მივხვდი, ჩემს ყველა წარმატებაში უფლის ხელი ერია
მივხვდი, ჩემს ყველა წარმატებაში უფლის ხელი ერია
არქიეპისკოპოსი იოანე (შახოვსკოი) წერს: "ყოველგვარი საკუთრება ღმერთს ეკუთვნის ისევე, როგორც სიცოცხლე. და საკუთრებაც ისევე რიგდება ღვთისგან, როგორც სიცოცხლე. ადამიანს ტალანტი ეძლევა. ეს არის ფიზიკური ცხოვრების, მშვინვიერი შესაძლებლობებისა და სულიერი ნიჭისაგან შეკრული წრე. და ეს ტალანტი ეძლევა მას არა მიწაში ჩასაფლავად, არამედ მოსამუშაკებლად.

"სარწმუნო იგი მცირესა ზედა მრავალსაცა ზედა სარწმუნო არს" (ლუკა 16, 10). ადამიანს ეძლევა მხოლოდ "მცირე", მაგრამ ეს "მცირეც" უნდა იყოს დადებული "სავაჭროსა ზედა..." "ჩემია მხოლოდ ის, რაც მივეცი, - ამბობს წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, - მივეცი ღმერთს, ადამიანებს..."

სიმდიდრე შეიძლება იყოს კურთხეული საუფლო ძღვენი, მაგრამ ყველა როდი სარგებლობს თავისი სიმდიდრით. არიან ადამიანები, რომლებიც სიმდიდრეს მხოლოდ სათავისოდ იყენებენ, არ "მუშაკობენ" ღვთის მიერ ბოძებული "ტალანტის" გასამრავლებლად და არიან ისეთებიც, რომლებიც თავიანთ თავს შემოქმედის მიერ ჩაბარებული სიმდიდრის "მნეებად" (განმგებლებად) თვლიან, სამართლიანად განკარგავენ მას და ისევ უბრუნებენ ყოვლისმფლობელ უფალს, რადგანაც სწამთ სახარებისეული სიტყვების ჭეშმარიტება: "უდიდესი თქვენი იყავნ თქვენდა მსახურ" (მათ. 23,11). "უფალი იესო ქრისტე "უდიდესში" მდიდარს გულისხმობდა. სულერთია, რითი იყო ის მდიდარი: ფულით, მდგომარეობით, ნიჭით... "უდიდესმა" უნდა იმსახუროს და არ მბრძანებლობდეს იმ ნაბოძვარით, რაც მხოლოდ განსაზღვრული დროით აქვს მიცემული".

მატერიალური ქონების ("ტალანტის") ფლობა - განგებით დაკისრებული მსახურება და, შესაბამისად, ტვირთი და პასუხისმგებლობაა. ეს კარგად აქვს გაცნობიერებული ქალბატონ ირმა დაუშვილს, რომელიც ფირმა "დიოს" პრეზიდენტი გახლავთ.

ქალბატონი ირმა შეეწევა უამრავ შეჭირვებულს, ნაყოფიერად იღვწის ეკლესია-მონასტრების დასახმარებლად. დიდი ღვაწლი აქვს გაწეული თბილისის წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის ტაძრის, წმინდა სამებისა და ბურიანის დედათა მონასტრის მშენებლობაში. ხარაგაულის პატარა კურორტის განვითარებასა და იქაური ეკლესიის აღდგენაშიც მონაწილეობდა. მაგრამ ქალბატონი ირმა მიიჩნევს, რომ ეს არის ძალიან მცირე შესაწირი იმასთან შედარებით, რაც ქრისტიანს ევალება უფლის წინაშე.

- ქალბატონო ირმა, რა გეხმარებოდათ წარმატების მიღწევაში?

- სპეციალობით მათემატიკოსი გახლავართ. არასოდეს მიფიქრია, რომ ბიზნესს წამოვიწყებდი, მაგრამ როდესაც მივხვდი, ჩემი პროფესიით ცხოვრება გამიჭირდებოდა, გამოსავლის ძიება დავიწყე და "შემთხვევით" ეს გზაც გამოჩნდა.

ყოველთვის ვგრძნობდი უხილავი ძალის მფარველობას და იოლად ვპოულობდი გასაჭირიდან გამოსავალს. მივხვდი, ჩემს ყველა წარმატებაში უფლის ხელი ერია. ცხადია, არც ადამიანმა უნდა დააკლოს მცდელობა, უფლის მიერ მიცემული "ხელსაყრელი" შემთხვევა სწორად და დროულად გამოიყენოს.

1999 წელს მივედი მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარში. ეს ეკლესია განსაკუთრებული ძალით მიზიდავდა. ამ ტაძარში გავიცანი მამა ზურაბ ანთაძე, რომელმაც ერთ დღეს, წირვის დაწყებამდე მკითხა: რისთვის ხართ მოსულიო. ჩემდა უნებურად მივუგე: აღსარების თქმა მინდა-მეთქი. მართალი გითხრათ, ძალიან გამიჭირდა პირველი აღსარების თქმა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რამდენად ადვილი და მსუბუქი ყოფილა ამგვარად ცხოვრება. ასე ნელ-ნელა შევაბიჯე ეკლესიურ სამყაროში.

როდესაც ოფისი შევიძინეთ, ერთ დღეს ფანჯრიდან დავინახე ჩვენს წინ მოფუსფუსე მოძღვრები. თურმე აქ წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის ტაძრის მშენებლობა განეზრახათ. ჩავებით ამ საქმეში. საქმიან ადამიანებს ყოველთვის გვაქვს დროის პრობლემა. ადრე თუ დროდადრო მივდიოდი ეკლესიაში, ახლა აქვეა ტაძარი და უფლება არ მაქვს, ღვთისმსახურება გავაცდინო. ჩვენი თანამშრომლებიც მრევლის წევრები არიან.

- ყველა ადამიანს სამყაროში თავისი ადგილი და განგებით დაკისრებული ვალი აქვს, რომელიც თანაბრად მძიმეა "მდიდრისთვისაც" და "ღარიბისთვისაც"...

- ამის გაცნობიერებას ქრისტიანული ხედვა სჭირდება. ქრისტიანი არასოდეს არის უმოქმედო, მიუხედავად სიმდიდრისა თუ სიღატაკისა. ბიბლიაში წერია, უფალმა ადამს უთხრა, ოფლითა შენითა მოიპოვე პური არსობისაო. ამ პურში სულიერი პურიც იგულისხმება. სიმდიდრის მფლობელი ქრისტიანი სხვა ადამიანთა პურისთვის იღვწის და ამით სულიერ პურს იმკის. ყველას თავისი ადგილი აქვს მიჩენილი, ყველას თავისი ჯვარი აქვს სატარებელი. სიმდიდრეც ჯვარია, თუნდაც იმიტომ, რომ სწორად და ღვთისთვის სათნოდ შეძლო გადანაწილება იმისა, რაც უფალმა მოგცა. თუ წუთისოფლის დროებით და წარმავალ ფასეულობებს მიეჯაჭვები და ღვთისგან მობარებულ "საკუთრებას" ცოდვისკენ - ანგარებისკენ მიაქცევ, სულიერად დაიღუპები. ამიტომაც ამბობს უფალი, - მდიდარი ძნელად შევა სასუფეველშიო.

სიმდიდრე, ძალაუფლება, მდგომარეობა - ყველაფერი ეს დალოცვილია, როცა ღმერთშია და დაწყევლილია, როცა ადამიანი ღმერთს განუდგება და ამქვეყნიურს გააღმერთებს.

ჩვენს სახელმწიფოს ჯერ არა აქვს საშუალება, უმწეოებს დაეხმაროს, მოხუცებულთა თავშესაფრები, ეკლესიები ააშენოს... დღეს თუ რაიმე კეთდება ამ თვალსაზრისით, ეს ქველმოქმედთა მოღვაწეობის შედეგია. ბიზნესმენთა ხელით უფალი ეხმარება საზოგადოებას.

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ქრისტიანული პრინციპებით ხელმძღვანელობა როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმიანობაში?

- საკმაოდ გვიან (39 წლისამ) შევქმენი ოჯახი. მეუღლეც არაჩვეულებრივი ადამიანი შემხვდა. უფალმა შვილითაც დამასაჩუქრა - ერთი წლის გოგონა მყავს. ვცდილობ, უფლის მიერ მითითებული გზით ვიარო, გავუფრთხილდე იმას, რაც უფალმა მომცა.

ქალბატონი ირმას მეუღლე, ბატონი დავით ვაშაძე, ექიმი-ფიტოთერაპევტი გახლავთ. ბატონი დავითის ჰობი სიძველეთა შეგროვებაა. მის კაბინეტში შესულს თავი მუზეუმში მეგონა. აქ გამოფენილ ნივთებს შორის გვხვდება ძველი დამბაჩები, ხმალ-ხანჯლები, თუნგი, თარი, დოქი... მას არაერთი ქართული საეკლესიო ბრწყინვალე ნივთი, უძველესი ხატი, ფეშხუმ-ბარძიმი, ზიარების კოვზი, ტაკუკი გადაურჩენია დაკარგვისგან. თუკი სადმე წააწყდება ასეთ ნივთებს, მაშინვე ყიდულობს და დედაეკლესიას უბრუნებს.

KARIBCHE- ბატონო დავით, ორიოდე სიტყვით გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ...

- ქართულ ხალხურ მედიცინას დიდი ხნის ისტორია აქვს. ხელნაწერთა უმეტესობა წლების მანძილზე განადგურდა, მაგრამ ისიც, რაც შემორჩა, საკმაოდ მრავლისმომცველია. ეს არის "წიგნი სააქიმოი", "უსწორო კარაბადინი", "საკვლევო კარაბადინი", "ხოჯათყოფილის კარაბადინი" და მრავალი სხვა...

- ხშირად მცენარეული პრეპარატებით მკურნალობა გაცილებით სწრაფ და ხარისხიან შედეგს იძლევა, ვიდრე ქიმიური მედიკამენტებით, თანაც უფრო ხელმისაწვდომია ხალხისთვის...

- რა თქმა უნდა. საქართველო მდიდარია მცენარეულობით. უფულობის გამო მკურნალობაზე უარი არც ერთი პაციენტისთვის არ მითქვამს. ვფიქრობ, ქველმოქმედებისა და კაცთმოყვარეობის გარეშე არავითარ საქმეს მადლი არა აქვს. სამწუხაროდ, დღევანდელ ექიმებს (ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე) არ შეგვიძლია სულმთლად "უვერცხლოდ" მკურნალობა, მაგრამ ვფიქრობ, დღეს საქართველოში ყოველ ექიმს აქვს საშუალება, პაციენტთა 10%-ს მაინც უსასყიდლოდ მოემსახუროს. მთავარია, ამის სურვილი ჰქონდეს.

- როგორ გეხმარებათ რწმენა ცხოვრებასა და საქმიანობაში?

- ნებისმიერი ქართული სამკურნალო წიგნის რეცეპტურა იწყება და მთავრდება სიტყვებით: "ნებითა უფლისათა..." ჩემი ყოველი სამუშაო დღე იწყება კაბინეტში სანთლის ანთებით, უფლისადმი ვედრებით, რომ კეთილად წარმართოს ჩემი საქმიანობა და დამიფაროს ყოველგვარი შეცდომისა და ხიფათისგან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat