"სულს მიხედეთ, ბატონებო, სულს!"
"სულს მიხედეთ, ბატონებო, სულს!"
თანამედროვე ქართულში ფარისევლობა, ზოგადად, თვალთმაქცობას ნიშნავს და მხოლოდ რწმენასთან თვალთმაქცური მიმართებით არ შემოიფარგლება. წმინდა წერილში ეს სიტყვა ძველი სჯულის ერთ-ერთი სექტის მიმდევრების აღსანიშნავად იხმარებოდა და ცნების განზოგადება სწორედ მათი თვისებების მიხედვით მოხდა. ამ სექტის მიმდევრები თავს სჯულისმეცნიერებად თვლიდნენ, მაგრამ წესებს მხოლოდ გარეგნულად იცავდნენ. ისინი ყველაზე აქტიურად უპირისპირდებოდნენ მაცხოვარს - ეშინოდათ, მისი მოძღვრება მათ სიყალბეს გამოააშკარავებდა. ფარისევლებმა მაცხოვარი სასიკვდილოდ გაწირეს.

ქართული მწერლობა ქრისტიანობის წიაღში ჩაისახა და განვითარდა. მასში აისახა ქრისტიანული მსოფლმხედველობისთვის დამახასიათებელი ღირებულებები. ქართველი მწერლები ყოველთვის იდგნენ ზნეობრივ-ესთეტიკური იდეალებისა და პრინციპების სადარაჯოზე, მათ სტკიოდათ "ერის წყლული" და ამ პოზიციიდან ამხელდნენ ქართველი კაცის გულსა და გონებაში ფეხმოკიდებულ უკეთურებებს, მათ შორის სიყალბესა და თვალთმაქცობას. ამ მხრივ, განსაკუთრებით საგულისხმოა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) და დავით კლდიაშვილის შემოქმედება.

წმინდა ილია მართლის შემოქმედების შესახებ გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი მარიამ ნინიძე.

- თქვენ მიგაჩნიათ, რომ წმინდა ილია მართლის შემოქმედება დამყარებულია სახარებისეულ ზნეობრივ სწავლებაზე. მკითხველისთვის საინტერესო იქნება, ჩანს თუ არა მათში მწერლის დამოკიდებულება ფარისევლობისადმი?

- დიახ, ჩანს, როგორც პოეზიაში, ისე პროზაში. ლექსში, "პასუხის პასუხი", მწერალმა მკაფიოდ გამოკვეთა მისი და მისი თანამოაზრეების დაპირისპირება ფარისევლობასთან: "სარწმუნოება და სათნოება ფარისევლობად არ შეგვიქმნიაო". წმინდა ილია მართლის დიდი სატკივარი იყო ის, რომ ჩვენი ხალხი, რომელიც თავს ქრისტიანად მიიჩნევდა, რჯულის ფორმალურ აღმსარებლად იქცა და მთავარი - ქრისტიანული სული - დაკარგა. იმავე ლექსში ავტორი მაცხოვარს "ფარისეველთა და სადუკეველთა გამკიცხველ-გამდევნელს" უწოდებს და ამით ჩვენს საზოგადოებას ერთხელ კიდევ შეახსენებს, რომ ასეთი ფორმალური აღმსარებლობა - ქრისტიანის სახელის ტარება და მაცხოვრის სწავლების საწინააღმდეგოდ ცხოვრება - ღვთისთვის სათნო არ არის.

- მწერალი ფარისევლობას ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით ხმარობს თუ სახარებისეულით?

- წმინდა ილია მართალთან ეს სიტყვა სექტის ფარისევლებთანაა ასოცირებული, მსოფლმხედველობრივი სიყალბისა და თვალთმაქცობის აღსანიშნავად ანუ სწორედ წმინდა წერილისეული გაგებით იხმარება. ამას მოწმობს ისიც, რომ ვრცელ კონტექსტში აუცილებლად ჩნდება სხვა მინიშნებებიც სახარებისეულ ამა თუ იმ ეპიზოდზე, რომლებშიც მხილებულნი არიან ფარისევლები. მაგალითად, ზემოხსენებულ ლექსში ასეთია შიგნიდან სიმყრალით აღსავსე და გარედან "მორთული კუბო". ეს შედარება მაცხოვარმა სწორედ ფარისევლების მიმართ გამოიყენა.

- მოთხრობებიდან რომელში გვხვდება ფარისევლობის პრობლემა?

- აშკარაა, რომ "კაცია ადამიანის?!" გმირების შექმნისას ავტორი ფარისევლებს გულისხმობდა. თავის ერთ-ერთ ვრცელ ქადაგებას მაცხოვარმა წარუმძღვარა სიტყვები: თუ თქვენი სიმართლე ფარისევლობაზე აღმატებული არ იქნება, ცათა სასუფეველში ვერ შეხვალთო. ფარისეველთა სწავლებით, ღვთის წინაშე ადამიანის გამართლებისათვის საკმარისი იყო, რომ კაცი არ მოეკლა, არ ემრუშა, არ მოეპარა, ბოროტებაზე უარესი ბოროტებით არ ეპასუხა, მტერი არა, მაგრამ მოყვარე ჰყვარებოდა, თუნდაც თავმოსაწონებლად ემარხულა და თუნდაც სხვათა დასანახად ელოცა. მაცხოვარმა კი ბრძანა, გარდა იმისა, რომ არ უნდა მოკლათ, არც უნდა განრისხდეთ; გარდა იმისა, რომ არ უნდა იმრუშოთ, გულიც არ უნდა მიგიწევდეთ სხვისი კუთვნილისკენ; ბოროტებაზე ისეთივე ბოროტებითაც კი არ უნდა მიაგოთ და არა მარტო მოყვასი, მტერიც უნდა გიყვარდეთ; ზეციურ მამას უნდა ემსგავსოთ და საუნჯე დედამიწაზე კი არა, ცაში უნდა დააგროვოთ; არავინ უნდა განიკითხოთ და ხორციელ საზრდელზე ზედმეტად არ უნდა იფიქროთ; ღვთის ნება უნდა აღასრულოთ და კეთილი ნაყოფი გამოიღოთო. ლუარსაბის ცხოვრება თავიდან ბოლომდე იმაზე მეტყველებს, რომ იგი ფარისევლების მიმდევარია და არა უფლისა.

- კერძოდ, რას გულისხმობთ, რითი ჰგავს ლუარსაბი ფარისევლებს?

- ლუარსაბი არ მრუშობს, მაგრამ ისე მაცდურად და კბილის კრაჭუნით გააყოლებს თვალს ახალგაზრდა გლეხის ქალს, რომ გული აშკარად გაურბის ამ ცოდვისაკენ. ლუარსაბი თითქოს არ იპარავს, მაგრამ აკრძალული ხის ნაყოფზე ამბობს, "ნეტავი მე მამეპარაო" ანუ გულში ეს ცოდვაც აქვს. ლუარსაბს მხოლოდ ის მიაჩნია ცოდვად, რაც გამოაშკარავდება, თორემ დაფარულ ბოროტებას ის ცოდვად არ მიიჩნევს. ღვთის საყვედური ხმამაღლა კი არა, გულში უნდა მეთქვაო, ამბობს; მეზობელს ფარულად რომ ემრუშა, ვინ რას იტყოდაო; აკრძალული ხის ნაყოფი რომ მომეპარა და ჩამეყლაპა, რა ეცოდინებოდათ, რომ მე მქონდაო და სხვა.

იმაში, რომ ღვთიური სრულყოფილებისაკენ არ ისწრაფვის, ამ პერსონაჟს თვით ავტორი ადანაშაულებს: "მართალი ხარ, ჩემო ლუარსაბ, შენ კაცი არ მოგიკლავს, კაცისთვის არ მოგიპარავს, მაგრამ რაც უნდა გექმნა, ის გიქნია?.. წირვა-ლოცვას არ ვაკლდებიო, რა გამოვიდა? იქ ყოველთვის გსმენია ჩვენთვის ჯვარცმულის ქრისტეს სიტყვა: "ვითა მამა ზეცისა, იყავ შენ სრულიო.," აბა, ან ერთ წამს... მაგისთვის სცდილხარ?"

ის, რომ ლუარსაბის რწმენა ფარისევლისას ჰგავს, აშკარად ჩანს მისი სიზმრისეული ლოცვიდანაც, რომელიც მეზვერისა და ფარისევლის იგავში აღწერილი ფარისევლის ლოცვის ანალოგიურია ანუ აღსავსეა საკუთარი თავის ქებით და სხვისი, ამ შემთხვევაში - ღვიძლი ძმის განკითხვითა და დასმენით.
სახარება გვასწავლის, ხე, რომელიც ნაყოფს არ გამოიღებს, მოიკვეთება და ცეცხლში დაიწვება. სწორედ ამიტომ არის ნაწარმოებში აქცენტირებული თათქარიძეების უშვილობა და უეცარი სიკვდილი. ისინი, მართლაც, უნაყოფო ხესავით იკვეთებიან.

დავით კლდიაშვილის შემოქმედების შესახებ გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ქალბატონი ეკა მიხელიძე.

- რა გახდა დავით კლდიაშვილის გმირების ფარისევლობის მიზეზი?

- მათეს სახარებაში მაცხოვარი თავის მოწაფეებს ეუბნება: "დაუჯერეთ, რასაც ფარისევლები გვასწავლიან, მაგრამ არ მიბაძოთ მათ, რადგან ისინი ამბობენ და არ ასრულებენო". ფარისეველი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ამბობს და არ ასრულებს, რომელიც სხვის დასანახად აკეთებს საკეთებელს; ვისაც, როგორც მაცხოვარი ბრძანებს, უყვარს წინა რიგში ჯდომა ნადიმებზე ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ხალხი მათ ტაშს დაუკრავს; ფარისეველია ასევე ადამიანი, ვისაც თავი უცოდველი და უპირატესი ჰგონია და სხვას კი განიკითხავს.

დავით კლდიაშვილის შემოქმედების მკვლევარი მაკა ჯოხაძე წერს: "ნიღაბი გახდა შემოდგომის აზნაურთა, ზოგადად, დავით კლდიაშვილის გმირთა თავშესაფარი. ამ ნიღაბში მათ მოაქციეს თავიანთი არტისტიზმიც, თამაშიც და გადარჩენის გზაც". ნიღაბი ანუ მოჩვენებითობა დავით კლდიაშვილის გმირებისთვის არსებობის შიშით გამოწვეული თავდაცვის საშუალებაა. გადარჩენისა და თვითდამკვიდრების სურვილით არის განპირობებული მათი ფარისევლობა და თვალთმაქცობა.

- სახელდობრ, რომელი გმირები ჰგვანან ფარისევლებს?

- სოლომონ მორბელაძე ფარისეველია, იმიტომ რომ პროფესიად მაჭანკლობა აურჩევია. თუმცა ის მაინც განიცდის ამას. როცა სამაშვლოს არ გადაუხდიან, გამწარებული ამბობს: "მომატყუეს, მოვატყუე - ეს არის ჩემი ცხოვრება. ტყუილი, ტყუილი, ყველგან ტყუილი... ერთი მოტყუებული კიდევ ხვალ ან ზეგ კარზე მომადგებაო". როდესაც სოლომონს მევალე ესტუმრება, გაითამაშებს, ვითომდაც ძალიან გაუხარდა, კალთებს აგლეჯს და შინ დაჟინებით ეპატიჟება. მევალე უარს ეუბნება. ცოლი საყვედურობს, - რას ეპატიჟებოდი, სამასპინძლო რა გეგულებოდაო. იქვე მწერალი დასძენს: "კარგად იცოდა სოლომანმა, რომ ერთი-ორი შეპატიჟებით სტუმარი სახლში არ შევიდოდაო". საქმე ის გახლავთ, რომ დავით კლდიაშვილთან ფარისევლობა და მოჩვენებითობა ზოგჯერ იმერულ კუდაბზიკობასთანაც არის გაიგივებული.

"ქამუშაძის გაჭირვებაში" არის ერთი პერსონაჟი - ეკვირინე, რომელიც თავის ახალმოყვანილ რძალს (სონიას) ეუბნება: "ხალხს ისეთი უნდა ეჩვენო, შვილო, რომ მტერს თვალი დაუდგეს, გული მოუკლა და ენა მუცელში ჩაუგდო. ძალით რომ არ უნდოდეს, მაინც ათქმევინო შენი თავის ქებაო". ფარისევლობა ამ შემთხვევაში ემყარება ამპარტავნებასა და პატივმოყვარეობას. ეკვირინეს თავისი რძალი საყდარში მიჰყავს წირვაზე, სადაც ხალხის დასანახად გულმხურვალედ ლოცულობს. "რამდენჯერმე მეტანია გააკეთა და გულმოდგინედ პირჯვარს ისახავდა, თითქოს ამით უნდოდა ყველასთვის დაენახვებინა, უფალს მადლობას ვწირავ იმისათვის, რომ ასეთი რძალი შემახვედრაო". ასეთ ადამიანს მკაცრად ვერ უწოდებ ფარისეველს, მაგრამ მოჩვენებითობა ღრმად არის გამჯდარი მის ფსიქიკაში. თუმცა დავით კლდიაშვილს ამ პერსონაჟების ფარისევლობა სიბრალულში გადააქვს. ისინი სიბრალულს უფრო იმსახურებენ, ვიდრე გაკიცხვას.

"ქამუშაძის გაჭირვებაში" საგულისხმოა კიდევ ერთი პერსონაჟი, რომლის მიმართ მკითხველი, ალბათ, ნაკლებად მიმტევებელია: ბეგლარ ჯინჭარაძე "ცხოვრებისთვის საკმაოდ მომზადებული იყო, მაგრამ მისი ნამდვილი აზრი, შეხედულება, ფიქრი ამა თუ იმ საქმის, პირის შესახებ არავინ იცოდაო". გამოდის, რომ იგი არ არის გულწრფელი, არამედ შენიღბული და დამალულია. თუმცა საკვირველი მოხერხებით შეუძლია შენიღბვა და ხალხისთვის თავის გულწრფელ ადამიანად მოჩვენება. "არავინ იცოდა და ვერავის გაეგო მისი წადილი, თუ რა სურდაო". იგი უგულოდ ეპყრობოდა ყველაფერს, რისგანაც რაიმე სარგებელს არ გამოელოდა და "კაცს აფასებდა იმის მიხედვით, თუ რამდენად მისგან რამე უსარგებლია". ბეგლარი თავის დანიშნულ საცოლეს მიატოვებს, რადგან უმზითვოა. ამ პერსონაჟს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს "ფარისეველთა საფუარით გამომცხვარი".

- ფარისევლობა დავით კლდიაშვილთან დიდ ზნეობრივ ლაფსუსად არის წარმოდგენილი, თუმცა ანალიზისა და განსჯის უფლებას მწერალი მკითხველს უტოვებს. ამ უკეთურების მატარებელი ადამიანების მხილება მას სევდანარევ ღიმილში გადააქვს...

- მწერალს უნდოდა ეთქვა ამ ადამიანებისთვის: "თქვენ ცუდად ცხოვრობთ, ბატონებო" იმიტომ კი არა, რომ მატერიალურად გაჭირვებულნი ხართ, არამედ იმიტომ, რომ გადარჩენისა და თავდაცვის სხვა, უფრო ღირსეული გზა ვერ მოძებნეთ, გარდა ფარისევლობისა და მოჩვენებითობისა". თავიდათავი კი სულიერების, ჭეშმარიტი რწმენის ნაკლებობაა, რისი განცდაც ამ გმირებს არა აქვთ. მათ მაგალითზე თითქოს მწერალი მოგვიწოდებს: "სულს მიხედეთ, ბატონებო, სულს!"

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

16.01.2014
იანვარში სამი უდიდესი დღესასწაული აღინიშნება: ეკლესიური კალენდრით ქრისტეშობა და ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat