ქართველებისთვის მთავარი ღირებულება სამშობლოსა და სარწმუნოების სიყვარულია
ქართველებისთვის მთავარი ღირებულება სამშობლოსა და სარწმუნოების სიყვარულია
წინათ ნებისმიერი ჭეშმარიტი ქართველისთვის რომ გეკითხათ, ყველაზე მეტად ღირებული რა არისო, - ილიასებურად დაუფიქრებლად მოგიგებდათ - ენა, მამული, სარწმუნოებაო. ამ სამი საუნჯის გადაფასებაზე ფიქრს გულში წამითაც არ გაივლებდნენ. დრო იცვლება, ყველა დროს კი თავისი მოაქვს...

გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ტრისტან მაჭარაშვილი:

- რა იყო ქართველების უმთავრესი ღირებულება და ვინ ქმნიდა ამ ღირებულებებს?

- საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლისა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დღიდან ჩვენთვის მთავარი ღირებულება სამშობლოსა და სარწმუნოების სიყვარული გახლდათ. ალბათ სწორედ ამ მიზეზით მოაღწია ჩვენმა ქვეყანამ დღემდე ასე შეურყევლად. ქართველის გულში სამშობლოს სიყვარულის მოსპობა, ჭეშმარიტი რწმენის შერყევა ვერ მოახერხა ვერც ერთმა დამპყრობელმა.

უკიდურესი განსაცდელის ჟამს, როცა თითქოს გამოსავალი არსაიდან ჩანდა, უფალი ყოველთვის მოუვლენდა ხოლმე ქვეყანას გმირს, ვისაც შეეძლო, ქვეყნის გაძღოლა ეტვირთა ჭეშმარიტებისკენ სავალ გზაზე. ჭეშმარიტება კი ქართველისთვის ერთადერთი საუნჯე - ქრისტიანობა გახლდათ. მტერიც ძირითადად ამ მთავარი ღირებულების მოსპობას ცდილობდა. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე ირანმა, რომელსაც ქვეყნის დაპყრობა სურდა, აღმოსავლეთ საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემლობის დანერგვა განიზრახა. ვერ მოახერხა. ტაქტიკა შეცვალა და შეეცადა, საქართველოში ქრისტიანული ერესის (მონოფიზიტობის) გავრცელებისთვის შეეწყო ხელი. ამით უნდოდა, ბიზანტიისთვის სარწმუნოებრივად ჩამოეცილებინა საქართველო. გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია და სწორედ ამ დროს გამოჩნდა მეფე - ვახტანგ გორგასალი, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა საქართველოს ადგილი ქრისტიანულ სამყაროში. დაიწყო ეკლესია-მონასტრების მშენებლობა, შეიქმნა ახალი ეპარქიები და ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია. იმდენად მტკიცე აღმოჩნდა ქართველი ხალხის არჩევანი, რომ მაჰმადიან არაბთა თითქმის სამასწლოვანმა ბატონობამაც ვერ შეარყია რწმენა. ადამიანები თავს წირავდნენ ქვეყნისა და სარწმუნოების დასაცავად. მათ შორის იყო წარმოშობით არაბი აბო, რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია. არაბთა ბატონობის მიწურულს იწყება ახალი აღმავლობა ქრისტიანული სარწმუნოების განსამტკიცებლად. ამ პროცესს საფუძველი დაუდო ტაო-კლარჯეთში გრიგოლ ხანძთელის მიერ წამოწყებულმა სამონასტრო მშენებლობამ, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველო. ქრისტიანული ზნეობის განმტკიცების სადარაჯოზე იდგნენ იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, რომლებმაც იმ დროს არსებული სასულიერო ლიტერატურის თითქმის ყველა ნაშრომი თარგმნეს ბერძნულიდან ქართულად, რამაც ხელი შეუწყო მრევლის ქრისტიანულად განსწავლას.

უკიდურესი განსაცდელების ჟამს კი ქვეყანას დავით აღმაშენებელი მოევლინა, რომლის ღვაწლი განუზომელია არა მარტო ქვეყნის, არამედ სარწმუნოებისა და ეკლესიის განმტკიცებაში. მომდევნო საუკუნეებშიც არ მოჰკლებია ჩვენს ქვეყანას სარწმუნოების დარაჯნი, რომლებიც საკუთარი ცხოვრებით მაგალითს იძლეოდნენ და უმთავრეს ღირებულებებს სიცოცხლის საზღაურად იცავდნენ.

- საუკუნეთა მანძილზე როგორ ხდებოდა ფასეულობათა გადაფასება?

- ყველა ეპოქას თავისი ღირებულებები და ფასეულობები აქვს, მაგრამ მთავარი ღირებულებები - სამშობლო და სარწმუნოება მუდამ მარადიული რჩება. არც ისე დიდი ხნის წინათ ქართველი ხალხი ფარულად ლოცულობდა, ფარულად გამოხატავდა შინაგან მრწამსს და სამშობლოსადმი დამოკიდებულებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ოჯახი, უფროსის, მანდილოსნის პატივისცემა, სიყვარული, ალბათ საუკუნეების განმავლობაში განიცდიდნენ ცვლილებებს. ოჯახი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა საქართველოში, უფრო ხშირად ირღვევა. მთავარი მიზეზი ალბათ მცირედმორწმუნეობა და ცხოვრებისთვის მოუმზადებლობაა. ჩვენი წინაპრები დიდ ოჯახებად ცხოვრობდნენ და ამას ფეოდალური ყოფა განაპირობებდა, რადგან მხოლოდ ერთი წყვილი მეურნეობის გაძღოლას ვერ შეძლებდა. კაპიტალიზმის ეპოქაში კი დიდ ოჯახებად ცხოვრება ნაკლებმოსახერხებელია, თუმცა იდეალური ოჯახი, სასურველია, სამი თაობისგან - მამა, შვილი და შვილიშვილი - შედგებოდეს, რათა ცხოვრების განვითარების უწყვეტი ჯაჭვი თაობებს გადაეცეს, ერთმანეთთან ურღვევად აკავშირებდეს.

- როგორ იქცეოდა ქართველი, როცა მთავარ ღირებულებას - სამშობლოს, სარწმუნოებას ართმევდნენ?

- როცა საქმე სამშობლოს კეთილდღეობას ეხებოდა, ქართველს უკან დახევა არ სჩვეოდა. ქართველი დიდებულების მორჩილების მიუხედავად, მარტო აღმოსავლეთ საქართველოს დასაპყრობად შვიდი წელი დასჭირდათ მონღოლებს. მათ ყველა კუთხე-კუნჭულში სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. ამ სულისკვეთებით ზრდიდნენ ქართველი დედები შვილებს. დამარცხებული შვილის შინ მშვიდობით დაბრუნებას ერჩიათ, ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპულიყო. ეს ერთ-ერთ ხალხურ სიმღერაშიც აისახა: "ლამი აჭამე შერცხვენილს, რომ სახლში ვეღარ მივიდეს". ასევე გავიხსენებ ცხრა ძმა ხერხეულიძის დედას, რომელსაც შვილის დაღუპვაზე მეტ ტკივილად საბრძოლო დროშის დახრა მიაჩნდა. გასაგებია, ასეთი მენტალიტეტის მქონე საზოგადოებას რა ასაზრდოებდა წლების განმავლობაში.

ასეთივე რეაქცია ჰქონდა ქართველს, როცა მტერი სარწმუნოებას ართმევდა ან სიწმინდეებს შეურაცხყოფდა. საკუთარი ნებით სიწმინდეების შეურაცხყოფას სიკვდილს ამჯობინებდნენ. გავიხსენოთ წმინდა ქეთევან დედოფალი, რომლის სიმტკიცემ სარწმუნოების დასაცავად მსოფლიო აალაპარაკა. ქვათახევის მონასტერში მტერმა ცოცხლად გამოწვა ქრისტიანები, რომლებმაც არ ისურვეს დამორჩილებულიყვნენ. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება... უმრავლესობა რიგითი მოქალაქეები იყვნენ. სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადება ქართველ ხალხს სულში ჰქონდა გამჯდარი.

- რაც დრო გადის, თითქოს უფრო მეტად შორდება თანამედროვეობა იმ ღირებულებებს, რაც მამა-პაპისგან მოგვდგამს. ტრადიციულ ადათ-წესებზე მინდა ვისაუბროთ, ასევე უფროსის პატივისცემაზე.

- მართალია, ისეთმა ღირებულებამ, როგორიც არის უფროსის პატივისცემა, ჩვენს დროში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. ჩვენი წინაპრები უფროსებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენდნენ - სუფრაზე ასაკით უფროსს ეთქმოდა პირველი სიტყვა, რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის დროსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა უფროსის აზრს ენიჭებოდა. რჩევას ყოველთვის უფროსს ეკითხებოდნენ. მიუღებელი იყო უფროსის ნების წინააღმდეგ წასვლა, მშობლების ლოცვა-კურთხევის გარეშე რაიმე საქმის დაწყება და სხვა. დღეს რა მდგომარეობაა ქვეყანაში, კარგად მოგეხსენებათ.

უფროსის პატივისცემას საკუთარი ცხოვრებით უნდა ვუნერგავდეთ ახალგაზრდებს. ჩვენ უნდა ვცემდეთ პატივს უფროსებს, რათა შემდეგ ჩვენც პატივით მოგვეპყრონ. საბედნიეროდ, საქართველოში დღესაც ბევრია ამ თვისების მქონე ადამიანი. სწორედ ისინი არიან საზოგადოების, ერის მამოძრავებელი ძალა.

- ქართულ სტუმარმასპინძლობასა და სუფრაზე რას გვეტყოდით?

- სტუმარი ღვთისააო, ამბობენ ჩვენში. სტუმარს ნებისმიერ ოჯახში შეეძლო გაუფრთხილებლად მისვლა. მასპინძლობისთვის კი ყველა მზად იყო. მახსენდება ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი ბალადა: კაცს მთაში შემოაღამდება, შორს მკრთალ შუქს შენიშნავს და იმ მხარეს წავა. მასპინძელი ცალკე ოთახში შეუძღვება, გაუმასპინძლდება და მოასვენებს, თუმცა სტუმარი რაღაც უცნაურობას მაინც შეამჩნევს. დილით კი გაიგებს, რომ ოჯახში მიცვალებულია. მასპინძელს ვაჟი გარდაცვლია, მაგრამ სტუმარმასპინძლობის ტრადიცია მაინც არ დაარღვია. ძველ საქართველოში შემოდგომაზე, მოსავლის დაბინავების შემდეგ, იწყებდნენ ნათესავების მონახულებას. ახლო ნათესავები ძირითადად მეზობელ სოფლებში ცხოვრობდნენ. სტუმრად ხელცარიელი არავინ მიდიოდა. ხელცარიელს არც სტუმარს უშვებდნენ.

ჩვენს დროში კი ცხოვრების წესი აღარ იძლევა იმის საშუალებას, ხშირად მოვინახულოთ ახლობლები, მაგრამ სტუმრისადმი პატივისცემა დღესაც ფასეულია.

სტუმარმასპინძლობის წესი განსაზღვრავს ქართულ სუფრასაც. მთავარი ატრიბუტი კი ღვინოა, რის მიხედვითაც აფასებენ სუფრის ხარისხს. სუფრაზე უმთავრესი მაინც თამადაა, იგი წარმართავს სუფრის მსვლელობას. ის სთავაზობს სტუმრებს სადღეგრძელოებს, რასაც სუფრის წევრები თავისებურად განავრცობენ, ადიდებენ ღმერთს, ლოცავენ სამშობლოს, ახლობლებს, ერთმანეთს, სხვადასხვა ფასეულობას. ბოლოს ისევ უფალსა და ღვთისმშობელს ევედრებიან სამშობლოს და საკუთარი ოჯახების კეთილდღეობას. სუფრა ოდითგან გაცნობისა და დაახლოების საუკეთესო საშუალებაა. ნათქვამია: "კაცი რომ გაიცნო, მასთან სუფრაზე ცხრა ფუთი მარილი უნდა ჭამოო".

- როგორ უნდა შეინარჩუნოს მომავალმა თაობამ ჩვენი ღირებულებები?

- მსოფლიო გლობალური ინტეგრაციისკენ მიდის. ეს, რა თქმა უნდა, ღირებულებების გადაფასებასაც იწვევს. მსოფლიოს დიდი ქვეყნებიდან შემოდის ქართველისთვის უცხო ცხოვრების წესი, ამიტომ ეროვნული ღირებულებების დაცვასა და გაფრთხილებას დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. ამ საქმეში მთავარი როლი ეკლესიამ, სკოლამ და ოჯახმა უნდა შეასრულოს. თუ მომავალი თაობა სარწმუნოებას დაკარგავს, მამულის სიყვარულს ამოიღებენ გულიდან, ოჯახურ ცხოვრებაზე იტყვიან უარს და სხვა მანკიერ თვისებებს ცხოვრების ნორმად გაიხდიან, ქართველი კაცი თავის ტრადიციულ სახეს დაკარგავს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat