დედ-მამა თუ არ გიყვარს, გამორიცხულია, ვინმე შეიყვარო და ვინმესთან ურთიერთბა გქონდეს. ასევეა ქვეყნის სიყვარულიც. თუ ქვეყანა არ გიყვარს, შენი ტრადიციების შენარჩუნებაზე ფიქრიც ზედმეტია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat