"მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები..."
"მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები..."
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი აღნიშნავდა: "ჩვენი ერი მრავალ ცოდვაშია ჩავარდნილი ღვთის წინაშე, მაგრამ უპირველესი ჩვენი ვნება შურია. რაღაც განსხვავებული მიდრეკილება გვაქვს ამ საშინელი ვნებისადმი... ჩვენ ყოველნი ვართ საბრალონი და უბედურნი მონანი შავის ამის გველისა. ვისი ენა გამოთქვამს, ვისი კალამი აღწერს იმ ურიცხვ ვნებებს, რომლებიც ამ მოწამლული წყაროდან მომდინარეობენ და ჩვენს ქვეყანას ყოველ სიკეთეს მოაკლებენ". კითხვაზე, თუ რით შეიძლება აიხსნას ქართველი ხალხის განსაკუთრებული მიდრეკილება ამ ვნებისადმი, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი პასუხობს: ამის მიზეზი ის არის, რომ "ქრისტეს სჯულს, მადლსა და სულს სახარებისა ჩვენი გულის სიღრმემდე ჯერაც არ მოუღწევია, ჯერაც არ დაუმორჩილებია ჩვენი ბუნებაო". მრავალი ქართველი მწერალი თუ საზოგადო მოღვაწე ისტორიის ამა თუ იმ პერიოდში ჩვენი ერის წახდენისა და უბედურების მიზეზად სწორედ შურს მიიჩნევს, რომლისგანაც იშვებოდა განხეთქილება, მეფის ღალატი, მტერთადმი მიდრეკილება, ცილისწამება, დაბეზღება, ძმათა შორის სიძულვილი და კაცის კვლა. კონსტანტინე გამსახურდია გიორგი მეფეს ათქმევინებს: "ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები"...

ქართული ლიტერატურა ოდითგანვე ბიბლიურ-ქრისტიანული პარადიგმებითა და მრწამსით საზრდოობს. შურის - ამ მომაკვდინებელი ვნების - წარმოსაჩენადაც ზოგჯერ ბიბლიურ სახეებს იხსენებენ ქართველი მწერლები.

გვესაუბრება საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და რელიგიების ისტორიის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ქალბატონი ლალი დათაშვილი.

- ქართული მწერლობა აგიოგრაფიაზე აღმოცენდა. აგიოგრაფიამ მოამზადა მთელი შემდეგდროინდელი მწერლობა. მასში ჩამოყალიბდა ქრისტიანული ზნეობრივ-ესთეტიკური იდეალები და პრინციპები. როგორ აჩვენებენ ქართველი აგიოგრაფები შურის დამღუპველობას?

- "იოანე და ექვთიმე ათონელთა ცხოვრებაში" გიორგი მთაწმინდელი სატანის მოშურნეობას ასახელებს ქართველი ათონელების სვეგამწარებული ყოფის მთავარ მიზეზად, ჩვენს თანამემამულე ბერ-მონაზვნებზე თავდასხმებისა თუ მათთან დაპირისპირების, უსამართლო რეპრესიების მთავარ წყაროდ, რომელთაც დიდი ქართველი მამები და, კერძოდ, წმინდა ექვთიმე განიცდიდნენ ათონზე მოღვაწეობისას. იგი გვაუწყებს: "მბრძოლი იგი წმიდათა და მოშურნე კაცთა ცხოვრებისა ბელიარ, ხედვიდა რა სულიერთა ამათ წესთა, რომელ დაესხნეს მამასა ჩვენსა ეფთვიმეს და წარმატებას ძმათასა და თარგმნასა წიგნთა საღმრთოთასა, ფრიად ელმოდა და განილეოდა შურითა. და პოვა ვინმე საწყალობელი, სახითა მონაზონი, და აღძრა იგი მოკლვად წმიდისა მის". ეშმა შეჰპირდა მონაზონს: "უკუეთუ მოჰკლა მბრძოლი ჩემი ეფთვიმე, ფრიადი კეთილი ვყო შენ თანა". ამგვარად, შურის აღძვრის საფუძველი სხვისი სიკეთის მითვისება, მისი ჯიბრია (გავიხსენოთ ადამი, ევა, თვით სატანა...). ეშმა შურისა და ამპარტავნების აღძვრით იმორჩილებს სულს, ჯოჯოხეთის ცეცხლს უმზადებს. შედეგად საშინელება ხდება: იმ საწყალობელმა ბერმა წმინდა ექვთიმეზე თავდასხმის მცდელობისას ორი ახალგაზრდა მორჩილი დახოცა. წმინდა მთაზე მოღვაწე მონაზონი მკვლელად იქცა.

- ქართული თუ უცხოური ფოლკლორიც სავსეა შურიანი ძმების, დების, დედინაცვლების, ვეზირების, მეფეების სახეებით, სადაც შურის საგანია სილამაზე, გონიერება, სიმდიდრე, დიდება. სახლიდან აგდებენ, ყიდიან, მოსაკლავად იმეტებენ, ღალატობენ მოყვასს. ზღაპრებში არცთუ იშვიათად გვხვდება ძმათაგან გაყიდული იოსებ მშვენიერის ვარიაციები...

- ორ ცნობილ ზღაპარს გავიხსენებ:

"ეთერიანში" ჯერ დედინაცვლის მსხვერპლად იქცევა საწყალი გერი, შემდეგ კი მურმანის შურისა. მურმანი ულამაზესი ქალის ხელში ჩასაგდებად ეშმაკს მიჰყიდის სულს, რითაც მხოლოდ თვითონ კი არ გაიწირება გეენიისთვის, არამედ აბესალომსა და ეთერსაც ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევს. იმით კი, რომ მურმანის საფლავზე ეკალი ამოდის, ზღაპარი საგულისხმო სწავლებას გვაძლევს: შური სულში შერჭობილი ეკალია, დროულად თუ არ ამოიძრე, მთელ არსებას მოგიწამლავს, ცოდვილი ქმედებისთვის აღგძრავს.

"ამირანის ზღაპარში" ზედმეტად გაამპარტავნებული ამირანი მოინდომებს, ამქვეყნად მასზე ძლიერი არავინ იყოს, ამიტომ მისთვის ძალის მიმცემი ნათლიის - ქრისტე-ღმერთის - დამარცხებას მოიწადინებს. როცა ამ სურვილის აღსასრულებლად ნათლიას დაეჭიდება, მიიღებს კიდეც საუკუნო სასჯელს - კლდეზე მიჯაჭვულს ყორანი უკორტნის გულმკერდს. ზღაპარი მიგვანიშნებს, როგორ ჭამს, როგორ ანადგურებს შური ადამიანს.

ამირანი (მურმანის მსგავსად) სინანულზე არც კი ფიქრობს, ამიტომ დიდ ხუთშაბათს (როდესაც ზიარების საიდუმლო დაგვისახა მაცხოვარმა ცხონების გზად) მჭედელი ამაგრებს მორყეულ პალოს და აღადგენს გალეულ ჯაჭვს - შურს დამონებული ამირანი მონანიების გარეშე უფლის წყალობის ღირსი არ არის.

- როგორ არის გამოვლენილი შური "ვეფხისტყაოსანში"?

- "ღვთის მტრობა" (რაც პერსონაჟთა უბედურების უმთავრესი მიზეზია) "ვეფხისტყაოსანში" შურის გამოვლინებით იწყება. კერძოდ, პერსონაჟთა იდილიური ყოფა უბედურებით იცვლება ტარიელის ხატაეთიდან გამარჯვებით დაბრუნების შემდეგ. ფარსადან მეფე, რომელიც შვილად ზრდიდა ტარიელს, შეჰხაროდა მას, დიდი ზარ-ზეიმით დახვდა ნაომარს, მოულოდნელად უარყოფს შვილობილს და უცხოს ეპატიჟება მეფედ დასასმელად. რაკი მან იცის ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის ამბავი, ცხადია, გააზრებულად მოქმედებს შვილის, აღზრდილისა და თვით ინდოეთის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არის, რომ მეფეს არ მოეწონა ის შეუფარავი აღტაცება, რომელსაც ნადიმზე ხალხი ამჟღავნებდა ტარიელის მიმართ. ფარსადანი დაიჩრდილა, უკანა პლანზე გადაინაცვლა. შურით აღძრულმა მეფემ სასწრაფოდ მოიფიქრა მასზე უკეთესი ხელქვეითის უფლებათა შეზღუდვის გეგმა. მისი ამ ნაბიჯით გაძლიერდა ღვთის მტერი - ეშმა და ხვარაზმელი უფლისწულის მკვლელობამ "შვიდი ცის ბორბალი" რისხვით დაატრიალა პოემის გმირთა თავზე.

- შური სულხან-საბა ორბელიანის რამდენიმე არაკის თემაც არის...

- "ინდოთ მეფე და ვაზირნი" მოგვითხრობს, რომ უხუცესი ვეზირის მტრობამ მისი კოლეგები ჯერ მკვლელებად აქცია, შემდეგ კი სიცოცხლესაც გამოასალმა. ყველაფერი შურმა გამოიწვია: "უხუცესი ვაზირი მეფესა დიდად უყვარდა, თავსაცა თვისსა ერჩივნა, და ოთხნი აუმტერდნენ, თქვეს: რამცა ვუყოთ მას, რომე მეფე მისსა სიტყვასა ზედა დგას და მორჩილი რჩევისა მისისა არს, და ჩვენ არარას გვეკითხვის?" ოთხივემ ცალ-ცალკე უამბო მეფეს სიზმარი, თითქოს მამამისი - გარდაცვლილი ხელმწიფე - რჩევის საკითხავად საიქიოში იბარებდა უხუცეს ვეზირს. მაგრამ ჭკვიანი ვეზირი დაწვასაც გადაურჩა და "საიქიოდან მობრუნებულმა" ოთხივე მტერი ჯოჯოხეთში გაისტუმრა. "თავიანთი ნაქმარი მათვე გარდახდაო", - შენიშნავს საბა, რითაც გვარწმუნებს, რომ მოუნანიებელი მძიმე ცოდვა კაცს უკან უბრუნდება და ორსავე სოფელში მწარე სასჯელად ექცევა.

"თვალხილულსა და უსინათლოში" სხვისი ვერცხლის ხელში ჩაგდების სურვილით ანთებულ ბრმას აღარც თანამოძმის მუდარა ესმის და არც მისი გამაფრთხილებელი სიტყვები: "ღვთისა არა გეშინოდა!" აქ კიდევ ერთი ნიუანსი წარმოჩნდება:

შური ღვთის შიშსა და სიყვარულს კლავს ადამიანის სულში.

შური ხანდახან ისე უბნელებს გონებას ადამიანს, რომ მოვლენათა განსჯის უნარსაც ართმევს. იგავი "სამნი ძმანი" მოგვითხრობს, რომ ორმა ბოროტმა ძმამ მესამე, "მართალი და ღვთისმოსავი", შინიდან გააგდო - შურით აღძრულებმა მის მიერ ნაპოვნი ფლურებით სავსე ქილის მოპარვა განიზრახეს. უფალმა ფული ქვეწარმავლებად მოაჩვენა. მათ გადაწყვიტეს, ეს ამბავი ძმამ დახოცვის მიზნით მოგვიწყოო და ცოლ-შვილითურთ რომ გაეჟლიტათ, "ქვეწარმავლებით" სავსე ქილა სახლში შეუგდეს. ასე გაურჯელად მისცა უფალმა მართალ კაცს ფული ("უფალსა უყვარან მართალნი" - ფს. 145,5), ბოროტი ძმები კი დააზარალა.

პარალელის გავლების მიზნით საბა დადებით მაგალითებსაც გვიჩვენებს. "ორნი ძმანი" მოგვითხრობს, ორი ძმა, ერთი ცოლშვილიანი და მეორე უცოლშვილო, როგორ იღებს თავისი ორმოდან პურს და ძმის ორმოში ყრის - მას უფრო დასჭირდებაო. საგულისხმოა მწერლის დასკვნა: "ღმერთმა ორთავე განუმრავლა ყოველი და არა მოაკლდა საზრდო მათ".

როგორც ვნახეთ, "სიბრძნე-სიცრუისას" მიხედვით, შური ვნებს ადამიანთა საზოგადოებას, ხოლო უშურველობა, მოყვასის სიყვარული კაცის სულიერ აღშენებასა და მის "არსობის პურით" აღვსებას იწვევს.

- დავით გურამიშვილი შურს სატანის დასაყრდენ თვისებად მიიჩნევს. "ქართლის ჭირის" ერთ-ერთი მიზეზი სწორედ შურია...

- გურამიშვილი ყოველივეს პირად ტკივილად განიცდის. წარსული თუ აწმყო მისთვის იმდენად მნიშვნელობს, რამდენადაც გარდატყდება და გამოიხურვება მის პიროვნულ ბრძმედში. ამიტომ გოდებს:

"შურმან მე დიდად დამკოდა, ხმალი შემომკრა მისრისა,
მსხვილს შვილებს ყელი დამიჭრა, წვრილები ფეხით მისრისა...
ვით აღლესილი ლახვარი, მით სევდა გულსა მისრისა!"


პოეტისთვის შური "მისრის ხმლის შემოკვრაა". მისრეთი ძველ საქართველოში ეგვიპტის ერთ-ერთ სახელთაგანი იყო. მისრეთის ხმალი, რომელიც დავითს შვილებს უნადგურებს, ჩვენი აზრით, "ფარაონის ხმალია", ეგვიპტის მბრძანებლის შურის გამო რომ ანადგურებდა ებრაელთა ვაჟიშვილებს, რათა ფარაონისთვის არასასიამოვნო წინასწარმეტყველება თავიდან აეცილებინა. ანალოგიური ხოცვა-ჟლეტა ჰეროდეს ბრძანებითაც გამეორდა (მაცხოვრის შობისას), რათა ამ უკანასკნელს ტახტი არ დაეკარგა.

შურის გამო ქართლში დატრიალებულ უბედურებას დავით გურამიშვილი საკუთარი შვილების დახოცვასავით მწარედ განიცდის და გულში პირბასრი მახვილით მიყენებულ ჭრილობასავით სტკივა. პოეტი დარწმუნებულია, რომ არა მხოლოდ ფარაონს, რომელიც, ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების მიხედვით, სატანის მიწიერი სახეა, ან ჰეროდეს - ახალი დროის სატანას, იპყრობს და იმორჩილებს ეშმა, არამედ ყოველ კაცს, რომელსაც კი გულში შური შეეპარება, ამიტომ გვაფრთხილებს: სულიერი "მარილით" დავძლიოთ უკეთურება.

დავით გურამიშვილი, გიორგი მთაწმინდელის მსგავსად, მეშურნეს სატანის ერთ-ერთ სახელად იყენებს - მიგვანიშნებს, რომ სწორედ შურით დაეცა სატანა, მანამდე ნათლის ანგელოზი. თანაც გვასწავლის, რომ ეშმა მხოლოდ მაშინ მოკალათდება ადამიანის სულში, თუ იქ ცოდვა გადასძლევს მადლს, შემდეგ კი ფარულ ძალას გამოაჩენს. შედეგი, ბუნებრივია, სასუფევლის ნეტარების დაკარგვაა.

- წმინდა ილია მართალმა ლუარსაბ თათქარიძის სახეში პიროვნებისთვის განსაკუთრებით საზიანო თვისებებს მოუყარა თავი. ცხადია, არც შური გამორჩენია...

- ლუარსაბი სულ იმაზე ფიქრობს, ძმაზე მეტი ქონება, ვენახი თუ სახნავ-სათესი ჰქონდეს. რძალთან ტრაბახისა და "აზრის აღებ-მიცემის" მთავარი თემაც ეს არის. შვილიც მართლა კი არ უნდოდა, - გვარწმუნებს მწერალი, - არამედ ძმის გამოსაჯავრებლად, რომ მისი მამული დავითს არ დარჩენოდაო. თათქარიძის "ლოცვა" და უფალთან ურთიერთობა ძმის დაბეზღებით შემოიფარგლება. ეს "ახალი კაენი" სახარებისეული ფარისეველივით ცდილობს, ძმა დააკნინოს ღვთის თვალში და საკუთარი "კაიკაცობა" ამის ხარჯზე წარმოაჩინოს.

- შურის მოქმედებას ახალი დროის ლიტერატურაშიც ვხვდებით...

- კონსტანტინე გამსახურდიამ ხუროთმოძღვრისთვის "მკლავის წარკვეთის დიდებული ლეგენდა" მოაქცია რომანის მოვლენათა ფოკუსში. ანუ ნაწარმოების მიზნად დასახა, მკითხველი კიდევ ერთხელ დაეფიქრებინა ადამიანთა უსამართლობაზე, "კაცთა სიავესა და ბედის ბრუნვაზე", ნიკოლოზ ბარათაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ. არსაკიძე ფარსმან სპარსის შურმა შეიწირა. ამ "უსამშობლო კონდოტიერმა" ყველა ღონეს მიმართა, რათა მისი ადგილის "მიმთვისებელი" - მეფის ახალი ხუროთმოძღვარი - გაენადგურებინა.

დასკვნისთვის შევნიშნავთ, რომ შურის კიდევ ერთი სახე არსებობს - საღმრთო მოშურნეობა ანუ კეთილი და ღირსეული ადამიანების ბაძვა, რაც, საბოლოოდ, უფლის ბაძვას ნიშნავს და ცხონებისა თუ "ახალი კაცის შესამოსად" საუფლო სწავლების აღსრულებაა: "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს" (მათე 5:48). ადამიანი ყოველწამიერად უნდა ცდილობდეს, სულში მხოლოდ ამ ტიპის შურს დაუთმოს ადგილი და ზეციერი მამისკენ სწრაფვით სრულ კაცად ჩამოყალიბდეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat