ქალი შვილთა სხმით ცხონდება
ქალი შვილთა სხმით ცხონდება
"ღვთის წინაშე ყველაზე დიდი სათნოება მოყვასისთვის თავის დადებაა, - ამბობს ბერი პაისი, - და მხოლოდ მსხვერპლშეწირვით მიეახლება ადამიანი ღმერთს. მრავალშვილიან დედას ამ ქვეყანაზე ჩვილი ბავშვის გარეშე ცხოვრების დრო არ ეძლევა. დედა, რომელიც საკუთარ თავს უარყოფს და შვილების აღზრდას შესწირავს მთელ თავის სულსა და გულს, ყოველ წამს გრძნობს ღვთაებრივ სიხარულსა და შეწევნას. ასეთ დროს ცხოვრება გაცილებით ადვილი და სამოთხისებურად მშვენიერი ხდება".

ჩვენს ღატაკ ქვეყანაში, სადაც ხვალინდელი დღის შიშით ბევრი უარს ამბობს ღმრთის საჩუქარზე, არაერთი მრავალშვილიანი დედისგან გამიგონია, რომ თითოეულ ბავშვს თავისი მადლი და წყალობა მიაქვს ოჯახში და რომ ამ მადლის თანამდევი სიხარული ყოველგვარ გასაჭირს აღემატება.

ჩვენი სტუმარია ექვსი შვილის დედა თამარ კობახიძე. თამარმა და მისმა მეუღლემ დავითმა ერთმანეთი ეკლესიაში გაიცნეს, ერთი წლის შემდეგ კი შეუღლდნენ. თამარი ინგლისური ენის სპეციალისტია, თუმცა სამუშაოდ დრო არ რჩება. დავითი გეოლოგია და საქნავთობში მუშაობს - შპს "გეოსერვისის" ინჟინერი გახლავთ. მისი ხელფასი ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

კობახიძეების ცხოვრებას ნამდვილად არ ეთქმის იოლი, მაგრამ ძნელად თუ მოიძებნება მათსავით ბედნიერი ოჯახი. მათ ჭერქვეშ სხვაგვარი სითბო და სიყვარული ტრიალებს. ამ სითბოთი და სიყვარულით არის გაჯერებული ბავშვების გულებიც.

- ბერი პაისი ბრძანებს: "დედაკაცის სხეული შესაძლოა მამაკაცისაზე სუსტი იყოს, მაგრამ მას ძლიერი გული აქვს და მისი მეოხებით ისეთ ცხოველმოსილებას იძენს, რომელიც მამაკაცის ძალას აღემატებაო". ალბათ, ეს თუ გვაძლებინებს ქალებს - ყოველი შვილის დაბადებას ხომ ბედნიერებასთან ერთად უამრავი სირთულე მოაქვს...

- თუ უფლის სასოებას არ ხარ მინდობილი, ამდენი შვილის გაჩენას ვერ გაბედავ. ჩვენს დროში საკმაოდ ჭირს შვილების რჩენა. კიდევ უფრო ძნელია მათი აღზრდა, განათლების მიცემა... ორსულობის პერიოდიც საკმაოდ რთულია. პირადად მე ამ დროს დიდ სულიერსა თუ ფიზიკურ სისუსტეს ვგრძნობ. ყოველი მხრიდან მებრძვის ბოროტი ძალა. რაც უფრო ახლოვდება მშობიარობის ჟამი, მით უფრო მძიმდება ეს ბრძოლა. სულ გეშინია, ბავშვს რამე არ დაემართოს, ცალკე ექიმები გაშინებენ... ჩემს მესამე შვილს მუცელში არასწორი მდებარეობა ჰქონდა. ექიმები ფიქრობდნენ, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ მოხდა საოცრება, რამაც კიდევ ერთხელ დამანახვა, რაოდენ დიდია უხილავი მფარველი ძალა, რომელიც წუთითაც არ გვტოვებს მარტო. მშობიარობა მშვიდობიანად დასრულდა. ყოველ მომდევნო ორსულობისას ექიმები მაფრთხილებდნენ, მეტის გაჩენა აღარ გამებედა - კოკა წყალს ყოველთვის ვერ მოიტანსო, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ღმერთმა უწყის, რა მოხდება, რა პოტენციალი თვლემს ჩვენში... შვილებს ღმერთი გვიგზავნის, სასოებაც მხოლოდ უფალზე უნდა დავამყაროთ. უნდა გვწამდეს, რომ უფალი ითვალისწინებს ჩვენს შესაძლებლობებს და თუ მივენდობით, ტვირთსაც შეგვიმსუბუქებს.

- პავლე მოციქული ბრძანებს, ქალი შვილთა სხმით ცხონდებაო, თუმცა ზოგიერთს ბევრი შვილი ტვირთად მიაჩნია. არადა ყოველი ადამიანის დაბადება ხომ სასწაულია! რა განცდა სდევს თან ბავშვის ამქვეყნად მოვლინებას?

- თითოეული ბავშვის დაბადებას მოაქვს ღვთის უდიდესი წყალობა, ენით გამოუთქმელი სიმშვიდე. ამ დროს ყველა პრობლემა მავიწყდება და ვგრძნობ უხილავ საფარველს. ეს ნიშნავს, რომ უფალი გვაძლევს გაცილებით მეტს, ვიდრე ჩვენ ვაკეთებთ მისთვის. ჩვენი ცხოვრება ღვთის წყალობითა და მადლით არის სავსე. ამას თუ გავაცნობიერებთ, თითოეული ბავშვის ჩასახვას უდიდესი მადლიერებით მივიღებთ.

- დედა ყველაფერს სწირავს შვილებს: ძილს, სიმშვიდეს, საკუთარ ნებას. თავგანწირვა მისი მამოძრავებელი ძალაა. თქვენ რისი დათმობა მოგიხდათ?

- ბავშვობაში, როცა მეკითხებოდნენ, რა უნდა გამოხვიდეო, ვპასუხობდი, დედა-მეთქი. ყოველი მომდევნო შვილი უდიდესი სიხარულია, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობაც არის. კიდევ ერთხელ გიწევს ყველაფრის აწონ-დაწონა, ყველაფრის გადადება. თავიდან იწყება ღამეების თევა, პატარას დევნა, ექიმებთან სიარული... თანდათან მივხვდი, რომ ბევრ რამეზე უარის თქმა მომიწევდა: გართობაზე, სწავლაზე... სინქრონულ თარგმანზე მინდოდა ჩაბარება - ვერ მოვახერხე. ჩემი სპეციალობის ადამიანისთვის პროფესიონალიზმის ასამაღლებლად მუდმივი მუშაობაა საჭირო. მივხვდი, რომ არ გამომივიდოდა და ღვთის წყალობით, ყველაფერს შევეგუე. ჩემი მთავარი საქმე ოჯახი და ბავშვებია. დედისთვის შვილთან ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებრივი საქმიანობა, რა ღირსეულიც უნდა იყოს იგი.

- გაგვაცანით თქვენი შვილები...

- უფროსი ვაჟი, ნიკოლოზი, უკვე 12 წლისაა. გატაცებულია ფეხბურთით და კომპიუტერით. ვცდილობ, კომპიუტერთან ურთიერთობისთვის განსაზღვრული დრო გამოვუყო. მშვიდი და დამყოლი ბავშვია. მასთან ურთიერთობა ადვილია. მომდევნო, თეკლე, ყველაზე დინჯია, მაგრამ რთული ხასიათი აქვს. საოცრად პრინციპული და გულჩათხრობილია. კერვა, ქსოვა და ქარგვა უყვარს. საკუთარ კუთხეზე ოცნებობს, თუმცა ოროთახიან ბინაში, სადაც ამდენი სული ვცხოვრობთ, მისი მოწყობა არც ისე ადვილია. სალომე უსაზღვროდ ცელქია. ილია ხუთი წლისაა, მონდომებით სწავლობს წერა-კითხვას. უყვარს ჭადრაკი და ყველას სათამაშოდ იწვევს. გაისად სკოლაში მივა. ანა სამი წლისაა, გამართულად ჯერ ვერ ლაპარაკობს და ამის გამო ცოტა არ იყოს მორცხვობს. რაც ბაღში მივიყვანეთ, ცოტათი გაყოჩაღდა. მარიამი კი სულმთლად ნამცეცაა - ორიოდე თვისა. ყველა ითხოვს სითბოსა და სიყვარულს... როდესაც უფროსები ხედავენ, რომ პატარებს ვჭირდები, ითმენენ, მელოდებიან, სანამ გავთავისუფლდები. ძილის წინ ყოველთვის ვპოულობ დროს მათთან სასაუბროდ. პატარებს ფიზიკურად უფრო ვჭირდები, უფროსებს კი სულიერად.

- რამით თუ გამოირჩევიან მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვები?

- ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვები უფრო შრომისმოყვარენი, ნაკლებად პრეტენზიულები და ეგოცენტრულები არიან. მათ უყალიბდებათ ერთმანეთზე მზრუნველობის, მოვლის ჩვევა. მრავალშვილიან ოჯახს კიდევ ერთი რამ ახასიათებს: როდესაც ოჯახის რომელიმე წევრს უჭირს, დანარჩენების მთელი გულისყური მისკენ არის მიპყრობილი.

ზოგჯერ უფროსები წუხან, რომ არ აქვთ თავიანთი კუთხე, თავიანთი ოთახი, ისეთი რამ, რასაც სხვა არავინ შეეხება, მაგრამ ვეუბნები, რომ როდესაც გაიზრდებიან და ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავენ, მიხვდებიან, რომელი სჯობია: საკუთარი მაგიდა, საკუთარი ოთახი, ფუფუნების საგნები თუ ამდენი და-ძმა. დარწმუნებული ვარ, თავის დროზე ამას თვითონაც მიხვდებიან.

- ხელმოკლეობა ბევრს აიძულებს, ბავშვის გაჩენაზე უარი თქვას...

- როცა საქმე ეხება ადამიანის (შენი შვილის) მკვლელობას, მატერიალური პრობლემებით თავის მართლება, ვფიქრობ, არასწორია. მრავალი შვილის პატრონსა ღმერთი ულეწავს კალოსო, ხომ გაგიგონიათ. მაგალითად, ჩვენ გასაჭირი არასოდეს გვიგრძნია, ყოველთვის ვგრძნობთ შეწევნას (სულიერსაც და მატერიალურსაც). როცა რამე ძალიან გვჭირდება, სრულიად მოულოდნელად გვეძლევა.

მიუწვდომელია ღვთის განგება. ვინ იცის, ეგებ სწორედ იმ ბავშვმა, ზედმეტი რომ გგონია, გიხსნას მრავალი პრობლემისგან.

ნეტარი მატრონა (ნიკონოვა) მეოთხე შვილი იყო ოჯახში. მისი მშობლები ღვთისმოსავი, ღარიბი გლეხები იყვნენ. თავდაუზოგავად შრომობდნენ, მაგრამ ძალიან უჭირდათ. მატრონას დედამ, როცა მასზე ფეხმძიმედ იყო, გადაწყვიტა, ბავშვი დაბადებისთანავე თავშესაფარში ჩაებარებინა. ფეხმძიმობის ბოლო თვეს სიზმარი ნახა: ზეციდან უზარმაზარი ფრინველი ჩამოეშვა (ადამიანის სახით, ოღონდ უთვალებოდ) და მარჯვენა ხელზე დააჯდა. ბავშვი ზუსტად ასეთი დაიბადა - შეკრული ქუთუთოებითა და დახუჭული თვალებით. მატრონას დედას შეეშინდა ღვთისა და გოგონა დაიტოვა. მატრონას ბავშვობაშივე გამოაჩნდა სულიერი განსჯისა და ხედვის უნარი. შეეძლო წინასწარმეტყველება. მასთან რჩევისთვის მიდიოდნენ ახლობლები, მიჰყავდათ ავადმყოფები, რომლებსაც მატრონა კურნავდა. მადლიერების ნიშნად ზოგი ფქვილს სწირავდა მათ ოჯახს, ზოგი - შაქარს. ასე რომ, ბავშვი, რომლის დაბადებაც მშობლებს არ უნდოდათ, ოჯახის მარჩენლად იქცა. სახლში, სადაც მატრონა დაივანებდა, სიწმინდე, სიხარული, სიწყნარე, მადლი, სითბო ისადგურებდა.

ის, ვინც პრობლემებს გაურბის, გაურბის თავის მაცხოვნებელ ჯვარს. როდესაც განსაცდელი არ მაქვს, თითქოს მხნეობას ვკარგავ, ვდუნდები. როდესაც საქმით, ბავშვებზე ზრუნვით ვარ დაკავებული, ამაო ფიქრებისთვის და ამქვეყნიური სიამეებისთვის აღარ მცალია. ასე რომ, მრავალშვილიანი დედის ტვირთი ერთდროულად მძიმეც არის და მსუბუქიც. ჩვენი შრომა და წვალება გამოცდაა. თუ ამ გამოცდას ღირსეულად გავივლით, ადრე თუ გვიან, თუნდაც საიქიო ცხოვრებაში, ჯილდოს უთუოდ მივიღებთ.

- როგორ აისახება დედის სულიერი მდგომარეობა ბავშვებზე, რამდენად ეხმარება მათ მშობლების კეთილი მაგალითი?

- თვალნათლივ ვხედავ, რომ ბავშვების მთელი დღის განწყობა ჩემზეა დამოკიდებული. ეს ჩასახვის წამიდან ასეა. როცა ორსული ლოცულობს და სულიერად ცხოვრობს, ყრმა დედის მუცელშივე იწმინდება. დედა საკუთარი სულის განწმენდაზე უნდა ზრუნავდეს, რადგან მისი სულიერი ცხოვრება სხვათა თვალისთვის შეუმჩნევლად ეხმარება შვილების სულიერ ცხოვრებას. როდესაც დედა ცოდვას სჩადის, მაშინ ბოროტი ძალა ბავშვებსაც აწვალებს. ახალშობილს ეტყობა, დედა რომ ნერვიულობს - ისიც სულ მოუსვენრობს და ტირის. დიდები ხომ, თვალებში შემომხედავენ თუ არა, ჩემი სულიერი მდგომარეობის კვალობაზე მყისვე იცვლებიან.

ვცდილობ, ბავშვებს უფრო პირადი მაგალითით დავეხმარო და არა ძალის დატანებით. წმინდა მამები მშობლებს ურჩევენ, ილოცონ თავიანთი შვილებისთვის, ლოცვით უთხრან ის, რისი თქმაც სურთ, რადგან ბავშვი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიგებს მშობლის შეგონებას, როცა მის გულში ღვთის მადლი ჩასახლდება. სულ მახსოვს სიტყვები: "სჯობს, ღმერთს უფრო ხშირად ესაუბრო შვილზე, ვიდრე შვილს - ღმერთის შესახებ".

- ვხედავ, ბავშვების სულიერ აღზრდაზე განსაკუთრებით ზრუნავთ...

- ეკლესიურ ოჯახებში ბავშვები იმთავითვე განსხვავებულ გარემოში იზრდებიან. ჩვენ, მშობლები, ვასწავლით ავისა და კარგის გარჩევას. თავიდან ბავშვი მოგყვება, მაგრამ ადრე თუ გვიან დგება წუთი, როდესაც თავად უნდა გააკეთოს არჩევანი. ეკლესიურ ოჯახში რომ იზრდება, ამ გარემოებამ შესაძლოა ბიძგი მისცეს, მაგრამ მის მომავალს ნამდვილად არ განსაზღვრავს. ღმერთთან მისასვლელი გზა ყველამ თავად უნდა იპოვოს. მე მათ ვეუბნები, რომ ღმერთი ყველაზე ახლობელია ადამიანისთვის. უფროსი შვილები უკვე გვთხოვენ, საღამოს ლოცვის დამოუკიდებლად წაკითხვის ნება მივცეთ.

ჩემი შვილები წმინდა ილია მართლის სახელობის მართლმადიდებლურ გიმნაზიაში სწავლობენ. აქ სწავლაზე მეტად ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე ზრუნავენ. გაკვეთილებზე საუბრობენ ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე, ადამიანთა ურთიერთთანადგომასა და დანდობაზე.

ბავშვებს შინიდან რომ ვუშვებ, ჯვარს ვსახავ. როცა მე მათთან არ ვარ, მფარველი ანგელოზები ზრუნავენ მათზე. ეკლესიაში ყოველ შაბათ-კვირას დავდივართ, ხშირად ვეზიარებით. ჩემი სურვილია, ზიარების მადლით ჩემმა შვილებმა მთელი ცხოვრება ღმერთთან ახლოს გაატარონ.
ბეჭდვაელფოსტა
27.11. 2016
qeti
Xalxno gadamrevt da gamagijebt.sad wetia aq dedam 6 shvili datova da bavshvebs mama zrdiso.an saidan moitanet.qali gadayolilia qmarze shbilenze .e rom wavikitxe aseti daskvna gamovitane. 6 shvilis deda shvilebs dastmobda?
07.10. 2014
*******
კი მაგრამ ამდენი ბავშვები იმიტომ გააჩინა, რო მერე მიეტოვებინა? გასაგებია უფლის გაჩენილს უფალივე მიხედავს, მაგრამ დედობის და მამობის უფლებაც ხო უფალმა დაუშვა?
05.09. 2014
მანანა
ჟურნალისტო ლელა ჩხარტიშვილო გადაამოწმე და ისე დაწერე. იცი, რომ ამ ბავშვების დედა სახლიდანაა წასული და ბავშვებს მამა ზრდის.რომ ამ ბავშვების საჭმელზე მამა ზრუნავს. დედა რატო ტყუით. ბავშვები სკოლაში , რომ მიდიან თქვენ ამ დროს სახლში არ ხართ. თქვენ, ხომ სხვაგან ცხოვრობთ. მორწმინე ქალი არ უნდა ტყუოდეს.
05.09. 2014
mar
gmertma daglocot shvilze dzvirfasi dedistvis ar araferi ar unda iyos magram bevria iseti kalimxolod karieras rom ayenebs win qalebo dafikrdit mteli cxovreba kariera ar geknebat magram sibereshi shvilebit kboba namdvilad mogindebat shvilebs gavufrtxildet mat yvelaze dzalian mshobleb sjirdebat
05.09. 2014
uplis cxaloba ar moggklebodet,gmertma daglocot tkveni lamazi ojsaxit
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
07.11.2013
ადამიანი, ყოველი ჩვენგანი, უნდა იყოს საკუთარი ცის, საკუთარი მიწის, საკუთარი სამშობლოს სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler