რადგან ამდენი შვილი მომცა, შემაძლებინებს კიდეც მათ გაზრდას
რადგან ამდენი შვილი მომცა, შემაძლებინებს კიდეც მათ გაზრდას
ბერ პაისი ათონელს ერთხელ უთხრა ქალმა, რომელსაც ერთი შეხედვით არაფერი აკლდა, - ბავშვები მხოლოდ დავიდარაბააო. შვილი მას მძიმე ტვირთად მიაჩნდა. ბერის თქმით, "ამგვარად მოფიქრალი დედა არაფრის მაქნისია. ქალისთვის ბუნებრივია დედობრივი სიყვარული. თუ ადამიანს აქვს მიზანი, ის კი არ წუწუნებს და წვალობს, არამედ ხარობს. საფუძველი ესაა: უნდა არსებობდეს მსხვერპლშეწირვის სული". ღვთის წინაშე ყველაზე დიდი სათნოება მოყვასისთვის თავის დადებაა. ამიტომაც ბრძანებს პავლე მოციქული, "ქალი შვილთა სხმით ცხონდებაო".

ჩვენი სტუმარია შვიდი შვილის დედა - მარინე ბრეგვაძე. განგებამ მას მძიმე ხვედრი არგუნა: მისი მეუღლე, მამა დავით ბრეგვაძე, ხუთი წლის წინ ავტოავარიაში დაიღუპა. იმ დღიდან მარინე ყველანაირად ცდილობს, მამის სითბოსა და სიყვარულს მოკლებულ ბავშვებს უმამობა არ აგრძნობინოს.

მარინე არის ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოვითმინოთ და გადავიტანოთ მძიმე განსაცდელები, როგორ მივენდოთ ღმერთს, როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სიმხნევე გაჭირვების ჟამს...

- მარინე, ორიოდე სიტყვით გვიამბეთ, როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი.

- 20 წლისანი ვიყავით, სტუდენტობისას გავიცანით ერთმანეთი და ძალიან მალე (2 კვირის შემდეგ) შევქმენით ოჯახი. მეხუთე ბავშვი რომ შეგვეძინა, მაშინ აკურთხეს ჩემი მეუღლე დიაკვნად და საჩხერის ეპარქიაში გაგზავნეს, რადგან იქ სასულიერო პირების ნაკლებობა იყო. ერთი თვის მერე კი მღვდლად დაასხეს ხელი. მამა დავითმა სულ ცოტა ხანში მრევლის დიდი სიყვარული მოიპოვა. მრავალი ადამიანი შემოიკრიბა ეკლესიის გარშემო. თავდაუზოგავად იღვწოდა. ხან იქ იყო, ხან აქ. შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა, ხშირ-ხშირად მირეკავდა, მამხნევებდა... ახლა კი უფლის დახმარებით ვართ. ვმადლობ უფალს! რადგან ამდენი შვილი მომცა, შემაძლებინებს კიდეც მათ გაზრდას. ეკლესია რომ არა, ალბათ ამდენ დაბრკოლებას ვერ გადავლახავდი. ღვთის მადლი, ადამიანთა თანაგრძნობა მეხმარება ამ განსაცდელის ღირსეულად გადატანაში.

- როგორ ახერხებთ, მარტო გაუძღვეთ ამხელა ოჯახს?

- მრავალშვილიან ოჯახში, ცხადია, სირთულეებიც იჩენს ხოლმე თავს. იცით, რას ვატყობ? - როდესაც ერთი ან რამდენიმე ბავშვი სხვაგან მიდის (ვთქვათ, ბებიას მიჰყავს სადღაც), უფრო მეტი პრობლემა მექმნება დანარჩენებთან. როდესაც ყველა ერთადაა, მეტი ჰარმონიაა მათ შორის, უფრო მშვიდად და კარგად იქცევიან, ერთმანეთს ეთამაშებიან.

- ბავშვები გეხმარებიან საოჯახო საქმეებში?

- უფროსი, ნიკოლოზი ძალიან ცელქია, მაგრამ ნიჭიერია და ხელმარჯვე. საკაცო საქმეს ყველაფერს აკეთებს (მანქანის პრობლემა იქნება მოსაგვარებელი, სახურავი შესაკეთებელი თუ სხვა რამ). მარიკამ სკოლა უკვე დაამთავრა. როდესაც შინ არა ვარ, ბავშვებს ის უვლის. უმცროსებს სახლს ვალაგებინებ. უფლებას ვაძლევ, დამეხმარონ იმ საქმეში, რისი კეთებაც შეუძლიათ. მინდა მიეჩვიონ შრომასა და ოჯახისთვის სარგებლობის მოტანას; ისწავლონ მოვალეობა და თვითდამკვიდრება.

ბავშვები ოთხ საათამდე სკოლაში არიან, ამ დრომდე უნდა მოვასწრო სადილი, სარეცხი, დალაგება, რადგან მერე მეცადინეობას ვიწყებთ. რამდენიმე საქმეს ერთად ვაკეთებ. სადილს რომ შემოვდგამ ქურაზე, პარალელურად სახლს ვალაგებ. სარეცხის მანქანაც გვაქვს (მამა დავით შარაშენიძემ გვაჩუქა).

- ბავშვებს ასაკის მატებასთან ერთად მეტი მოთხოვნილებები უჩნდებათ. როგორ ახერხებთ ყველას გაუწიოთ ანგარიში?

- ზედმეტი პრეტენზიები არა აქვთ. პატარებს სურთ ახალი სათამაშო, ახალი ტანსაცმელი. მაგრამ ეს სასიცოცხლო საკითხად არ დგას. რასაც ღმერთი გვაძლევს, იმას ვჯერდებით. დიდებს მეტი მოთხოვნები აქვთ. უფროს გოგონას საკმაოდ დახვეწილი გემოვნება აქვს. უნდა თანამედროვედ და ლამაზად გამოიყურებოდეს. სულ ვეუბნები, ყველაზე დიდი სილამაზე ბუნებრიობაშია-მეთქი. მთავარია, მიხვდნენ, რომ დედას შვილისთვის ყოველთვის კარგი უნდა.

სულიერად და მატერიალურად ბევრი მიდგას გვერდით. უპირველესად - ჩემი მოძღვარი, დეკანოზი ტარიელ სიკინჭალაშვილი, ჩემი მეგობრები. ეს ძალას მმატებს, რაც ძალიან მჭირდება ბავშვებთან კარგი ურთიერთობისთვის, გასახალისებლად. მადლობა ღმერთს, სტუმრები ხშირად დადიან ჩვენთან. ძალიან მეხმარებიან ჩემი მეუღლის ახლობლები, სასულიერო პირები. ზოგიერთი ქველმოქმედი ადამიანი ისე მოდის, არც კი ამხელს ვინაობას. ღმერთი შეეწიოს ყველას! მე ვთვლი, რომ ყველაფერს ღმერთი გვიგზავნის კეთილი ადამიანების ხელით.

- ბავშვებთან მკაცრი ხართ თუ სირბილეს იჩენთ?

- ბუნებით არა ვარ მკაცრი. ზოგიერთი მსაყვედურობს, ზედმეტად ლმობიერი ხარ, ადვილად პატიობ ბავშვებსო... როგორც გული მკარნახობს, ისე ვიქცევი. ფიზიკურად ნაკლებად ვსჯი, რადგან ვშიშობ, აგრესია არ დავთესო მათში. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "თუ განრისხება აუცილებელია იმის მერე, რაც ლმობიერმა საყვედურმა არ გაჭრა, ეს უნდა იყოს სიყვარულის განრისხება, რომელსაც საფუძვლად უდევს სურვილი, ასწავლოს, რა არის კარგი და რა - ცუდი და არა სურვილი, დათრგუნოს და დაჯაბნოს". ერთი სიტყვით, განრისხება ჩვენი ვნებების გამოვლენა კი არა, პედაგოგიური საშუალება უნდა იყოს.

- თქვენი შვილები გულახდილები არიან?

- სამწუხაროდ, დრო არ მყოფნის, თითოეულს ცალკე დავუჯდე და გამოწვლილვით ვკითხო, რას აკეთებს, რაზე ფიქრობს. ვერიდები კიდეც სულში ჩაძრომას. არ მიყვარს ზედმეტი ჩაძიება, ჩაკირკიტება. ვფიქრობ, თუ უნდა, გულს გამიხსნის. შეიძლება ერთმა ზედმეტმა შეკითხვამ ბავშვი უფრო ჩაკეტოს ანდა ჩემი რჩევა მორიგ შეგონებად ან მომაბეზრებელ ქადაგებად მიიჩნიოს. შინიდან გასვლისას ყოველთვის მეუბნებიან, სად და რატომ მიდიან. თუ ვიცნობ მათ ამხანაგს, მაშინ მასთან ურთიერთობას არ ვუკრძალავ, თუ ახალ ამხანაგს შეიძენენ, აუცილებლად ვეცნობი მას და მხოლოდ ამის მერე ვრთავ ურთიერთობის ნებას. თუ თანატოლთა გარემო არ მომწონს, ვაშორებ მას.

მინდა ბავშვები გაიზარდონ იმ შეგნებით, რომ ყოველთვის გვიყურებს უფალი; გააცნობიერონ, უფალს მოეწონება თუ არა მათი ესა თუ ის საქციელი. მათ უნდა ისწავლონ, რა არის უფლისთვის სათნო და შეძლონ სიკეთისა და ბოროტების გარჩევა.

- გარდაცვლილი მამის მიმართ როგორი გრძნობა აქვთ ბავშვებს?

- უმცროსები მეკითხებიან, - მამა რატომ არ გვყავსო. სულ პატარას საერთოდ არ ახსოვს იგი, რადგან მაშინ წლისაც არ იყო. ბავშვებს სულ ვეუბნები, - მამა ცოცხალია, უბრალოდ, ჩვენ ვერ ვხედავთ მას. იგი ჩვენთან ერთად არის, სულ გვიყურებს-მეთქი. როცა სულიერად ძალიან მიჭირდა (მაშინ ეს ტრაგედია ახალი მომხდარი იყო), ვემუქრებოდი: თუ ცუდად მოიქცევით, მამა დაგსჯით-მეთქი. მაგრამ მივხვდი, რომ ეს საშინელი შეცდომა იყო, რადგან ბავშვებს მამის მიმართ შიში და ძრწოლა არ უნდა დაუფლებოდათ. მინდა ბავშვების გულსა და გონებაში ღრმად იყოს გამჯდარი ის აზრი, რომ მათი მამა ცოცხალია და ზეცაშია. პატარებს ეს მტკიცედ სწამთ. მამის ხსოვნა კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ ბავშვებმა ისწავლონ ფიქრი მარადიულობაზე, იმქვეყნიური და ამქვეყნიური სამყაროს უწყვეტ კავშირზე. ისინი იზრდებიან შეგნებით, რომ თუ ღვთისნიერად ვიცხოვრებთ, ბოლოს ყველანი ერთად ვიქნებით, მამასთან...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat