სად არის ჩვენი სამშობლო?
სად არის ჩვენი სამშობლო?
როცა ცისარტყელა გამოჩნდება, მის ქვეშ უნდა გაიარო და იქ არის საქართველო
ფერეიდნელების მაგალითზე ვრწმუნდებით, თუ რამდენად ძლიერი გენეტიკის მატარებელია ქართველი ერი. ისინი 400 წელია ცხოვრობენ ირანში, მაგრამ დღემდე შეინარჩუნეს ქართველობა. ოჯახებში ქართულ ენაზე ლაპარაკობენ, სიზმრად ხედავენ მითად ქცეულ სამშობლოს, საქართველოში დაბრუნება სანუკვარი ოცნებაა. ეს ოცნება ასულდგმულებდა, აკაჟებდა მათ ძალისხმევას საკუთარის შენარჩუნებისა, ჩუმად უხმობდა, ეძახდა საუკუნეების სიღრმიდან გადმოხვეწილი ხმა: "შორია გურჯისტანამდე?" ჩვენი პატრიარქი ბრძანებს: "ფერეიდნელებში სამშობლოს ისეთი სიყვარულია, რომლის მსგავსი არ მინახავს და არ მსმენია საქართველოს არც ერთ კუთხეში და არც უცხოეთში. როცა ფერეიდნელი ბავშვები ერთმანეთს ეკითხებიან: სად არის ჩვენი სამშობლო? პასუხობენ: როცა ცისარტყელა გამოჩნდება, მის ქვეშ უნდა გაიარო და იქ არის საქართველოო... აი, ასეთია მათი სიყვარული და ასეთი უნდა იყოს სამშობლოს სიყვარული ყველა ქართველის გულში, რადგან "როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა," - უთქვამთ ჩვენს წინაპრებს".

ერთ-ერთი მათგანი, ვინც ცისარტყელას ქვეშ გავლაზე ოცნებობდა, 21 წლის თამარ იოსელიანი გახლავთ. თამარი ფერეიდანში, სოფელ ჩუღურეთში დაიბადა. 19 წლამდე იქ ცხოვრობდა მშობლებთან და უფროს და-ძმასთან ერთად. მერე კი წინაპართა ოცნებას, სისხლის ყივილს ადევნებული სამშობლოში აღმოჩნდა ადრიანი შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს - 2005 წლის 5 ოქტომბერს, როცა ჩვენში "შემოდგომა ჭრელი ქარებით, ფოთოლ-ფოთოლ, ფეხაკრეფით მიიპარება".

ამ დღეს არასოდეს დაივიწყებს თამარი, რადგან ეს მისი ოცნების ახდენის დღეა. ოცნება კი, როგორც თვითონ ამბობს, არ შეიძლება პატარა რამ იყოს და არც ასრულებით ხუნდება და ფერმკრთალდება. ალბათ ჩემს მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩება თამარის მზერა, როდესაც გულმდუღარედ ამოთქვა: "ყველა ქართველი საქართველოში უნდა ცხოვრობდეს, რადგან აქ განგვისაზღვრა ღმერთმა და მოგვიჩინა ჩვენი ადგილი. ამიტომ მე არასოდეს დავბრუნდები ფერეიდანშიო". უკვე ორი წელია აქ ცხოვრობს დედასთან ერთად, სახლში, რომელიც უწმინდესმა ფერეიდნელ ქართველებს შეუძინა. დღესდღეობით აქ ოცდახუთი ადამიანი ბინადრობს. ზოგი სწავლობს, ზოგიც მუშაობს. ყველას საქართველოში დარჩენა სურს. ირანში, რა თქმა უნდა, უკეთესი პირობებია საცხოვრებლად, მაგრამ ყოველგვარ გამოცდას უძლებს ფერეიდნელების სიყვარული სამშობლოს მიმართ.

თამარ იოსელიანი ოცნების ახდენას დედა პარასკევასა და დედა ნატალიას უმადლის, რომელთაც ფერეიდანში ყოფნის დროს გაიცნეს ის და საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსვლა შესთავაზეს. "ძნელია იმ განცდის გამოთქმა, რომელიც მაშინ დამეუფლა, ქართულ მიწაზე პირველად რომ დავდგი ფეხი. მიწაზე, რომელსაც საქართველოდან გადახვეწილები ფეხსაცმელში იყრიდნენ და ამბობდნენ, სამშობლოს მიწაზე დავდივართო! ეს მათ ძალას მატებდა ცხოვრების გასაგრძელებლად", - ამას რომ ამბობს, გაცისკროვნებული სახე აქვს, თვალებში სხვანაირი სხივი უკრთის. ამჟამად კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომელია. ბედნიერია, რომ ხშირად აქვს შესაძლებლობა, თვალი შეავლოს უძველეს და უნიკალურ ხელნაწერებს. ამაყობს, რომ ასეთი წარსულისა და კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყნის შვილია, "სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი".

ქართული სავანე მოსკოვში
არიან ადამიანები, რომლებიც სამშობლოდან მოშორებით ცხოვრობენ და ქართულ საქმეს აკეთებენ. ყველაფერ ქართულს უვლიან და შუამდგომლობენ სამშობლოს ფარგლებს გარეთ. ქალბატონი ნანა ბარამიძე პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი გახლავთ. 1974 წლიდან მოსკოვში ცხოვრობს (იქ გათხოვდა). მოღვაწეობდა მორის ტორესის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში, შემდეგ მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ძალისხმევით მოსკოვში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა. ქალბატონმა ნანამ 1992 წელს მოსკოვის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მრევლთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო "ტრადიციული გიმნაზიის" ჩამოყალიბებაში, რომელიც მთლიანად მართლმადიდებლურ ტრადიციებს დაემყარა. იმავე წელს გაიხსნა წმინდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ინსტიტუტი, სადაც ქალბატონმა ნანამ დაიწყო მოღვაწეობა. იგი გახლდათ აგრეთვე დეკანოზ ვლადიმერის (ვორობიოვი) სწავლული მდივანი და რეფერენტი. ქალბატონი ნანას ტკივილიანი ფიქრი თავს დასტრიალებს ქართველ ემიგრანტებს. იგი იღვწის რუსეთში ქართული ეკლესიის მრევლის გასაძლიერებლად, ქართველ და რუს ხალხს შორის თბილი ურთიერთობის დასამყარებლად.

KARIBCHE- ქალბატონო ნანა, ყველაზე ქმედითი საშუალება უცხოეთში ქართველობის შენარჩუნებისა სწორედ ქართული ტაძრების დაარსებაა... გთხოვთ გაიხსენოთ ის წლები, როდესაც მოსკოვში ქართული ეკლესია და მისი მრევლი ყალიბდებოდა.

- მოსკოვის ცენტრში, ბოლშაია გრუზინსკაიაზე, იდგა არაჩვეულებრივი ორსართულიანი შენობა, რომელსაც მაშინ მეგობრობის მუზეუმი ერქვა. აქ მოღვაწეობდნენ საქართველოდან გადასახლებული ვახუშტი ბაგრატიონი, ვახტანგ VI, ბესიკ გაბაშვილი და სხვები. ამ სახლში ვპოვებდით ყველა ქართველი მამულიშვილი სულიერ საზრდოს. აქ იყო დაცული ჩვენი წინაპრების ნაქონი ნივთები, ჩოხები, ხანჯლები; ხელნაწერების უნიკალური ნიმუშები, რომლებსაც ქმნიდნენ რუსეთში მოღვაწე ქართველი მამულიშვილები. ერთი სიტყვით, ეს იყო სათაყვანებელი ადგილი ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის. 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში განვითარებული მოვლენების შედეგად ეს შენობა გაიყიდა. ამ შენობის წინ ჩვენმა ღირსეულმა წინაპრებმა ააშენეს დიდმშვენიერი კარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასი ადგილი იყო ჩვენთვის, რადგან აქ ავედრებდნენ ისინი ღმერთს ჭირნახულ მამულს. და აი, ამ ტაძრისთვის საჭირო გახდა ბრძოლა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს დიდი წვლილი აქვს ამ ეკლესიის დაბრუნების საქმეში. თუმცა იგი მთლიანად ვერ დავიბრუნეთ, მხოლოდ პატარა ადგილი მოგვცეს. უწმინდესმა გამოგვიგზავნა დეკანოზი დიმიტრი, რომელსაც ჩვენ ვეხმარებოდით, რამდენადაც შეგვეძლო. იმხანად ქართული მრევლი ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული. თითო-ოროლა ქართველი თუ დადიოდა ტაძარში. მერე მოვიდა მამა მიქაელი (ქადაგიშვილი). ძალიან დიდი დრო დასჭირდა მრევლის შექმნას და ადამიანების რელიგიურად განსწავლას. მამა მიქაელმა ბევრი სიძნელე გადაიტანა და ძალიან ღირსეულადაც. შემდეგ ჩამობრძანდა მამა შიო (ახლა უკვე მეუფე შიო). მისი სულიერება მაშინვე ყველაფერს დაეტყო. ყველაფერი გააკეთა მოსკოვის ცენტრში ჭეშმარიტად არისტოკრატიული ქართული კულტურის ასაყვავებლად. მამა შიომ დაამშვენა და გაამშვენიერა აქაურობა. თვალშისაცემად ამაღლდა მრევლის სულიერი დონე. მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა. ჩამოყალიბდა საკვირაო სამრევლო სკოლა. ახლაც ბევრი სასიკეთო რამ კეთდება. ამჟამად ეკლესიაში მოღვაწეობს დეკანოზი მაქსიმე (ჭანტურია), რომელიც ამავე დროს საგამომცემლო საქმიანობას ხელმძღვანელობს.

პირადად ჩემთვის და ბევრი ქართველისთვის ეს ტაძარი პატარა სამშობლოა, სადაც ყოველთვის მოგვიხარია.

- 33 წელი იცხოვრეთ რუსეთში. ნოსტალგია თქვენთვის ნაცნობი გრძნობაა...

- ნოსტალგიის გრძნობა განსაკუთრებით მტკივნეულია მაშინ, როცა არა გაქვს ურთიერთობა ქართულ სათვისტომოსთან, არ გესმის მშობლიური ენა. სამი წელი ალჟირში ვიცხოვრე და ერთი ქართული სიტყვაც არ გამიგონია. ჩემი მშობლიური ენისა და ქვეყნის მონატრება იმდენად მომეძალა, რომ მახსოვს, თვალცრემლიანმა ცარცი ავიღე და დაფაზე დიდი ასოებით დავწერე: "აი ია". ქართველები ღვთის მადლმა და ენამ გადაგვარჩინა. ეს არის ჩვენი სულიერი საუნჯე, რომელიც თუ დავკარგეთ, ჩვენში ყველაფერი დაიკარგება.

- ერთმა მოძღვარმა აღნიშნა, რომ ღმერთი ყოველთვის უკეთესს უმზადებს ერს. ალბათ, საზღვარგარეთაც საჭიროა ჩვენი დიასპორები, თუნდაც უცხო ქვეყნებთან ურთიერთობისთვის. ბოლო დროს რუსეთ-საქართველოს შორის გამწვავებული პოლიტიკური ვითარების დარეგულირებაში ამ ორი ქვეყნის ეკლესიებთან ერთად, ალბათ, რუსეთის ქართულ სათვისტომოსაც შეუძლია გარკვეული როლის შესრულება.

- ვერ წარმოიდგენთ, ახლაც როგორი სიყვარული აქვს რუსულ ინტელიგენციას საქართველოს, ქართული კულტურის მიმართ. ყოველ შემთხვევაში, ის ადამიანები, რომლებიც ეკლესიის წევრები არიან, დიდ იმედებს ამყარებენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კეთილი ურთიერთობა ისევ აღდგება. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ერები. ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ვემსახუროთ უფალს. ამის დასტური იყო მარტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი რუსეთში. რუსეთის და საქართველოს პატრიარქების შეხვედრა უაღრესად თბილი იყო. ქართული ტაძარი მრევლს ვეღარ იტევდა. მიუხედავად უამინდობისა, ხალხი ეზოში იდგა და ელოდა უწმინდესის მობრძანებას. რუსეთის პატრიარქმა ალექსიმ დიდი პატივით მიიღო ქართული დელეგაცია. წირვა აღავლინა მაცხოვრის სახელობის ტაძარში, სადაც იგალობეს როგორც რუსმა მგალობლებმა, ასევე ჩვენებმაც. დამაგვირგვინებელი იყო ტრაპეზზე უწმინდესი ალექსის მიერ წარმოთქმული არაჩვეულებრივად გულწრფელი და თბილი სიტყვები: "აი, ჩვენ ვსხედვართ და და ვტრაპეზობთ. გულში კი იღვრება განცდა, თითქოს დიდი მარხვის მეორე კვირა კი არა, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომაა". ფაქტობრივად, ქართველების იქ ყოფნა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ვიზიტი რუსეთში პატრიარქმა ალექსიმ აღდგომის განწყობილებას შეადარა. ეს იყო მართლმადიდებლობის, ერთობის, სიყვარულის ზეიმი.

არც ისე დიდი ხნის წინ მოვილოცე რუსეთის წმინდა ადგილები. ვიყავი დივეევოს მონასტერში, მამა სერაფიმეს ლავრაში, პეტერბურგში, მამა იოანე კრონშტადტელის მონასტერში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ყაზანის ღვთისმშობლის მთავარ ტაძარში. როდესაც ვამბობდი, რომ ვარ საქართველოს მოქალაქე, ვერ წარმოიდგენთ, როგორი სითბოთი და სიყვარულით მხვდებოდნენ.

ეკლესია და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ, აღდგეს ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის კეთილი ურთიერთობა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat