გლობალიზაციისაკენ სწრაფვამ გააფერმკრთალა ოჯახური ტრადიციები
გლობალიზაციისაკენ სწრაფვამ გააფერმკრთალა ოჯახური ტრადიციები
1. რამდენად ღვთისმორჩილნი ვართ. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მივიღეთ, უფალს უფრო დავცილდით თუ დავუახლოვდით?

2. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქადაგების დროს ხშირად საუბრობს სინერგიაზე.

3. შესაძლებელია, თანამედროვე პირობებში იცხოვრო მოძღვრის კურთხევით და შენი ყოველდღიური საქმიანობა ღვთის ნებას დაუქვემდებარო?

ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ პარლამენტარი თემურ ჭკუასელი და მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი იაკობ სებისკვერაძე.


თემურ ჭკუასელი, 68 წლის, მწერალი, პუბლიცისტი, ანსამბლ "ქართული ხმების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის წევრი, ავტორი წიგნებისა: "წინ, წინაპრებისაკენ", "კვამლის სინდრომი", "სეიკო", "ზღვა იყო უფრო მშვიდი, ვიდრე ხმელეთი", "სიმღერით გამთბარი მიწა". მისი მეუღლეა ნანა კობიძე - პროფესიით ექიმი; ჰყავთ შვილები: დავითი და მამუკა.

1-2. ყველა რელიგია კაცთმოყვარეობას და შემწყალებლობას ქადაგებს. მით უმეტეს, მართლმადიდებლობა. ადამიანები რომ ამ ზნეობრივ ნორმებს იცავდნენ, მართლაც იდეალურად აეწყობოდა მთელი სამყარო.

ერთია, დადიოდე ეკლესიაში და ზედმიწევნით იცავდე ყველა იმ წესს, რასაც მორწმუნისგან ითხოვენ, შენი ქცევით და ცხოვრების წესით კი არაფერი გქონდეს საერთო შენს რელიგიურ მისწრაფებებთან, მაგრამ ზოგჯერ პირიქითაც ხდება, არიან შინაგანად გაწონასწორებული, ზნეობრივად სპეტაკი პიროვნებები, რომლებიც, მართალია, დიდად ეკლესიურნი არ ჩანან, მაგრამ მოკრძალებული ბუნებითა და საქმისადმი პასუხისმგებლობით, დადებით როლს ასრულებენ საზოგადოებაში. ზნეობრივისა და ეკლესიურის შერწყმა ცხადია, იდეალურია, მაგრამ ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება.

თქვენ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ახსენეთ, რომლის ბრძნულ მოწოდებებს მართლაც უდიდესი ძალა აქვს მრევლისათვის და არა მხოლოდ მათთვის. მისი ქადაგებებით გარემო წყნარდება. თქვენს შეკითხვაზე მე ბევრი მიფიქრია. ტრადიციული ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენს სამი ათასწლოვან ისტორიას რომ თვალი გავადევნოთ, ქართველ კაცს მუდმივი ფორიაქი სისხლში აქვს გამჯდარი. ჩემეული ხედვით, დუღილის პერიოდი ჯერაც არ დასრულებულა და დღემდე მაჭრის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩემი პროფესიის წყალობით, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მოვინახულე. ევროპელები თითქოს მოწოდებულნი არიან მშვიდი და წყნარი ცხოვრებისათვის და ასე ინარჩუნებენ სულიერ წონასწორობას. ავსტრიაში ექიმს რომ ვკითხე, ვინ იყო ამ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, არ ვიციო. ხომ გენიალურია, არა? ჩვენთან ხომ ნებისმიერმა ადამიანმა იცის ნებისმიერ მინისტრზე ბევრად უფრო მეტი, ვიდრე მას მოეთხოვება იცოდეს. თუ დამიჯერებთ, როცა ავსტრიელ ბიზნესმენს შევეკითხე, ვინ იყო საგადასახადო სამსახურის უფროსი, ჯერ დაფიქრდა, მერე ცოტათი შეცბა კიდეც და ბოლოს, მორიდებით გამომიტყდა, რომ არ იცოდა.

ქართული ხასიათის თვისება რომ დუღილია, ამაზე დავწერე მოთხრობა "სეიკო". ერთ უბანში (უბანი აქ ქვეყნის მნიშვნელობითაა) გამოჩნდება კაცი, რომელიც ყველას შორეული ნაოსნობის კაპიტანი ჰგონია და კაპიტანს ეძახიან. ერთხელაც ამ კაცმა იაპონური მამალი ჩამოიყვანა მოგზაურობიდან, რომელიც, იაპონური დროით, ღამის ორ საათზე იწყებს ხოლმე ყივილს და მთელ უბანს აღვიძებს. შუაღამით ყივილი როგორია? ჰოდა, ყველანი ერთხმად მოითხოვენ ამ მამლის დაკვლას. კაპიტანი დარწმუნდა, ხალხთან ლაპარაკი ვერავითარ შედეგს გამოიღებდა და გადაწყვიტა, ბავშვებს და ახალგაზრდებს დალაპარაკებოდა იმაზე, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ. რომ ჩვენ ვართ ჩამოყალიბებული ინდივიდუალისტები, გვიჭირს ერთობა, ერთად ყოფნა, პირველობა კი ყველას უნდა. მოკლედ, ეს კაპიტანი უყვება ახალგაზრდებს ისეთი ადამიანების არსებობის შესახებ, რომლებიც ჭიანჭველის პრინციპით ცხოვრობენ; ყველა ერთად აკეთებს იმ საქმეს, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ქვეყნის წინსვლა და აღმშენებლობა ხომ პროფესიონალიზმით მიიღწევა და ყოველმა ადამიანმა რომ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გაიღოს სამშობლოს განვითარებისთვის, ამას რა აჯობებდა? ამიტომაც მგონია, რომ დუღილი და მუდმივი ფორიაქი ჩვენს ხასიათში იმით კი არ არის გამოწვეული, რომ ღმერთს დავცილდით და დავივიწყეთ მისი მთავარი მცნებები. ეს თვისება ჩვენს ჯიშშია ჩადებული და ჩვენი დაღვინების პროცესს, ვფიქრობ, კიდევ კარგა ხანი დასჭირდება.

სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, ჩემი მეგობრული საუბრები ჩვენს დღევანდელ პრემიერთან ძირითადად სწორედ ამაზე იყო აგებული.

ჩოხატაურის რაიონიდან მაჟორიტარული წესით ამირჩიეს პარლამენტში. ვცდილობ, ყველა ადამიანთან მივიდე, მოვუსმინო, რადგან ეს ჩემი უშუალო მოვალეობაცაა. ხალხთან საუბრის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ძნელია სულიერებაზე იფიქრო მაშინ, როცა ოჯახის ფიზიკურ გადარჩენაზე გიწევს ფიქრი. ეს რეგიონებში იმდენად საგრძნობია, ხანდახან მრცხვენია კიდეც, რომ არსებობის პური მაქვს. ელემენტარული დახმარება, რასაც ისინი მთავრობისგან მოითხოვენ, რაში წაადგებათ, თუ ქვეყანაში სიტუაცია არ შეიცვალა. ბევრია დაუსაქმებელი, მაგრამ ძლიერი ოჯახებიც მინახავს, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა. ასეთი ოჯახები თავიანთი თავდადებული შრომით, როგორც კი წელში გაიმართებიან და ჭარბ პროდუქციას დააგროვებენ, მაშინვე შეუდგებიან ეკლესიის მშენებლობას, რომელიც სოფლის ერთგვარი გამაერთიანებლის ფუნქციასაც ასრულებს.

ჩემი აზრით, ყველა ადამიანს თავისი დაფარული დამოკიდებულება აქვს უფალთან, რასაც ყველა თავისებურად გამოხატავს. არ მიყვარს იმის გამომზეურება, რაც დაფარული უნდა იყოს ღმერთსა და კაცს შორის, ანუ ხაზგასმა იმისა, რომ ადამიანი მარხულია, ლოცულობს, დადის მოძღვართან, ეზიარება და ა.შ.

ვფიქრობ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. მთავარია, ეკლესია გვმფარველობს.


იაკობ სებისკვერაძე, 40 წლის, მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი. მისი მეუღლეა ეკატერინე გაბუნია-სებისკვერაძე, ჰყავთ შვილები: დავითი, ქრისტინე და ანასტასია.

1. თუ ისტორიულ გამოცდილებას ჩვენს დღევანდელობასთან დავაკავშირებთ და ეკლესიის გზიდან არ გადავუხვევთ, მაშინ ღმერთსაც არ დავცილდებით, რადგან ისეთ გეოპოლიტიკურ გარემოში ვცხოვრობთ, სხვაგვარად ვერ გადავრჩებით. ჩვენს ორ უდიდეს მოსაზღვრე ქვეყანას, რუსეთს და თურქეთს, ყოველთვის იმპერიული მიზნები ამოძრავებდა პატარა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. დღესაც ასეა. 1996 წლიდან მოსკოვში ვცხოვრობ ოჯახთან ერთად, მაგრამ ქართული ტელეარხების საშუალებით ვადევნებ თვალ-ყურს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. რაც 17 მაისს თბილისში მოხდა, ძალზე შემაშფოთებელი იყო. გეიაღლუმების მოწყობის ყოველგვარი მცდელობა დაუშვებელი უნდა იყოს იმ ქვეყანაში, სადაც 90%-ზე მეტი მართლმადიდებელი ცხოვრობს. ჩვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ მართლმადიდებლობის, რომელმაც ქართველობა შეგვინარჩუნა და ჩვენი ქვეყანა აქამდე მოიყვანა, ღალატი არ ეგების, მეტადრე მაშინ, როცა ვინმე გარყვნილების პროპაგანდისა და ჩვენი ეკლესიისათვის მიუღებელი ცოდვების მიზანშეწონილობაში დარწმუნებას შეეცდება.

2. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უდიდესი პიროვნებაა ქრისტიანულ სამყაროში. არც ერთ მართლმადიდებელ ქვეყანაში არ არის სარწმუნოება იმ დონეზე, როგორც საქართველოშია.

თუ რამდენად ქრისტიანული ქვეყანა ვართ, ამას უფრო უცხოელი ხედავს, ვიდრე ჩვენ. ერთმა რუსმა მეგობარმა საქართველოდან მოსკოვში დაბრუნების მერე გაოცებულმა მითხრა, - ამდენი ჯვარი, ამდენი ტაძარი, ამდენი მორწმუნე ადამიანი, რამდენიც საქართველოში ვნახე, არსად მინახავს და ყველაზე საკვირველი ის არის, რომ ეკლესიის მრევლი ძირითადად ახალგაზრდები არიანო. თუ რამდენად არის საქართველოში მორწმუნე ადამიანის ცხოვრება და საქმიანობა ღვთის ნებას დაქვემდებარებული, ამ შეფასებიდან უფრო კარგად ჩანს.

ოჯახს გადამწყვეტი როლი უკავია მართლმადიდებლობის შენარჩუნებაში. შეიძლება სხვებთან შედარებით დიდი ეკლესიურობით არც მე გამოვირჩეოდე, მაგრამ ჩემს ქრისტიანობაზე წინ ვერავის დავაყენებ. მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ვცდილობ, შევინარჩუნო მისი ტრადიციები და ქრისტიანული ღირებულებები, ამიტომ მგონია, რომ ჩვენი დაღუპვაც და გადარჩენაც ჩვენს ხელთაა. თუ ჩვენს თავს ჩვენვე არ ვუშველეთ, ვერც რუსეთი გვიშველის, ვერც თურქეთი და ვერც ამერიკა. მართალია, რუსეთში ვცხოვრობ, მაგრამ ოჯახში ყველა ქართულად ვლაპარაკობთ, ქართულ სატელევიზიო პროგრამებს ვუყურებთ, ქართულ ტაძარში დავდივართ და ამ გარემოში ზოგჯერ ვერც კი გრძნობ, რომ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ. როცა ქართველი კაცი სხვა მიწაზე დაიკრძალება, არაფერია ამაზე ცუდი, ამიტომ საქართველოში აუცილებლად დავბრუნდებით.

მოძღვრის კურთხევა, რა თქმა უნდა, კარგია და აუცილებელიც, მაგრამ ეს შინაგანი რწმენიდან უნდა მომდინარეობდეს. ზოგჯერ ძალიან ზერელედ და მოვალეობის მიზნით იღებენ კურთხევას მოძღვრისაგან. ასეთი კურთხევა, ვფიქრობ, ნამდვილად არავის წაადგება.


თემის განხილვაში მონაწილეობს ურბნისისა და რუისის ეპარქიის ღელეს მამათა მონასტრისა და ღირსი ლაზარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ბერ-დიაკონი მამა კირიონი (ადეიშვილი).

- მამა კირიონ, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II ხშირად მოუწოდებს ერს სინერგიისაკენ, თქვენი აზრით, რამდენად ღვთისმოშიშია ჩვენი ერი?

- უწმინდესი ყოვლისმომცველად ქადაგებს ყოველთვის ამბიონიდან. ყოველი კუთხით ხედავს ადამიანს, ყოველ ნიუანსს ამჩნევს, რა ხდება ერში, ერის ტკივილი სტკივა და მისი სიხარული ახარებს. ის ხომ დიდი ხნის მოღვაწე გამოცდილი ბერია და თავის თავზე აქვს გადატანილი ბევრი განსაცდელი და სულიერი ტკივილი. ეროვნული და საეკლესიო ხელისუფალნი თანხმობით აგვარებდნენ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ამიტომ ეკლესიური მიდგომა და ხედვა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყოველმა ხელისუფალმა, სახელმწიფოებრივი აზროვნება კი, ყოველ სასულიერო პირს მოეთხოვება. როცა სახელმწიფო ეკლესიურ ზნეობას უგულებელყოფს და ცდილობს ახალი დროების შესაბამისი ზნეობრივი ნორმები დაგიდგინოს, ასეთ შემთხვევაში ეჭვქვეშ დგება საერო ხელისუფალთა სანდოობა და ურთიერთობები გადასახედია.

როცა არჩევანს ქრისტიანულ მცნებებზე, ღირებულებებსა და ზნეობრივ ნორმებზე დაყრდნობით ვაკეთებთ, სწორედ მაშინ ვაღწევთ სინერგიას - ღვთისა და ადამიანის ნების ურთიერთშერწყმას. ოღონდ ისე არ უნდა მოხდეს, რომ რახან ეკლესია მოგვიწოდებს, გამოვიძიოთ ღვთის ნება ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, ყოველივე ღმერთს მივანდოთ და ჩვენი მონდომება და დასახული მიზნისკენ სწრაფვა მხოლოდ ღვთისადმი აღვლენილი ლოცვით შემოიფარგლებოდეს, ლოცვასთან ერთად ძალიან ბევრი შრომა და ძალისხმევაა საჭირო ყოველი საქმის წარმატებისთვის. ნათქვამი რომ უფრო გასაგები გახდეს, ჩემი ცხოვრების მაგალითზე შევეცდები აგიხსნათ. ბერად აღკვეცის სურვილი ჩემი გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო, ეს მარტო ღვთის ნებით არ მოხდებოდა. შევთხოვ უფალს შემწეობას ამ გზაზე. ბერად აღკვეცის შემდეგ ხატწერით დავინტერესდი. როცა ღმერთმა დაინახა ჩემი მონდომება და დიდი სურვილი, შემეწია ამ საქმეში, ასე რომ არ მომხდარიყო, მეუფე იობიც არ მაკურთხებდა, სახელოსნოს მოწყობაზე მეფიქრა. ამ სამი წლის განმავლობაში უფალი ისე მეხმარებოდა, ეს სასწაული იყო ჩემთვის. ღვთის ნება იყო, რასაკვირველია, ისიც, რომ დაფუძნდა ღელეს მამათა მონასტერი. მართალია, ყოველ კეთილ საქმეს გარკვეული სიძნელეები ეღობება წინ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ღვთის ნება არ არის და მოდი, ახლა გავჩერდები, დაველოდები, როდის გამიცხადდება ღვთის ნება და თუ უფლისთვის ეს სათნო იქნება, იგი გააკეთებს ჩემს მაგივრად ყველაფერსო. თუ ჩვენ გვინდა, არ ავცდეთ გადარჩენის გზას, აუცილებელია ხშირი ურთიერთობა მოძღვართან და მისი ლოცვა-კურთხევით ცხოვრება, რათა უფრო მეტად დაცულნი ვიყოთ, თუმცა წინააღმდეგობებისაგან ბოლომდე დაცულნი ვერ ვიქნებით, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს და ხელი არ აგვაღებინოს კეთილ საქმიანობაზე. ლოცვა-კურთხევა ჩვენ გვიცავს და გვაძლიერებს სულიერად და გამოუვალ ვითარებაში, მოულოდნელად გამოგვიჩენს გზას.

- მოძღვრის ლოცვა-კურთხევასთან ერთად, როგორც უწმინდესს არაერთხელ აღუნიშნავს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების კურთხევას შვილებზე.

- რა თქმა უნდა, ოჯახი პატარა ეკლესიაა, ოჯახებისაგან შედგება ერი, აქედან იწყება ყოველი სიწმინდე და სიკეთე, მით უმეტეს საქართველოში ოჯახურ ტრადიციებზე იდგა ჩვენი ქვეყანა ათასწლეულების განმავლობაში. ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ მომავალ თაობაში ეკლესიისა და სამშობლოს სიყვარული ჩაენერგათ და ადრეულ ასაკშივე გაეღვიძებინათ მათში შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის კეთილი მარცვალი. ადამიანს ბავშვობიდანვე უნდა აღექვა და ესწავლა, რას ნიშნავდა ხელმოკლე ცხოვრება, სიძნელეებთან დაპირისპირება, განსაცდელების გადალახვა. ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ მშობლის სიყვარული და დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ მათ რჩევებსა და კურთხევას. ვფიქრობ, დღევანდელი თაობა ნაკლებ მონდომებას ამჟღავნებს ამ კუთხით და ამიტომაც მოგვიწოდებს ჩვენი პატრიარქი მშობლების კურთხევით ვიცხოვროთ და თბილად და სიყვარულით მოვეპყრათ მათ, დღეს, ჩემი აზრით, მატერიალური ცხოვრებით უფრო მეტი დაინტერესება იგრძნობა, ვიდრე სულიერით, ალბათ ეს დრომ და თანამედროვე ცხოვრებამ მოიტანა. გლობალიზაციისაკენ სწრაფვამ გააფერმკრთალა ოჯახური ტრადიციები, მოზარდებს როგორც კი მიუთითებ ეკლესიური თუ ტრადიციული ცხოვრების წესზე, მაშინვე აწყდები მათგან წინააღმდეგობას; გეუბნება, ეს სახელმწიფოებრივ აზროვნებას ეწინააღმდეგებაო და ასე თანდათანობით იმკვიდრებს ჩვენს ახალგაზრდობაში თანამედროვეობის სული. ეკლესიურ და არაეკლესიურ პიროვნებას შორის მთავარი განსხვავება სწორედ ისაა, რომ ღვთისმორწმუნე კაცი ცდილობს, უპირველესად ღმერთს მოაწონოს თავი, გული მოდრიკოს, თავისი ლოცვა, ღვაწლი და პროფესიონალიზმი ღვთის დიდებისა და ადამიანთა სიკეთის სამსახურში ჩააყენოს და ნაკლებად იფიქროს კაცობრიობაზე.

ეკლესია ქრისტეს მისტიკური სხეულია, რომლის თავიც თვითონ მაცხოვარია, ამიტომ უფლის ნება უპირველესად მის მიმდევრებზე ვრცელდება. ადამიანიც კი, რომელსაც თანამდებობა უკავია, თავისი ნებით ირჩევს მის ხელქვეითს. რაოდენ მეტად იქნება ეს წესი დაცული უფალთან მიმართებაში - არა? ზოგიერთ დაწესებულებაში თანამშრომელს გამოსაცდელი ვადით იღებენ სამსახურში, გაიცნობენ, დააკვირდებიან, რამდენად კომპეტენტური იქნება ესა თუ ის პიროვნება და მისი შესაძლებლობებისა და მონაცემების მიხედვით ამტკიცებენ შესაბამის ადგილზე, ან უარით ისტუმრებენ. ეს შედარება შეიძლება გამოგვადგეს უფალთან მიმართებითაც. ჩვენგან განსხვავებით, უფალი ყველაფერს წინასწარ ხედავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გეგმავს რაიმეს, თუმცა აქვს წინასწარგანზრახულობა. ეს ჩვენ, ადამიანები ვგეგმავთ, რადგან ვერ განვჭვრეტთ ზუსტად მომავალს და მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია რაიმეზე, თუმცა აქაც უფალზეა დამოკიდებული, რამდენად განგვიცხადებს თავის ნებას. ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია წინასწარგანზრახულობაც თავისივე ნებით შეცვალოს. ამიტომ უნდა მივენდოთ მას ყოველ საქმეში და ჩვენი ცხოვრება მის წმინდა ნებას დავუმორჩილოთ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

16.01.2014
იანვარში სამი უდიდესი დღესასწაული აღინიშნება: ეკლესიური კალენდრით ქრისტეშობა და ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat