ჩვენ ბავშვებს ვაძლევთ გასაღებს, რომელიც მათ მშვენიერი ცხოვრების "საიდუმლო კარს" გაუღებს
ჩვენ ბავშვებს ვაძლევთ გასაღებს, რომელიც მათ მშვენიერი ცხოვრების "საიდუმლო კარს" გაუღებს
თაობათა ესთეტიკური და ეთიკურ-ზნეობრივი აღზრდის საქმეში წმინდა ილია მართალი უდიდეს როლს თეატრს ანიჭებდა. იგი წერდა: "თეატრი ბევრ შემთხვევაში მარტო ხელოვნების მსახური არ არის. ჩვენ არ ვიცით სხვა მისებრ უებარი საშუალება, რომელიც ასე მარჯვედ, სწრაფად და პირდაპირ მოქმედებდეს ადამიანის უკეთესთა გრძნობათა გამოფხიზლებასა და მოძრაობაზე. ეს წმინდა ტაძარია, სადაც იცინიან კიდეც და სტირიან კიდეც, მხოლოდ იმიტომ, რომ განიწმიდონ ავისა და ბიწისაგან, სადაც ორივე ცრემლი, სიხარულისაც და მწუხარებისაც, უკვდავების წმიდა წყაროდან მომდინარეობს ჩვენს გასაადამიანებლად და გასაკეთილშობილებლად".

ჭეშმარიტი თეატრის მადლსა და ძალას, "გონებამიუწვდომელ თილისმას" ადამიანის გულში "სათნოების კვირტის" გამოკვანძვა ძალუძს. სასურველია, ბავშვობიდანვე "გამოიკვანძოს" ეს კვირტი. ბავშვის სული ხომ საკმაოდ ნაყოფიერი ნიადაგია სიკეთისა და ჭეშმარიტების თესლის აღმოსაცენებლად. ის ადვილად იჯერებს ზღაპრებს, რომელთა საფუძველში კაცობრიობის სულიერი კულტურის მარად უცვლელი ღირებულებები, საკრალური სიბრძნე დევს. ეს სიბრძნე ყოფითი სინამდვილის თვალსაზრისით შესაძლოა "სიბრიყვედაც" მიიჩნეოდეს, მაგრამ ზღაპარში ის ყოველთვის გამარჯვებულია. სწორედ ამ სიბრძნესთან ზიარება გარდაქმნის წუთისოფელს, უბოროტო სიკეთის სამკვიდროდ აქცევს მას.

თოჯინების თეატრის სამყაროზე გვინდა მოგითხროთ. თეატრი 1934 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელი გახლდათ ცნობილი საზოგადო მოღვაწე, რეჟისორი და მსახიობი - გიორგი მიქელაძე. პირველი დასი 15 მსახიობისგან შედგებოდა. ძალიან საინტერესო სპექტაკლებს დგამდნენ, რომელთა ფოტომასალა არქივებმა შემოგვინახა. დაარსების დღიდანვე თეატრს დაეკისრა მისია - ყოფილიყო პროფესიონალური, მრავალმხრივი დატვირთვის მქონე. თეატრის შემოქმედებით სახეს ქმნიდნენ ნიჭიერი, თავისი საქმის ერთგული და თავდაუზოგავი ადამიანები, რომელთაც თაობები აღზარდეს და წარუშლელი კვალი დატოვეს თეატრის ცხოვრებაში. თეატრი დღესაც უდიდეს სულიერ საზრდოსა და ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს ნორჩ მაყურებელს, რომელსაც ძალიან სჭირდება იგი. ამის დასტურია თეატრის მუდამ სავსე მაყურებელთა დარბაზი.

ინტერვიუ ვთხოვეთ თოჯინების თეატრის მმართველს (დირექტორს) თემურ ბადრიაშვილს.

- თეატრის აღმზრდელობითი ფუნქციიდან გამომდინარე, მახსოვს, ჩემს ბავშვობაში აქტიური კავშირი არსებობდა თოჯინების თეატრსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის. რამდენად გრძელდება დღეს ეს ტრადიცია და რამდენად მნიშვნელოვანია იგი?

- ეპოქები იცვლებიან, მაგრამ მუდმივია ის, რომ ადამიანს არ შეუძლია მაღალი ზნეობრივი იდეალების გარეშე, სიყვარულისა და სიკეთის გარეშე, მშვენიერ გრძნობათა და მშვენიერ ურთიერთობათა გარეშე არსებობა. თეატრს დღესაც ისეთივე ფუნქცია აკისრია, როგორიც ყოველთვის ჰქონდა - შესთავაზოს ადამიანებს ეს იდეალები, გაუმახვილოს ზნეობრივი სმენა და პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა იმის მიმართ, რაც ძვირფასია ცხოვრებაში. თეატრი ეხმარება ადამიანებს საკუთარი თავის შეცნობაში, სინდისის გაღვიძებაში... მისი მნიშვნელობა დიდია იმიტომაც, რომ თეატრს ადამიანის სულზე ზემოქმედების საშუალებათა განსაკუთრებული მრავალფეროვნება ახასიათებს. ერთია ზეპირი (დიდაქტიკური) შეგონება, მეორე კი - ხელოვნების სიმაღლემდე აყვანილი ცხოველმყოფელი ქადაგება. თეატრის ენა ხომ ცოცხალი ქმედების ენაა, თვალსაჩინო სანახაობის ენა. თეატრი ხელოვნების არაერთი დარგის სინთეზია. მასში თავს იყრის: დრამატურგია, სასცენო ხელოვნება, ფერწერა, მუსიკა, არქიტექტურაც კი. გმირების წარმოსახვითი სახეები ჩვენს თვალწინ ცოცხლდებიან. აბსტრაქტული ცნებები - სიკეთე, სიყვარული, გმირობა, თავგანწირვა... ხორცს ისხამენ, კონკრეტულ სახეს იძენენ, მეტყველნი და რეალურნი ხდებიან. ისინი გვატყვევებენ თავიანთი ჯადოსნური ძალმოსილებით და მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენი მეგზურნი ხდებიან. ამას მოსდევს ადამიანის სულში ის სასწაული, რაზეც არისტოტელე იტყოდა: "თეატრი კათარზისის უდიდესი საშუალებააო".

ამდენად, თეატრალური შემოქმედება განუყოფელია პედაგოგიკისაგან. ბავშვი პირველად თოჯინების თეატრში ეზიარება პროფესიონალურ ხელოვნებას. აქ ხდება მისი გემოვნების, სილამაზის აღქმის ჩამოყალიბება, ესთეტიკური გრძნობის დახვეწა. თეატრი, უპირველეს ყოვლისა, ესთეტიკური განცდების, ემოციების ცოცხალი გამოხატულებაა. აქ მოდიან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. ბავშვები აქ სწავლობენ ცხოვრების ანაბანას, აკვირდებიან ცოცხალი ქცევით გამოვლენილ გმირთა ხასიათებს. შემდეგ გაკვეთილზე, მასწავლებელთან ერთად აანალიზებენ ნანახს, შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებენ. ეს მეთოდი ამართლებს. თავიანთ განცდებს ბავშვები ნახატებშიც აქსოვენ. ჩვენთან ეწყობა ამ ნახატების გამოფენა. არქივში გვაქვს საკმაოდ ღრმა და საინტერესო შინაარსის შემცველი ბავშვების ჩანაწერები. ეს მასალა მოწმობს, რომ პატარები კარგად ხვდებიან ამა თუ იმ პიესის ჩანაფიქრს. მათ საკუთარი სათქმელი აქვთ, რომელიც სავსეა სიყვარულით, რომანტიკული გატაცებებით, იმ ძალით, რაც ყველანაირ სირთულეს გადაალახვინებს ადამიანს. ბავშვებს, რომელთაც ნაკლებად აქვთ შეხება თეატრალურ მშვენიერებასთან, შემდგომში უფრო უჭირთ მაღალი ზნეობრივი ნორმებით ცხოვრება, ესთეტიკური აზროვნება. ხოლო ის, ვინც თეატრში დადის, თანდათანობით სწვდება იმ საიდუმლოს, რომელსაც ხელოვნების დაშიფრული სიბრძნე ჰქვია. ასე რომ, თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი მთელი თავისი შესაძლებლობებით ემსახურება ბავშვის სულის აღზრდის უკეთილშობილეს საქმეს, ეხმარება მას სულიერებისკენ სავალი გზის არჩევასა და გაკვალვაში. ჩვენ ბავშვებს ვაძლევთ გასაღებს, რომელიც გაუღებს მათ მშვენიერი ცხოვრების "საიდუმლო კარს".

- გასაღებზე "ბურატინოს თავგადასავალი" გამახსენდა. მისი პრემიერა ხომ არც ისე დიდი ხნის წინ შედგა თქვენი თეატრის სცენაზე... რეპერტუარს როგორ არჩევთ?

- ამ ზღაპარში ალექსეი ტოლსტოიმ დიდი ფილოსოფია ჩადო. იქაც თეატრია. გმირები ეძებენ ლამაზ, კეთილ, ზნეობრივ თეატრს, რომელიც უპირისპირდება ყარაბას-ბარაბასის უსახურ, ბოროტ, კომერციულ თეატრს ანუ ცხოვრების უხეშ სინამდვილეს (ლოგიკას). აქ არის ცხოვრების ორი პრინციპულად განსხვავებული აღქმა. ყველა ჭეშმარიტ შემოქმედს ცხოვრებაზე საკუთარი სათქმელი აქვს. ჩვენი თეატრის დასსაც, პირველ ყოვლისა, რეპერტუარი უნდა ჰქონდეს გააზრებული, კერძოდ - ცხოვრების რომელი საკითხებია ჩვენთვის დღეს საინტერესო და ამაღლებული. "შემთხვევით" სპექტაკლებს ჩვენ არ ვდგამთ. ტრადიციას არ ვღალატობთ და ყოველთვის ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ მაღალზნეობრივი ღირებულებების შემცველი ნაწარმოებების საფუძველზე ავაგოთ სპექტაკლები. ბოლო დროს გეზი უფრო კლასიკისკენ ავიღეთ. მაყურებელთა სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა, რომელიც ხშირად ტარდება ჩვენთან, ცხადყო, რომ ბავშვებს გაუჩნდათ ნოსტალგია იმის მიმართ, რასაც ასე ნაკლებად სთავაზობენ მათ ტელეეკრანებიდან - მდარე და უგემოვნო ტელეპროდუქციას ვგულისხმობ. თუნდაც მულტიპლიკაციური ფილმები ავიღოთ, რომლებშიც აშკარად იგრძნობა სიმწირე თემატიკისა, ლამაზი, ზნეობრივი პერსონაჟებისა, დადებითი ემოციებისა... ვცდილობთ, ეს სიმწირე როგორმე შევავსოთ და კლასიკური რეპერტუარი ვაჩუქოთ პატარებს.

- უკვე 8 წელია თოჯინების თეატრის დასს ხელმძღვანელობთ. ორიოდე სიტყვით გვიამბეთ, როგორ დაინტერესდით ამ საოცარი სამყაროთი.

- ვხატავდი, ვძერწავდი, ძალიან მომწონდა ეს სამყარო. ამიტომაც ჩავაბარე თოჯინების თეატრის სარეჟისორო ფაკულტეტზე. შემდეგ უფრო და უფრო გამიტაცა ამ უმშვენიერესმა ჟანრმა. ჩემი პედაგოგები იყვნენ თოჯინების თეატრის კორიფეები: გივი სარჩიმელიძე, შოთა ცუცქირიძე... აღმოვჩნდი ძალიან საინტერესო და სრულიად განსხვავებულ სამყაროში. ეს არის სამყარო სამყაროში. დრამატულ თეატრში მსახიობები თამაშობენ, აქ კი მსახიობები უსულო საგნებს აცოცხლებენ. თოჯინების თეატრს ერთი უცნაური თვისება აქვს: ჩვენ ვერ ვხედავთ, არ ვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს, რომლებმაც ჩვენს საყვარელ გმირებს სული შთაბერეს თავიანთი განუმეორებელი თეატრალური ოსტატობით. ამ ადამიანებს უდიდესი ღვაწლი მიუძღვით ქართული თეატრალური კულტურის განვითარების საქმეში. მათი შემოქმედებითი მრწამსი, პროფესიული მომზადების დონე, თეატრისადმი გულწრფელი სიყვარული ყოველთვის აღძრავდა საპასუხო გამოძახილს პატარა მაყურებელში, მუხტავდა დადებითი ენერგიით...

- რელიგიურ თემაზე თუ დაგიდგამთ სპექტაკლები?

- ჩვენ სერიოზულად ვამუშავებდით პროექტს (საგანმანათლებლო სერია). გვინდოდა დაგვედგა სპექტაკლები, სადაც თეატრალური ხატოვანებითა და თოჯინების მეშვეობით იქნებოდა გაცოცხლებული სხვადასხვა რელიგიური შინაარსის ამსახველი სიუჟეტები: შობა, აღდგომა... ახლაც ვფიქრობთ ამ იდეის ხორცშესხმაზე, რაც ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან ასეთ თემებთან შეჭიდება ჩვენგან შესაბამის სულიერ მზაობასა და დიდ გამბედაობას მოითხოვს. ამისათვის მხოლოდ სურვილი როდი კმარა. ეს უნდა გაკეთდეს სრულყოფილად, ლამაზად და ამაღლებულად. ამასთან დაკავშირებით, თუ საშუალება იქნება, მსურს, უწმინდესს მივმართო რჩევისათვის.

- თეატრი უძველესი დროიდან არსებობს. ტექნიკური ცივილიზაციის განვითარების კვალობაზე შეიქმნა ხელოვნების ახალი დარგი - კინო. გაჩნდა ტელევიზორი, კომპიუტერი... მაგრამ თეატრს მაინც ვერაფერი შეცვლის...

- თეატრში მნიშვნელოვნად არის წამოწეული წინ სამსახიობო ხელოვნება. ორჯერ ერთნაირად ვერასოდეს ითამაშებს მსახიობი, რადგან სახეობრივი ქმედების ძიებას დასასრული არა აქვს. მსახიობის ცოცხალი ემოცია გადადის მაყურებელზე. მაყურებლიდან მომდინარე ძალა რომ არ ავსებდეს, მსახიობი ემოციურად გამოიფიტებოდა. საოცარია, მსახიობი გრძნობს ლამის ხელშესახებ ენერგიას, რომელიც დარბაზიდან მოედინება. მით უმეტეს, ბავშვი მუდამ სავსეა ამ ენერგიით და უშურველად გასცემს მას. როდესაც არის განსაკუთრებული მაყურებელი და განსაკუთრებული დასი, სცენასა და დარბაზს შორის მყარდება საოცარი ჰარმონია, სცენა და დარბაზი ფაქტობრივად ერთიანდება და ამას აკეთებს ხელოვნების სასწაულმოქმედი ძალა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat