მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე).
- როგორ მოვიქცეთ მწუხარების ჟამს?
- უნდა ვიცოდეთ, რომ ცხოვრება მრავალი ცრუ საზრისით არის აღსავსე. უამრავი ხაფანგია დაგებული. არა მხოლოდ მაცდური, ბოროტი სული აგდებს ადამიანს განსაცდელში, ჩვენი უძლურების გამო ეს ღვთისგანაც დაშვებულია. კაცი რომ ჯოჯოხეთისაკენ არ წარემართოს და არ მოწყდეს მფარველი ანგელოზის კეთილისმყოფელ მადლსა და გავლენას, ზოგჯერ ღმერთი მწუხარებასაც მოგვივლენს, რომელიც ყოველმა ქრისტიანმა სულგრძელობითა და სარწმუნოებრივი შეგნებით უნდა დაძლიოს. ჩვენ კი ხშირად მოუმზადებლად ვხვდებით განსაცდელს, ზოგჯერ სასოწარკვეთილებაც იმძლავრებს ხოლმე ჩვენში, რაც დიდი ცოდვაა. და როცა ყველაზე მეტად არის საჭირო განსაცდელთან შებრძოლება, სწორედ მაშინ ვყრით ფარ-ხმალს და უიმედობა გვიმორჩილებს. მწუხარებას რომ ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ, ამის უმთავრესი პირობაა ეკლესიურად ვცხოვრობდეთ, მის მაცხოვნებელ მადლს ვეზიარებოდეთ. ადამიანი ნებისმიერ გზას უსაფრთხოდ გაივლის მღვიძარებისა და აქტიური ეკლესიური ცხოვრების წყალობით. სწორედ ამაშია იმის საკმარისი პირობა, რომ მწუხარებას მომზადებულნი შევხვდეთ.
განსაცდელის ჟამს ჩვენ გვმართებს გაძლიერებულად ვიკითხოთ ლოცვები მოძღვრის კურთხევით, განსაკუთრებით კი ფსალმუნები. ეს უნივერსალური სამკურნალო საშუალებაა ადამიანის ყოველგვარი სულიერი მდგომარეობისთვის. მხედველობაში მაქვს ის, რომ სიხარული და მწუხარება ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან და ფსალმუნებს უნდა ვკითხულობდეთ, არა მხოლოდ განსაცდელის, არამედ ბედნიერებისა და სიხარულის დროსაც. არსებობს დაუჯდომლები, მწუხარების საგალობელი, ღვთისმშობლის პარაკლისები და დაუჯდომლები მისი სასწაულმოქმედი ხატებისა, მაგრამ ვიმეორებ, ეს ყველაფერი მოძღვრის კურთხევით და მასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. სხვა უამრავი სამკურნალო საშუალებაც მრავლადაა ეკლესიის საუნჯეში და ვისაც ამის სურვილი ექნება, მოვიდეს და გამოიყენოს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი