ჩემი ეკლესიურობის გამო დაძაბული ურთიერთობა მაქვს ოჯახის დანარჩენ წევრებთან. როგორ მოვიქცე, მამაო?
 ჩემი ეკლესიურობის გამო დაძაბული ურთიერთობა მაქვს ოჯახის დანარჩენ წევრებთან. როგორ მოვიქცე, მამაო?
კითხვა: ჩემი ეკლესიურობის გამო დაძაბული ურთიერთობა მაქვს ოჯახის დანარჩენ წევრებთან. როგორ მოვიქცე მამაო?

პასუხი: ეს ახალი არ არის!.. მე გეტყვი, რომ ზომიერება და კეთილგონიერება გაკლია! ანგარიში გაუწიე ოჯახში დანარჩენების არსებობას!.. შენ ეკლესიაში ვერავის ვერ მიიყვან, თუ ისინი ღმერთმა არ შეამზადა! შენ ჯიბრში კი ნუ უდგები მათ, რომ მარხულობ და ისინი კი - არა!.. გაიხსენე, ადრე არც შენ მარხულობდი, მაგრამ ამის გამო ღმერთს კი არ მოუკლიხარ! ჰოდა, არც მათ მოუვათ რამე. ნუ ცდილობ ქვეყნიერების შეცვლას!... შენ შენს თავს მოუარე!.. შენი მაგალითით გახდი მისაბაძი. მათ მორწმუნის ნამდვილი სახე დაანახე!.. მათ თვითონ უნდა განისაზღვრონ და დაინახონ მორწმუნის უპირატესობა და თავიანთი ნებით მიიღონ გადაწყვეტილება, იმარხულონ თუ არა!..

მარხვა ნებაყოფლობითია და არა იძულებითი! იძულებას აუცილებლად მოჰყვება პროტესტი, გაღიზიანება. შენ თუ მარხულობ, იმათ კი ნუ "შეჭამ!"... მათ კი თუ უნდათ, იმარხულონ, თუ უნდათ - არა! მარხვა კი არაა მთავარი!... მთავარი არის გული და სული!... ის, რომ მარხვა საჭიროა, განა მათ არ ესმით?!... ანგელოზი მათაც მისცა ღმერთმა და ის სულ შეაგონებს მათ!.. მათ შენ სიყვარული უნდა ანახო!... შენ კი შენი "მოშურნეობით" განიკითხავ მათ და ისინი ამას გრძნობენ!...

გაბრიელ ბერს აქვს ასეთი გამონათქვამი: "არ ვილოცე, არ ვიმარხულე, თავი დავიმდაბლე და ვცხონდიო". ხედავ, რაში ყოფილა საქმე?! შენ რომ თავმდაბალი იყო, ოჯახში კონფლიქტი აღარ გექნება და თუ კონფლიქტური ხარ, რაღა სარგებელია შენთვის მარხვა!... მაგი მარხვა არაა, ბაბუა!...
თუ ხედავ, რომ ოჯახის სხვა წევრებს აღიზიანებს შენი ლოცვა, "ეშმაკეულებად" ნუ კი მონათლავ მათ და ნუ დაუდგები ლოცვანით ხელში ცხვირწინ. ან კიდევ საათობით ნუ ჩაიკეტები ხატების ოთახში მოღვაწე ბერივით!...

ის, რომ ოჯახში დაძაბულობაა, ამაში ღვთის ხელი უნდა დაინახო! ეს თქვენი ღვთისმიერი დამუშავებაა!... ისინი დროში ინანებენ, რომ გვავიწროვებდნენ, ხოლო შენ კი დიდი წარმოდგენა არ გექნება შენს "ეკლესიურობაზე!.." ღმერთი სიყვარულია და თუ შენი ეკლესიურობა სიძულვილის მიზეზი ხდება, ეს არ არის ღმერთთან მიახლოება. ბევრი რამ უნდა დათმო დრომდე, ბევრი კი არ უნდა დაუთმო!.. ეს არ არის ძნელი მოსაგვარებელი. ოღონდ გონება და თავმდაბლობა გვმართებს. შე დალოცვილო, შენ შენს სისხლ-ხორცთან გიჭირს ქრისტეს მცნებების აღსრულება, იმ ხალხმა რაღა თქვას, ვისაც მუსლიმებისა და სხვადასხვა რჯულის ექსტრემისტების გარემოცვაში უწევს ცხოვრება!

წიგნიდან: ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი! მამა გიორგი(ბასილაძე)
ბეჭდვაელფოსტა
21.08. 2022
კითხვა
გამარჯობა...მე და მეგობარს გვყავს ერთი ნათლული, შეიძლება თუ არაა ეს მეგობარი გახდეს ჩემი მეჯვარე და თუ შეუძლია მერე მინათლოს ჩემი შვილი
30.05. 2016
კითხვა როგორ დავსვა?
ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს მოძღვართან!...
20.04. 2016
მანჩო
ვისაც ყური აქვს ისმინოს!
სხვა სიახლეები
24.12.2015
საქართველოს ეკლესია იულიუსის კალენდრით, ძველი სტილით აღნიშნავს შობას, საბერძნეთი კი გრიგოლ პაპის კალენდრით.
02.01.2014
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის იყალთოს გორაზე მდებარე ჯვართამაღლების
19.12.2013
მკითხველთა შეკითხვებს უპასუხებს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის (რესპ. საავადმყოფო) მღვდელი ცოტნე თვარაძე
05.12.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის იყალთოს გორაზე მდებარე ჯვართამაღლების, წმინდა ნინოსა და მცხეთის წმინდა დიმიტრი თესალონიკელისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიათა წი-ნამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.
21.11.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თელეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი მამა სერაფიმე ფილია.
07.11.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი კონსტანტინე (გიორგაძე).
24.10.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს სიონის ტაძრის წინამძღვარი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი
24.10.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს სიონის ტაძრის წინამძღვარი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
10.10.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე).
10.10.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat