ბერმონაზვნურ ღვაწლს სწორად ვერ აფასებს დღევანდელი ქართველობა
ბერმონაზვნურ ღვაწლს სწორად ვერ აფასებს დღევანდელი ქართველობა
1. როგორ აღიქვამთ დროის განზომილებას? როგორ ანაწილებთ დროს ისე, რომ თქვენი ცხოვრება და საქმიანობა უფლის, ოჯახისა და ქვეყნის კეთილდღეობის სამსახურში ჩადგეს?

2. თუ გქონდათ აქტიური შრომითი საქმიანობითა და სულიერი აღმავლობით გამორჩეული პერიოდი?

3. შეგიძლიათ დაგვისახელოთ ადამიანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში და კიდევ: დღეს რომ თქვენზე იყოს დამოკიდებული, წლების გამოცდილებით ბევრ რამეს შეცვლიდით ცხოვრებაში?


ანკეტის ამ შეკითხვებს უპასუხებენ ექიმი დავით ლონგურაშვილი და საეკლესიო მხატვარი იოანე ბაბილოძე.

დავით ლონგურაშვილი, 53 წლის, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სანიტარული ნაწილის მთავარი ექიმი. მისი მეუღლეა ნინო სესიაშვილი, შვილები: არჩილი, ირაკლი, ლუკა და საბა.

1. ძალიან ძნელია დროის სწორად განაწილება, განსაკუთრებით დღეს, როცა აბსოლუტურად შეიცვალა დროის კრიტერიუმები და დაჩქარდა ყველაფერი, ძალიან სწრაფად მიქრის დღეები, კვირები, თვეები. ვფიქრობ, მოახლოებულია ბოლო ჟამი, მე ამას ძალიან ვგრძნობ და განვიცდი. ამ პირობებში კიდევ უფრო იზრდება პასუხისმგებლობა - გავუფრთხლდე დროს და ყოველი წუთი ისე გამოვიყენო, რომ მოსაწონი იყოს უფლისთვისაც და ადამიანის კეთილდღეობის სამსახურშიც იდგეს. რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. სამი წელი უმუშევარი ვიყავი, ახლა ვიშოვე სამსახური ქუთაისში. ჩემი ცოლ-შვილი თბილისში ცხოვრობს, მაგრამ რადგან დამასაქმეს, ქუთაისში წასვლაზე უარი არ მითქვამს. შაბათ-კვირას ვახერხებ ოჯახის მონახულებასაც და ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დასწრებასაც.

2. ცხინვალში პირველი ომის დროს მთავარ ექიმად ვმუშაობდი კონფლიქტის ზონაში. ოჯახი შევქმენი, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ვერ ვაქცევდი ბავშვებს სათანადო ყურადღებას. პარალელურად მე მაშინ მეუფე ესაიასთან ვმედავითნეობდი ნიქოზის ღვთისმშობლის ეკლესიაში, ცოლ-შვილიც ჩემთან გადმოვიყვანე. ვიდრე ბავშვები სკოლაში სიარულს დაიწყებდნენ, მაშინაც შაბათ-კვირას მიწევდა თბილისში ჩამოსვლა მშობლების მოსანახულებლად. ამ პერიოდს გამოვყოფდი ჩემს ცხოვრებაში, რადგან სირთულეების მიუხედავად, დღეს ყველაფერი კარგად მახსენდება.

მრავალშვილიანობა ჩემი საქმიანობისთვის დამაბრკოლებელი არ ყოფილა, პირიქით, ეს დიდი ბედნიერება, დიდი სიხარულია. მართალია, მატერიალურად ყოველთვის ყველაფერი წესრიგში არ არის, მაგრამ თუ ღვთის ნება იქნება, მეხუთე და მეექვსე შვილსაც ვიყოლიებთ.

3. შემთხვევით არაფერი ხდება. მას შემდეგ, რაც ექიმი გავხდი, წლობით ვეძებდი ჩემს ადგილს, სად დამეწყო მუშაობა. ჩემი, როგორც პიროვნების, ჩამოყალიბება დავითგარეჯის მონასტერში მისვლით დაიწყო. მონასტერმა მთლიანად შემიცვალა დამოკიდებულება საგნებისა და მოვლენებისადმი, ჩემში უდიდესი გარდატეხა მოხდა. ქართულ-ოსური კონფლიქტი ახალი დაწყებული იყო. მე უკვე საზღვრისპირა რეგიონში ვმუშაობდი კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორდინატორად.

ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავით მახარაძემ. 1988 წლის ნოემბრიდან, გარეჯიდან მოყოლებული, ჩემი ცხოვრება მეუფე დავითმა წარმართა და წარმართავს დღესაც, იგი ჩემი ოჯახის მოძღვარიც არის და, როგორც კი საშუალება მომეცემა, ალავერდის ეპარქიაშიც მივდივართ მის მოსანახულებლად დიდ დღესასწაულებზე, ოთხშაბათობით კი მცხეთის რაიონშიც ჩავდივართ - ალავერდის მეტოქში, ქოშიგორის მონასტერში და აქაც შეიძლება მისი ნახვა, თბილისშიც ჩამოდის პერიოდულად, რადგან უწმინდესი ილია მეორის თანათავმჯდომარეა საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ტაძრების რესტავრაციის ცენტრში. მეუფე დავითი პროფესიით არქიტექტორია და ვიტყოდი, ადამიანის სულის არქიტექტორიცაა.

მიჭირს პასუხის გაცემა, თუ რას შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში. წლები გავატარე უმუშევრად, როცა ძალიან სასარგებლო საქმის კეთება შემეძლო ქვეყნისთვის, ოჯახისთვის. მადლობა ღმერთს, გამოვედი ამ მდგომარეობიდან. ახლა ჩემი სურვილია, შვილები სწორ გზაზე დავაყენო, რომ ისწავლონ ღვთისა და სამშობლოს სიყვარული და პატიოსნად ემსახურონ ქვეყანას. ჩემი უფროსი ვაჟი არჩილი, თბილისის ილია თეზბიტელის სახელობის ტაძრის სტიქაროსანია. მინდა შვილები ეკლესიის წიაღში აღიზარდონ, ამიტომ ჩემს არჩევანზე უკვე ნაკლებად ვფიქრობ.


იოანე ბაბილოძე, 36 წლის, საეკლესიო მხატვარი. მოხატული აქვს ხულოში ხარების ეკლესიის საკურთხეველი, ბათუმის ტელმანის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის რუსული ეკლესია, თავის პედაგოგთან, მამა იოსებთან ერთად, ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთის ხარების, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარისა და ზუგდიდის სოფელ ჭკადუაშის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრები, თბილისის წმინდა ილია თეზბიტელის ეკლესია, თბილისის საირმის ქუჩაზე მდებარე ტაძარი და ნუცუბიძის მეორე პლატოზე მდებარე ბაზილიკური ტაძრის საკურთხეველი. ამჟამად მუშაობს ბათუმის ახალშენში მდებარე ბერძნული სტილის ტაძრის მოხატვაზე. მისი მეუღლეა ნათია დეკანოიძე, შვილები: ანა, მარიამი და თამარი.

1. დროის რაციონალურად გამოყენებას და სწორად განაწილებას ყველა საქმეში მთავარი ადგილი უკავია, მით უმეტეს, ხატწერა და ფრესკული მხატვრობა, რამდენადაც სამადლო საქმეა, იმდენად რთულია და საპასუხისმგებლო. როდესაც ადამიანი ამ საქმეს იწყებს, დიდი დრო უნდა დაუთმოს სულიერებას და ღრმად იყოს ეკლესიურ ცხოვრებაში ჩახედული, რადგან სამადლო საქმეს თავისებური ბრძოლებიც ახლავს თან, უამრავ წინააღმდეგობას ვაწყდები. ღვთის წყალობით, ვცდილობ, დრო ისე გადავანაწილო, რომ ოჯახი არ დამრჩეს უყურადღებოდ. ოჯახთან ერთად, ჩემს საქმიანობაში დიდ დახმარებას ვგრძნობ ჩემი მოძღვრისგან. ხშირად ვიღებ მისგან კურთხევას, რომ დრო სწორად გადავანაწილო და ჩემი ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანო.

ჩემი თავის კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ, რადგან სრულად ვერ ვახერხებ ეკლესიურობაში ყოველდღიურ ჩართვას. ადრე ერისკაცი არ მისცემდა თავს ნებას, ეკლესიის მოხატვისა, თუ ბერი, ან მორჩილი არ იქნებოდა, რომლებიც საქმის დაწყებამდე მარხულობდნენ და დაჩოქილი ევედრებოდნენ უფალს შემწეობას. ასეთი შემთხვევაც არის აღწერილი: ერთი ბერი, ვიდრე ტაძრის მოსახატად ხარაჩოზე ავიდოდა, ღმერთს სთხოვდა, ხატვის დროს ნიშანი მიეცა მისთვის და თუ რაიმე ისე არ გამოუვიდოდა, ამას მის გვერდით ანთებული კელაპტრის ჩაქრობით მიხვდებოდა. როგორც კი სანთელი ჩაქრებოდა, ამოვიდოდა, ილოცებდა და ამის შემდეგ ისევ თავიდან იწყებდა იმ მონაკვეთის მოხატვას. აი, ასეთი რწმენა და ვალდებულება ჰქონდათ მაშინ.

როგორც ერისკაცი, ლოცვას და მცდელობას არც მე ვაკლებ, მაგრამ ისეთი რწმენა და მინდობა არა მაქვს ღვთისადმი, რაც ადრე ჰქონდათ. ფრესკულ მხატვრობაში 19-20 წლიდან ვმუშაობ უკვე დამოუკიდებლად, ეს საქმე ჩემს ძმას, ირაკლისაც შევასწავლე და წლებია, ისიც ჩემ გვერდით მუშაობს.

2. მადლობა ღმერთს ყოველი დღისთვის, იმისთვის, რაც დღემდე გამაკეთებინა, აქ რომ უფლის ხელი არ ერიოს, ჩემი შესაძლებლობით ამდენს ნამდვილად ვერ შევძლებდი.

3.
ოზურგეთის სამხატვრო სკოლის დასრულების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ვაპირებდი ჩაბარებას. სკოლის დირექტორს, ბატონ ავთანდილ თავართქილაძეს თვითონაც ახალდაწყებული ჰქონდა ხატწერის შესწავლა არქიმანდრიტ ლაზარე აბაშიძესთან ერთად ბეთანიაში. მირჩია, ხატწერისთვის მომეკიდა ხელი და ნაბიჯ-ნაბიჯ შემასწავლა ეს ხელობა. ხატწერას კალკებით მასწავლიდა, მონდომებით, ისე როგორც მოსწავლეებს ასწავლიან ასოების მოხაზულობას წერა-კითხვის შესასწავლად. დამარწმუნა, სამხატვრო აკადემიაში აღარ ჩამებარებინა - საერო მხატვრობა მაინც განსხვავდება ხატწერისაგან, გავლენისაგან რომ განთავისუფლდე და საერო ფერწერამ არ ჩაგითრიოს, ჯობია, სუფთად გააგრძელო ხატწერა და ფრესკაზე მუშაობაო. მადლიერი ვარ მისი, რომ ამ გზაზე დამაყენა.

გამოცდილებამ მართლაც ბევრი რამ მასწავლა და სულ სხვანაირად დამანახვა ყველაფერი. დრო რომ დაბრუნდეს, რადიკალურად, რა თქმა უნდა, ვერ შევცვლიდი ჩემს ცხოვრებას, მაგრამ უფრო მეტად შევეცდებოდი, ის შეცდომები გამომესწორებინა, რაც საერო ცხოვრებაში დავუშვი, უფრო მეტად გავუფრთხლდებოდი დროს და ჩავაყენებდი ჩემს სამსახურში. დავასრულე საბურთალოს წმინდა ილია თეზბიტელის ტაძრის მოხატვა, ერთი თვე არ ვყოფილვარ ამ ტაძარში, ბათუმში ახალ ტაძარს ვხატავდი. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი ფრესკებს. როცა ყოველდღიურად მუშაობ, ბევრი ნიუანსი გრჩება მხეველობიდან და მაინტერესებდა, ამ ხნის შემდეგ როგორი თვალით შევხედავდი ჩემს ნამუშევარს. ალბათ არ დამძრახავთ ამ სიტყვებისთვის, - ფრესკები ახლა უფრო მომეწონა, ვიდრე მუშაობის პროცესში, როგორც ჩანს, ტყუილად არ ჩაუვლია ჩვენს გარჯას.


თემის განხილვაში მონაწილეობს ურბნისისა და რუისის ეპარქიის სარკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი მამა შიო მამისაშვილი.

- მამა შიო, თქვენ ახლახან გადმოგიყვანეს სარკის მამათა მონასტერში, მანამდე სად მოღვაწეობდით და რამდენი წელია, რაც ბერობის ღვაწლს შეუდექით?

- მანამდე ვიყავი სარკინეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იქ, სადაც მეუფე იობის რეზიდენციაა. დღეს სარკეში ორი ბერი ვმოღვაწეობთ, ერთი სამორჩილეც გვყავს, ბევრი ბერობის მოსურნეც ცხოვრობს ჩვენს მონასტერში. გული მტკივა, რომ ბერმონაზვნურ ღვაწლს სწორად ვერ აფასებს დღევანდელი ქართველობა, მათ ჰგონიათ, რადგან მონასტერში მიდიხარ, სწორად არ ცხოვრობ, სხვათა შორის, ეს არ არის ქართველი ხალხის აზროვნება. საქართველო, როგორც ისტორიიდან ცნობილია, ყოველთვის იყო ძლიერი ბერ-მონაზვნობით და მრავალშვილიანობით. როდესაც მშობლებს მეოთხე შვილი შეეძინებოდათ, ერთს აუცილებლად მონასტერს შესწირავდნენ, ხოლო როცა შვილებს გზაზე დააყენებდნენ, მერე თვითონაც მონასტერში მიდიოდნენ. ასეთი სიყვარული და ვალდებულება გააჩდათ მათ საკუთარი სამშობლოსადმი. როცა ბერი გავხდი, მერე უფრო ვიგრძენი, რამხელა პასუხისმგებლობა არის ჩვენზე დაკისრებული. არა მხოლოდ ჩვენი თავის ხსნა და გადარჩენა, მთელი ერის სულიერი მდგომარეობის პასუხისმგებლობაც ჩვენ გვედება. უფალი, რასაკვირველია, ძალას გვაძლევს, მაგრამ მეტსაც ითხოვს ჩვენგან. ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი თავისთვის, ერისთვისაც ვიღვწით, რაც კიდევ ერთი დასტურია ღვთის სიყვარულისა, იმისა, თუ როგორ უყვარს ღმერთს თავისი ქმნილება. ამხელა ბერ-მონაზვნობაც ქართველთა სანუგეშოდ დაუშვა.

- თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ, ერშიც ცხოვრობდით და მონასტერშიც გიხდებათ მოღვაწეობა, რამ მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე?

- წარმოშობით სამაჩაბლოდან ვარ, სოფელ ქურთიდან, როგორც ქართველ ხალხს გვჩვევია, დალხინებულ ცხოვრებაში იშვიათად გადადგამს ვინმე ამ ნაბიჯს. 25 წელი ვცხოვრობდი ერში, მერე ჩემზეც დაიშვა განსაცდელი და 5 წლის წინ, როცა გამოვიძიე და გავერკვიე ქრისტიანული ცხოვრების არსში, იმხელა სიყვარული ვიგრძენი უფლისადმი, შიში გამიჩნდა მისი დაკარგვისა და უარვყავი ერული ცხოვრება. გულთამხილავმა უფალმა მომცა ძალა, წინაპრების კვალს გავყოლოდი. ეს, ერთი შეხედვით, მძიმე გზაა, მაგრამ იმოდენა შემწეობაა, ყველაფერი იფარება და სიმძიმეები აღარც კი ჩანს.

- ალბათ ბერობაში უფრო მეტი დრო გაქვთ უფალთან ურთიერთობისთვის, ლოცვას ვგულისხმობ. რას ურჩევდით ერში მცხოვრებ ხალხს?

- რომ ძვირფასია ერისთვისაც და ბერისთვისაც, ყოველი წამი ღვთის დიდი საჩუქარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიყენებთ დროს ისე, როგორც საჭიროა. თუ დროს სწორად გავანაწილებთ, მაშინ იძენს იგი დიდ მნიშვნელობას. ქრისტიანული ცხოვრების გარეშე ყველა წამი დაკარგულია. წმინდა მამები იმის გამორკვევასაც კი ცდილობდნენ, რამდენ წუთს ატარებდნენ ღმერთზე ფიქრის გარეშე და მთელი ის დრო უსარგებლოდ და დაკარგულად მიაჩნდათ, მათი სულიერი მოთხოვნილება იყო, ყოველი წუთი უფლის დიდებასა და მადლიერებაში გაეტარებინათ, როდესაც ადამიანი დღედაღამ უფლის ძიებაშია, მერე უკვე უფლისგანვე სწავლობს, რა სარგებლობის მომტანი იქნება მოღვაწეობა ამქვეყნად, როგორ გამოადგება ის ადამიანებს. რა თქმა უნდა, მონასტრული დრო და ცხოვრების წესი განსხვავდება საერო ღვაწლისაგან. ჩვენ ღამის 3 საათზე ვიწყებთ შუაღამიანის ლოცვას, რასაც ცისკარი მოჰყვება და ებმება წირვა. ვალდებულნი ვართ, დავიცვათ ის წესრიგი, რაც ღმერთმა მონასტრული ღვაწლისთვის დაადგინა. ადამიანებს ღმერთმა იმიტომ მოგვცა გონი, დრო სწორად გავანაწილოთ, ვადიდოთ ის, ვინც მთელი ხილული და უხილავი სამყარო შექმნა, ყოველი საქმე მისი კურთხევით ვაკეთოთ, იმისათვის, რომ სწორად გავანაწილოთ დრო და ჩვენი უფლება-მოვალეობანი, ძალის მოკრება უფალში უნდა ვეძებოთ და ამის შემდეგ იქნება ჩვენი შრომა და გარჯა სასარგებლო ქვეყნისა და ხალხისთვის.

როდესაც მონასტერში მოდიხარ, აბსოლუტურად ემიჯნები ერულ მდგომარეობას, მიწიერი სურვილები და მატერიალური კეთილდღეობის საზრუნავი შენთვის აღარაფერს წარმოადგენს. ბერისათვის ერთადერთი საზრუნავი საკუთარი სულის გადარჩენისა და ერში მყოფი ადამიანებისათვის ზრუნვაა. ჩვენი მიზანია, განსაცდელში მყოფნი ღმერთთან დავაახლოოთ, სწორი გზა დავანახვოთ, მათთვის ვილოცოთ და მით განვიცდით დიდ სიხარულსა და ბედნიერებას.

ცხონება და წარწყმედა ერშიც შესაძლებელია და მონასტერშიც. მთავარია, ადამიანი არ დასცილდეს უფალს და სწორად განსაზღვროს თავისი ცხოვრების წესი. ქრისტიანული ცხოვრებით ჩვენში ბოროტი ძალა ვეღარ შეაღწევს. გარეგნულ იერსახეში ადვილად გამოსაცნობია, მისდევს თუ არა იგი ქრისტიანულ წეს-ჩვეულებას. პატიოსანი ცხოვრებითა და კურთხეული ოჯახის შექმნით, ერისკაცი აუცილებლად ცხონდება და მას ღმერთი არასოდეს მიატოვებს. თუ ერში ადამიანი ქრისტიანულად ცხოვრობს, იგი უდიდესია უფლის თვალში, უფალი თავის შვილად იღებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის იგრძნობს ღვთის მზრუნველობასა და შემწეობას. ცხონება-არცხონებას ადგილი კი არ განსაზღვრავს, ამას მისი შინაგანი, სულიერი მდგომარეობა განაპირობებს, მისი სწრაფვა, მონდომება და სურვილი უფალთან მყოფობისა. ჩემი აზრით, განსხვავება ერსა და ბერს შორის ისაა, რომ ჩვენ არა მარტო ღვთის მცნებები, არამედ მთელი დიდი სჯულისკანონი უნდა დავიცვათ, ცხოვრების წესიც და ტიპიკონიც უფრო განსხვავებულია მონასტერში და, აქედან გამომდინარე, ვალდებულებებიც განსხვავებული გვაქვს უფლის წინაშე. ჩემი მცირედი გამოცდილებით მივხვდი, რომ ადამიანი ღვთის შემწეობით, ყველაფერს შეძლებს. ბერობა არ არის აუცილებელი საცხოვნებლად, მთავარია, მონდომება და სურვილი იმისა, ქრისტიანული სულისკვეთებითა და კურთხევით ვიცხოვროთ ღვთისგან დადგენილ და განსაზღვრულ დროსა და გარემოში. უფალი მოგვიწოდებს, ვისწავლოთ დათმენა, რომ გამართლება ჰქონდეს მის ამქვეყნად მოვლინებასა და იმ უდიდეს მსხვერპლს, რაც მან ჯვარცმითა და წამებით ყოველი ჩვენგანისთვის გაიღო. უფლისაგან განდგომილება და მოღალატეობა არ არის ჩვენს სისხლში და ამიტომაც უყვარს ღმერთს განსაკუთრებულად ჩვენი ერი. იმისათვის, რომ ცოდვათა მოუნანიებლობით, უყურადღებობით, სარწმუნოებისადმი გულგრილი დამოკიდებულებით უფალს არ დავცილდეთ, გავაღვიძოთ ჩვენში ის ქართული სული, რაც ჩვენს წინაპრებსა და წმინდანებს ამკობდათ, უნდა ვისწავლოთ კურთხევით ცხოვრება და დაცული ვიქნებით ბოროტი ძალებისგან, ღმერთი იმდენს შეგვაძლებინებს, გაგვიკვირდება, ნუთუ ეს მე შევძელიო, ბერობა სულაც არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქრისტიანული ღვაწლი მოიმუშაკო, ჩვენ არაფრით არ გვაქვს ერული ცხოვრებისგან განსხვავებული სულისკვეთება. განვავითაროთ ჩვენში ის ქრისტიანული ღირებულებები, რომელიც ქართველ კაცს უხსოვარი დროიდან ამშვენებდა და რამაც დღემდე მოიყვანა ჩვენი ერი. მივენდოთ უფალს, გვწამდეს, გვჯეროდეს მისი და მერწმუნეთ, იმდენ ნიჭსა და უნიკალურ თვისებებს აღმოვაჩენთ ჩვენში, შეუძლებელს შევძლებთ, რაც ჩვენი ერის უკვდავების საწინდარი გახდება.

- ალბათ, ადამიანს დროში უკან დარუნება რომ შეეძლოს, ბევრ რამეს გამოასწორებდა.

- გამოსასწორებელი ისედაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვაქვს და თუ მოვინდომებთ, ეს გვიან არასდროს იქნება. სულიერი ცხოვრება იმდენად მიუწვდომელია, მართლაც ძალიან უნდა მოვინდომოთ და დავიტვირთოთ თავი, რომ მეტი სულიერი ხედვის, საკუთარი შეცდომების დანახვისა და ჩვენს თავში წვდომის შესაძლებლობა მოგვეცეს, რასაც, ალბათ, გარკვეული დრო და ნებისყოფის გამომუშავება უნდა, წინააღმდეგობებმა არ უნდა შეგვაშინოს და ღმერთი მოგვმადლებს ძალმოსილებას, ყველაფერი მოთმინებით გადავიტანოთ.

ბრძოლაა ეს ცხოვრება და ჩვენც უნდა შემართებით ვიბრძოლოთ. როცა უფალი დაინახავს, რომ გადარჩენისათვის იბრძვი, მაშინ გეხმარება. ბრძოლა ერთი წუთითაც არ წყდება. ჩვენი ეკლესია მებრძოლი ეკლესიაა და დრო, რომელიც მოგვეცა, სულის ცხონების სამსახურში უნდა ჩავაყენოთ, რომ გავხდეთ წევრნი ზეციური მოზეიმე ეკლესიისა, ღმერთმა სწორ გზაზე დააყენოს და გადაარჩინოს საქართველო!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

16.01.2014
იანვარში სამი უდიდესი დღესასწაული აღინიშნება: ეკლესიური კალენდრით ქრისტეშობა და ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat