უნდა იცოდე სიტყვის თქმის ჟამი
უნდა იცოდე სიტყვის თქმის ჟამი
დუმილი - ოქრო რჩეული
სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა" მრავალი ღირსებით შემკული ნაწარმოებია. მისი ავტორისთვის სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რაზეც მისსავე მიერ შედგენილი "სიტყვის კონაც" მეტყველებს. "სიბრძნე სიცრუისაში" სიტყვა ბატონობს. ნაწარმოების პერსონაჟები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მეფე ან რა მოეთხოვებათ მის კარისკაცებს. ღირსებათა ჩამონათვალში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სიტყვის თქმის ოსტატობასა და ჟამს ანუ იმას, თუ რა უნდა თქვას მეფესთან ახლოს მყოფმა კაცმა, როდის და როგორ, რამდენი უნდა თქვას და ვის უნდა უთხრას.

გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის მასწავლებელი დოდო ღლონტი.

- ქალბატონო დოდო, რომელი არაკები მიუძღვნა სულხან-საბა ორბელიანმა სიტყვას?

- ეს არაკებია "უტკბესი და უმწარესი", "ენით დაკოდილი", "ფილოსოფოსნი".


"უტკბესი და უმწარესი"
ერთმან მეფემან უბრძანა თვისსა ვაზირსა: წადი, ისეთი საჭმელი მომიტანე, რომ ხმელზე მის უტკბესი არა იყოსო და არცა ზღვათა შინა იპოვებოდესო!

წავიდა ვაზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეწვა, აჭამა და მოეწონა.

უბრძანა კიდევ: წადი, ასეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მისი უმწარესი არ იპოვებოდესო!

წავიდა, კიდევ ენა უყიდა და მოუტანა.

უბრძანა მეფემან: მწარე ვითხოვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და, ენა მომიტანეო?!
მოახსენა ვაზირმან: თავმან შენმან, არცარა ენის უტკბესი იქნების და არცარა ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყანისასაო.


"ენით დაკოდილი"
ერთი კაცი და ერთი დათვი დაძმობილდნენ. აწვია კაცმან მან დათვი იგი, ლხინი აჩვენა. დათვი დაეთხოვა, გამოესალმა. მან კაცმან აკოცა და ცოლსაც აკოცნინა დათვისათვის.

მას დიაცსა რა დათვის სიმყრალე ეცა, განერწყვა და თქვა:

- პირმყრალს სტუმარს ვერ ვეწყობიო!

წავიდა დათვი და მერმე ის კაცი ეწვია და თან ცული წაიღო, აქეთობას შეშას დავკოდ და წამოვიღებო.

მოვიდა დათვი და, რაც მათ ეფერებოდა, იმგვარად იალერსეს. მერმე დათვმან დაუჟინა:

- თავზე ერთი ცული დამკარ და დამკოდეო!

მან კაცმან უარი თქვა. დათვი არ მოეშვა. დაჰკრა ცული და თავი გაუტეხა. დათვი ტყეში წავიდა და კაცი შინ წამოვიდა.

მეორეს თვეს შეიყარნენ. დათვს თავი გამთელებოდა. დათვმან უთხრა:

- ძმაო, შენის ცულით დაკოდილი თავი გამიმთელდა და შენის ცოლის ენით დაკოდილი გული - არაო.


"ფილოსოფოსნი"
ერთი დიდი ფილოსოფოსი იყო ყოვლითა სიბრძნით შემკული. დაუტევა სოფელი და განშორებულად უდაბნოდ წავიდა. მუნ დადგა და მარტო ილოცევდა. სხვანი ექვსნი ფილოსოფოსნი იყვნენ დია ცოდნის მცდელნი და მოყვარულნი. სიტყვასა რასმე ზედა შესცილდენ, ვერა რომელი დაესკვნათ. წავიდნენ მის განშორებულისა ნახვად. ჰკითხეს და მან ხმა არ გასცა. მერმე კიდევ ჰკითხეს და მან ეგრე უთხრა:

- თქვენ ყოველი თქვენი მონაგები ბევრის საუბრისა სწავლისათვის წაგიგიათ, და მე ჩემი მონაგები და ეს სოფელი დავუტევე, რომ დადუმებით ვიყო და არ ვიუბნა.

მეტი არარა უთხრა და სირცხვილეულნი წამოვიდნენ უპასუხონი.

არაკში "უტკბესი და უმწარესი" ნათქვამია, რომ სიტყვით შეიძლება განკურნო ადამიანი და ტკბილია ეს სიტყვა და სიტყვით შეიძლება მოკლა ადამიანი და ყველაზე მწარეა ეს სიტყვა. ენა, როგორც ერთი წმინდა მამა ამბობს, ჩვენს პირის ღრუში დაბმული მხეცია, რომელიც შეიძლება გაწვრთნა, მოიშინაურო, შენს სამსახურში ჩააყენო, მაგრამ თუ ნებაზე მიუშვებ, შეიძლება ისე გამოგივარდეს პირიდან, რომ დაგაზიანოს შენც და ბევრი სხვაც. "ენით დაკოდილი" სწორედ ამაზე მოგვითხრობს. ამ არაკით სულხან-საბა იმასაც გვეუბნება, რომ მწარე სიტყვით არა მარტო გული დაეკოდა მეგობარს, არამედ ამით დაირღვა მეგობრობა, დაშავდა ყველაზე დიდი სათნოება. ამიტომ ავად ნათქვამ სიტყვას ჯანსაღი ზნეობის ადამიანი მდუმარებას არჩევს. არაკი "ფილოსოფოსნი" მდუმარების სიდიადის ქადაგებაა.

- სულხან-საბა არა მარტო არაკებით, არამედ "სიბრძნე სიცრუისას" სიუჟეტითაც გვასწავლის, რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვა. მაგალითად, ლეონზე ამბობს: "ესეთი სიტყვის სიტკბო ჰქონდა, მხეცთა კაცთა მსგავსად მოაქცევდის, კლდეთა ცვილებრ დაადნობდის და მფრინველთა კაცებრ აუბნებდის", სედრაქზე ამბობს, რომ იგი "ამბავტკბილი" იყო, რუქას კი ლეონი ასე მიმართავს: "როგორი კაციც შენა ხარ, შენი ნათქვამიც ისეთიაო". - მაშ, სიტყვა ყველაზე უკეთ ამხელს და წარმოაჩენს მისი წარმომთქმელის პიროვნებას?

- "სიბრძნე სიცრუისაში" ვარსკვლავებივით არის მიმობნეული ასეთი გამოთქმები: "სიტყვის სიტკბოება", "სიტყვაკეთილობა" (კეთილი სიტყვის თქმა ან სიტყვის კეთილად თქმა), "სამეფო სიტყვა" (სრულყოფილად, მართებულად გამოთქმული სიტყვა), "კეთილი თქმა" (მსმენელს რომ სიკეთესა და სიმშვიდეს მოუტანს), "საუბარკეთილი". "ბრძნად მოუბარი პირი აღაღოო ლეონმა", - ამბობს სულხან-საბა. ესეც ლეონზეა ნათქვამი: "აუბნა თავისი ბულბულის უტკბესი ენა. ყოველსა კაცსა ასე ეგონა, პირსა იადონი უბუდებსო ან მერცხალი ჭიკჭიკებსო". არის კიდევ "ტკბილად მოლაპარაკე ენა" და ა.შ. ამას უპირისპირდება "ავსიტყვაობა", "მრავალსიტყვაობა", "ენის დაშრომა", "ენათსიმრავლე", "ენათმრავლობა", "ავ ენას ნაჩვევობა", "ავთა კაცთა ენა" და ა.შ. არაკიც არის ერთი: "მეფე და ავსიტყვა". ესენი უმთავრესად რუქას ეპითეტებია. რუქასა და ლეონის დაპირისპირება სწორედ ამ ნიშნით ხდება. სინამდვილეში ლეონი უპირისპირდება რუქას ცხოვრების წესით, მსოფლმხედველობით, მომავალი უფლისწულის აღზრდის მიმართულებით. ეს ის ლეონია, რომლის "სიტყვა არის საქმიანი და საქმე - სიტყვიანი".

- რას გულისხმობს სულხან-საბა ამ გამოთქმაში?

- გასაგებია, რომ "სიტყვა საქმიანი" არის საქმედ ქცეული სიტყვა, როცა სიტყვა და საქმე ერთია. სახარებიდან ვიცით, რომ უფალი მოწაფეებს ეუბნება: "არ დაემსგავსოთ ფარისევლებს, რომლებიც ამბობენ და არ აკეთებენო". "ოთარაანთ ქვრივში" ილია ათქმევინებს ქვრივის მეზობელს: "ოთარაანთ ქვრივი ის ქალია, რომლის თქმაცა და ქმნაც ერთი და იგივეაო". სწორედ ეს არის სიტყვა საქმიანი, მაგრამ როგორ უნდა განვმარტოთ "საქმის სიტყვიანობა"? წმინდა მამების მიხედვით სიტყვა, ძე ღვთისა, "ლოგოსი" რომ განხორციელდა, სწორედ ეს არის საქმისა და სიტყვის ერთიანობა. სიტყვა ხორციელიც იქმნა, განხორციელდა, საქმედ იქცა და ეს უზენაესი საქმე ჩვენს გადასარჩენად აღესრულა. სიტყვისა და საქმის ერთიანობაა ისიც, რასაც "დაბადებაში" ვკითხულობთ. "თქვა უფალმან: "იქმენ ნათელი და იქმნა ნათელი" (თქვა და იქმნა). ამ დიდებულ გამოთქმაში - "საქმე სიტყვიანი" - იგულისხმება საქმე ლეონისა, რომელიც სიტყვისებრია, შემოქმედისეული ძალის მქონეა. ეს ის საქმეა, რომლითაც უფლისწული კეთილ მწყემსად, ქვეყნის პატრონ მეფედ გადაიქცევა. აქ დევს "სიბრძნე სიცრუისას" უმთავრესი სათქმელი. ლეონის სიტყვა საქმეა (მან აღზარდა უფლისწული) და ეს საქმე (აღზრდილი უფლისწული) არის სიტყვისმიერი.

ლეონი ბრძნულად დამოძღვრავს თავის აღზრდილს (ჯუმბერს), როდესაც იგი "ავსიტყვა" რუქასთან პაექრობით გაერთობა: ერიდე ავსიტყვა კაცს და ნუ ჩაებმები მასთან კამათში, რათა არ გადმოგედოს მისი სიავე. ჯერ ყმაწვილი (მარტვილი) ხარ, ამისთვის ჯერ მზად არა ხარო. იგულისხმება, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა ჯუმბერი ავსიტყვა კაცთან კამათში ჩაებმება, მაგრამ ამისათვის უნდა გაიზარდოს.

უფლისწულს დაბადებისას სედრაქი ასე დალოცავს: "მიეცეს ამას გულისხმიერობა ვირისა, ერთგულება ძაღლისა და ძალი ჯინჭველისა". ამის გამო ავსიტყვა რუქა საყვედურობს სედრაქს, "შენ დაწყევლეო" - ცილს სწამებს. აქედან ჩანს, რომ ავსიტყვა ანუ სიტყვის ბოროტად მატარებელ კაცს არ შეუძლია ჩასწვდეს კეთილად ნათქვამი სიტყვის ნამდვილ მნიშვნელობას.

ამრიგად, ჯერ იქმნა სიტყვა (დალოცვა) და მერე საქმე - აღზრდილი უფლისწული, ღვთივკურთხეული, სამეფო ტახტზე კეთილ მწყემსად დაბრძანებული მეფე. ამით ეშველება ქვეყანასო, - გვეუბნება სულხან-საბა. ეს მაგისტრალური ხაზი სიტყვის თქმის კონცეფციასაც ითვალისწინებს.

- "სიბრძნე სიცრუისაში" გვხვდება ასეთი გამოთქმაც: "წვრთად სიტყვა", რომელიც სულხან-საბას ლექსიკონშიც არის განმარტებული. რას გულისხმობს იგი?

- "წვრთად სიტყვა", იგივე "საწვრთნელი სიტყვა", გულისხმობს აღზრდას, გაწვრთნას (ამ შემთხვევაში - უფლისწულისას). აღმზრდელმა შეიძლება გამოიყენოს მრისხანებით, ბრძანებით ნათქვამი სიტყვაც, მაგრამ ყოველივე ამას სიყვარული უნდა სდევდეს თან. აღმზრდელის მიზანი ის როდი უნდა იყოს, რომ დათრგუნოს, მონა-მორჩილად, მისი ნების ბრმა აღმსრულებლად აქციოს აღსაზრდელი... სწორედ სიყვარული ამოძრავებს ლეონს, როდესაც სასტიკად ექცევა ჯუმბერს.

- სულხან-საბა იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რამდენად მნიშვნელოვანია "ერთი პირის ქმნა"...

- მეფე ფინეზი შვილს მოუთხრობს არაკს "ძალა ერთობისა" და დასძენს, ერთი პირი უნდა გქონდეთო. "თქვენი სიტყვა თუცა ერთი იყოს, მაშინ დაემყარება და განმტკიცდება ჩვენი ქვეყანაო". "ერთი პირის ქმნა" ორპირობის საპირისპიროა და შეთანხმებას ნიშნავს. შეთანხმება მოლაპარაკებით მიიღწევა, მაგრამ თუ მოლაპარაკების დროს ბრძნულად არ გამოთქვამ სიტყვას, არ გეცოდინება მისი თქმის ჟამი, მდუმარების ოსტატობა, მაშინ შეთანხმებას ვერასოდეს მიაღწევ. ასე რომ, როგორც სულხან-საბა ამბობს, ძალა ერთობაშია, მაგრამ ამ ერთობას შექმნა უნდა, რაც სიტყვის ქმნის ოსტატობას მოითხოვს.

- ერთგან ლეონი რუქასთან პაექრობით გართულ ჯუმბერს ეკითხება: სიტყვის გზას თუ ეძებო? რას ნიშნავს "სიტყვის გზა"?

- გზა უნებურად გვახსენებს მაცხოვრის სიტყვებს: "მე ვარ გზა". სიბრძნის ძიება ღვთის ძიებას გულისხმობს. "სიტყვის გზაში" ჭეშმარიტი სიტყვა იგულისხმება. თუმცა მას სხვა მნიშვნელობაც აქვს: იმისათვის, რომ კეთილად თქვა სიტყვა და სწორი გზა მისცე მას, უნდა იცოდე სიტყვის თქმის ჟამი. ხომ გაგვიგონია: ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო. სიტყვა მაშინ არის გზიანი, როდესაც მთქმელს კარგად აქვს გააზრებული, რას ამბობს, როგორ ამბობს და ვის ეუბნება; როდის უნდა თქვას სიტყვა და როდის დუმდეს. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას" გიორგი მერჩულე იწყებს სოლომონ ბრძენის ცნობილი გამონათქვამით: "ბრძნად მეტყველება ვერცხლი არს კეთილი, ხოლო დუმილი - ოქრო რჩეული". მე ვერცხლს ვამჯობინებ, იმიტომ, რომ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება უნდა აღვწეროო. თუ სიტყვის მთქმელმა არ გაითვალისწინა ზემოთ ჩამოთვლილი წესები, ვერცხლი დაჟანგულ რკინად გადაიქცევა. თუ მრავალმეტყველებისა და ამაოდმეტყველების გზას დაადგება კაცი, მაშინ სიტყვას გზა დაეხშობა და გაცუდდება.

- ჩვენი საუბარი როგორ დავასრულოთ?

- განსაკუთრებით საგულისხმოა "სიბრძნე სიცრუისას" ფინალი: განრისხდა, ავად შეიქმნაო მეფე ფინეზი და გასცა ბრძანება: "კმა არს დღესა ამას თქმად მრავალი ესე მეტყველება ჩვენი". "ეკლესიასტეს" მესამე თავში ნათქვამია, რომ "ყველაფერს თავისი ჟამი აქვს". ე.ი. სიტყვის თქმის ჟამი განსრულდა. მათეს სახარების მეექვსე თავში წერია: "კმა არს დღესა ამას სიბოროტე თვისი" (ყოველ დღეს თავისი საზრუნავი აქვსო). სულხან-საბას აქ აშკარად ალუზია აქვს გამოყენებული, ხოლო "სიბოროტე თვისი" შეცვლილია "მრავალი ესე მეტყველებით", რომელიც, მართლაც, ბოროტების ერთ-ერთი სახეა. დიდ მარხვაში ვკითხულობთ წმინდა ეფრემ ასურის ლოცვას და განსაკუთრებით ვცდილობთ, თავი დავაღწიოთ ამაოდმეტყველების ცოდვას, იმიტომ, რომ მას მრავალი სხვა ცოდვაც მოსდევს. ასე რომ, "სიბრძნე სიცრუისას" უკანასკნელი ფრაზა იგავარაკული ჟანრის ჩარჩოებში ჩასმული, მხატვრულ სამოსელში გახვეული ქრისტიანული ქადაგებაა. ამით სულხან-საბა გვაფრთხილებს: სიტყვა გაგვიგრძელდა, ვიკმაროთ, წერტილი დავსვათო. მოდით, ჩვენც ასე მოვიქცეთ, საუბარი ვიკმაროთ და წერტილი დროზე დავსვათ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat