შეკითხვა მოძღვარს
შეკითხვა მოძღვარს
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი კონსტანტინე (გიორგაძე).

- ხშირად მათხოვრები წირვა-ლოცვის მიმდინარეობის დროს შემოდიან ტაძარში და მრევლისგან მოწყალებას ითხოვენ. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

- როდესაც ტაძარში წირვა-ლოცვა მიმდინარეობს და მრევლი მთელი გულისყურით არის ჩართული ლოცვის პროცესში, ამ დროს გადალაპარაკებაც დამაბრკოლებელია ერთმანეთთან, მით უმეტეს, თუ ვინმე მოწყალების თხოვნით მოდის შენთან, რადგან ამით გთიშავს ლოცვიდან და ძნელია შემდეგ თავიდან ჩაერთო ამ პროცესში. თუმცა ამ დროსაც სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ, შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე და წონასწორობა და ტაქტიანად მივანიშნოთ მას, რომ შესაძლებელია მისი თხოვნის შესრულება, რადგან ზედმეტად მისი დატუქსვისა და შენიშვნის მიცემით, ხმაური არ გამოვიწვიოთ და სხვასაც არ შევუშალოთ ხელი ლოცვაში. ამ დროს ჟესტიც შეიძლება გამოვიყენოთ, ის უცებ მიხვდება და ჩუმად გაგვეცლება. უნდა გამოვნახოთ ჩვენს თავში იმდენი ძალა, არ შეურაცხვყოთ ეს ადამიანი. ასეთი მიდგომით ჩვენს თავსაც ვარგებთ და სხვასაც არ გავუშვებთ გულნაკლულად.

დაბოლოს, იმათზეც მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა, ვინც ტაძარში შემოდის სამათხოვროდ. გავიხსენოთ სახარებიდან ის ადგილი, როცა მაცხოვარმა ტაძრიდან მეკერმეები და მტრედების გამყიდველები გამოყარა, რომლებიც ტაძარში სავაჭროდ იყვნენ შემოსულები. ესეც იმის ტოლფასია, რადგან ტაძარი არ არის სავაჭრო და სამათხოვრო ადგილი: "მამისა ჩემისა ტაძარი სალოცავი ადგილი არისო" - ამბობდა მაცხოვარი, რადგანაც აქ უდიდესი საეკლესიო საიდუმლოებები სრულდება. ბევრი საზრუნავია ამ წუთისოფელში, ბევრ ადამიანს მართლაც ძალიან უჭირს, მაგრამ ყველას მოგვეთხოვება ვიცოდეთ, სად ვილოცოთ და სად მოწყალება ვითხოვოთ.

- მეუღლე ჩემზე ოცდაორი წლით უფროსია. არის თუ არა დადგენილი მინიმალური ან მაქსიმალური ასაკობრივი ზღვარი ეკლესიის მიერ?

- ადრე, 14 წლის შესრულების შემდეგ შეეძლო ქალს გათხოვილიყო, დღეს კი, ეკლესიური ჯვრისწერა 16 წლის შემდეგ შეიძლება. სამოქალაქო კანონმდებლობით ადამიანი სრულწლოვანი 18 წლის ასაკში ხდება და მანამდე აკრძალულია ქორწინების გაფორმება ოფიციალურად, ზედა ასაკობრივი ზღვარი ეკლესიურად 70 წელია, რომლის შემდეგაც მღვდელი ვერ ჩაატარებს ქორწინების საიდუმლოს. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ წყვილმა ათეისტურ პერიოდში შექმნა ოჯახი და მხოლოდ სამოქალაქო წესით არის დაქორწინებული.

პირადად ჩემთვის დაუშვებელია ათეულწლობით ასაკობრივი სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის, თუმცა რაიმე აკრძალვა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, მაგრამ ჯვრისწერამდე აუცილებელია მშობლების თანხმობა და მოძღვრის კურთხევა. მე, როგორც მოძღვარი, ყოველთვის ვითხოვ ჩემი სულიერი შვილებისგან, ჯვრისწერამდე გამაცნონ თავიანთი მომავალი მეუღლე. არა აქვს მნიშვნელობა, ქალი იქნება ეს თუ კაცი. ეს იმიტომ არის საჭირო, რომ გავერკვე მათ ინტერესებში. რა ამოძრავებთ მათ ერთმანეთთან, ანგარება თუ წრფელი სიყვარული. ცოლქმრული მოვალეობა მხოლოდ ხორციელი ტკბობა არ არის. ეს უდიდესი ტვირთია, არც მხოლოდ ბავშვების გაჩენისათვის იქმნება ქრისტიანული ოჯახი. ღმერთი რამდენ შვილსაც მოგცემს, იმდენი უნდა იყოლიო. მრავალშვილიანი ოჯახები უფლის დახმარებისა და მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან, რაც ჩემს თავზეც გამომიცდია და ბევრისგანაც მსმენია. ცოლქმრული უღლის ტარება გულისხმობს არამხოლოდ სიხარულისა და ბედნიერების, არამედ განსაცდელის გაზიარებასაც, იმისათვის, რომ აღუზარდოთ ქრისტეს მართლმადიდებლური რწმენით შეიარაღებული ღირსეული შვილები და ასე ავიტანოთ ჯვარი გოლგოთაზე. ამით სხვა რელიგიებს არ ვუპირისპირდები. ჩვენ ჩვენი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები უნდა დავიცვათ, მუსულმანებმა - თავიანთი. მათი ქორწინება 12 წლის ასაკიდან არის ნებადართული და მამაკაცს შეუძლია 10-12 ცოლი ჰყავდეს, რაც ჩვენთვის დაუშვებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ, ჩვენი გვაინტერესებს. ჩვენი ვალია, შვილებს პატარაობიდანვე ჩავუნერგოთ ღვთისა და ეკლესიის სიყვარული და პატივისცემა. თუ ჩვენი დაუდევრობითა და არასწორი ცხოვრების წესით ისინი ქრისტემდე ვერ მივლენ, მაშინ რა აზრი ექნება ასეთ ქორწინებას?

რაც შეეხება ასაკობრივ ცენზს, მე არასდროს ვაკურთხებ ისეთ ქორწინებას, სადაც დიდია ასაკობრივი სხვაობა. ჩემთვის 10-12 წელია მაქსიმალური ზღვარი, გამონაკლისი მამაკაცზე შეიძლება 15 წელიც დავუშვა, გააჩნია, რა შთაბეჭდილებას მოახდენს იგი ჩემზე. იმიტომაც ვეცნობი წინასწარ, ვცდილობ, გავარკვიო, რამდენად შეეწყობა ცოლ-ქმარი ერთმანეთს ხასიათით, როგორ აეწყობა მათი ურთიერთობა, რა არის მათი მთავარი პრიორიტეტი. აუცილებელია ოჯახს ერთი მოძღვარი ჰყავდეს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოჯახის შესანარჩუნებლად. როცა მოძღვარს სრული წარმოდგენა ექმნება, რა ხდება ოჯახში, რა ვალდებულება და ინტერესი ამოძრავებთ მათ ერთმანეთთან, რა პროფესიითა და საქმიანობით არიან ისინი დაკავებულნი ოჯახის გარეთ, რა მოთხოვნილებები აქვთ შვილებს მშობლების მიმართ და პირიქით, როგორ ანაწილებენ დროს, ან როგორია ოჯახის ეკონომიური ბუჯეტი და მათი ყოველთვიური შემოსავალი, მოძღვარი, ასეთ შეთხვევაში სწორ ორიენტირს შესთავაზებს მათ და უფრო დაბალანსდება ურთიერთობები.

ამდაგვარი სკრუპულოზური დამოკიდებულება ოდითგან მოსდევდა ჩვენს ეკლესიას. მოძღვარი ჯვრისწერამდე მრევლში გამოიკვლევდა ყველაფერს და ამის შემდეგ აკურთხებდა ქორწინებას, რათა გამორიცხული ყოფილიყო ცოლ-ქმარს შორის ყოველგვარი გაუგებრობა და ოჯახის დანგრევა, რაც, სამწუხაროდ, ასე ხშირია ჩვენს დროში. ამიტომ მე არა ვარ მომხრე დიდი ასაკობრივი სხვაობისა, მით უმეტეს, როდესაც ქალია მამაკაცზე რამდენიმე წლით უფროსი, ესეც ძალიან გახშირდა თანამედროვე ცხოვრებაში. მე არ ვაკურთხებ ასეთ ქორწინებებს. არსებობს ჩვენზე ზემდგომი იერარქიული საფეხური - ეპისკოპატი და როდესაც მღვდელმსახური წინააღმდეგია ქორწინებისა, ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, დასტურის მისაღებად, ქორწინებაზე ნებართვისათვის, რომელიმე მღვდელმთავარს უნდა მიმართონ.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
18.04.2016
კითხვა: ჩემი ეკლესიურობის გამო დაძაბული ურთიერთობა მაქვს ოჯახის დანარჩენ წევრებთან. როგორ მოვიქცე მამაო?

პასუხი: ეს ახალი არ არის!..
24.12.2015
საქართველოს ეკლესია იულიუსის კალენდრით, ძველი სტილით აღნიშნავს შობას, საბერძნეთი კი გრიგოლ პაპის კალენდრით.
02.01.2014
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის იყალთოს გორაზე მდებარე ჯვართამაღლების
19.12.2013
მკითხველთა შეკითხვებს უპასუხებს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის (რესპ. საავადმყოფო) მღვდელი ცოტნე თვარაძე
05.12.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის იყალთოს გორაზე მდებარე ჯვართამაღლების, წმინდა ნინოსა და მცხეთის წმინდა დიმიტრი თესალონიკელისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიათა წი-ნამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.
21.11.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თელეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი მამა სერაფიმე ფილია.
24.10.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს სიონის ტაძრის წინამძღვარი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი
24.10.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს სიონის ტაძრის წინამძღვარი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
10.10.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე).
10.10.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat