რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს...
რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს...
1. შინაგანად რას ვერ აპატიებთ ადამიანს?

2. საყოველთაო იპოსტასიის თანამედროვე, გლობალურ სამყაროში
რა გამოწვევების წინაშე დგას დღევანდელი საქართველო და როგორ შევინარჩუნოთ დღევანდელ პირობებში სამშობლოს, ეკლესიისა და ოჯახის სიწმინდე?

ანკეტის ამ შეკითხვებს უპასუხებენ აღმოსავლეთმცოდნე ბარბარე ბენაშვილი და ეკონომიკური ინფორმატიკის სპეციალისტი ნიკოლოზ ივანაშვილი.


ბარბარე ბენაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე-სემიტოლოგი.

1. ყველაზე მეტად ღალატს და ბეზღობას ვერ ვეგუები ადამიანში. უღალატო ადამიანი დღეს დიდი დეფიციტია. ყველა თავისკენ მიითვლის და გვერდზე მდგომი აღარავის ახსოვს, პირიქით, ძირავს მეორეს და ასე მიიკვლევს გზას ცხოვრებაში. ეს ძალიან ცუდი თვისებაა, რასაც მე ღალატს ვეძახი. ღალატი სულიერი ცოდვაა, რომელიც ძნელად განკურნებადია. მე რომ ვუკვირდები, ის ვინც ხორციელ ცოდვას სჩადის, უფრო ამჩნევს თავის ნაკლს და მომნანიებელია, მაგრამ ვისაც ბინძური სული აქვს, ვეჭვობ, მან ეს მოინანიოს, რადგან არ შესწევს ძალა ამის დანახვისა და ამიტომაც მომრავლდნენ ჩვენს დროში მოღალატე და ენის მიმტანი ადამიანები, ჩაშვების ინსტიტუტი კარგად მუშაობს.

ბევრნაირი ღალატი არსებობს; მეგობრის ღალატი, სამშობლოს ღალატი, პროფესიის, იდეების და ფასეულობების ღალატი. სწორედ სიყვარულის დეფიციტი ბადებს უამრავ ცოდვას, ის რაც დღეს ხდება, ესეც ღალატია იმ დიდი ფენომენისა, რასაც ადამიანის სიყვარული ჰქვია.

2. მასმედიას უდიდესი ზემოქმედების ძალა და ბერკეტი აქვს, იგი მანიპულირებს ადამიანის ტვინზე და გრძნობებზე (სიტყვის ფაქტორს ვგულისხმობ). მე ჟურნალისტი ვარ და ძალიან მაწუხებს, რომ საზოგადოება დღეს პოლარიზებულია, რასაც გარკვეულწილად ჟურნალისტებმაც შეუწყვეს ხელი. ჟურნალისტების უმთავრესი მოვალეობაა საკონფლიქტო სიტუაციების განტვირთვა, ჩვენთან კი რა ხდება? მასმედიის საშუალებები თვითონ აღვივებენ კონფლიქტებს საზოგადოებაში და რომელიმე მხარის სპეციალური დავალების შემსრულებლები ხდებიან. ამ დროს ძალიან ცოტა თუ უფიქრდება იმას, რომ მის უკან მისი სამშობლო დგას. ჩვენთვის სამშობლოს სიყვარული და მის სამსახურში ჩადგომა ყველაზე კარგი პოზიცია უნდა იყოს.

კაცობრიობა მიდის ომებისაკენ, რაც ჩვენს თავზე ვიწვნიეთ.

სამწუხაროდ, გაჩნდა ტერმინი "ეკოლოგიური ბომბები", "თეთრი ეკოლოგია" და სხვა მრავალი, საქართველოში კი ისეა განადგურებული სამეცნიერო პოტენციალი, იმის სპეციალისტებიც სანთლით არიან მოსაძებნი, ვინც ამ ტერმინებს განგვიმარტავენ ევროპის ცივილიზებულ ქვეყნებში, ჩვენგან განსხვავებით, იქმნება საზოგადოებრივი მოძრაობები, რომლებიც მოუწოდებენ ხალს გაილაშქრონ ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან ასაცილებლად. დღეს ატომურ ბომბს აღარავინ იყენებს, რადგანაც დიდი ხანია უკვე მიხვდნენ, რომ ატომური გავლენები მეტად გრძელვადიანია, სულ ცოტა 300 წელი მაინც სჭირდება, რომ მისი გაუვნებელყოფა მოხდეს, რადიოლოგიური, ქიმიური, დემოგრაფიული და სეისმური ბომბები კი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიან კაცობრიობას. უკვე დაფარული აღარ არის მეტეოროლოგიური და სეისმური ბომბების არსებობა, რომლებსაც ხელოვნური მიწისძვრების, კლიმატური ცვლილებების და ათასგვარი კატასტროფების გამოწვევა შეუძლია. სეისმური ბომბები დასჯის, ერებზე ბატონობის, პოლიტიკური მანიპულირების და ქვეყნებზე ეკონომიკური კრიზისის გამოწვევის საუკეთესო საშუალებაა და თუ ამის წინააღმდეგ არ გავერთიანდებით და საზოგადოებამ ხმა არ აღიმაღლა, როგორც ეს ბევრ განვითარებულ სახელმწიფოში ხდება, მაშინ ძნელი იქნება ეკლესიის, სამშობლოსა და ოჯახის შენარჩუნებაზე ლაპარაკი.


ნიკოლოზ ივანაშვილი, 25 წლის, ეკონომიკური ინფორმატიკის სპეციალისტი, გზის მშენებელი, კომპანია "ასოპლეის გრუპის" შესყიდვების სამსახურის უფროსი. ფოლკლორულ ანსამბლ "დიდგორისა" და წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრი. ახლახან ჯვარი დაიწერა მარიამ ხარანაულზე. ნოემბერში ელოდებიან პირველი შვილის დაბადებას.

1. ცოდვისაკენ მოწოდება და მათი ლეგალიზება, რომელსაც არ ერიდებიან საქართველოს ტელევიზიები და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, იმის მცდელობაა, რომ ჩვენისთანა მდიდარი მართლმადიდებლური ტრადიციების მქონე პატარა ერებს ჭეშმარიტების გზიდან გადაახვევინონ, რაც ნებისმიერ ქართველში პროტესტის გრძნობას უნდა ბადებდეს. ეკლესიური იქნება იგი თუ არაეკლესიური, არა აქვს ამას მნიშვნელობა. არ მახსოვს, რომელ ჟურნალში წავიკითხე ასეთი რამ: "ადამიანისთვის გარკვეული ცოდვა თავიდან წარმოუდგენელია, შემდეგ წარმოსადგენი, თუმცაღა მიუღებელი, ბოლოს ის დასაშვები ხდება მისთვის, რის შემდეგაც ვეღარ ებრძვის მას და ფაქტობრივად, ამ ცოდვის მსხვერპლი ხდება. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი, თუნდაც თავისი ინერტულობით ხელს რომ არ უწყობდეს იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა. ცოდვის პროპაგანდისა და გავრცელების წყარო მაინც ტელევიზიები და თანამედროვე ინტერნეტსაშუალებებია. მე სულაც არ მინდა ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც ჩემს წარმოსახვას ცუდი ხედვისკენ წაიყვანს და გონებას გარყვნის, მაგრამ ეს იმდენად გავრცელებულია, საცთურს ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდება ადამიანი და ძნელია ამისგან თავი დაიცვა. ცდუნების უამრავი საშუალება, რაც ტელე და ინტერნეტ სივრცეში არსებობს, მიმართულია იქითკენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გული და გონება დაიპყროს და თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს. ამიტომ ეს უბრალო, შემთხვევითი დამთხვევა კი არა, მიზანმიმართული ბრძოლაა, რომელსაც მოწინააღმდეგე ძალები შესანიშნავად იყენებენ ჩვენს დასამორჩილებლად. ხშირად მინახავს ერთ საიტზე მართლმადიდებლური შეგონება და იმავე გვერდზე - გარყვნილებისკენ მოწოდება, ან ჟურნალში ხატის გვერდით ან მის მოპირდაპირე მხარეს მოთავსებული პორნოგრაფიული სურათი და ამით შებილწული ეკლესიური სიწმინდე. სამწუხაროდ, ამას ჩვენ ხშირად ვაწყდებით და ამგვარი მკრეხელობების მიმართაც გამოგვიმუშავდა შემგუებლობის უნარი. მე მახსოვს, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე ხშირად ჟღერდა ხალხური მელოდიები, საეკლესიო გალობა, ვუყურებდით შესანიშნავ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს, პროპაგანდა ეწეოდა ქრისტიანულ კულტურას და ჩვენი ქვეყნის ისტორიას. დღეს რა მივიღეთ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან? ყველაფერი ეს ჩაანაცვლა არაფრისმთქმელმა შოუებმა და მოურიდებლად ხდება გარყვნილებისა და უზნეობის პროპაგანდა, რაც გულდასაწყვეტია.

ბევრი ცოდვაა ისეთი, რასაც შინაგანად ვერ ვპატიობ ადამიანს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მიუღებელი და გარყვნილების ბოლო წერტილია ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, რომლის მცდელობასაც სულ ახლახან ჰქონდა ადგილი. მადლობა ღმერთს, ქართული ცნობიერებისთვის ეს მიუღებელია და არა მგონია, ეს მომავალშიც დასაშვები გახდეს და თუკი ვინმე ამ უმსგავსობას შეეგუება, არა აქვს მნიშვნელობა იმას, ეკლესიური იქნება იგი თუ არაეკლესიური, ადრე თუ გვიან, თავის ოჯახის მაგალითზე იწვნევს მის დამღუპველ შედეგს, ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან.

2.
არა მგონია, საზოგადოებამ ხმა აღიმაღლოს და მასიურად აღდგეს გლობალიზაციის წინააღმდეგ, რადგან ამას ჩვენ ვერც შევაჩერებთ, კიდევაც რომ გვსურდეს და მოვინდომოთ. ჩემი აზრით, ერთადერთი, რაც ასე თუ ისე გადაგვარჩენს, ის არის, რომ არ მოვწყდეთ ეკლესიის წიაღს. ღვთისაგან განდგომილება ისეთ სტადიაში შევიდა, მართლაც ძნელია რაიმე გამოსავალზე ვილაპარაკოთ. საზოგადოება ხომ ხალხის მასებისგან შედგება, მასების მართვა კი ძალზე ადვილია იმ საშუალებებით, რასაც დღეს იყენებენ. თუნდაც განათლების სფეროში რომ გადავინაცვლოთ, ხალხი იმასაც შეეგუა, რომ კარგა ხანია სკოლებში აღარ ისწავლება საღმრთო სჯული და რელიგიის ისტორია, სამწუხაროდ, საზოგადოებას რასაც მაიწვდი, იმას იღებს ისე, რომ პროტესტიც აღარ უჩნდება და თითო-ოროლა ადამიანმა ხმაც რომ აღიმაღლოს, მაინც ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს. თუმცა ინდივიდუალური ბრძოლის გაგრძელებას მაინც ყველაზე სასურველ და მისაღებ გზად მივიჩნევ. ზნეობრივი ადამიანები თუ ეკლესიური ცხოვრებით შეძლებენ იცხოვრონ და შეეცდებიან თავი გადაირჩინონ, ამით თავიანთ ოჯახებსაც გადაარჩენენ და ქვეყნისთვისაც სასარგებლო საქმის სამსახურში ჩადგებიან, რასაკვირველია, ამის მიღწევა ძალზე ძნელია დღევანდელ გარემოცვაში. ეს რომ შევძლოთ, რაც შეიძლება უნდა შევიზღუდოთ თავი: ნაკლები შეხება გვქონდეს ტელევიზიასთან, კომპიუტერთან და სხვა ელექტრონულ საშუალებებთან, თუ მათთან კონტაქტი გვექნება, უნდა ვეცადოთ, კარგი მიზნით გამოვიყენოთ, რომ ამით სული გადავირჩინოთ. თუ მოვინდომებთ, შეუძლებელი არაფერია.


თემის განხილვაში მონაწილეობს თბილისის ქვემო ბეთლემის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე.

- მამა ალექსანდრე, რა მიგაჩნიათ ჩვენი დროის მთავარ გამოწვევად?

- ყოველი საუკუნე ახალ პრობლემებს წარმოშობს ქრისტიანის ცხოვრებაში. დღეს სარწმუნოებრივმა ბრძოლამ სულ სხვა ხასიათი მიიღო. კაცთა მოდგმის დაუძინებელი მტერი ცდილობს შეიმუშაოს ადამიანზე ზემოქმედების ახალი, უფრო დახვეწილი ფორმები და მეთოდები და ყველაფერ ამას იმისთვის აკეთებს, რათა ადამიანი დააცილოს ღმერთს, თვითონ დაიმსგავსოს, ცოდვასა და განსაცდელში ჩააგდოს და სამუდამოდ გადაუკეტოს სულის ცხონებისკენ მიმავალი გზა. თანამედროვე ტელევიზიები და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები ყველა ხერხს მიმართავენ ამის მისაღწევად და მას ე.წ. "ნათელმხილველთა", ექსტრასენსთა, ასტროლოგ-წინასწარმეტყველთა", ათასგვარ მაგიათა, შემლოცველთა თუ ოკულტიზმით გატაცებულ ადამიანთა საშუალებით ახერხებენ, რომელთა საქმიანობასაც, როგორც მოგახსენებდით, დიდი პროპაგანდა ეწევა, რაც მიუღებელი და დაუშვებელია წმინდა წერილის სწავლების მიხედვით.

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ აპოსტასიის პერიოდში გვიწევს ცხოვრება. მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, მოციქულები, პირველი საუკუნის წმინდანები, ასკეტი მამები წინასწარმეტყველებდნენ, რომ დადგებოდა ისეთი დრო, როდესაც გამრავლდებოდნენ ცრუ წინასწარმეტყველები. ეს დრო ნამდვილად დადგა და ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრია ასეთი ცრუ წინასწარმეტყველი რასელის მიმდევრების, ბაპტისტებისა და სხვა სექტების სახით, მაგრამ ასევე უნდა ვიგულისხმოთ ცრუ წინასწარმეტყველებში ე.წ. "ნათელმხილველი" ექსტრასენსები და მკითხავები. ხშირად ისმის კითხვა, როგორ გამოვიცნოთ ჭეშმარიტი ნათელმხილველი ცრუ ნათელმხილველისგან? ეს ძალიან ადვილი გამოსაცნობია. უპიველეს ყოვლისა იმით, რომ ქრისტიანობაში აკრძალულია ექსტრასენსობა, მკითხაობა, ამიტომ თუ ჩვენ ვინმეზე შევიტყობთ, რომ იგი მკითხაობს ან ექსტრასენსობს, ეს უკვე ცრუ წინასწარმეტყველია. შეიძლება ვინმეს დაებადოს ასეთი კითხვა, კი მაგრამ, ძველად ხომ იყვნენ ქრისტიანებში ისეთი ადამიანები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ, ასევე კურნავდნენ ავადმყოფებსო? - იყვნენ ნამდვილად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ესენი იყვნენ მეუდაბნოე, ასკეტი მამები. თითქმის ყველა წინასწარმეტყველი და მკურნალი იყო მხოლოდ ასკეტი მამა. მათ ბერ-მონაზვნური, მოწამებრივი მოღვაწეობის შედეგად მიიღეს ღვთისგან კურნების ძალა, წინასწარხედვის და სხვა მრავალი ნიჭი.

ადამიანი მიდის თითქოს თავისი კეთილდღეობისთვის ნათელმხილველებთან და პირიქით, ამით მოიმკის არა კეთილდღეობას, არამედ ღვთის რისხვას. ეს მინდა ყველამ იცოდეს. მე როგორც მოძღვარი, მოვუწოდებ მათ, ვინც კი თავის დროზე მიმართა ასეთ ადამიანებს, შეინანონ.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ძალების მსახურებაში მყოფნი, არამარტო სულიერად გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს იზიდავენ თავიანთ რიგებში, ზოგჯერ ეკლესიური ადამიანებიც ხვდებიან მათი მაგიური ზემოქმედების ტყვეობაში, რისგანაც, ძნელი ხდება თავის დაღწევა.

"ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელი მოდიოდიან თქვენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგანად იყვნენ მგელ მტაცებელ" - უფლის მცნებად დადებული სახარების ეს სიტყვები გვავალდებულებს ბოროტ ძალებთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტას. მაგებთან და სხვა ოკულტურ არაკეთილისმყოფელი ძალების მატარებელ ადამიანებთან კონტაქტის დამყარება, თუნდაც მათი საშუალებით, დახმარებას და სიმართლეს გვაუწყებდეს დემონი, დიდ რისკთან არის დაკავშირებული, რადგან მოჩვენებითია მათი საქმიანობა და არავითარი სიკეთის მოტანა არ შეუძლია ჩვენი სულისათვის. ზიანის მიყენების ალბათობა კი გაცილებით დიდია, რომელიც ადრე თუ გვიან იჩენს თავს.

მაცხოვარი მკვდრებს აღადგენდა, ბრმებს, ხეიბრებსა და კეთროვან ადამიანებს კურნავდა, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა დაფარულად, ასე რომ, ჩვენ აქედან შეიძლება დავინახოთ ცრუ წინასწარმეტყველთა არასწორი ქმედება, ისინი მაცხოვრის მაგალითის საპირისპიროდ ამით აფიშირებენ, ამბობენ, რომ ვითომ ღვთისგან აქვთ მოცემული ეს ნიჭი, ზოგი მათგანი ეკლესიაშიც კი დადის, რომ მასში ვინმემ ეჭვი არ შეიტანოს და აი, ხალხსაც ჰგონია, რომ ღვთისგან აქვთ მათ მინიჭებული ეს მადლი, სინამდვილეში კი ბოროტს ემსახურებიან. ასე რომ, ჩვენ ადვილად შეგვიძლია ამოვიცნოთ ისინი.

მინდა მივმართო ამ საქმიანობით გატაცებულ ადამიანებს, რომ შეინანონ მათ ეს საშინელი ქმედება და ღმერთი მათაც აპატიებს. მაშინ როცა, სახარების ქადაგებას დღეს დიდი ადგილი ეთმობა, შესაბამისად, დემონებიც აძლიერებენ თავიანთ ქმედებებს, ცდილობენ თავიანთი გავლენის სფეროში მოაქციონ ადამიანები და არ მისცენ ქრისტეს მოძღვრების მიხედვით ცხოვრების საშუალება. ყოველივე ეს კი ჩვენი დროის ქრისტიანებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას და დიდ სულიერ სიფხიზლეს მოითხოვს, რაც საეკლესიო კანონთა და წმინდა მამათა დადგენილებების თანმიმდევრულ შესრულებაში უნდა გამოიხატებოდეს. "ნუ ყოველი სული გრწამნ" - გვაფრთხილებს წმინდა იოანე მახარებელი, ეს ყოველ წუთს უნდა გვახსოვდეს.

- მათეს სახარების ერთ-ერთ პუნქტში ვკითხულობთ: "ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანანი და უკანანი წინა". მამა ალექსანდრე, რა აზრია ამ სიტყვებში ჩადებული?

- ამ შესანიშნავ გამოთქმაში მოცემულია მთელი კაცობრიობის ხვედრი, გლობალურად, მოცემულია დიდი სახელმწიფოების იმპერიების აღზევება-დაცემა, პიროვნულად კი ეს გამოთქმა ყველა ჩვენგანის ცხოვრებას ესადაგება. ეს სიტყვები ყველა დროში იყო აქტუალური, განსაკუთრებულად კი, ძალიან შეესაბამება დღევანდელ ყოფიერებას. მთავარია ამ სიტყვების არა გარეგნული, არამედ შინგანი სულიერი განმარტება.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე მუდამ იყო და არის გაჭირვებულების, დაჩაგრულების და სიმართლისათვის დევნილების მხარეს, ამ სიტყვებით, მაცხოვარი ამხნევებს და ანუგეშებს შეჭირვებულებს და მოუწოდებს სინანულისაკენ, მოთმინებისკენ და თუ მათ ექნებათ მოთმინება და უფლის რწმენა, მაშინ მათი დაჩაგრული მდგომარეობა აუცილებლად შეიცვლება გამარჯვებით. ამას გვპირდება მაცხოვარი.

არის ასევე სხვანაირი განმარტებაც, ასევე მეტად მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით, ყველაზე საბრალო, უბედური და გაჭირვებული ის ადამიანია, რომელიც ცოდვებში ცხოვრობს. ასეთებს მაცხოვარი მოუწოდებს სინანულისკენ და თუ მათ ჭეშმარიტი სინანული ექნებათ, პირდება, რომ მაშინ ის აპატიებს მათ ყველა ცოდვას. თუ გუშინდელი ცოდვილი დღეს შეინანებს, მაშინ დღეს ის შეიძლება იყოს ზნეობრივი მაგალითი სხვებისთვის. წმინდანთა ცხოვრებაში ამის უამრავი მაგალითია. მაგალითად, ცნობილი მეძავი წარსულში მარიამ მეგვიპტელი, შემდგომ უდიდესი წმინდანი გახდა. ასევე იყო დაუნდობელი ყაჩაღი და კაცის მკვლელი წმინდა მოსე შავი. შეიძლება ამ სიტყვებს ასეთი განმარტებაც მივცეთ, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს... და ბოლოს სახარების ამ პუნქტში, წმინდა მამათა განმარტებით, ლაპარაკია იმაზეც, რომ ვინც პირველი იყო ამქვეყნად თავისი ძალაუფლებით, სიმდიდრითა და წარჩინებულობით, შესაძლოა, უკანასკნელნი აღმოჩნდნენ ღვთის სამსჯავროზე, ხოლო ის ადამიანები, რომლებმაც მართლა შეინანეს, მაგრამ აქ უკანასკნელად მიიჩნეოდნენ, უღირსადაც კი ყურადღების მიქცევისა, პირველნი იქნებიან ზეციური მამის სამეუფოში.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

16.01.2014
იანვარში სამი უდიდესი დღესასწაული აღინიშნება: ეკლესიური კალენდრით ქრისტეშობა და ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat