ჩვენი რელიგია ღმერთთან სწორ ურთიერთობას გულისხმობს
ჩვენი რელიგია ღმერთთან სწორ ურთიერთობას გულისხმობს
1. რა განსხვავებას ხედავთ თანამედროვე და წინა თაობის დედებს შორის?

2. დღეს ბევრს ლაპარაკობენ მამაკაცთა და ქალთა უფლებების გათანაბრებაზე. თქვენ როგორ უყურებთ ამ პრობლემას?

3. ბოლო წლების სტატისტიკით, სხვადასხვა მიზეზთა და გარემოებათა გამო, შობადობამ საგრძნობლად იკლო საქართველოში. სად ხედავთ გამოსავალს?

ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ ექიმი-ჰომეოპათი კახა საბახტარიშვილი, ქიმიკოსი მელსიკო-თამარ ტარიელაშვილი და საზღვაო ინჟინერი ზურაბ ჭავჭანიძე.

კახა საბახტარიშვილი, 51 წლის, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი, მისი მეუღლეა ანა გოგიშვილი - საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. ჰყავთ შვილები გიორგი და ზურაბი.

1. ცნობილი პედიატრი, პროფესორი ირაკლი ფაღავა გვასწავლიდა, თუ გინდათ, ჯანმრთელი თაობა გაიზარდოს, შვილები ბუნებრივი საკვებით გაზარდეთო. ბავშვის ბუნერივ კვებას, მართლაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, თანამედროვე დედები კი, რატომღაც, ხელოვნური საკვებით ზრდიან შვილებს.

2. ჩემი პოზიცია ამ საკითხზე ცალსახად მართლმადიდებლურია. ოჯახს უნდა ჰყავდეს უფროსი, ოჯახის თავი მამაკაცია. მამაკაცისა და ქალის ფუნქციები ისე უნდა იყოს განაწილებული, როგორც ქრისტიანულ ოჯახს შეჰფერის და რაც საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. დედის როლი შეუცვლელია, იგი არის ოჯახის ბურჯი, შვილების აღმზრდელი, ვფიქრობ, ამას არ ჩამითვლით აზიურ შეხედულებად.

3.
შობადობის გასაზრდელად სახელმწიფომ და საზოგადოებამ მატერიალურად მეტად უნდა წაახალისონ მრავალშვილიანი ოჯახები. უწინარესად, თუ სახელმწიფო არ დაინტერესდა ერის გამრავლებით, ისე ეს პრობლემა არ მოგვარდება. უნდა შეიქმნას დახმარების გარკვეული ფონდები. არა მხოლოდ საქველმოქმედო ფონდებს ვგულისხმობ.


მელსიკო-თამარ ტარიელაშვილი, 75 წლის, ანალიზური ქიმიის სპეციალისტი.

1.
მშობლებს წარმმართველი როლი აქვთ შვილების მომავლის განსაზღვრაში. მამა არ მახსოვს, რადგან 1 წლის ვიყავი, როცა 1938 წელს დახვრიტეს და მთელი ჭაპანი დედამ გასწია. იგი დღესა და ღამეს ასწორებდა, რომ ჩემთვის არაფერი დაეკლო, მისი მოუცლელობის გამო მე გერმანელი ძიძა მყავდა. დედაჩემი, ალექსანდრა ტარიელაშვილი, პირველი გახლდათ საქართველოში, რომელიც ივანე ჯავახიშვილის მედლით დააჯილდოვეს. იგი ძალიან მომთხოვნი იყო ჩემს მიმართ. ახლა რომ ვუკვირდები, თანამედროვე დედებს სწორედ მომთხოვნელობა აკლიათ შვილებისადმი.

მახსოვს, ზაფხულობით კოჯორში ავდიოდით, იქ სასმელი წყალი ჭირდა. ჩვენ ჭა გვქონდა ეზოში და ჯარისკაცები რომ ჩამოივლიდნენ, ბავშვებს ჩაგვამწკრივებდნენ მშობლები, რათა მათთვის წყალი და მარილი მიგვეწოდებინა, მიუხედავად იმისა, საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, გვზრდიდნენ ქართული სულისკვეთებით, რასაც, სამწუხაროდ, დღეს მე ვერ ვხედავ.

2.
ქალი უნდა იყოს უპირველესად ქალი და უნდა მისდევდეს იმ საქმეს, რაც ქალურობას შეუნარჩუნებს. ომის წლებში გაიარა ჩემმა ბავშვობამ. ვხედავდი, ჩემი ეზოს ქალები როგორ კეკლუცობდნენ, სად იყო მაშინ სტილისტები, თავისი ხელით ილამაზებდნენ თავს, კაბებსაც თვითონ იკერავდნენ, ერთი კვირით ადრე ემზადებოდნენ ოპერის თეატრში წასასვლელად, თმას ცხელი მაშებით ან ბიგუდებით იხვევდნენ, თეატრში ფუშფუშებით, ჟაბოებით და საგანგებოდ გაწყობილი კაბებით მიდიოდნენ. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ამასწინათ ოპერაში შარვალ-ჩექმიანი გოგოები დავინახე. ამას ადრე ვინ იკადრებდა. მახსოვს, ბავშვი რომ ვიყავი, ცხონებულმა კალისტრატე ცინცაძემ მითხრა, - წითელი ყელსახვევით ტაძარში არ შეხვიდეო. ბავშვობიდან ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვასწავლიდნენ, სად როგორ მოვქცეულიყავით, რომ ჩვენი ჩაცმულობითა თუ საქციელით, რაიმე უხერხულობა არ გამოგვეწვია.

3. შობადობის კლებას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მიზეზი, ვფიქრობ, ისიც არის, რომ ახალგაზრდა ქალების მოზრდილი ნაწილი, ოჯახის შექმნაზე კი არა, უფრო სექსუალური პარტნიორის ძიებაზე ზრუნავს. აღვირახსნილობასა და სწორი ცხოვრების წესთან თუ ზღვარს არ გავავლებთ, ეს შობადობის შემცირებასთან ერთად სხვა ბევრ პრობლემასაც გამოიწვევს. გამოსავალს ისევ და ისევ მოზარდის სწორად აღზრდაში ვხედავ, რაც მშობლების უპირველესი ვალდებულებაა.


ზურაბ ჭავჭანიძე, 49 წლის, საზღვაო ინჟინერი, მისი მეუღლეა მაია ფარულავა, ჰყავთ ერთი შვილი - დავითი.

1. ადრე ქალი ცხოვრობდა ოჯახით, მისი მთავარი ფუქნცია, დანიშნულება, სიხარული, სევდა, ტკივილი თუ ბედნიერება ოჯახთან იყო დაკავშირებული, ამიტომ იყო ოჯახის ბურჯი და აქედან გამომდინარე, კაცისა და სამშობლოს დასაყრდენიც. დღევანდელი დედა ყოფით პრობლემებს არის მიჯაჭვული და ოჯახს ნაკლებ დროს უთმობს, რაც საფუძველი ხდება იმისა, რომ ვკარგავთ ტრადიციებს და ქრისტიანულ ღირებულებებს. სამწუხაროა, რომ ქალის ფუნქციამ ოჯახში დევალვაცია განიცადა, არადა, ქალი თუ მამაკაცის ფუნქციას გაითანაბრებს, ეს უპირველესად მასვე ავნებს. სწორედ აქედან იწყება მისი და მისი ოჯახის უბედურება.

2. ქალმა უნდა შეინარჩუნოს ის, რაც ღმერთმა მისცა. ავიღოთ მარტივი მაგალითი: ქალი ცხენზეც სხვაგვარად ჯდებოდა, გვერდულად, იმიტომ, რომ ქალის ფიზიოლოგია და ბიოლოგიური აგებულება განსხვავებულია მამაკაცისაგან. თანამედროვე ცხოვრების ტემპი მოითხოვს, დედამ შვილები ბაღში ან სკოლაში მანქანით მიიყვანოს, ოჯახური საქმეები მოაგვაროს. ამ ორომტრიალში ის თანათანობით კარგავს ქალურობას, იწყებს ისეთი რამის კეთებას, რაც მის ბუნებას არ შეეფერება, ეს კი ბოლოს მას თვისებაში გადაეზრდება და იკარგება სინაზე, მოკრძალება, კდემამოსილება. გამოსავალი, რა თქმა უნდა, მეტ ეკლესიურობასა და მეტი ზნეობრიობის შემოტანაშია.

3.
ბედნიერია ოჯახი, რომელსაც ბევრი შვილი ჰყავს და უფრო შეჭირვებულად ცხოვრობს, ვიდრე ვისაც ერთი შვილი ჰყავს და მდიდარია. მეც ერთი შვილი მყავს, რადგან ჩემმა მეუღლემ ვერ შეძლო მეტი შვილის გაჩენა, ეკონომიკურადაც არ მიჭირს, თუმცა მერჩივნა, 4-5 შვილი მაინც მყოლოდა და შეჭირვებულად ვცხოვრობდე. სიმდიდრე შვილებია. რა უნდა მისცეს მშობელმა შვილს დედმამიშვილზე მეტი ქონება. სხვათა შორის, ვნანობ, რომ ბავშვი არ ავიყვანე. მინდა ჩემი ბიჭი მალე დაოჯახდეს, რომ ბევრი შვილიშვილი მაინც მყავდეს.


თემის განხილვაში მონაწილეობს თელეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი მამა სერაფიმე ფილია.

- მამა სერაფიმე, თქვენ თუ ხედავთ რაიმე განსხვავებას თანამედროვე და წინა თაობის დედებს შორის?

- უწინარესად დაგლოცავთ. ჟურნალი მე ძალიან მომწონს. დიდ პატივს გცემთ ყველას, ვინც აქ მუშაობთ. ახლა რაც შეეხება გამოთქმას "თანამედროვე დედა". დედა შინაარსით რაც არის, იმისი არც გათანამედროვება შეიძლება და არც დაძველება. შეიძლება დედა არსებობდეს თანამედროვეობაში და სიძველეში. უდავოა, გათანამედროვება შეცვლასაც იწვევს გარკვეულწილად; ასეთ მაგალითს მოგიყვანთ: ვთქვათ, ქალი, რომელიც ცხოვრობს მარტო, ოჯახის გარეშე, ზრდის შვილს, აქვს კარგი სამსახური, მის შვილს არ უჭირს ფინანსურად, თავი კარგი, თანამედროვე დედა ჰგონია. ცხადია, არსებობს ასეთი გაგებაც, მაგრამ მე მართლმადიდებლური ხედვა უფრო მაინტერესებს და არა მოდური და თანამედროვე. რაც იყო, არის და უნდა იყოს, ამას ნიშნავს ორთოდოქსი, და არა რაღაც სიძველეში ჩარჩენას, როგორც ბევრს ჰგონია.

- დღეს ხშირად გვესმის დედაკაცისა და მამაკაცის უფლება-მოვალეობების გათანაბრებაზე, თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

- ყველაფრის პასუხი არის ბიბლიაში. იგი უძველესი სიბრძნეა, რომელიც ყველა დროს შეესატყვისება. ჩვენ გვაქვს ძველი და ახალი აღთქმა. აღთქმა არის პირობა ადამიანსა და ღმერთს შორის, კომუნიკაცია, ურთიერთობა, რომელიც დღემდე გრძელდება და ივსება ახალი ნიუანსებით, შეცდომებით ადამიანის მხრიდან, ზოგჯერ ბუნდოვანებითაც.

ბიბლიაში არის ასეთი განმარტება, რომ კაენის შთამომავლები გაიყვნენ ორად - შეთის და ვამეხის შთამომავლებად. კლანს, კარგი გაგებით, ეწოდებოდა ღვთის შვილები, ბიბლიური თხრობით, ღვთის შვილებმა დაიწყეს ძმის მკვლელი კაენის შთამომავლობის დედაკაცების ცოლად მოყვანა და ისე აირია ყველაფერი, რომ საჭირო გახდა, წარღვნა მომხდარიყო. დაუკვირდით, რა ხდება, ქალმა გამოიწვია მსოფლიო წარღვნა.

ქალი არის უპირველესად დედა, რომელიც პირველ სიტყვას ეუბნება ახალშობილს, შვილს პირველად მხოლოდ დედის ენა ესმის, ანუ მას, ქალს, შეუძლია უდიდესი გავლენა მოახდინოს შვილებზე. ბიბლიაში სპეციალურად არის ეს ხაზგასმული, ზოგს სხვაგვარად წარმოუდგენია, ღვთის შვილები ეგონათ ციდან ჩამოსულების შთამომავლები, ადამის მეორე შვილის შთამომავლები გამოირჩეოდნენ ღვთისმოშიშებით, ღვთის დიდებით, კაენისტებმა კი გააგრძელეს მამის გზა - არაღვთაებრივი ცხოვრება და როდესაც მათი აღრევა მოხდა, კაცობრიობა წარღვნით დაისაჯა. ნახეთ, როგორი ფორმულაა - შემოდის ქალი - დედა. მასზეა დამოკიდებული, როგორ აღიზრდება და გაგრძელდება გვარი, ჯილაგი, მოდგმა, აი, ამხელა მნიშვნელობა აქვს დედაკაცს და ამიტომაც გავიხსენე ეს ბიბლიური ეპიზოდი.

ქრისტიანობა, როგორც ჭეშმარიტი რელიგია, პირდაპირ მოითხოვს, რომ ქალი და მამაკაცი თანაბარი იყოს, ოღონდ ორივეს აქვთ თავიანთი ვალდებულებები, ამას კარგად გაგება უნდა. კაცობრიობაში, ანუ ადამში, კაცი და ქალი ორივე მოიაზრება თანასწორად - ქალიც და კაციც წმინდა სამების მერე მოიხსენიება. უფალი ბიბლიაში ამბობს, დედაკაცის თესლი დაამარცხებს ბოროტებასო, რაც ღვთისმშობლის შობით მოხდა. განკაცებულმა ღმერთმა ქალის წიაღიდან აღმოცენება ისურვა, ღმერთის განკაცების საყდარი ქალი გახდა, ღვთისმშობელი მარიამის სახით. ადამმა რომ თავისი ნეკნიდან ქალი აღმოაცენა, იმაზე მეტყველებს, რომ მამაკაცსა და ქალში ერთი სისხლი და ხორცი, ერთი შინაარსი დევს, უბრალოდ, ორი სქესი ღმერთმა იმიტომ დაუშვა, რომ კაცობრიობა გამრავლებულიყო. ჩვენ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში თანასწორობა და ვალდებულება. ქალის ვალდებულებაა შთამომავლობის აღზრდა და თუ მან ამ გზიდან გადაუხვია, მაშინ იგი თავის შინაარსსა და დანიშნულებას დაკარგავს, თუმცა ვიზუალურად ისევ ქალი დარჩება ისე, როგორც ნებისმიერი, ვნებებს აყოლილი ადამიანი, მხოლოდ ბუნებას იცვლის, რადგან ცხოველური წესით ცხოვრობს. ადამიანი, რომელიც თავის გრძნობებს ვერ მოთოკავს, შეიძლება გარეგნულად ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ იქნება ცხოველურ ინსტინქტებს დაქვემდებარებული. ასე რომ, ვალდებულებების შეცვლა არ უნდა მოხდეს, უფლებები კი, ისედაც თანაბარია.

ჯვრისწერის დროს იკითხება ლოცვა, რომელშიც პირდაპირ არის ვალდებულება ცოლქმრული კავშირისა - ქმარს გიყვარდეს ცოლი ისე, როგორც ქრისტეს თავისი ეკლესია უყვარსო, როგორ შეიძლება ამ სიტყვებში რაიმე გადაჭარბებული იყოს, ღვთისმეტყველებაში ყველა სიტყვა აწონილ-დაწონილია, ამაზე თანამედროვე და დემოკრატიული ხედვა აღარ უნდა იყოს. ეკლესიურ ცხოვრებაში მამაკაცისა და ქალის თანასწორობა არამც თუ დევს, არამედ ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

მართლმადიდებლურად ქრისტესა და ეკლესიას შორის დამოკიდებულება სიძე-პატარძლის ურთიერთობას არის მიმსგავსებული, ამაზე მეტი გათანაბრება და სიყვარულის გამოვლინება მართლაც წარმოუდგენელია.

როგორ გამოიყურება თანამედროვე დედა ამ ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე თავისი კონკრეტული, ლოკალიზებული გაგებით? თავისი წარმატებული სამსახურით, ძვირადღირებული სახლით, მანქანით, რომელსაც ჰგონია, რომ ეს არის მისი შვილისათვის უფრო აუცილებელი და ღირებული, ვიდრე მამის ყოლა. მას რატომღაც მხედველობიდან გამორჩა, რომ ასე რომ იყოს, მაშინ მარტო ქალი ან მარტო მამაკაცი გააჩენდა ბავშვებს. უმამობა ბავშვის ფსიქიკაზე ადრე თუ გვიან აუცილებლად იჩენს თავს, რადგან ადამიანის სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, თუ ვინ არის მისი დედა და მამა. ყოველმა პიროვნებამ თავისი წარმომავლობა უნდა იცოდეს.

- მამა სერაფიმე, უწმინდესმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ უკანასკნელ წლებში აბორტისა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ საგრძნობლად შეამცირა შობადობა. მეორე მხრივ, უშვილო ოჯახების რიცხვიც კატასტროფულად მატულობს საქართველოში.

- ესეც ვალდებულებების დარღვევაა... ის, რომ ეკონომიკურად გვიჭირს, ამან ჩვენს ვალდებულებებზე ხელი არ უნდა აგვაღებინოს, რაციონალური და პრაგმატული აზროვნება ცუდი არ არის, მაგრამ ბუნების წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე. ადამიანური ლოგიკით, რასაკვირველია, გაამართლებ გაჭირვების გამო შვილთა სხმაზე უარის თქმას, მაგრამ ეკლესიურად ეს გაუმართლებელია, მით უმეტეს, თუ ამას შემდეგ აბორტის ცოდვაც ემატება.

რამხელა პარადოქსია: ვიღაცა ცდილობს, მოიცილოს შვილი, ვიღაცა კი ლოცულობს 10-15 წლის განმავლობაში, რომ შვილი გაუჩნდეს, ამიტომ წერია სახარებაში, ვისაც თვალი აქვს, გაახილეთო. შვიდი წელი ლოცულობდნენ იოანე ნათლისმცემლის მშობლები, რომ შვილი გასჩენოდათ, რატომ არის ამაზე გამახვილებული ყურადღება? იმიტომ რომ პასუხი მივიღოთ, ჩვენ გვინდა, დღეს შევთხოვოთ უფალს და ხვალ უკვე შვილი გვეყოლოს. ასე არ ხდება. ქრისტიანობა ჯადოქრობა არ არის, ჩვენი რელიგია ღმერთთან სწორ ურთიერთობას გულისხმობს, დღეს კი ადამიანები უფრო ჯადოქრობით არიან დაკავებულები. მათ მართლაც შეუძლიათ, ფსიქიკა იმგვარად მომართონ, თავის თავზეც მოახდინონ გავლენა და სხვაზეც, შექმან ტკივილების ილუზიური სამყარო, რომელშიც თვითონაც იცხოვრონ და სხვებიც შემოიტყუონ. ვინც ღმერთს ეძიებს, რასაკვირველია, არაკომფორტულად იგრძნობს თავს ამ სამყაროში. ჭეშმარიტების მაძიებელთ ღმერთი ყველა კეთილი სურვილის ასრულებაში დაეხმარება.

გთავაზობთ მამა სერაფიმე ფილიას დედისადმი მიძღვნილ ლექსებს:

დედას
თითქოსდა გამწყრალან, მდუმარედ
ზეცად აწოწილან ფიჭვები.
ობლად დარჩენილი, უდედოდ,
ძველ ნაცნობ ტროტუარს მივყვები.
შენ მუდამ ჩემთან ხარ და ისევ,
ისევ იმ ძველ ზღაპრებს მიყვები.
ხანდახან ალერსით, ხანდახან
ცოტ-ცოტას მაინც მიწყრები.
მე ალბათ ვწითლდები მორცხვად და თავმდაბლად,
აღარ მასვენებენ ფიქრები.
გთხოვ, ჩემთან იყავი მუდამ და მარადჟამ,
აღარ დამცინებენ ბიჭები.
აღარ დამახრჩობენ მდუღარე ცრემლები
და აღარც შავ-თეთრი სიზმრები,
რა ხდება ჩემს გულში რომ გითხრა
არ მყოფნის მხოლოდ ცარიელი სიტყვები.
შენი ალერსის ბავშვურ მოგონებებს
სული ვეღარ იტევს, ვიწვები,
შენზე ფიქრებში და შენს სიყვარულში
ვინთები, ვიწვი და ვიღვრები.
თითქოსდა გამწყრალან, მდუმარედ
ზეცად აწოწილან ფიჭვები.
ობლად დარჩენილი, უდედოდ,
ძველ ნაცნობ ტროტუარს მივყვები.

***
სულ მენატრები, სულ მაგონდები,
მე შენით ვცოცხლობ და შენით ვსუნთქავ.
ბევრჯერ დამჭირდი, ბევრჯერ გინატრე,
სულ ჩემთან მინდა, რომ იყო მუდამ,
მაგრამ, ვაი რომ, ასე არ არის
და ვერ ვახერხებ ამას ვერასდროს.
მას შემდეგ, რაც ჩემგან წახვედი
მე ვეღარ გნახე შენ ვეღარასდროს.
სად არ გეძებე, სად არ ვიარე,
თითქმის გადავწვდი მე მთელ სამყაროს,
მაგრამ შენ მე იქ ვერსად ვერ გნახე,
სად ხარ, მითხარი, მოვალ სასწრაფოდ.
ო! რა ძნელია, შენ რომ იცოდე
ობლად დარჩენა ასე, ამა დროს,
გულს მწუხრი მიწვავს,
სულს ცეცხლის ალი,
ვერ დაგივიწყებ, დედა, ვერასდროს!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

16.01.2014
იანვარში სამი უდიდესი დღესასწაული აღინიშნება: ეკლესიური კალენდრით ქრისტეშობა და ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat