ეს ჩემთვის უბედნიერესი წუთები იყო
ეს ჩემთვის უბედნიერესი წუთები იყო
ნუგზარ ამადოვმა ღვთისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების სიყვარული ბავშვობაშივე შეიგრძნო. ეროვნებას ჭეშმარიტების შეცნობაში მისთვის ხელი არ შეუშლია; ეროვნებით ქურთი, 13 წლისა საკუთარი სურვილით მოინათლა და ეკლესიური ცხოვრებაც დაიწყო. ზოგჯერ სიონის ტაძარში ისე ესწრებოდა წირვა-ლოცვას, რომ მისმა მშობლებმა, ოჯახის წევრებმა არც კი იცოდნენ შვილის ასავალ-დასავალი. ტაძარში მდგომი თვალცრემლიანი ევედრებოდა ღმერთს, ეჩვენებინა მისთვის სწორი გზა, რომელიც ჭეშმარიტებისაკენ, წაიყვანდა. მონათვლა ოცნებად ექცა და მოსვენება დააკარგვინა. იცოდა, რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებოდა აღსარების თქმა და ზიარების მიღება. ნუგზარის გულისწადილი ოჯახის წევრებს თავიდან მიუღებლად მოეჩვენათ. არც ნათესავებს გახარებიათ მაინცდამაინც, მაგრამ "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების"... უფალმა შეისმინა მისი ვედრება და ნუგზარი მართლმადიდებელი და კარგი ქრისტიანი გახდა.

ვერაზე გაზრდილს მეგობრებიც ქართველები ჰყავს. ძალიან უყვარს რაჭა და რაჭველები. ხუმრობს კიდეც - მე რაჭველი ქურთი ვარო. როცა საშუალება აქვს, ეკლესია-მონასტრების მოსალოცად პირველი მიდის და ღმერთს ლოცვითა და ქართული გალობით ადიდებს. აფერუმ, ასეთ ვაჟკაცს!

ყველაზე დიდი სასწაული მის ცხოვრებაში ნათლობის საიდუმლოში მონაწილეობა იყო... გულისწადილი პირველად მეგობრის დედას, რუსუდან ჩივაძეს გაუმხილა და ნათლიობაც მას სთხოვა. სულიერ ცხოვრებაში გზის გამკვლევად სწორედ რუსიკო ნათლიას მიიჩნევს.

"უეკლესიოდ ცხოვრება აღარ შემიძლია, ღმერთმა დამიფაროს ეკლესიის გარეშე ცხოვრებისგან!" - ასე იწყებს საუბარს ნუგზარი.

ეკლესიური ცხოვრება ნათლიის ხელშეწყობით ჯვარისმამის ტაძარში, მამა მიქაელ ნაკაშიძესთან დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ ახალი სულიერი სიმაღლეებისკენ გაუწია გულმა და სხვა

მოძღვარს დაემოწაფა.
დეკანოზი ბასილ კიკვაძე მაშინ ლურჯ მონასტერში მსახურობდა. ცოტა ხანში მამა ბასილი
მამადავითში გადაიყვანეს და ნუგზარმაც მთაწმინდაზე განაგრძო ეკლესიური ცხოვრება.

- ცამეტი წლის მოვინათლე და ჩვიდმეტი წლისა სულიერ მოძღვართან მივედი. ახლა 25 წლის ვარ.

ნათლიის დახმარებით ჯვარისმამაში, მამა მიქაელთან დავიწყე სიარული. სასულიერო ცხოვრებაში იქ ავიდგი ფეხი. წლების განმავლობაში ვეზიარებოდი, აღსარებას ვამბობდი. ეს ჩემთვის უბედნიერესი წუთები იყო.

ლურჯ მონასტერში მეგობართან ერთად მივედი. იქ ვნახე მამა ბასილი. მამა ზენონიც (ახლა უკვე მეუფე ზენონი) ლურჯ მონასტერში მსახურობდა. დაახლოებით რვა თვე ვიარე ამ ეკლესიაში. მამა ბასილი ჩემს სულთან ახლოს მოვიდა და ჩემი მოძღვარი გახდა. მამა მიქაელისგან, რომელმაც ადამიანად ჩამომაყალიბა და ეკლესიისკენ გზა გამიკვლია, კურთხევა ავიღე და მამა ბასილთან მივედი.

მამა ბასილი მთაწმინდაზე, მამადავითის ეკლესიაში რომ გადაიყვანეს, დავიჩოქე და ღმერთს შევღაღადე: სად წავიდე, როგორ მოვიქცე-მეთქი? ბოლოს ისე მოხდა, რომ ჩემი მეზობლები, გიორგი და დათა, ლურჯ მონასტერში დარჩნენ, მე კი მამა ბასილს გავყევი.

თითქმის ექვსი თვის განმავლობაში ვცდილობდი მამა ბასილთან აღსარებაზე მისვლას. მამაო მცდიდა და ყოველკვირა ტაძარში მიბარებდა. მადლობა ღმერთს, დადგა ის დღეც, როცა აღსარება ვთქვი. ვუთხარი ჩემი ეროვნების, ჩემი ოჯახის შესახებ. მოვუყევი, როგორ მოვინათლე, როგორ დავიწყე ეკლესიური ცხოვრება...

- მაინც რამ გიბიძგა, მართლმადიდებლად რომ მოინათლე?

- ქურთები კი ვართ, მაგრამ ჩვენი ოჯახი არც ქურთულ წესებს მისდევდა და, რა თქმა უნდა, არც მართლმადიდებლობას. ბავშვობაში მეგობრებთან ერთად ჯვრებს, ხატებს ვძერწავდი და ვქარგავდი. ჯერ კიდევ არ ვიყავი მონათლული, ტაძარში რომ ვიპარებოდი და მსახურებას ვესწრებოდი. მაშინ ლურჯ მონასტერში ბიბლიოთეკა იყო, ტაძარი მოქმედი არ გახლდათ და ამიტომ სიონში დავდიოდი. წირვა-ლოცვებს არ ვაკლდებოდი. ეკლესიაში პირველად რომ შევედი, მივხვდი - ეს ჩემთვის ყველაფერი იყო. თითოეულ ხატთან მივდიოდი, ვემთხვეოდი, ღმერთს გაუცნობიერებლად გაძლიერებას და გაქრისტიანებას ვთხოვდი.

მსახურების დროს მოძღვარი ამბობს: "კათაკმეველნო, განვედით!" მე ამ დროს ტაძარში ვიდექი. მოულოდნელად ერთმა შავოსანმა ქალბატონმა მკითხა: შვილო, ჯვარი რატომ არ გიკეთიაო? როცა გაიგო, მონათლული არ ვიყავი, მითხრა, რომ ტაძრიდან უნდა გავსულიყავი.

ეკლესიიდან გამოსულს თვალები ცრემლით ამევსო. მაშინ საბოლოოდ გადავწყვიტე გაქრისტიანება და ეს სურვილი ჩემს მომავალ ნათლიას, რუსიკო დეიდას გავანდე. ჩემი ნათლობის შემდეგ დედაჩემი და ჩემი დებიც მოინათლნენ. იმედი მაქვს, ჩემი ლოცვით მამაც გაქრისტიანდება.

ნათლობის შემდეგ მივხვდი, რომ მჭირდებოდა სულიერი მოძღვარი, რომელიც რწმენაში გამაძლიერებდა.

მშობლები თავდაპირველად მიშლიდნენ ეკლესიაში სიარულს, ნათლობის შემდეგ ნათესავებთანაც უთანხმოება მოგვივიდა - მთელ სანათესაოში მხოლოდ ჩვენ ვართ მონათლულები... ოჯახის წევრებმა ქურთული არც კი ვიცით, ქართველი მეგობრები გვყავს და ქართულ წრეში ვტრიალებთ.

ლოცვებში ყოველთვის ვიხსენიებ ოჯახის წევრებს, მამაოს კვეთაში ვთხოვ მათ მოხსენიებას. ძალიან მინდა, თვალი აეხილოთ და ეკლესიური ცხოვრება დაიწყონ.

მამა ბასილთან უკვე შვიდი წელია დავდივარ. ერთხელ მამაომ დავითგარეჯში წასვლა შემომთავაზა. მაშინ არც კი ვიცოდი, რას ნიშნავდა მონასტრული ცხოვრება... იქ უფრო განვმტკიცდი რწმენაში. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გავიკვლიე გზა ეკლესიისკენ. მადლობა ღმერთს და დედა ღვთისმშობელს ყველაფრისთვის!

- როგორ ფიქრობ, შეიცვალე ნათლობის შემდეგ?

- ბევრ რამეზე დავფიქრდი. გამიჩნდა ღვთის შიში, მივხვდი, რომ ჩემი სარწმუნოება მართლმადიდებლობაა. ქურთების სარწმუნოებაზე, მართალი გითხრათ, არაფერი ვიცი. ვკითხულობ მართლმადიდებლურ ლიტერატურას, დილა-საღამოს ვლოცულობ, ვანთებ სანთელს, ვაკმევ საკმეველს, ვიღებ ნაკურთხ წყალსა და სეფისკვერს. ვმონაწილეობ ფსალმუნების კითხვაში. ამ ჯგუფში ეპისკოპოსები და მონაზვნები არიან შეკრებილნი და მადლობა ღმერთს, რომ მეც გამხადა ღირსი, მონაწილეობა მიმეღო ამ მადლიან საქმეში.

საგანგებოდ გამოვყავი ჩემი სალოცავი კუთხე. ეს ის ადგილია, სადაც შემიძლია ისე ვილოცო, რომ თვალზე სინანულის თუ სიხარულის ცრემლი მომადგეს. საკმევლები მეგობრებს ჩამოაქვთ საბერძნეთიდან, იერუსალიმიდან, მოსკოვიდან. წმინდა ზეთი და სანთელიც ბევრი მაქვს.

- მამა ბასილის კურთხევით სახელიც შეიცვალე - ილია დაგარქვეს. როგორ მოხდა ეს?

- ჩემი დაბადების დღე 7 აგვისტოა, ილია წინასწარმეტყველის ხსენება კი 2 აგვისტოს აღინიშნება. ღვთის ნება იყო ალბათ, წმინდა ილიას სახელი რომ დამარქვა მამაომ. რა მოხდა, იცით? ნათლიაჩემმა რვა წლის წინ ბაზალეთის ტბაზე სახლი შეიძინა. მის სანახავად მივდიოდი. გზაში პატარა ბაზილიკა დავინახეთ. ეკლესია სულმთლად გაპარტახებული დაგვხვდა. როგორც ჩანდა, ხალხი საკურთხეველში შედიოდა, ხოლო ტრაპეზი საქეიფო მაგიდად ექციათ. გავოგნდი! საოცარი სურვილი გამიჩნდა, ის ეკლესია მომეწესრიგებინა. ნათლულს ანალოგიის გაკეთება ვთხოვე. ანალოგია ტაძარში მივიტანეთ, ზედ უფლის ხატი დავაბრძანეთ და საკურთხეველზე ლენტი გავავლეთ. იქაურობა გავწმინდეთ და გავასუფთავეთ. ყველაზე დიდი სასწაული ის გახლდათ, რომ ტაძარი ილია წინასწარმეტყველის სახელობისა აღმოჩნდა. ალბათ, წმინდა ილიამ შეისმინა ჩემი... მამა ბასილმაც ეკლესიურად ილია დამარქვა.

მოძღვრის კურთხევით, ხშირად მივდივარ წმინდა ილიას ტაძარში და კანდელს ვანთებ, საკმეველს ვაკმევ.

მამა ბასილის კურთხევით, ოჯახებში დავყვები ღვთისმშობლის ხატს, რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაიწერა (ძალიან მიყვარს ჩვენი პატრიარქი. პირველად რომ შევხვდი, დავიჩოქე და ხელზე ვემთხვიე. უწმინდესი თავზე მეამბორა და მომეხვია). გვაქვს იმ ხალხის სია, ვისთანაც ხატი მიბრძანდება. მათთან მივდივარ, ვუხსნი, როგორ უნდა მოიქცნენ... ასე დავყვები დედა ღვთისმშობლის ხატს და ძალიან ბედნიერი ვარ ამით.

- ეკლესიური ცხოვრების დაწყებით სულიერ ცხოვრებაში რა მოიპოვე?

- ეკლესიურმა ცხოვრებამ სრული ბედნიერება და სიმშვიდე მომანიჭა. მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი სარწმუნოებაა. ადამიანს ერთხელ ეძლევა შანსი, ყველა ცოდვა მოინანიოს, აღსარება თქვას, ეზიაროს, მიიღოს ეს მადლი... ეკლესია პირველ რიგში პიროვნებად გაყალიბებს და სწორი გზით სვლას გასწავლის. ჩემი თხოვნა იქნება, ვისაც ჯერ არ დაუწყია ეკლესიური ცხოვრება და არ მონათლულა, ნუღარ დააყოვნებს, ჭეშმარიტებისკენ სავალ გზას შეუდგეს.

საუბრის დასასრულს მინდა ისიც ვთქვა, რომ თამარ მეფის პირველი მხედართმთავარი ქურთი იყო. ვამაყობ იმით, რომ წმინდა მეფეს ჩემი გვარ-ტომის კაცი უწევდა ერთგულებას.

საუბრისას ნუგზარის ნათლია, ქალბატონი რუსიკო შემოგვესწრო. ბუნებრივია, მასაც ვთხოვე, ნათლულზე რამე ეთქვა.

- ჩემს შვილებს ყოველდღე ვუკითხავდი სახარებას, დამყავდა ეკლესიაში. ნუგზარი მოუნათლავი იყო და ტაძარში სიარული მისთვის არ შეიძლებოდა. მონათვლა თვითონვე მოისურვა და მოვნათლე კიდეც.

ნათლიას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ნათლულის წინაშე - მის სულიერად გაზრდას ხომ პირველ რიგში მან უნდა მიაქციოს ყურადღება. მადლობა ღმერთს, რომ ნუგზარი ასეთი კარგი აღმოჩნდა. ერთად დავდივართ ეკლესია-მონასტრების მოსალოცად. ფეხით მოვიარეთ მცხეთის ჯვრის მონასტერი, ავჭალის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი. ამით ვძლიერდებით და ღვთის მადლს ვიღებთ.
ბეჭდვაელფოსტა
05.09. 2014
niko
kurtebi chveni dzmebi arian da bevrjer daamtkices es, me tbiliseli var da kurti (iezidi) erovnebis megobrebi mkavs, chem shvils shevekitxe ertxel sheni sauketeso dzmakaci vin aris metki, eso mitxra da ert kurti erovnebis bishsze mimanishna....gamecina da gamixarda, es aris tbiliseloba, magat venacvale.....
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat