მღვდელი ქადაგებს გარეგნობით, საქციელით, მასთან ერთად ქადაგებს მისი ოჯახიც
მღვდელი ქადაგებს გარეგნობით, საქციელით, მასთან ერთად ქადაგებს მისი ოჯახიც
"წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცნეთ თქვენ", - ასეთი დარიგება მისცა ქრისტემ თავის მოწაფეებს. მოციქულთა მთელი ცხოვრებაც სწორედ ამ კურთხევის აღსრულება იყო. მაგრამ ეს ქადაგება ოცი საუკუნის წინათ არ დასრულებულა; ის დღესაც გრძელდება, ოღონდ მოციქულთა საქმეს ახლა მოძღვრები განაგრძობენ - ღვთისმსახურნი, რომლებიც თავიანთი ქადაგებით მრავალ გზააბნეულ სულს მოაქცევენ და ჭეშმარიტების გზაზე აყენებენ.

ქადაგება მხოლოდ ამბიონიდან წარმოთქმული სიტყვა როდია. მღვდელი ქადაგებს გარეგნობით, საქციელით, მთელი ცხოვრებით. მასთან ერთად ქადაგებს მისი ოჯახიც.

ჩვენი სტუმრები არიან ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ თეოდორე გიგნაძის მეუღლე ქალბატონი თეკლა წერეთელი და ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ იოსებ გოგოლაძის მეუღლე ქალბატონი ხათუნა მხატვრიშვილი.


მღვდლის მეუღლეობა იმხელა წყალობაა, ხანდახან მეშინია კიდეც ამ ბედნიერების
- ქალბატონო ხათუნა, როგორ მოხვედით ეკლესიაში? როგორ გაიცანით მამა იოსები?

- ეკლესიური ცხოვრება 1990 წელს დავიწყე. შობის მარხვა იდგა, ჩემმა მეგობარმა პეტრე-პავლეს ტაძარში რომ მიმიყვანა. მამაოც ეკლესიაში გავიცანი, თუმცა მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემი ცხოვრება ასე წარიმართებოდა.

- სხვა გზა გქონდათ არჩეული?

- მონაზვნობა მინდოდა. ტაძარში მოვედი თუ არა, სულ მალე წმინდა ნინოს გზა მოვილოცე. მანამდე დავითგარეჯში წავედით ფეხით. ჩვენთან ერთად იყო მამა ანდრიაც (კბილაშვილი), რომელიც იმხანად ჯიხეთის მონასტრის წინამძღვარი გახლდათ. სწორედ მაშინ დაგვპატიჟა რამდენიმე კაცი მონასტერში.

წმინდა ნინოს გზა რომ მოვილოცე და თბილისში დავბრუნდი, ჩემს მოძღვარს ვთხოვე, ჯიხეთში გავეშვი ცოტა ხნით. მაშინ იქ მხოლოდ მოძღვარი და ერთი მორჩილი ცხოვრობდნენ. ისე მომეწონა იქაური ცხოვრების წესი, რომ მას მერე, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა (მაშინ საპატრიარქოში, "ჯვარი ვაზისას" რედაქციაში ვმუშაობდი), მაშინვე ჯიხეთს მივაშურებდი ხოლმე... მონაზვნად აღკვეცა, ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მამა იოსები გამოჩნდა და გავთხოვდი. ჩანს, ასეთი იყო ღვთის ნება.

- როცა დაქორწინდით, იცოდით, რომ მეუღლე მღვდლობას აპირებდა?

- იმხანად სემინარიის სტუდენტი გახლდათ და ვიცოდი, რომ ამ გზას უნდა გაჰყოლოდა, თუმცა მისი კურთხევა მაინც ძალიან მოულოდნელად მოხდა: ორ ოქტომბერს მეორე შვილი შეგვეძინა. თოთხმეტში, სვეტიცხოვლობას, მამაო მცხეთაში წავიდა. იქ მოძღვარს, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილს, პატრიარქისთვის წარუდგენია - მღვდლობა სურსო, უწმინდესს კი კურთხევა მიუცია, მეორე დღესვე დაესხათ ხელი. იმ ღამეს იქ დარჩა, მეორე დღეს კი შინ დიაკვნის კაბით დაბრუნდა.

- გაგიჭირდათ ცხოვრების ახალ რიტმთან შეგუება?

- თავიდან, რა თქმა უნდა, იყო ერთგვარი გაუცხოება, მაგრამ... მკაცრი მოძღვარი მყავდა (მამა არჩილ მინდიაშვილი), თან მონასტერში ვცხოვრობდი, ასე რომ, ჩემი შინასამყარო ცხოვრების ასეთ წესს, ფაქტობრივად, მორგებული გახლდათ.

- ვიცი, რომ ექვსი შვილი გყავთ. გვიამბეთ მათზე.

- უფროსი, ნინო, 11 წლისაა, ალექსანდრე - ცხრის, ლუკა - შვიდის, ანასტასია - ექვსის, ვაჩე - სამის, დავითი კი წლინახევრის.

- ძნელია ექვსი ბავშვის აღზრდა?

- (იღიმება) რომ გითხრათ, ადვილია-მეთქი, დამიჯერებთ? ძნელია, რადგან, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ექვსივე დამოუკიდებელი პიროვნებაა, განსხვავებული მიდგომა სჭირდება. მაგრამ ამ ტვირთს ის გვიმსუბუქებს, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ ერთმანეთი და თითქმის არ ჩხუბობენ. მამის ძალიან დიდი რიდი აქვთ.

- აღსარებასაც მამაოს ხომ არ აბარებენ?

KARIBCHE- არა, მე და ბავშვებს ჩვენი მოძღვარი გვყავს. ისე კი, მამაოს, ბუნებრივია, ვთხოვ რჩევებს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ქმარია, თანაც მღვდელია და მორჩილება გვმართებს.

ბავშვების მიმართ მე უფრო ლმობიერი ვარ, მამაო - შედარებით მკაცრი, ამის გამო რამდენიმეჯერ მცირე უთანხმოებაც მოგვსვლია, მაგრამ ბოლოს მაინც მე ვთმობ, რადგან ძალიან მეშინია, საკუთარ თავზე ავიღო ამოდენა პასუხისმგებლობა. მთავარი ის არის, რომ ერთმანეთთანაც და შვილებთანაც დიდი მეგობრობა გვაკავშირებს. მასზე უკეთესი მეგობარი მე არ მყავს.

ბავშვები თითქმის ყოველ დიდ დღესასწაულზე ამბობენ აღსარებას და ეზიარებიან. ზოგჯერ უჭირთ წირვაზე დგომა, მაგრამ ცდილობენ.

მამაოს ძალიან კარგი მრევლი ჰყავს. ჭირსა თუ ლხინში გვერდით გვიდგანან და გვეხმარებიან. ძალიან უყვართ ერთმანეთი, თავიანთი მოძღვარი. ჩვენც ძალიან გვიყვარს ისინი.

- მაინც რა პრობლემები აქვს თანამედროვე მღვდლის ოჯახს?

- ვიცნობ ოჯახებს, რომლებიც დიდ გასაჭირში ცხოვრობენ. იყო პერიოდი, როცა ჩვენც გვიჭირდა, უფრო - მანამდე, სანამ შვილები შეგვეძინებოდა. შემდეგ თანდათან ყველაფერი მოგვარდა. მადლობა ღმერთს, ჩემს გვერდით აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დიდი დახმარება გამიწიეს. თავიდან ბინაც კი არ გვქონდა. ჩემმა უფროსმა მეგობარმა მანანა ჯანელიძემ თავის სახლში მიგვიღო. სამი შვილი სწორედ იქ შეგვეძინა. მყავს მეორე მეგობარიც, ნატო ჩაკვეტაძე. მათი სიყვარული და თანადგომა არასოდეს დამავიწყდება... ახლა კი საწუწუნო არაფერი გვაქვს, ღმერთი გვაძლევს ყველაფერს, რაც გვჭირდება.

კიდევ ერთი სირთულე ის არის, რომ დღეს ქრისტიანს უამრავ რამეზე უწევს უარის თქმა, ბავშვს კი ეს ყოველთვის არ ესმის... აკრძალვით უფრო მეტ ინტერესს უღვიძებ, არ დაუშალო და - გამოდის, ცოდვისკენ უბიძგებ... ამიტომ როცა ქრისტიანისთვის შეუფერებელ საქციელს ვუშლით, ვცდილობთ, იქვე ავუხსნათ, თუ რატომ არის ეს ცოდვა.

- რას ნიშნავს თქვენთვის მღვდლის მეუღლეობა?

- ჩემთვის ეს უდიდესი ჯილდოა, მძიმე, მაგრამ სასიამოვნო ტვირთი. მღვდლის ოჯახი მრევლს მაგალითს უნდა აძლევდეს. მოძღვარი სხვებს ვერ მოსთხოვს იმ მანკიერებათა დათრგუნვას, რომლებიც აქვთYმისივე ოჯახის წევრებს.

მღვდლის მეუღლეობა იმხელა წყალობაა, ხანდახან მეშინია კიდეც ამ ბედნიერების.

- ხომ არ ნანობთ, მონაზვნად რომ არ აღიკვეცეთ?

- არა, ერთი წუთითაც არა. თუმცა მონაზვნობა ყოველი ქრისტიანის ოცნებაა... ვფიქრობ, ბავშვები რომ დაიზრდებიან, დაოჯახდებიან, დასაქმდებიან, არც მაშინ იქნება გვიანი.


ყოველთვის ვუსმენ, რას ურჩევს სხვებს და ვცდილობ, მისი სიტყვისამებრ მოვიქცე
- ქალბატონო თეკლა, როგორ დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება?

- ბავშვობაში ეკლესიასთან ურთიერთობა თითქმის არ მქონია. I კურსის სტუდენტი გახლდით, ტაძარში რომ მივედი. ესეც თავისთავად მოხდა, დაუგეგმავად. მეგობარმა მთხოვა, ეკლესიაში გავყოლოდი. წმინდა სამების ეკლესიაში მივედით. სწორედ მაშინ დავესწარი პირველად წირვას. იქ გავიცანით საოცრად კეთილი ადამიანი - დედა ბარბარე. იმხანად მონაზვნად ჯერ კიდევ არ იყო აღკვეცილი. მოგვეფერა, გვირჩია, ორშაბათს სიონში მოდით, პატრიარქი პარაკლისს იხდისო... წინათ, მიუხედავად დიდი მოწიწებისა, ტაძარში თავს უცხოდ ვგრძნობდი, იმ დღეს კი უდიდესი სითბო და მყუდროება შემომეგება და ყველაზე მეტად ალბათ სწორედ ამან მიმიზიდა ეკლესიაში... ასე დავიწყე ეკლესიური ცხოვრება, მერე და მერე ვიპოვე მოძღვარი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი, ვისწავლე მარხვა...

იმხანად შუა კვირაში წირვას ხშირად ვესწრებოდი და ლექციების გაცდენა მიწევდა. ინსტიტუტში გაცდენებს დიდი სიმკაცრით ეკიდებოდნენ, მაგრამ საქმე მუდამ ისე ეწყობოდა, რომ ლექტორი ვერც კი ამჩნევდა ჩემს არყოფნას. ამით ვხვდებოდი, რომ ღმერთი საშუალებას მაძლევდა, წირვას დავსწრებოდი...

- მამაოც ტაძარში გაიცანით?

- დიახ, მაგრამ მოგვიანებით. ეკლესიაში მალე დავუახლოვდი თანატოლებს. სულ ერთად ვიყავით, ერთად დავდიოდით წმინდა ადგილების მოსალოცად. ერთ დღეს პარაკლისზე ნაცნობი შემხვდა. თან ახლდნენ მამა თეოდორე (მამაოს მაშინ საერო სახელი - თამაზი ერქვა), მისი ძმა და მეგობარი. ასე გავიცანი მომავალი მეუღლე. თავიდან მასაც მეგობრად მივიჩნევდი, მერე და მერე ეს გრძნობა სიყვარულში გადაიზარდა. გაცნობიდან ექვსი თვის თავზე დავიწინდეთ და მალე დავქორწინდით კიდეც. მაშინ არც მე და არც მამაო ჯერ კიდევ არ ვიყავით მყარი ქრისტიანები, ამიტომ გათხოვების შემდეგ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ერთხანს შევწყვიტე ეკლესიაში სიარული. ერთ დღეს მოძღვარი, მამა არჩილი შემხვდა. მიუსვლელობის მიზეზი რომ მკითხა, ამაყად მივუგე, გავთხოვდი-მეთქი. მამა არჩილი სახტად დარჩა - ნუთუ შეიძლება, ამის გამო ეკლესიიდან წახვიდეო?!

მერე და მერე ისევ ჩავებით ეკლესიურ ცხოვრებაში, ახლა კი ეკლესიის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ტაძარი ჩემი მეორე სახლია.

მამაო სულიერად უფრო და უფრო იზრდებოდა, იწაფებოდა. იმ წლებში მამაოს ცნობიერებაში დიდი გარდატეხა მოხდა და გადაწყვიტა, აკადემიაში ჩაებარებინა. ასეც მოიქცა, თუმცა მღვდლობაზე მაშინ არ უფიქრია. ეს გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელად მიიღო. მე, ეს ამბავი რომ შევიტყვე, შემეშინდა - ქმრის მღვდლობა ჩემგანაც არანაკლებ ღვაწლს მოითხოვდა. ვგრძნობდი უდიდეს პასუხისმგებლობას ღვთის, ერისა და საკუთარი თავის წინაშე და ამ ტვირთს გავურბოდი. არადა, რას ან ვის უნდა გავქცეოდი? უფალს?! თავდაპირველად წინააღმდეგობის გაწევაც კი ვცადე, მაგრამ მამა არჩილმა ბევრ რამეზე ამიხილა თვალი, ბევრი რამ ამიხსნა. დიდად დამეხმარნენ მამა დოსითეოს ბოგვერაძე (რომელიც იმხანად ჯერ კიდევ ერისკაცი იყო) და ჩემი სულიერი და მანანა ჯანელიძე. მათი წყალობით სულ სხვა თვალით შევხედე ყოველივეს - ვიფიქრე, მართალია, მძიმეა ეს ტვირთი, მაგრამ თუ სიყვარულით მივიღებთ, შეგვიმსუბუქდება-მეთქი და მართლაც ასე მოხდა. სირთულეები არც დღეს გვაკლია, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ვუძლებთ.

KARIBCHE- ყველაზე მეტად რა გიმძიმთ?

- ყველაზე რთული ალბათ საზოგადოებასთან ურთიერთობაა. ხალხი მოძღვარს და მის ოჯახს სხვა თვალით უყურებს, სხვანაირად აფასებს, ბევრს სთხოვს... როცა მღვდლის ოჯახის წევრი ხარ, მხოლოდ საკუთარ თავზე არ აგებ პასუხს - ერთმა შენმა მცდარმა ნაბიჯმა შეიძლება მრავალი დააბრკოლოს. ამიტომ ყოველი სიტყვა თუ საქციელი ასჯერ უნდა აწონ-დაწონო. ეს ყოველივე კი, ადამიანური საზომით თუ მივუდგებით, რთულია. სხვა მხრივ, მღვდლის მეუღლეობა უდიდესი ჯილდოა და ღვთის მადლობელი ვარ ამისთვის.

- თქვენ მუშაობთ კიდეც. სამსახური ხელს ხომ არ გიშლით?

- არა, სამსახური ჩემთვის იმდენად ახლობელი და მშობლიურია, რომ მის გარეშე თავი ვერც კი წარმომიდგენია. პროფესიით ექიმი, სტომატოლოგი ვარ, რაც ინსტიტუტი დავამთავრე, სულ ვმუშაობ და ეს ხელს ნამდვილად არ მიშლის.

- ყოფით საკითხებზე უმთავრესად, ალბათ, თქვენ ზრუნავთ...

- დიახ, ასეთ საკითხებს მეტწილად მე ვაგვარებ, ვცდილობ, მამაო ამ ყოველივეს მოვარიდო, რადგან შეიძლება, ყოფითმა პრობლემებმა მისი სულიერი ცხოვრების რიტმი დაარღვიოს. არ მიჭირს, პირიქით, სულ სხვა პასუხისმგებლობით, სხვა ენერგიით ვკიდებ ხელს საქმეს.

- მამა თეოდორეს რჩევას ხშირად სთხოვთ?

- რასაკვირველია! თუმცა არსებობს საკითხები, რომლებსაც მხოლოდ ჩემს მოძღვართან მამა არჩილთან განვსჯი, ყველა სხვა შემთხვევაში კი მამაო ჩემთვის საუკეთესო მრჩეველია. გარდა ამისა, ყოველთვის ვუსმენ, რას ურჩევს სხვებს, როგორ უპასუხებს კითხვებზე და ვცდილობ, მისი სიტყვისამებრ მოვიქცე.

- შვილებზეც გვიამბეთ...

- ორი შვილი გვყავს. ვაჟი 18 წლისაა, გოგონა - 15-ის. ეკლესიასთან უმცროსი უფრო ახლოს არის. გალობს კიდეც, თუმცა ორივეს კარგად ესმის, რამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ. ცდილობენ, ისეთი არაფერი ჩაიდინონ, რაც მღვდლის ოჯახს არ შეეფერება.

- მრევლთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- არაჩვეულებრივი. მამაოს მრევლის მიმართ ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვს. ისინი მისი შვილები არიან და მეც ოჯახის წევრებივით ვუყურებ მათ. ბევრის, ძალიან ბევრის პრობლემა შემოდის ჩვენს ოჯახში და ჩვენს პრობლემად იქცევა. ბევრჯერ გადაგვიდია ჩვენი პირადი საქმე მრევლის გულისთვის. ალბათ, ისიც მეხმარება, რომ ექიმი ვარ და პაციენტის მიღება, მისი მოსმენა ჩემთვის უცხო არ არის.

დღეს ხშირად განიკითხავენ მღვდლებს. არა მარტო პირად საუბარში - ტელევიზიით, პრესითაც კი. მინდა იცოდნენ, რომ მღვდელს არ აქვს უზრუნველი ცხოვრება. მისი ყოფა სირთულეებით არის აღსავსე. მეტიც - პირადი ცხოვრება, ფაქტობრივად, არ გააჩნია, ის სხვათა ცხოვრებით ცხოვრობს. მღვდლობა უდიდესი ჯაფაა.

- როცა მღვდელთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრობ, ხომ არ იქმნება საფრთხე, მოძღვრის შარავანდი გაუფასურდეს, გაუბრალოვდეს?

- არც ერთი წუთით არ მავიწყდება, რომ ჩემი მეუღლე მღვდელია. ის ჯერ მოძღვარია და მერე - ჩემი ქმარი. მასთან ურთიერთობისას ყოველთვის ვგრძნობ, რომ ჩემს წინ ქრისტეს მსახურია. იმედი მაქვს, უფალივე მოგვცემს ძალას, ბოლომდე ვზიდოთ ეს მძიმე, მაგრამ საპატიო ტვირთი.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat