ბუნება ღვთის საგალობელია
ბუნება ღვთის საგალობელია
სამყარო აღსავსეა უთვალავი ფერითა და ბგერით. ბუნების სრულქმნილი მშვენიერება მარად იყო და იქნება პოეტთა, ფერმწერთა, კომპოზიტორთა... შთაგონების ამოუხაპავი წყარო. "ბუნება თავისი ლანდშაფტებით, ხილული და უხილავი საგნებითა და მოვლენებით ის ჯადოსნური სარკეა, რომელშიც ღმერთის ხატებაა ასახული, მარად შეუცნობელი და მარად შესაცნობელი ხატება... ბუნება ღვთის საგალობელია..." (შ. ნიშნიაძე).

ბუნების ფერისცვალებისა და ოთხი დროის საგანძურის ქებათა ქების აღვლენა, ბუნების ღვთაებრივად ლამაზი სამყაროს გახსნა ვაჟასეული ხედვით დაჯილდოებულ ადამიანებს თუ ხელეწიფებათ. ალბათ, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია ბუნების უკვდავი პოემის შექმნა...

ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება ბუნების გულთამხილავი ბატონი არნოლდ გეგეჭკორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, უცხოეთის არაერთი პრესტიჟული საზოგადოების წევრი, სახელმწიფო, პ. მელიქიშვილისა და ი. გოგებაშვილის პრემიების ლაურეატი, ივ. ჯავახიშვილის მედლის მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი, ჩოხოსანთა დასის ერთ-ერთი დამფუძნებელი... არცთუ ისე დიდი ხნის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბოლნისის ვერცხლის ჯვრით დააჯილდოვა.

ბატონი არნოლდი 32 წელი უძღვებოდა ტელევიზიით გადაცემა "ბუნების კარს". ხუთ კონტინენტზე იმოგზაურა, ჩვენი პლანეტის ყველა ბუნებრივი ზონა მოიარა, ნანახი და განცდილი დღიურებად გარდასახა და ბუნების საოცრებანი მხატვრული ოსტატობით აღბეჭდა ფოტოფირზე. ფოტოებს ხატოვნად მიუსადაგა სათაურები, მხატვრულად გადმოცემული მონოგრაფიები პოეტთა შედევრებით შეამკო. ასე შეიქმნა წიგნები: "დედაბუნება", "ბუნება შემოქმედია...". ეს წიგნები ბუნებისმეტყველების, პოეზიისა და მხატვრობის შესანიშნავი სინთეზია პედაგოგიკასთან.

"არნოლდი მინდიაა, ის ბუნების ენაზე ლაპარაკობს, მისი მესაიდუმლეა... ბუნების სუნთქვას ისმენს, მისი მუსიკით ტკბება და ბუნების უკიდეგანო "საგამოფენო დარბაზების" მუდმივი მოთვალთვალე, ბუნების სწორუპოვარი მხატვრობის ხელოვნებათმცოდნეა" (ოტია იოსელიანი).

- ბატონო არნოლდ, 70-იანი წლებიდან, თქვენივე სიტყვებით, ბუნების იშვიათობებზე დაუოკებელ მონადირედ იქეცით. ექსპედიციებში, ტყეში, მთასა თუ უდაბნოში, ფოტოაპარატი თქვენი განუყრელი თანამგზავრი გახდა. ბუნების ცხოვრების არაერთი ულამაზესი წამი მოიხელთეთ და შეაჩერეთ. თქვენი ფოტოობიექტივი გვიყვება ცად აზიდულ მწვერვალებზე, ქაფმორეულ მდინარეებზე, ცხოვრების წარმავლობაზე ღრმად ჩაფიქრებულ მოხუცზე, იალაღზე მონავარდე კვიცზე, მოცეკვავე ხეებზე... და კიდევ უამრავ სასწაულზე, დედაბუნებამ რომ გაგანდოთ. როგორ გახდით ფოტომონადირე? ფოტონადირობას ხშირად ალბათ საფრთხეც სდევდა თან, ხეტიალი, შრომა, ჭირთა თმენა...

- ბუნება, როგორც სამყარო პოეზიისა, მუსიკისა, ფერწერისა, ამოუწურავი თემაა. რენესანსის ყველა მხატვარი ერთადაც კი ვერ გამოხატავდა სრულყოფილად მასში დაუნჯებულ მშვენიერებას. თუ ადამიანს ძალგიძს დაინახო ბუნების სილამაზე, ორი ბატონის მსახური ხდები - ბუნების (ბიოლოგიის) როგორც შენი ძირითადი სპეციალობის და შემოქმედის თვალით დანახული, პოეტიზირებული სამყაროსი.

"მთის ქიმზე თეთრო ყვავილო,
სანთელო ქარაფისაო..."


ივანე წიკლაურის ეს ლექსი რომ წავიკითხე პირველად, სამი წლის განმავლობაში ვეძებდი ამ სურათს ბუნებაში. ბოლოს დავინახე - ხევსურეთში, სოფელ როშკასთან. ჭიუხებისკენ მივდიოდი. ოდესღაც, გამყინვარების დროს ჩამოტანილი ვეებერთელა შავი ლოდების ნაპრალზე ოთხი თეთრი მიხაკი ამოსულიყო და ყელყელაობდა. ასე აღმოჩნდა ჩემს ფოტოარქივში "მთის ქიმზე თეთრი ყვავილი". პეიზაჟისტისგან განსხვავებით, ფოტოხელოვანმა მზამზარეული მხატვრული სახეების პოვნა, უჩვეულოს დანახვა უნდა შეძლოს. ფოტომონადირე მისთვის საჭირო ერთადერთი კადრისთვის ხშირად დღეებსაც კი "კარგავს".

თავიდან ყველაფერი ისე როდი ხდება, შენ რომ გსურს, მაგრამ მონდომებასა და საქმის სიყვარულს თავისი გააქვს. ტრაბახად ნუ ჩამითვლით და ახლაც მიკვირს, როგორ გაცოცხლდნენ ჩემს ფოტოსურათებზე როდენის, ფიროსმანის, ელენე ახვლედიანის და სხვათა ნაწარმოებები. მიხარია, რომ მაქვს საკუთარი "მოაზროვნე", "დათვი მთვარიან ღამეში", "შველი ზამთრის პეიზაჟის ფონზე" და ბუნებრივ სკულპტურათა მთელი გალერეა.

რამდენი ნეტარება მოუგვრია ხეობებში ნახულს, მეხსიერებაში ერთბაშად რომ ამოატივტივებენ ანა კალანდაძის დიდებულ ლექსებს: "არაგვს ზემოთ, არაგვს ქვემოთ", "როშკის წყალთან"...

როცა ფოტოსაქმე ფოტოხელოვნებად იქცევა, ეს უკვე შემოქმედებითი პროცესია, დიდი სიკეთეა, დაბოლოს, უდიდესი სიამოვნებაცაა. უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ გარკვეულწილად შენც ხდები ბუნების - ამ საოცარი შემოქმედების თანაზიარი.

10-15 წლის წინ იუნესკოს ეგიდით ქუთაისში ფოტოგამოფენა მოეწყო, რომელზეც თავმოყრილი იყო ჩემ მიერ გადაღებული 360-ზე მეტი ფოტო: საქართველოს მრავალფეროვანი პეიზაჟები და არქიტექტურული ძეგლები. ექსპოზიცია იწყებოდა ფოტოთი, რომელზეც დედასაქართველოს რწმენის ბალავარი - სვეტიცხოველი და მცხეთის ჯვარი ზეაღმავალ ხაზს ქმნის. გამოფენაზე მობრძანდა მისი უწმინდესობა რამდენიმე ეპისკოპოსის თანხლებით. გულდასმით დაათვალიერა ფოტოები და მითხრა: "ბატონო არნოლდ, დიდი ეროვნული საქმე გაგიკეთებიათ. ეს ყოველივე აუცილებლად წიგნად უნდა გამოიცესო". შემდგომ, ძირითადად ჩოხოსნების მეშვეობით, უფრო დავუახლოვდი მის უწმინდესობას. არაერთხელ მქონია მასთან საუბრის ბედნიერება. მისი ყოველი ეპისტოლე სიბრძნის დაუშრეტელი წყაროა.

- ბატონო არნოლდ, თქვენს წიგნებში შესანიშნავად გაქვთ დასურათხატებული წელიწადის დროთა ფერისცვალება. თავისი მუსიკით, ფერთა პალიტრით თითოეული დრო თავისებურ საგალობელს აღუვლენს ცისა და ქვეყნის შემოქმედს. დავით მეფსალმუნე წერს: "აქებდით უფალსა ზამთარი და არე, ყინული და სიცხე..." მაინც რა პოეზია მოიხელთება ბუნების ფერისცვალებაში?

- დედამიწაზე არსებობს ბუნებრივი ზონები, სადაც წელიწადის დროები საერთოდ არ არის გამოხატული. ასეა ეკვატორიდან ტროპიკების ჩათვლით. ვერც პოლუსების მახლობლად მცხოვრები ადამიანი განარჩევს წელიწადის ოთხ დროს. მხოლოდ ზომიერი კლიმატური სარტყლის ბინადართ შეგვიძლია ტკბობა იმ გარდამავალი პერიოდების ხიბლითა და მშვენიერებით, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი რომ ჰქვია.

ჩვენი მამულის ფანტასტიკურ ხატში ამ მიწის მკვიდრნი ჭვრეტენ არა მხოლოდ პურს არსობისას, არა მარტო მწვანე აბჯარს მომხდურთა ურდოებისგან თავის დასაცავად, არამედ ესთეტიკური ტკბობის უსაზღვრო წყაროსაც. აკი შენიშნავს დიდი რუსთველი:

KARIBCHE

"ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები,
ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინა მტერები".


წლის დროთა პოეზია ბუნების ფერებისა და ფორმების უსასრულო მრავალფეროვნებითა და სისავსით გვანებივრებს. გაივლის ზაფხული და დადგება ჟამი შემოდგომისა, საოცარი დრო, როცა ბუნება ბობოქარი სიცოცხლის შემდეგ მოსვენებისთვის ემზადება. ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ბუნების გაფერადოვნებით გამოიხატება. იწყება ფოთოლცვენის ჟამი. ამ დროს იღებენ ჭირნახულს, ივსება ბეღლები, იწურება ღვინო... ბუნების ეს შესანიშნავი, იმპრესიონისტული ფერები დიდებულ განწყობილებას ქმნის. სწორედ ამ განწყობილების გამოძახილია: "ოქროს ფარვანებად დაფარფატებენ იფნის, ნეკერჩხლის, წიფლის, თელის ფოთლები. ტყეში გაჩენილ გუბურებში დაცურავენ ფოთოლთა ფერადი აფრები. გადახუნებულ ბალახებზე ცვივა ჭრელ-ჭრელი ფურცლები. შემოდგომაზე შემორჩენილი ისედაც ღარიბი ყვავილები სულ უფრო უფერულდებიან ფოთოლცვენის ამ უსასრულო ფესტივალში. ობობა თავისი ქსელის აჟურულ წრეებში ახვევს ხეთა ტოტებს, მაგრამ მწერების ნაცვლად ახლა ნაცვენ ფოთლებს უფრო იჭერს. ფოთლები თითქოს უხილავ ძაფებზე გამოკიდებულან. მსუბუქი, ჰაეროვანია ობობას მიერ საგულდაგულოდ ნაქსოვი ეს მარაო". ან კიდევ სიმონ ჩიქოვანის: "როგორც მწუხარე ჰანგი შოპენის, მე შემოდგომის შრიალი მესმის". გოგლა ლეონიძის საოცარი სტრიქონი: "დაქარვებული ტყეები და ოქროვანი ბაღები...". ოთარ შალამბერიძის ლექსი:

"ისევ სველია მდელო და კორდი,
ხარობს ბუნების უმანკოება,
და მოდის ჩუმად, წვეთ-წვეთად მოდის
ფერისცვალების ჩუმი პოემა".

ბედნიერია ადამიანი, ვისაც მშობლიური მიწა-წყლის მადლი შეუგრძნია. ასეთებისთვის ბუნების სიშორით გამოწვეული კაეშანი მით უფრო მძაფრია, რაც უფრო მეტად არიან ქალაქში გამომწყვდეულნი. ერთგვარი ხსნა ბუნებაზე დაწერილი წიგნებია. ასეთ ლიტერატურას ბუნების თვალწარმტაც სამყაროში გადავყავართ, თუნდაც ილუზიურად.

- თქვენი ფოტოების დათვალიერების შემდეგ რეზო ინანიშვილმა საოცრად თბილი სიტყვები მოგიძღვნათ: "როგორი დიდი მადლი იქნება გადმოვლენილი ჩვენზე, ბევრნი და ბევრნი რომ ხედავდნენ სამყაროს ასეო". თქვენი თვალით დანახული საქართველოს ბუნება ყველა ქართველმა უნდა ნახოს, რათა უფრო მეტი სიყვარულითა და სიამაყით გაუფრთხილდეს იმას, რაც ჯერ კიდევ შემოგვრჩენია.

- საქართველო მართლაც გამორჩეული ქვეყანაა. რას არ ნახავს კაცის თვალი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, მთასა და ბარში... თითოეულ კუთხეს ქართველი ხალხის გონიერებაზე, ნიჭსა და შრომისმოყვარეობაზე მეტყველი უთვალავი ძეგლი შესისხლხორცებია. აბა, სხვაგან სად ნახავს კაცი, მიწის ასეთ პატარა ნაჭერზე უდაბნოც რომ იყოს, ზღვაც და მყინვარიც. ციტრუსის პლანტაციებიდან მარადი თოვლის საუფლომდე ყველაფერი გვაქვს და ამ ყოველივეს ერთ დღეში მოივლი.

არც ერთი კუთხე, არც ერთი ხეობა ერთმანეთს არ ჰგავს. თივის ზვინსაც კი სულ სხვადასხვანაირად დგამენ სხვადასხვა კუთხეში. და ეს მრავალფეროვნება ხელოვნებაში, კულტურაში აისახება. აისახება იგი პოლიფონიურ მუსიკაში, ცეცხლოვან ცეკვებშიც... ჩვენი მრავალხმიანი სიმღერების უმთავრეს წყაროს სწორედ საქართველოს განუმეორებელი, მრავალფეროვანი ბუნება წარმოადგენს.

ღვთის წყალობით, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ჩვენთვის იოლია, ბუნების სილამაზეში ყოვლადბრძენი შემოქმედი განვჭვრიტოთ და განვადიდოთ. ვინ იცის, რომ არა საქართველოს ბუნება, იქნებ არც შექმნილიყო ვაჟა-ფშაველას განსაცვიფრებელი სამყარო.

"მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდექ,
თვალწინ მეფინა ქვეყანა,
გულზე მესვენა მზე-მთვარე,
ვლაპარაკობდი ღმერთთანა".

ამ სიტყვებს ტუნდრის ბინადარი ვერ იტყვის, იქ ხომ მთები არ არის და იგი ერთფეროვნებას შეჰყურებს. მართლაც უდიდესი ბედნიერება გვერგო წილად. არაერთხელ მითქვამს ჩოხით შემოსილს: ქართველი მამაკაცი ყველაზე მეტად ლამაზ ქალს, ლამაზ ცხენსა და ლამაზ მამულს უნდა უფრთხილდებოდეს, სამივე მათგანზე ხომ ათას კაცსა აქვს თვალი დადგმული-მეთქი.

რაც უფრო მშვენიერია მისი მიწა-წყალი, მით უფრო მეტადაა განვითარებული ადამიანში ესთეტიზმი, მით უფრო ღრმადა აქვს ფესვი გადგმული მშობლიური მთა-ბარის სიყვარულს - პატრიოტიზმის გრძნობას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ურიცხვი და აგრესიული მტრის გარემოცვაში მოქცეული ერთი მუჭა ქართველი ხალხის ფიზიკური გადარჩენისა, არა მარტო არსებობის შენარჩუნებისა, არამედ იმ სამი ღვთაებრივი საბოძვარის შემონახვისა, ენა, მამული და სარწმუნოება რომ ჰქვია.

რაც გვაქვს, ყველაფერი თვალწარმტაცი და ნაყოფიერია. ჩვენს ბარაქიან მიწაში ჩაგდებული ყოველი მარცვალი უცილობლად აღმოცენდება. ამიტომ ქართველ კაცს საარსებო საშუალების საძებნელად არსად წასვლა არ სჭირდება. ჩვენ ხომ არაფერი გვაკლია: არც ჩანჩქერებისა და მდინარეების ქუხილი, არც ტყით შემოსილი მთის კალთები, არც ფრინველთა გალობა... ეს ყველაფერი სხვაგვარი ძალით გვაგრძნობინებს გრიგოლ ორბელიანის სიტყვებს:

"ღმერთო, ვინ მიჰსწვდეს შენგან ქმნილს,
მისს ფერ უთვალავ შვენებას?
სიბნელეს აქრობ ნათელით,
სიკვდილით ჰბადავ ცხოვრებას!.."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat