თუ თითოეულ ბავშვში პიროვნებას არ ხედავ, პედაგოგობაზე არ უნდა გქონდეს პრეტენზია
თუ თითოეულ ბავშვში პიროვნებას არ ხედავ, პედაგოგობაზე არ უნდა გქონდეს პრეტენზია
თუ წვრთნა გინდა ბავშვისა, იგი შენ უნდა ჩაისო გულში და იმან - შენ
წმინდა ილია მართალი წერდა: "ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივე ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი".

ბავშვის შინაგან საიდუმლოებათა ამოცნობა რთულია. ღრმა ცოდნას, ბავშვის გულწრფელ სიყვარულს, მასთან დამეგობრებას და "გულის კარების" მიგნება-გახსნის ოსტატობას მოითხოვს. ისევ წმინდა ილია მართალს დავესესხები: "მზრდელი ყრმისა მეორე შემოქმედია. რასაც ერთი მოჰმადლებს ბავშვს, მეორემ უნდა წვრთნას და ჰზარდოს... თუ წვრთნა გინდა ბავშვისა, იგი შენ უნდა ჩაისო გულში და იმან - შენ. ბევრში ეგ, ჩემის ფიქრით, შეუძლებელია, უმაგისოდ კი შესაძლოა სწავლა, ცოდნა მისცე და ადამიანობა არასდროს. მე კი ასე მგონია, რომ ადამიანობას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს ბავშვის წვრთნა-სწავლებაში".

ამ სიტყვების დაწერის შემდეგ დიდი დრო გავიდა. დღეს ჩვენს წინაშეა თანამედროვე ბავშვი, ახალი მოტივაციით, ახალი ინტერესებითა და სწრაფვებით. დღევანდელ მსოფლიოში ორი დაპირისპირებული ტენდენცია გამოიკვეთა - ეროვნული თვითმყოფადობისა და გლობალიზაციისა. ამგვარი ვითარება, ბუნებრივია, მშობლებსა და მასწავლებლებზეც ახდენს გავლენას. ისმის კითხვა: როგორ აღვზარდოთ თანამედროვე ბავშვი?

სასაუბროდ ვეწვიეთ საპატრიარქოსთან არსებული წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის ფიზიკის მასწავლებელს გულიკო ჩიტაძეს, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა.

- თანამედროვე ბავშვი ბევრი რამით განსხვავდება თუნდაც ჩემი თაობის ბავშვისგან: სხვა ინტერესები და ღირებულებები აქვს, სხვა ინფორმაციას ფლობს. გარკვეული ნაწილი ამ ინფორმაციისა სასარგებლოა და დიდ ტექნიკურ სიახლეებთანაა დაკავშირებული, ნაწილი - საკმაოდ დაბინძურებული. ბავშვი სუფთა ფურცელია, რომელიც ამ ყველაფერს აღბეჭდავს. მშობელმა და პედაგოგმა მისი ცნობიერება სისუფთავისკენ უნდა წაიყვანონ. ბავშვის გულსა და გონებაში ფასეულობათა იერარქიის განსაზღვრა სკოლისა და ოჯახის ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს. თუ ოჯახი ეკლესიურია, ეს პრობლემა სანახევროდ გადაჭრილია, იმიტომ რომ თუ ბავშვს ჰყავს მოძღვარი, უფრო ჯანსაღი ინფორმაციის მიღების საშუალებაც აქვს და მისი ცხოვრების წესიც ერთგვარად ჩამოყალიბებულია. თანაც თუ ოჯახი არის მაგალითი ეკლესიურობისა, ზნეობისა, ტრადიციების პატივისცემისა, მასწავლებელს უფრო უადვილდება ასეთი ოჯახიდან გამოსულ ბავშვთან ურთიერთობა.

დღეს ოჯახს ბავშვისთვის აღარ სცალია. ეს გამოიწვია ჩვენი საზოგადოების სოციალურმა დაუცველობამ, რომელიც, ძირითადად, საშუალო ფენას დაატყდა თავს. მშობლებს არ სცალიათ საკუთარი შვილების აღსაზრდელად. სათანადოდ ვეღარ აკონტროლებენ, რას აკეთებს მათი შვილი. ეს ყველაფერი დიდ ტვირთად აწვება სკოლას და შესაძლოა მომავალში დიდ კატასტროფადაც დაატყდეს თავს ჩვენს ქვეყანას. ბავშვი მთელი დღე მარტოა და თვითონ ირჩევს მეგობარსაც, სატელევიზიო გადაცემასაც, წასაკითხ ლიტერატურასაც (თუ საერთოდ კითხულობს რამეს).

- პედაგოგობა ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა. ძნელია, ჩასწვდე თითოეული ბავშვის ხასიათს, ნიჭსა და უნარს, შეაღწიო მის სულიერ სამყაროში... დღეს, მით უმეტეს, ძნელია ამ საქმეს ემსახურებოდე...

- პედაგოგად, ალბათ, უნდა დაიბადო. ბავშვის სუფთა გული ყველაზე უკეთ გრძნობს სიყვარულს, ამიტომაც სწავლების საფუძველი სიყვარული უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა კარგად სწავლობს თუ ცუდად, ცელქია თუ დამჯერი - პედაგოგს ყველა ბავშვი უნდა უყვარდეს ისე, როგორც საკუთარი შვილი. არ გაიმეტოს, თავიდან არ მოიშოროს, უპატრონოს.

ჩვენს წინაშეა თანამედროვე განათლების პროგრამა. მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ერთი რამ: ბავშვებმა კარგად ვერ გაიგეს თავიანთი უფლება-მოვალეობანი და გადააჭარბეს კიდეც თავიანთ უფლებებს. ცუდია, როდესაც ადამიანს (მით უმეტეს არასრულწლოვანს) ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს. რა თქმა უნდა, ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი ჭერი, მზრუნველობა, სითბო, სიყვარული უფროსების მხრიდან, მაგრამ ამავე დროს მას სჭირდება მეთვალყურეობა, კონტროლი, გაკიცხვაც, ოღონდ სიყვარულით და დაყვავებაც, ოღონდ არა გადაჭარბებულად. პედაგოგსა და მოსწავლეს შორის უნდა არსებობდეს გარკვეული ზღვარი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რისი თქმის უფლება აქვს და რისი არა. უფროსის მითითება უნდა გაიგოს, უფროსის პატივისცემა უნდა ჰქონდეს. იცოდეს, რას ნიშნავს გაკვეთილი, ღვთისგან მოცემული ნიჭი და გონება შეძლებისდაგვარად გამოიყენოს, რადგან ნიჭის უქმად მოცდენა, ჩემი აზრით, დანაშაულია.

არიან გაზულუქებული ბავშვები, რომელთაც ყველაფერი ლანგრით მიეწოდებათ და არიან ბავშვები, რომელთაც ბევრი რამ აკლიათ და ამის გამო ცოტა არ იყოს გულჩახვეულნი, გულნაკლულნი ხდებიან. და ყველანი იკრიბებიან ერთ სკოლაში, სადაც თითოეულს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

თუ თითოეულ ბავშვში პიროვნებას არ ხედავ, ვფიქრობ, პედაგოგობაზე არ უნდა გქონდეს პრეტენზია.

საკმაოდ რთულმა ბავშვებმა გაიარეს ჩვენს გიმნაზიაში. აქ უმთავრესად მორწმუნეებს მოჰყავდათ შვილები, მაგრამ იყვნენ ისეთი ბავშვებიც, რომლებიც მშობლებმა უფრო გადარჩენის მიზნით შემოიყვანეს ჩვენს გიმნაზიაში, რადგან თავად ვერ მოუარეს მათ. პედაგოგებისათვის საკმაოდ რთულია ასეთ ბავშვებთან ურთიერთობა. მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, ბავშვს იმთავითვე მივაწებოთ ცუდის იარლიყი და დავასკვნათ, არ ივარგებსო. ცხოვრება კიდევ აღზრდის მას, ჩამოაყალიბებს და დახვეწს. საწყისი, რა თქმა უნდა, ოჯახია. დიდი ღვაწლი მიუძღვის სკოლასაც. ხოლო თუკი ბავშვი მოძღვრამდე მივა, მაშინ მის განვითარებას სწორი გეზი მიეცემა, რაც ყველაზე დიდი სიკეთეა ადამიანისთვის.

პედაგოგი არ უნდა იღლებოდეს თავისი ცოდნის ბავშვებისთვის გადაცემით, თავისი საქმე მხოლოდ სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს, თორემ თუ თვითონ პედაგოგს არ უყვარს თავისი საგანი და ღრმად არ სწვდება მის არსს, ბავშვამდე როგორღა მიიტანს?

პედაგოგმა, სკოლის ზღურბლს როცა გადმოაბიჯებს, თავისი ოჯახური და ყოფითი პრობლემები უნდა დაივიწყოს. დღეს, ჩვენი სოციალური შეჭირვების ფონზე, ეს ძნელია, მაგრამ მასწავლებელმა უნდა მოახერხოს, დადგეს საკუთარ თავზე მაღლა, რადგან სხვაგვარად იგი ვერ შეძლებს სრულფასოვნად ჩასწვდეს თითოეული ბავშვის შინაგან სამყაროს.

- კაცობრიობამ დიდი ცოდნა დააგროვა აღზრდის სფეროში, გამოცდილებაც შეიძინა, მაგრამ დღევანდელმა ვითარებამ ახალი პრობლემები წარმოშვა. მშობლები, ცოტა არ იყოს, დაიბნენ, აღარ იციან - როგორ აღზარდონ ბავშვი, როგორი დამოკიდებულება ჰქონდეთ საკუთარ შვილთან...

- ბავშვი უნდა აღიზარდოს სიახლისადმი სწრაფვით და აუცილებლად - სამშობლოს სიყვარულით. გლობალიზაცია გარდაუვალია, მაგრამ ამის ფონზე ერმა უნდა შეინარჩუნოს თვითმყოფადობა, კულტურა, რწმენა. თუ არ გავუფრთხილდებით ჩვენს ეროვნულ საუნჯეს, რაღა გადავცეთ შთამომავლობას?! სულერთი იქნება ჩვენთვის ჩვენი წარმომავლობა, მემკვიდრეობა, "რანი ვიყავით და რანი ვართ"; თუკი მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, სად ვცხოვრობთ, თუ სულერთი იქნება, ვისთან ერთად ვიცხოვრებთ, ოღონდ კი კარგი პირობები შეგვიქმნან, ეგოისტებად ვიქცევით. წაიშლება ჩვენი კულტურაც და მეცნიერებაც. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ შევინარჩუნოთ სულიერი და ეროვნული ფასეულობები, ბავშვები არ მოვწყვიტოთ მშობლიურ კულტურას. მართლმადიდებელი სარწმუნოება ყოველთვის იყო და არის უძლიერესი ბერკეტი აღზრდის პროცესში. ამ მხრივ განუზომელია კულტურის მნიშვნელობაც. საკუთარი კულტურის ფესვებიდან ამოზრდილი აღზრდა სრულფასოვნად წარიმართება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat