სახარება და წმინდა წერილი აწმყო დროშია, აწმყო დროშია აპოკალიფსიც
სახარება და წმინდა წერილი აწმყო დროშია, აწმყო დროშია აპოკალიფსიც
იმერეთის ეპისკოპოსის, წმინდა გაბრიელ ქიქოძის განმარტებით კი "ფარისევლობა ისაა, როცა კაცი პირობას შეკრავს თავის სინდისთან, სიცრუეს დაუმეგობრდება და შეურიგდება, სინდისის ხმას გარეგნული ყალბი და ცრუ სათნოებებით ჩააჩუმებს".

ფარისეველი ადამიანის სიტყვა და საქმე, გარეგნული მოქმედება და შინაგანი მდგომარეობა წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან.

1. გიჭირთ ფარისევლობის ნიღაბს ამოფარებული ადამიანის გამოცნობა?

2. თქვენი აზრით, გვაქვს თუ არა ქართველებს ფარისევლობისკენ მიდრეკილება და როგორ ვლინდება ეს?

ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ: ბერ-ნომაზონი ნიკოლოზი (სკანაძე), ჟურნალისტი ნელი კობიაშვილი, რეჟისორი ზაზა ნანობაშვილი და სტუდენტი ილონა კორსანტია.

ბერ-მონაზონი ნიკოლოზი, 37 წლის, ისტორიკოსი

1. ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე არსებობდა იუდეველთაგან განდგომილთა სექტა ფარისეველთა სახელწოდებით. სიტყვა ფარისეველი თარგმანით რჩეულს ნიშნავს, ამ საკრებულოს წევრებმა იმიტომ შექმნეს ცალკე დაჯგუფება, რომ რჩეულობის პრეტენზია გააჩნდათ და თავიანთი თავი სხვა ადამიანებზე აღმატებული ეგონათ. ყველა ფარისეველი, დღემდე ატარებს ამ თვისებას.

ფარისევლობა არის სულიერი დაავადება, რომელიც ამპარტავნებიდან მომდინარეობს. ამ ცოდვის მატარებელი არაფრად აგდებს თავის ცოდვას, სხვის ცოდვაზე კი გამახვილებული აქვს ყურადღება.

როგორ უნდა გამოვიცნოთ ფარისეველი? უპირველესად, ადამიანმა საკუთარ თავში უნდა დაძლიოს ფარისევლობა სიმდაბლით და მერე შესძლებს სხვათა გამოცნობას, საკუთარი ეგოიზმიდან და ამპარტავნებიდან გამოსვლაა საჭირო. ისევ სახარების სიტყვებიდან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც სხვის თვალში ბეწვს ეძებს, თავის თვალში კი დირე ვერ დაუნახავს, როგორ შეძლებს ამპარტავნებისა და ფარისევლობის დამარცხებას?

სულიერ თუ ხორციელ დაავადებებს მხოლოდ ის წამალი წაადგება, რომელსაც საეკლესიო ენაზე ზიარება ჰქვია, რაც ხშირად ვეზირებით, მით უფრო განვიკურნებით იმ სენთაგან, რომელიც ჩვენში სხვადასხვა ცოდვის სახით არსებობს.

ხშირად მორწმუნეთაგანაც კი გამიგონია, ჯერ არ ვარ მზად ზიარებისთვისო, რაც ერთგვარი ფარისევლობა მგონია, რადგან ეს ადამიანი, როცა საჭიროდ ჩათვლის, რომ ეზიაროს, თუ მაშინ ჰგონია, რომ ზიარების ღირსია, ძალიან შემცდარა. ხშირად იმიტომ უნდა ვეზიაროთ, რომ ამ დროს უფალი შემოდის ჩვენში და დაწვავს ყველა იმ ცოდვას, რაც ჩვენშია.

2. ჩვენი ერი უფრო ამპარტავნებისკენ არის მიდრეკილი, ვიდრე ფარისევლობისკენ, მაგრამ ფარისევლობაც ფესვგამდგარია ქართველებში. ჩვენ ხომ ქრისტიანული ტრადიციების მატარებელი ერი ვართ და სულიერი ბრძოლებიც დიდია.

დიდმარხვის დაწყებას წინ უძღვის უძღები შვილის კვირა. როგორც სახარებაშია მოთხრობილი, უძღებმა შვილმა მამისგან მიღებული კუთვნილი ქონება გაფლანგა, როცა ჯიბეში ერთი გროშიც აღარ დარჩა, ისევ დაბრუნდა მამასთან. მან, ამდენი ხნის დაკარგული შვილი, რომელიც ცოცხალიც აღარ ეგონა, დიდი პატივით მიიღო, როგორც გამორჩეული. შეიძლება დღეს ჩვენში ამპარტავნება და ფარისევლობა მძლავრობდეს და უძღები შვილის მდგომარეობაში ვართ, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, უძღები შვილი - ქართველი ერი - ისევე დაბრუნდება მამის წიაღში.


ნელი კობიაშვილი, ჟურნალისტი, ინგლისური ენის სპეციალისტი, ავტორი წიგნებისა: "ჩვენ ვეძებთ ფიროსმანს" და "შორეული ახლობელი", ჰყავს ქალიშვილი - ინა სიხარულიძე.

1. სახარებიდან ვიცით, რომ ფარისეველთა სექტაში გამცემი ხალხი იყო, რომლებიც, მღვდელმთავრებთან ერთად მონაწილეობდნენ უფლის გაცემა-წამებაში. ჩვენ გარშემო უამრავი ფარისეველია, რომლებმაც სინდისთან კომპრომისით სამართლიანობას შინაგანი ამბოხი გამოუცხადეს.


ნელი კობიაშვილი ოდესის მონასტრის იღუმენია სერაფიმასთან

უკანასკნელ წლებში ფარისევლობას მართლაც დიდი გასაქანი მიეცა ქართულ პოლიტიკაში.

იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც ბოლო წლებში სუფევდა, პოლიტიკოსებმა მართლაც ჩამოიხსნეს ნიღაბი და ხალხს არ გასჭირვებია მათი რეალური სახის გამოცნობა. ფარისევლობას მძლავრად ჰქონდა ფესვები გადგმული იმ ხელოვანთა შორისაც, რომლებიც ლექსებს, ჰიმნებსა და სიმღერებს უწერდნენ "ძლიერთა ამა სოფლისათა".

2. ფაქტია, საქართველო ყოფილა მიდრეკილი ფარისევლობისაკენ, ცუდია ის, ვერ აღმოვჩნდით ჩვენი მოწოდების სიმაღლეზე, ვერ ამოვუდექით ერთმანეთს გვერდით, ვერ დავიცავით ვერც სხვა და ვერც ჩვენი თავი. ყველაფერმა ისეთი მასშტაბი მიიღო, ჩვენ წლების მანძილზე ვერ შევძელით ამ სენის ჩაქრობა, ყოველივე ეს დემოკრატიის ნიღბით ხდებოდა.

ძალიან მძიმე და ტრაგიკული ისტორიის ერი ვართ. ახლა ვფიქრობ, როდის ვიყავით კარგად?! - არასდროს, სულ ომები და სისხლისღვრა იყო საქართველოში, სულ ვიღაცისგან ვიცავდით თავს, ქართველი მეფეები ზოგჯერ ჩალმასაც კი იხურავდნენ, რომ ქვეყანა და სარწმუნოება გადაერჩინათ. ჩვენ შევძელით გადარჩენა, მაგრამ ძალიან ძვირად დაგვიჯდა ეს. დღესაც გადარჩენისთვის ვიბრძვით, რადგან ამ ავბედითი ისტორიისა და ყოფის მიუხედავად, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც შეინარჩუნეს ღირსება.

აქამდე მეგონა, ჩვენ სულ მარტონი ვიყავით, მთელი მსოფლიო, შინაური თუ გარეული, ჩვენს წინააღმდეგ იყო მომართული, მაგრამ დღეს დავრწმუნდი, ღმერთს არ მივუტოვებივართ და თუ ერთმანეთს გავიტანთ, მართლაც ვერავინ მოგვერევა.


ზაზა ნანობაშვილი, რეჟისორი, ავტორი დოკუმენტური ფილმებისა ხელთუქმნელი ანჩისხატის ისტორიაზე, ივერონის ისტორიასა და ქართულ სიწმიდეებზე (ეს ფილმები დაჯილდოებულია სხვადასხვა მართლმადიდებლურ კინოფესტივლებზე: უკრაინა, "პოკროვი"; ბათუმი, "წმინდა ანდრიას ჯვარი"); რედაქტორი საეკლესიო გამოცემებისა - საქადაგო მოწოდებით "სიწმიდეები გვიხმობენ"


ზაზა ნანობაშვილი

1-2.
ფარისევლობა ერთ-ერთი დიდი და მძლავრი იარაღია ეშმაკისა, რამეთუ იგი ბოლო ჟამს განსაკუთრებულად ამ ცდუნებით მოევლინება ანტიქრისტეს სახით კაცობრიობას. არა ცალსახა ძალადობით, არამედ სიცრუითა და მაჩვენებლობით. კეთილისა და ბოროტის ცნობა ხომ თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, მაგრამ ბოროტის ყველაზე ძნელად გამოსაცნობი ნიღაბი - ფარისევლობა გახლავთ და მის გარჩევას წმინდა სული და გველის სიბრძნე სჭირდება. მრავალნაირი შედარება აქვთ წმინდა მამებს მოყვანილი, ნიღაბი არ ელევა ამ სენს ადამიანთა საცდუნებლად - მოდის სიკეთის სახით, ქველმოქმედებით და სასწაულებითაც კი. უფალი ფარისევლებს ამხელს: "გარეშე სჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა" (მთ, 23, 27-28).

მაჩვენებლობის და კაცთმოთნეობის ვნება, როგორც იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ადამიანის შინაგანი ბილწება და ყოვლითურთ წარწყმედულობაა". წინასწარმეტყველებიც ასე მოიხსენიებდნენ ამ სენს "და ერად სავსედ უსჯულოებაი, თესლად ბოროტად, შვილად უკეთურებისად".

ფარისევლობის მთავარი იარაღია წიგნიერება - თუმცა გავყოფდი, რომ წიგნიერება და წიგნიერი განათლება სხვადასხვა რამ გახლავთ. სულიერებას მოკლებული წიგნიერება ხშირად ხდება საბაბი ამპარტავნებისა და მაჩვენებლობისა, ხოლო ღვთივსათნო განათლება სიმდაბლით აღჭურვილი - ჭვრეტა და ხედვაა ჭეშმარიტებისა. ფარისევლობა ადამიანს აავადებს სულიერად. ამ დროს ადამიანი კარგავს უმანკოებას, გულწრფელობას, გადაქცეულია მოთამაშე სულიერ თეატრალად, რომელიც იკვებება ცრუ დიდებით და მუდმივად იხარჯება სულების წარსაწყმედად. ფარისევლობის თვისებებია: ამპარტავნება, მზაკვრობა, მოყვასის ადვილად შეურაცხყოფა, ლიქნით პირში მოფერება, უსასოობა და არასრულფასოვნების შეგრძნება. მისი მთავარი მიზანია ყოველგვარი კეთილი საქმე ჩაიდინოს მოსაჩვენებელად კაცთა. დღეს კაცობრიობის დიდი ნაწილი სულის ნაცვლად ხორცის შემკობის სურვილს უფრო მეტად იჩენს. ესეც ხელს უწყობს ამ ცოდვას. ფარისევლობის სენი და საცდური ყველაზე მეტად მოკალათებულია წმინდა ადგილას - ეკლესიაში, როგორც ხდებოდა იმჟამინდელ ძველი აღთქმის ეკლესიაში, აგრეთვე, სამწუხაროდ, ვლინდება დღევანდელშიც.

წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ "ესეთნი არიან ჭეშმარიტად უსჯულონი, რომელთა საქმედ ეპყრათ სხვათა წარწყმედა, რამეთუ საქმე მოძღვრისა და წინამძღვარისა არის მოძიება და ცხონება წარწყმედულთა, ხოლო ისინი პირიქით არასარგებელ ეყოფიან კაცთა და ავნებენ და აყენებენ კაცთა შესვლად სასუფეველსა".

ჩვენ ნიჭიერი ერი ვართ, მიდრეკილი სულიერებისა და ინტელექტისადმი, მაგრამ საცდურიც დიდია, განსაკუთრებით მძლავრობს ფარისევლობის სენი.

კაცი თითქოსდა ეკლესიაშიც დადის, თითქოს ინანიებს კიდეც, ეზიარება, მაგრამ მისი გული შორსაა ღვთისგან. ატყუებს ღმერთს, მისი საქმე და სიტყვაც შორი-შორსაა. უფალიც ამ ცოდვას ყველაზე მკაცრად ამხელს: "ნაშობნო იქედნეთანო, ვითარმედ განერნეთ სასჯელსა გეჰენიისა".

როგორც სახარება გვმოძღვრავს: ფარისევლობის ყველაზე დიდი საცნობი - საქმეა. კაცის სიტყვები კი არ ვცნოთ მხოლოდ, არამედ საქმით შევაფასოთ. დღევანდელი რეკლამებისა თუ პიარ-მანქანების დახმარებით უფრო მეტად ხდება ადამიანის განდიდება-გაკერპება. დაბნელებულ გონებას კი ბრმად სჯერა მისი, იგი მონუსხულია. დღევანდელი ჟამის ადამიანებს სჭირდებათ დიდი ლოცვა, მარხვა, სულიერი მეცადინეობა და სჯა, რომ გამიჯნოს სიკეთე ბოროტებისაგან, კაცის საქმე მისივე სიტყვისაგან, ჭეშმარიტება ცდომილებისაგან. საჭიროა ასევე განუკითხველი მხილება, რომ ადამიანი თანამონაწილე არ გახდეს თვითონაც ამ სენისა და ეგება სხვისი მაგალითიც აღმოჩნდეს მოსაქცეველად.


ილონა კორსანტია, 22 წლის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტი.

1. ზოგადად, ყველა ადამიანი ატარებს ნიღაბს, არც თუ ისე ადვილია ფარისეველი ადამიანის გამოცნობა, თვით ფსიქოლოგისთვისაც კი.


ილონა კორსანტია

ფარისევლობის დამახასიათებელი თვისებებია: სიცრუე, მლიქვნელობა, კაცთმაამებლობა ანგარების მიზნით, გარეგნული ნიშნებით მანიპულირება, მლიქვნელობა, ბევრი ნიშანია ისეთი, თუ ყურადღებით დავუკვირდებით, მისი გამოცნობა არ უნდა გაგვიჭირდეს, ბევრი ამ თვისებების მატარებელი, რომც არ დავაკვირდეთ, თვითონვე გამოავლენს საკუთარ თავს ადრე იქნება ეს თუ გვიან, მაგრამ არსებობენ ისეთი ფარისეველნიც, რომლებიც უფრო მოხერხებულად ატარებენ ნიღაბს და მათი გამოცნობა მართლაც ძნელია. ამ ადამიანებთან ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ისიც არის, რომ თავის თავს არავინ აღიარებს ფარისევლად, ეს ხომ არაცნობიერიდან მოდის, ამიტომ აკვნიდანვე უნდა დააკვირდნენ მშობლები თავიანთ შვილებს, რათა პატარაობიდანვე აღმოფხვრან მათში ეგოიზმი, რომელიც ძალიან გავრცელებულია ბავშვებში, და განავითარონ მათში ისეთი თვისებები, რომლებიც დაიცავს მათ ფარისევლობისა და სხვა მავნე ზემოქმედებისგან.

2. თუ რამდენად მიდრეკილია ჩვენი ერი ფარისევლობისაკენ, ამის განსჯა უხერხულად მიმაჩნია, მაგრამ ტელევიზიის, რადიოს და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს როდესაც ვაკვირდები, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ყველა თავის თავზე, თავის გადარჩენაზე უფრო მეტად ფიქრობს ამ მართლაცდა მძიმე დროში, ვიდრე მეზობელზე, მეგობარზე, ახლობელზე, დიდია მათში თვითგადარჩენის ინსტინქტი, ყველაზე ამის თქმა არ შემიძლია, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ამას ვამბობ, სამწუხაროდ, უმრავლესობას ვგულისხმობ. ჩემი დაკვირვებით, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ქართველი ქართველს არ ინდობს, უცხოელს კი ფიანდაზად ეგება. მე ესეც ფარისევლობა მგონია, რომელიც ჩემზე პირადად ძალიან უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ როგორც მორწმუნე ქრისტიანი, ვიტოვებ იმედს, ღვთის შეწევნით, ყველაფერი კარგად იქნება.


თემის განხილვაში მონაწილეობს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე.

- ფარისევლობა ადამიანის სულიერი მდგომარეობაა. ფარისეველი ადამიანი დარწმუნებულია, რომ სხვაზე უკეთესია, ამიტომ მე ამას ნიღაბსაც ვერ დავარქმევდი. ფარისევლობაში პირველი არაგულწრფელი რწმენაა, შეიძლება ჩვენთან ახლა ამ სიტყვამ უფრო სხვა მნიშვნელობა შეიძინა, თორემ იმათ სექტაში ხომ არ ეწერა, რომ ისეთი თვისების ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ჩვენ ფარისეველს ვეძახით დღევანდელი გაგებით?

რამდენად არის ჩვენი ერი ფარისევლობისკენ მიდრეკილი?

- მე ასე ვიტყოდი, ჩვენი ერი არა მხოლოდ ფარისევლობისკენ, ახლა უკვე ახალ სტადიაში გადავიდა და სადუკევლობისაკენ მიდრეკილიც გახდა. ვინ იყვნენ სადუკეველნი და როგორი სარწმუნოება ჰქონდათ მათ? - მათი სარწმუნოება იყო ფორმალური, მათთვის შეიძლება ურწმუნოებიც კი გეწოდებინა. ისინი ფარისევლებივით მდაბალი ხალხი კი არ იყო, მათგან ყველაზე მაღალი წოდების სასულიერო პირნი და იუდეველთა მთავრები გამოდიოდნენ. ჩვენ გვახსოვს ეს საზოგადოებისგან გამორჩეული, დაწინაურებული ნაწილი, თუ როგორ მიმართავდა ქრისტეს. აქედან გამომდინარე, ასეთი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ სადუკეველებს არ სწამდათ მკვდრეთით აღდგომა, არ შეეძლოთ ცოცხალი ურთიერთობა დაემყარებინათ ღმერთთან, პრაქტიკულად, მათთვის შეიძლება გვეწოდებინა შენიღბულ ათეისტთა ჯგუფი, რომელთა რელიგიაც მთლიანად გამოშიგნული იყო ჭეშმარიტი რწმენისაგან. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ უფრო ფარისეველთა და სადუკეველთა ნაჯვარი ვართ და ბევრი უნდა ვილოცოთ, ღმერთმა გვაქციოს ქრისტეს მოციქულების ჭეშმარიტ მემკვიდრეებად.

მებაჟეობა, ყველაზე დამამცირებელ პროფესიად ითვლებოდა იუდეველებში, მაგრამ მებაჟეები ცუდად არ უნდა მოვიხსენიოთ, რადგან მათ შეიცნეს უფალი, მათთვის მოვიდა მაცხოვარი, თქვენ იცით, ტანდაბალი მებაჟე ზაქე, ხეზე ავიდა, რომ იესო ქრისტე დაენახა, რომელიც შემდეგ, მცირე აზიის, კესარიის მღველმთავარი გახდა. ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ეკლესიას ისეთი რწმენის სასულიერო პირები, როგორიც იყო ზაქე. სახარება ცოცხალი წიგნია და რაც მასში წერია, იგი ისტორია კი არაა, ჩვენი დღევანდელობაა და აბსოლუტურად ყველაფერი არის აწმყო დროში. ეს ჩემი აღმოჩენა კი არ არის, ნამდვილად ასეა. სამწუხაროდ, რაოდენ მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს, ჩვენს ეკლესიაშიც მოიძებნებიან ფარისეველთა და სადუკეველთა სულიერი მდგომარეობის მემკვიდრეები, რომლებიც მართლმადიდებლობის სახელს არიან ამოფარებულნი, სინამდვილეში კი ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან არაფერი აკავშირებთ.

ფარისევლები თვლიდნენ, რომ აქტიური პოზიცია უნდა დაეკავებინათ, რომ ამით თავი მოეწონებინათ საზოგადოებაში. აი, როგორც ჩვენთან არის ვთქვათ, ისეთი გაგება, რომ მე დავდივარ ეკლესიაში, მყავს მოძღვარი, ვმონაწილეობ წირვა-ლოცვაში, ვეზიარები, ვწირავ შესაწირს და ამიტომ ასე უბრალოდ ნუ მელაპარაკებით. ერთმა პოლიტიკოსმა განაცხადა: მე ისეთი მლოცველი მყავს მავანი და მავანი მღვდელმთავრის სახით, რომ თქვენ რაც გინდათ, ის ქენით, მაინც მშვენივრად ვიქნებიო და სხვათა შორის, მართლაც მშვენივრად გრძნობს ამქვეყნად თავს. ის დარწმუნებულია იმაში, რადგან ფულს უხდის ვიღაცას, მაღალ სასულიერო იერარქიაში, ამით მას მოგვარებული აქვს ღმერთთან ურთიერთობა. ხომ გახსოვთ, მეზვერისა და ფარისევლის იგავიდან ფარისეველი თავს იმით იწონებდა, რომ თავისი შემოსავლის მეათედ ნაწილს სწირავდა ღმერთს. აბა, იმას კი არ ვგავარ, ღმერთს რომ მუხლებზე დაჩოქილი სთხოვს ცოდვათა მიტევებასო, დაცინვით უყურებს მეზვერეს. სახარების ამ ეპიზოდში თავიანთი სულიერი მდგომარეობის შესატყვისად, იდეალურად არიან წარმოდგენილნი მეზვერეც და ფარისეველიც. ორივე პიროვნებაში შესანიშნავად არის ნაჩვენები ის თვისებები, რაც დამახასიათებელია ამ ადამიანების შინაგანი ბუნებისათვის; სახარების ამ მცირე მონაკვეთში, ძალიან ბევრი რამ დევს. ეს რომ განვაზოგადოთ და დღევანდელ დროში გადმოვიტანოთ, მრევლის არც ისე მცირე ნაწილი აღმოჩნდება ფარისევლის მდგომარეობაში. განა ცოტა ფიქრობს: "მე ისეთი კი არ ვარ, როგორიც ის..." მეზობელს შეიძლება რისხვა დაატეხოს თავზე და მცირედიც კი არ დაუთმოს იმის გამო, რომ მე როგორ მიბედავ ამას, როცა შენ ეკლესიაშიც კი არ დადიხარო, მეზობელს კი არა, ქმარსაც არაფერს პატიობს იმის გამო, ეკლესიაში არ დადისო, შვილსაც ზემოდან უყურებს, მოდის მოძღვართან და ეუბნება: "რა მეშველება, მამაო, ჩემი შვილი ვერ დავიყოლიე, ეკლესიაში იაროს და ღმერთი ამისათვის მე მომკითხავსო?" მას თავისი თავი უფრო ადარდებს, რომ შეიძლება ღმერთმა ამისთვის მოკითხოს და არა ის, რომ შვილი სწორ გზას ასცდა და გაუბედურდა.

ახლა შენდობის კვირიაკე მოდის და მინდა ერთ საკითხსაც შევეხო, მე ფარისევლობა მგონია, როდესაც ადამიანს სიცოცხლეს გაუმწარებ, შენდობის დღეს ყოველგვარი სინანულის განცდის გარეშე მიხვალ მასთან და გეყოფა გამბედაობა, მისგან შენდობა გამოითხოვო და მერე აქეთ გამოსცადო, როდესაც ეკითხები: "არ შემინდეო?" ხოლო როცა მისგან დადებით პასუხს მიიღებ, მოძღვართანაც იტყვი აღსარებაში, რომ ეს ლაქა ჩამოირეცხო. ასე იღებს ჩვენი რელიგიურობა ფორმალურ ხასიათს, შენდობის დღეს ისეთი ადამიანი გთხოვს შენდობას, წესით ვერ უნდა გთხოვოს, სხვასაც იმავეს გაუკეთებს და მერე იმისგანაც შენდობას მოითხოვს და ასე ემსგავსება შენდობის დღე ფარისევლის კვირიაკეს.

თავისთავად, დიდმარხვის დაწყების წინ შენდობა რომ მივიღოთ ერთმანეთისგან ეს ეკლესიის უძველესი ტრადიციაა და ამაში ის აზრია ჩადებული, რომ ჩვენ, ყველანი, დამნაშავენი ვართ ერთმანეთის წინაშე ჩვენი დაცემული ბუნების გამო. ცხადია, რომ ჩვენ უცოდველი ანგელოზები არა ვართ, ამიტომ კონკრეტული რამის მიმართ კი არა, ზოგადად ვითხოვთ ურთიერთშენდობას. ზოგჯერ ადამიანი ვერ ხვდება, თუ რაიმე დანაშაული არ მიუძღვის მეორე ადამიანის მიმართ, თუ არ სცემა ვინმეს, პიროვნული შეურაცხყოფა არ მიაყენა, რატომ უნდა სთხოვოს სხვას შენდობა და ფარისევლურად ეკლესიური მოვალეობისგან გათავისუფლების მიზეზით ეუბნება მავანსა და მავანს - "თუკი რაიმე გაწყენინე, შემინდეო". რას ნიშნავს ეს, კიდევ უნდა მაწყენინო? კიდევ უნდა მომატყუო? ისე შესანდობელი არ გვაქვს ერთმანეთთან ან სადღაც სხვაგან რომ მოვხვდეთ შენდობის დღეს, ვთქვათ, ინდოეთში, იქ არ უნდა გამოვითხოვოთ შენდობა? ამ დღეს ეკლესიაში ასეთ დიალოგსაც ხშირად მოისმენთ, შემინდე, თუმცა არც შენ და არც მე არ გვიწყენინებია ერთმანეთისთვისო", ეს რაღა შენდობის თხოვნა გამოვა, თუკი ამგვარი ფორმალური დამოკიდებულება გვაქვს ამ დღისადმი?

ადამიანი, რომელიც თავის თავს ეკლესიურს უწოდებს, ასეთ რამეს მეკითხება: "მამაო, ის ქრისტიანი, ვინც კეთილ საქმეს აკეთებს, ეხმარება გაჭირვებულს, არ სჩადის ბოროტებას, ამასთან არ დადის ტაძარში, არ ჰყავს მოძღვარი, არ არის მისთვის მნიშვნელოვანი წირვა-ლოცვაზე დასწრება, საქმით სიკეთეს ემსახურება, მაგრამ ეკლესიურ ცხოვრებაში არ მონაწილეობს, მისი კეთილი საქმეები ღვთისგან ხომ შეიწირებაო? ამ შეკითხვაზე მე ასე ვუპასუხებდი, ასეთი ქრისტიანი ურწმუნოა, ათეისტი და იმ სექტებშიც კი არ მოიაზრება, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენებდით. სახარებაში მაცხოვარი გარკვევით ამბობს, ვინც მის სისხლსა და ხორცს არ მიიღებს, იგი ვერ გახდება მისი ღირსი. სიკეთეს ღმერთი გვაკეთებინებს და რა სიკეთე უნდა აკეთოს ადამიანმა, რომელსაც ქრისტე არ სწამს და ეკლესიაში არ დადის? მინდა ერთხელ ვთქვა, რომ სახარება და წმინდა წერილი აწმყო დროშია, აწმყო დროშია აპოკალიფსიც.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat