ადამიანის ჭეშმარიტი ამბიცია ღმერთთან მოხვედრის ამბიციაა
ადამიანის ჭეშმარიტი ამბიცია ღმერთთან მოხვედრის ამბიციაა
1. თქვენი მოღვაწეობა მხოლოდ არჩეული პროფესიით შემოიფარგლება, თუ სხვა საქმიანობასაც ეწევით?

2. არის თუ არა თქვენი მოღვაწეობა რწმენასთან თანხვდომილი და რამდენად გეძლევათ თქვენი საქმიანობის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობა?

3. იმ დამსახურებულ და ღვაწლმოსილ პიროვნებათა შორის, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენი ერისა და ისტორიის განვითარებაში, პირადად თქვენ ვის გამოარჩევდით?


ანკეტის ამ შეკითხვებს უპასუხებენ მსახიობი ირმა-მარიამ გურიელი, მათემატიკოსი არჩილ იოსელიანი და გერმანისტი ნაილი-მარიამ ხარაიშვილი-ხეთერელი.

ირმა-მარიამ გურიელი, 71 წლის, მსახიობი, პოეტი, ჟურნალისტი, პირველი თაობის ტელედიქტორი, თეატრალურ მოღვაწეთა და მწერალთა კავშირების, ჟურნალისტთა ფედერაციისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეროვნული საზოგადოების საპატიო წევრი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მიღებული აქვს ქართული კულტურის ამაგდარისა და ღირსების ორდენები, შრომის ვეტერანის მედალი და სხვა არაერთი ჯილდო. ჰყავს შვილები: გიორგი და ზვიად თავაძეები.

1.
ათეულობით როლი მაქვს ნათამაშები ტელე და რადიოსპექტაკლებში, ტელეფილმებში: "კუკარაჩა", "ვარდის ყვავილობა" და სხვა, რომლებიც დაცულია საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ოქროს ფონდში, გამოცემული მაქვს პოეტური კრებულები "ჩუმი ცეცხლი" და "ნეტავი ჩავწვდე გულისთქმას". ჩემს ლექსებზე 60-ზე მეტი სიმღერა შეიქმნა.

2004 წლის ზაფხულში ათასობით თანამშრომელი დაგვითხოვეს ტელევიზიიდან პოლიტიკური ნიშნით, შემოქმედებითი მუშაობა არ შემიწყვეტია. ახლახან დავასრულე მუშაობა პატრიარქ ილია მეორისადმი მიძღვნილ ტრილოგიაზე - "ქართველნო, ერთად ღვთისაკენ", უწმინდესის მიერ შექმნილი საგალობლების თანხლებით, რომელსაც მე თვითონ ვკითხულობ და უკვე დისკზეც ჩაიწერა. უწმინდესისა და უნეტარესის საფორტეპიანო კონცერტის თანხლებით ჩავწერე საავტორო ნაწარმოები "ფიქრები წარსულსა და მომავალზე", რომლის პუბლიცისტურ ვარიანტს, "სიყვარულმა მათქმევინა", მალე გაეცნობა მკითხველი პრესის საშუალებით.

რამდენიმე წლის წინ დავწერე ქართული როკოპერის ლიბრეტოს პიესა "თავფარავნელის ბალადა", რომელიც დაიდგა ბათუმის ახალგაზრდული მუსიკალური ცენტრის სცენაზე, ამჟამად ვმუშაობ ბრეხტის სამგროშიან ოპერაზე, რომლის პირველი ნაწილიც დავასრულე და სულ ახლახან შესრულდა თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. სრულად ამ სპექტაკლს ალბათ ახლო მომავალში დადგამს ჩემი ვაჟი, ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი თავაძე.

2. გარკვეულ წინააღმდეგობას ყოველთვის ვხვდებოდი მუშაობის პროცესში. ჩემს თავს ყოველთვის ვთვლიდი ოჯახის, ქვეყნისა და საზოგადოების ნაწილად და ნაბიჯს არ გადავდგამდი ისე, რომ არ გამეთვალა, ოჯახს, ჩემს პიროვნებასა და საზოგადოებას ზიანს მოუტანდა თუ სიკეთის სამსახურში ჩააყენებდა. ტელევიზიაში მუშაობის დროს უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რადგან ვიცოდი, მილიონობით მაყურებელი მყავდა, როგორც მსახიობი, ყოველთვის ვცდილობდი, რაიმე ჩრდილი არ მომდგომოდა და იმ სახეში, რომელსაც ვქმნიდი, წარმომეჩინა ჩემი დამოკიდებულება. როდესაც "თავფარავნელის ბალადაზე" ვმუშაობდი, ხალხური ვარიანტით ჭაბუკს აშარი დედაკაცი სანთელს უქრობს, ზღვას ვეღარ გადმოცურავს და იღუპება, იმისათვის, რომ პიესა ქრისტიანული გამხდარიყო და ბოროტებაზე სიკეთეს ეზეიმა, ფინალი შევცვალე და წავედი დინების საწინააღმდეგოდ იმიტომ, რომ ჭაბუკისათვის სიცოცხლე შემენარჩუნებინა. ბალადამ წარმატება მოიპოვა. ჩემს ლექსებზე შექმნილი სიმღერების უმეტესობა ქრისტიანული კულტურის გამოძახილია. როდესაც ღვთისმშობლის საგალობელს ვწერდი, ეს დადებითი ძალების ზეგავლენით ხდებოდა. იმ დღეს დილიდან ამეკვიატა აზრი, ვიღაც უცნობს უნდა დაერეკა მნიშვნელოვან საკითხზე. ასეც მოხდა. მთხოვა, სასწრაფოდ მივსულიყავი სტუდიაში. მითხრა, მელოდია დავწერე, მაგრამ ტექსტი დამიწუნეს და მირჩიეს, თქვენთან დამერეკა დასახმარებლადო. ტელევიზიაში რომ მივედი, სპიტაკის მიწისძვრა სულ ახალი მომხდარი იყო და თანამშრომლები ეზოში დამხვდნენ. როცა მელოდია მოვისმინე, სიტყვები თავისთავად გაჩნდა თავში და სიმღერა ფაქტობრივად იქვე ავაწყვე. მოგეხსენებათ, მზა მელოდიაში ძალიან ძნელია ზუსტად დაჯდეს სიტყვები, ქართული მახვილი და ა.შ. როცა ლექსი ერთი ამოსუნთქვით გადავიტანე ფურცელზე და ზუსტად დაემთხვა მელოდიას, ვთქვი, ეს ჩემი დაწერილი არ არის-მეთქი და დღესაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზემოდან კარნახით შეიქმნა. მაშინ საქართველოში ეროვნული მოძრაობა ასე აქტიურად დაწყებულიც არ იყო და დღეს, როდესაც ამ სიმღერისა და სხვა ჩემს ლექსებზე შექმნილ სიმღერების ტექსტებს ვაკვირდები, ბევრი მოვლენა, რომელიც მოხდა, ამ სიტყვებში წინდაწინ იყო ნაუწყები:

"ისმინე ჩვენი ვედრება, ღვთივკურთხეულო დედაო,
და მოგვიტევე ცოდვები, რასაც ვხედავო,
გაცისკროვნებულ თვალებით, ივერსა ნათლით ხედავო,
მკვდრეთით აღდგება ყოველი, გაბრწყინდებაო.
ჭირსა შინა გამაგრება უნდა,
რას დაგვაკლებს მტერი ვერანი,
წამებულთა გალობაა ციდან,
გაფრინდება თეთრი მერანი...

ამის შემდეგ სიტყვების დაბოლოებაში "იესო" ჩნდება, რომელიც პირდაპირ ყურში მესმოდა:

"ათასჯერ ჯვარზე გაკრული
გტანჯეს და ვერა გძლიესო,
ამოგიძირკვეს ვენახი, დაგარბიესო...

ამის ახსნა ძნელია... ის მინდა ვთქვა, რომ რაღაც ძალა მაწერინებს, მიმანიშნებს, მაკეთებინებს, ეს თითქოს გაფრთხილებასავითაა.

3. საქართველო სწორედ ამ დიდ ადამიანებზე დგას, თუ ჩვენი ერი გადარჩა და ცოცხლობს დასაბამიდან დღემდე, მათი წყალობაა, ასეთ გამორჩეულ ადამიანებს თვით განგება უგზავნის ქვეყანას ცხოველმყოფლობის შესანარჩუნებლად. მე პატრიარქისადმი მიძღვნილი ტრილოგიის ერთ ფრაგმენტს შემოგთავაზებთ, სადაც იქნება ჩემი პასუხი თქვენს შეკითხვაზე.

"ღვთისკენ სწრაფვით, მორჩილებით თავის,
სინერგია, როცა უხვად ქროდა,
"გალობანი სინანულის" დავით,
ამაღლებდა, ოქროს ხანა ჰქონდა.
ფეხშიშველი მეფეთ-მეფე თამარ,
ჯვარით ხელში მიუძღვოდა ლაშქარს,
ლოცვის ძალით და ღვთიური მადლით
ამარცხებდა მტერს ბოროტს და აშარს.
თუ სიყვარულს შევაგებებთ ციურს,
ამოვძირკვათ, ღვარძლს მოვსხეპავთ ცელით,
ჩვენი ძალა შეერწყმება ღვთიურს
და აღდგომა, ამაღლება გელის...


არჩილ იოსელიანი, 61 წლის, მათემატიკოსი, მოქანდაკე, მხატვარი. მას შემდეგ, რაც 1992-1995 წ.წ. მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, საჯარო სამსახურში აღარ უმსახურია. მისი მეუღლეა ნათელა ახალაძე-იოსელიანი, ჰყავთ შვილები: დაგმარა, თამარი, მარიამი და დავითი.

1. ვიდრე პარლამენტარი გავხდებოდი, პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და პუშკინის სახელობის ინსტიტუტებში ვასწავლიდი მათემატიკას და პროგრამირებას, 1993-1994 წ.წ. ვიყავი 51-ე ბატალიონის მეთაური კოდორის ხეობაში და დავიცავით კიდეც ეს ხეობა, რაც შეგვეძლო. სხვებს რომ ეგონათ, ომი დამთავრდა, ჩვენ მაშინ ბრძოლებში ვიყავით ჩართულნი და იქ ხალხიც დაგვეღუპა. თითქმის 18 წელზე მეტი გავიდა, რაც პარლამენტში ვადის დამთავრების შემდეგ დღემდე "დროებით უმუშევრად" ვითვლები. ჩემთვის ძნელი შესაგუებელია, რომ წინა ხელისუყფლების მონდომებითა და "ხელშეწყობით" კოდორის ხეობაც ჩავაბარეთ, მთელი აფხაზეთიცა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთიც". თავისუფალი დრო, რა თქმა უნდა, ბევრი მაქვს, ამიტომ ვხატავ და ვაქანდაკებ გულის გასახარად, რომ უსაქმურად არ დავრჩე. ეკლესიაში ვატარებ დროის უმეტეს ნაწილს. ჩემი მოძღვარია არქიმანდრიტი ფილარეტი (კუდინოვი).

2. საქართველოს ისტორია წარმოუდგენელია ჩვენი დიდი მეფეების გარეშე, რადგან მათზე დგას მთელი ჩვენი ისტორია, განსაკუთრებით გამოვარჩევდი დავით აღმაშენებელს. მან ისეთი რეფორმები გაატარა, რომელიც ათასწლეულის შემდეგაც წაადგა ჩვენს ქვეყანას. გიორგი ბრწყინვალეც უდიდესი მეფე იყო დავითის შემდეგ, მართალია, ის ყველაზე ნაკლებს ომოდა, მაგრამ მისი დიდი დამსახურებაც ის იყო სხვა მეფეებთან შედარებით, რომ თამარის მოღვაწეობის წყალობით, თითქმის უბრძოლველად აღადგინა ქართველთა სამეფო და ტერიტორიული მთლიანობა.

სწორედ დიპლომატიის ნაკლებობამ მოიტანა ის მძიმე მდგომარეობა, რაც საქართველოს 1990 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ თვალში საცემია.

3.
დიდი ადამიანების გამორჩეული თვისებები უწინარესად რწმენის ერთგულება, თავმდაბლობა და ცოდნა-განათლება უნდა იყოს. სამწუხაროდ, ცოდნისა და დიპლომატიის დეფიციტს განიცდიან ჩვენი პრეზიდენტები და იმიტომაც ვერ დავაღწიეთ თავი გაუსაძლის მდგომარეობას. ამას თან ერთვის არასწორი სარწმუნოებრივი ორიენტაციაც.

ყველა ადამიანმა ის ნიჭი უნდა განავითაროს, რაც მასში ღვთისგან ჩადებულია, ამას მოგვიწოდებს ჩვენი პატრიარქი. დღეს გასაკეთებელი, ხვალისთვის არ უნდა გადავდოთ, მართალია, მცირედი მატერიალური საშუალებაც აუცილებელია ადამიანისთვის, მაგრამ თავისი საქმის მოყვარული ადამიანები არ ელოდებოდნენ იმას, როდის გაუმჯობესდებოდა მათი ეკონომიკური მდგომარეობა.


ნაილი-მარიამ ხარაიშვილი-ხეთერელიძე, 65 წლის, გერმანისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ დაამთავრა მოსკოვის ხალხური მედიცინის ორწლიანი კურსები და 1990 წლიდან დღემდე საპატრიარქოსთან არსებული სამონასტრო-სატაძრო და ხალხური მედიცინის კაბინეტს ხელმძღვანელობს, არის მრავალი გამოგონების, მეცნიერული შრომისა და წიგნის ავტორი, ჰყავს შვილები: ალექსანდრე და მირანდა ხეთერელები.

1. ჩემი საქიანობა პედაგოგობით დავიწყე 1973-1996 წ.წ. ვასწავლიდი გერმანულს ქუთაისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, სპეციალიზებულ გერმანულ სკოლაში, გელათის სასულიერო სემინარია-აკადემიაში, 1990 წლიდან უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინიციატივით ჩამოყალიბდა სამონასტრო და სატაძრო მედიცინის ცენტრი, სადაც მისი დაარსების დღიდან ვხელმძღვანელობ საეკლესიო და ხალხური მედიცინის კაბინეტ "მკურნალს". მეუღლე ომარ ხეთერელი 31 წლის იყო, როდესაც ტრაგიკულად დაიღუპა, ორი მცირეწლოვანი შვილი დამრჩა, ისინი ექიმები არიან და ვცდილობ, დავაინტერესო ხალხური მედიცინით.

2.
ხარაიშვილები ცნობილი სახალხო მკურნალები იყვნენ დასავლეთ საქართველოში, საჩხერის რაიონში, ყველა წამალს ლოცვით ამზადებდნენ, მეც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ლოცვას ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში. თუ შემოქმედის საუბარი რელიგიურობითა და სულიერებით არ არის გაჯერებული, ის ვერ მიიზიდავს მსმენელებს. როცა ადამიანს სულიერი ხედვაც აქვს ჩართული თავის საქმიანობაში, სწორედ მაშინ გამოიღებს მისი საქმე სასურველ შედეგს. პატრიარქი ილია მეორეც სულ ამისკენ მოგვიწოდებს, რომ მეცნიერება, განათლება, ხელოვნება, ახლოს უნდა მივიდეს ჩვენს სარწმუნოებასთან. იმ დღიდან, რაც სამედიცინო კაბინეტი საპატრიარქოს ექვემდებარება, ვცდილობ, ჩემს საქმიანობას ლაიტმოტივად გაჰყვეს პატრიარქის სიტყვები - "სამონასტრო და სატაძრო მედიცინა დიდი განძია ჩვენი ერისთვისო".

3. საქართველოს ისტორიიდან განსაკუთრებით გამოვარჩევდი ვახტანგ მეექვსეს, თამარ მეფეს, გიორგი მესამეს, რომლებიც, გარდა იმისა, რომ უდიდესი სახელმწიფო მოღვაწეები იყვნენ, მედიცინასაც კარგად იცნობდნენ. საყოველთაოდ ცნობილია ციციშვილების, კოტეტიშვილების, ხარაიშვილების, თურმანიძეების, ასკურავების გვარები, რომლებიც ხალხური მედიცინით იყვნენ დაინტერესებულები და ამ საგვარეულო საქმანობას უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. მე ვცდილობ, ჩემი წინაპრების ცოდნითა და გამოცდილებით ეს მართლაცდა ძალზე ჰუმანური და საშური საქმიანობა განვავითარო და თანამედროვე საშუალებების გამოყენებით, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანო, როგორც სამონასტრო-საეკლესიო კუთხით, ასევე ხალხში შემორჩენილი ტრადიციული მეთოდებით. ჩემი მოვალეობაა, ხალხური საშუალებებით მკურნალობა სათანადოდ იყოს შესწავლილი და ფართო გზა მიეცეს, რომ არ დაიკარგოს ის უძველესი რეცეპტები, რომელსაც დიდი ხნის წინათ იყენებდნენ.


თემის განხილვაში მონაწილეობს გურჯაანისა და ველისციხის სოფელ კაჭრეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შოთა (ორველაშვილი).

- ადამიანის ყველა საქციელი, საკეთებელი თუ ჩვეულება, ღვთისგან სათნო მაშინაა, თუ ის სულიერი ზრდის, გაკეთილშობილებისა და ცხონების სამსახურშია ჩაყენებული. თვით შრომაც, რომელიც ღვთისგან კურთხეულია, შეიძლება საზიანო და დამღუპველიც აღმოჩნდეს კაცისთვის.

შრომა ადამიანის დაცემისშემდგომი აუცილებელი მდგომარეობაა. ის, როცა უფლის სიახლოვეს იმყოფებოდა, უზრუნველად ეძლეოდა ყველაფერი, უშრომლად იღებდა მისთვის საჭიროს; უმტკივნეულოდ უნდა მომხდარიყო მისი შობა-გამრავლებაც, მაგრამ ადამიანმა ბოროტის შთაგონებით დაარღვია ღვთის კურთხევა, რამაც გააუცხოვა, გააუხეშა მისი ბუნება, შეუსაბამობაში აღმოჩნდა იმ კანოზომიერებასთან, იმ სტიქიასთან, რომელშიც ის იმყოფებოდა. ის განიდევნა სამოთხიდან, მისი ჩვეული ბუნებიდან უჩვეულო, უცხო, მაგრამ მისი დაცემული ბუნებისთვის შესაბამის და საჭირო პირობებში, სადაც შრომით უნდა მოეპოვებინა მისთვის სასიცოცხლო აუცილებლობა-საჭიროებანი. ამ პირობების სიმძიმემ, მის გამარტივებასა და გაადვილებაზე აფიქრებინა. შექმნა და დახვეწა შრომის იარაღები, შეიძინა შრომის კულტურა და დააგროვა ჭარბი პროდუქტი, რამაც გამოიწვია ექსპლოატაციის, სხვისი შრომის მითვისების სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის მატარებელი შესაძლებლობანი. გამოიწვია აგრეთვე შრომის დიფერენცირება, ამაღლდა კულტურა, დაგროვდა სიმდიდრე, გაჩნდა კლასები, იატაკქვეშა და იატაკზედა პარაზიტიზმი, რის ფონზეც შრომა უკეთილშობილეს და კურთხეულ საქმედ მიიჩნევა, მაგრამ თვით შრომაშიც შეიძლება აღმოჩნდეს არაჯანსაღი მიდგომა, რომელიც მშრომელის ფიზიკურ და სულიერ მხარეებს აზიანებს. შრომა უნდა იდგეს კაცის ჯანმრთელი ცხოვრების წესის სამსახურში. ის უნდა ემსახურებოდეს ადამიანის გაკეთილშობილებას ღვთისკენ სავალ გზაზე. ის საშუალებაა და არა მიზანი, მით უმეტეს, თვითმიზნად არ უნდა იქცეს, როგორც კომპლექსი ან ნარკოტიკი. მშრომელი კაცი არ უნდა იქცეს იარაღად, მასში უმთავრესი არ უნდა იყოს შექმნილი და რეალიზებული პროდუქტი. ადამიანი უნდა დარჩეს პიროვნებად, რომელიც ღვთისკენ მიილტვის. მან თავისი სულის ცხონება არ უნდა შესწიროს არაფერს და არავის, არ უნდა იქცეს თავისი შრომითი მოთხოვნილების მონად. შრომა, სულის მოქმედების საშუალებად უნდა აქციოს, სულის ზრდას უნდა მოახმაროს, ზომიერების გრძნობა არ უნდა დაკარგოს და ჯანის გატეხვას არ უნდა მოახმაროს.

სიზარმაცე კი მეორე უკიდურესობა და ღვთისაგან ნაბოძები დროის ბოროტად გამოყენებაა. ის ზედმეტი ტვირთია სამყაროსი. ადამიანი, რომელიც სხვას აიძულებს შეასრულოს ის და იმ რაოდენობის სამუშაო, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია, მკვლელის ფუქნციას იღებს თავის თავზე. ის კი, ვინც ჯანგაცლამდე მუშაობს და საფრთხეში აგდებს ჯანმრთელობას და იმოკლებს დღეებს, პოტენციური თვითმკვლელია...

ზოგადად, ადამიანის შემოქმედება დაკარგული ედემის ნოსტალგიაა, მისი მიზანი - ამ ედემის დაბრუნება. ის მოძრაობს, ეძებს, ქმნის, ცვლის და სასურველ ფორმად გადაკეთებას ცდილობს სამყაროსი, რომელიც ბედნიერებას განაცდევინებს და დააკმაყოფილებს, მაგრამ ამაოდ, გარდა იმ მოლოდინისა და პატარ-პატარა სიხარულის დღემოკლე განცხადებისა, რომელსაც მალევე ჰკარგავს ჯიუტი ოპტიმიზმით შეპყრობილი და ყველაფერს თავიდან იწყებს, განახლებული იმედით, რომ ერთხელაც იქნება ბედს ეწევა და მოიპოვებს მარადიულ ბედნიერებას, რაშიც ნამდვილად არის ჭეშმარიტების მარცვალი. თუმცა ცნობიერების მიღმა ადამიანი ღმერთთან თანამყოფობისთვის, სიყვარულისა და ბედნიერებისთვის შეიქმნა, და რაკი ცოდვის გამო დაშორდა ღმერთს, მასთან ერთად დაკარგა ყველაფერი, მაგრამ რაღაც მაინც შერჩა მეხსიერებაში და ეს გრძნობები გადაიტანა მის ხელთ არსებულ სინამდვილეში, ქმნილებებზე, საგნებზე და როგორც შემოქმედების ღვთაებრივი ნიჭით დაჯილდოებული, იგონებს ახალ-ახალ საშუალებებს, რომლებიც მისაღებ გარემოს შეუქმნის, გაუადვილებს შრომას, გაუმარტივებს ცხოვრებას.

რელიგიური გულგრილობის ეპოქის ადამიანს, უფრო მეტი გასაჭირი დაადგა და თუ სხვა ეპოქებში ღვთის რწმენა იმედის ნაღვერდალს უღვივებდა, უღმერთობის ჟამს ეს ნაღვერდალიც ჩაუქრო და გაუცივა. სულში სიბნელემ, სიცარიელემ ჩაიბუდა და მის მაგივრად უდღეური, უსუსური, უტოპიური იდეები შესთავაზა, რამაც უფრო გააღარიბა და გაასაწყლა ისედაც გასაწყლებული ადამიანი. მაგრამ ბოლომდე არც აქ გაიწირა: უფრო მეტად მოშივდა და მოსწყურდა რაღაც უფრო აღმატებული და ამაღლებული, დარვინიზმით ღირსებააყრილ ღვთის გაფერმკრთალებულ არსებაში დაიწყო საპროტესტო ძვრები და გადაფასებები თავსმოხვეული იაფფასიანი და ყალბი ღირებულებებისა, სადაც ისევ ღვთის მოწყალებით გამოიკვეთა ღვთის წაშლილი კონტურები და ყველაფერი გასაგები გახდა, განათდა სულში და დაიბრუნა ადამიანმა ღირსების გრძნობა. ბურუსით მოცულ ყველა კითხვას პასუხი გაეცა და აქამდე "ქართაგან ძლიერთა" მოქანავე სხეული მყარად დადგა ღვთის სასოებით განახლებული და გაძლიერებული.

ყველა ძიებას ღვთის ძიებამდე მივყავართ. ღმერთმა თავისი გამოცხადებით ეს ძიებები მინიმუმადე დაიყვანა, სადაც ღმერთს კი აღარ ვეძებთ, არამედ ჩვენს თავს ვეძებთ ღმერთში და ვამზადებთ მასთან ღირსეულად შესახვედრად. ბედნიერების ძიებაც, ღმერთის ძიებაა ალტერნატიული საშუალებებით, თვით ამპარტავნებაც ღვთის ხატობის გადაგვარებული ღირსების გრძნობაა, როგორც გემოთმოყვარეობა კვების.

ვერც ერთი მეცნიერული მიგნება, ვერც ერთი გენიალური მხატვრული ქმნილება ვერც ლიტერატურაში, მუსიკასა თუ სახვით ხელოვნებაში ვერ იქნება ტოლფასი ღვთის სიტყვისა და სულიწმიდის მადლის გამოვლინებისა, მაგრამ ღმერთთან მიახლოებას კი შეიძლება ხელი შეუწყოს (უარეს შემთხვევაში, ხელი შეუშალოს კიდეც).

ადამიანის ჭეშმარიტი ამბიცია ღმერთთან მოხვედრის ამბიციაა და რაც ამის შესრულებაში ხელს უწყობს, ისაა ღვთისთვის სათნო და რაც ხელს უშლის - მიუღებელი.

ჯანმრთელი მხატვრული ქმნილება გრძნობა-გონებას წვრთნის მაღალი ღირებულებების ასათვისებლად. ამით უნდა ფასდებოდეს ნაწარმოების ავკარგიანობა (უარყოფითი ემოციების გამომწვევი საპროტესტო ქმნილება უმწიფარი არსებისთვის მოწოდებად შეიძლება გაიაზრებოდეს და ამდენად ხელოვნებასთან უადგილო და უჟამო შეხება საშიშია, ეს იწვევს ხოლმე კამათს და რადიკალურ შეფასებებს როგორც აუდიტორიაში, ისე კომპეტენტურ კრიტიკოსებს შორის. ხელოვნების მიმართ მრავალწახნაგოვანი მიდგომის გამო, სადაც სასარგებლო და სასიამოვნო, საჭირო და გარდაუვალი ერთმანეთს უპირისპირდება).

თვითმიზნობა ხელოვნებაში, თვითრჯულობისა და ერესის მსგავსია, თუმცა არსებობის უფლება აქვს, როგორც თავისუფლების გამოვლინებას და არა როგორც ჭეშმარიტების ალტერნატივას. ცენზორი შემოქმედში თუ არ ზის, გარედან ძნელია დელიკატური მართვა, რომელიც რეაქციას არ გამოიწვევს. კრიტიკა ხანდახან ხელსაც უწყობს მდარე პროდუქციას რეკლამაში ცნობისმოყვარე მასის მიმართ, რომელნიც "აკრძალული ხილის" სინდრომით არიან ინფიცირებულნი, რაც სულის ზრდის საქმეს ვერ წაადგება.

შემოქმედის კონცეფციური მიდგომა თავისი საქმის მიმართ სასურველია და არა აუცილებელი. სპონტანურობაა მახასიათებელი დიდი ხელოვანებისთვის, რომელიც ხელოვნების კანონებს ისე ფლობს, როგორც არწივი ლევიტაციის და გრავიტაციის კანონებს, თუმცა მათ შესახებ ცოდნა არ გააჩნია - განსხვავებით ფიზიკოსისა, რომელიც ამ კანონებში ზედმიწევნით ერკვევა, მაგრამ ფრენაზე რა მოგახსენოთ. ჯანმრთელი კრიტიკა და ცენზორი იმიტომ სჭირდება ხელოვნებას, რომ ადამიანებს სწორად შეურჩიოს პროდუქცია, ამ მხრივ კი ნაკლებად გულნაკლულად ვართ და "მოხმარების ბაზარი" სავსეა თვალმახარა და უსარგებლო, ნაყალბევი სუროგატებით, რომლებიც სულს კი არ კვებავენ - აავადებენ.

ხელოვნება ჭეშმარიტების თავისებური ძიებაა განსხვავებული საშუალებებით, სადაც შესაძლებელია ერესი და მკრეხელობა ექსპერიმენტებისა და ვარაუდების სახით არსებობდეს და ამის გამო გახდეს მაცდუნებელი და საშიში.

ხელოვნება გაქცევაა სინამდვილიდან ახალ სინამდვილეში, რომელიც არ იძლევა სულის სიმშვიდეს, სანამ ის არ მაიღწევს უფლის სადიდებლამდე, სანამ არ იქცევა ჰიმნად, სანამ არ გაჯერდება ღვთის უშუალო განცდით და სიყვარულით. ნამდვილად მაღალღირებული პროდუქცია ამ ნიშნის მატარებელია და ამით ამოიცნობა, რაც ამას მოკლებულია - დაცემული სულის დამანგრეველი და ხიბლისმომგვრელია, რაც სულის ზრდასა და ცხონებას ნამდვილად არ უწყობს ხელს, მაღალმხატვრულობისა და გენიალობის მიუხედავად (რენანი, ბულგაკოვი და აითმათოვი საკმარისი არგუმენტია ამის საილუსტრაციოდ). აქ სწორედ მისი გენიალობაა უფრო საშიში, ვიდრე უნიჭობა იქნებოდა.

ავტორიტეტები ქმნიან სექტებსა და იდეოლოგიებს, რომლებიც ცვლიან პოლიტიკურ რუკებს და გლობალურ, სტიქიურ უბედურებად იქცევიან, განსხვავებით ენაჭარტალა, უღიმღამო მოლაყბეებისგან, რომლებიც მრავლად იყრიან თავს ბირჟაზე და მის იქით არაფერს ცვლიან.

ჯანმრთელი ხელოვნება სულის წვრთნისა და უფლისკენ სავალ გზაზე მეგზურად იქცევა უფრო მაღალი ღირებულებების - რწმენისა და სიყვარულის განსამტკიცებლად (და არა დროის გასატარებლად და უღიმღამო ცხოვრების მოსართავად, ან ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად), ხელოვნება გზაა და...

...რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძართან არ მიდის?!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

16.01.2014
იანვარში სამი უდიდესი დღესასწაული აღინიშნება: ეკლესიური კალენდრით ქრისტეშობა და ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat