შეკითხვა მოძღვარს
შეკითხვა მოძღვარს
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის იყალთოს გორაზე მდებარე ჯვართამაღლების , წმინდა ნინოსა და მცხეთის წმინდა დიმიტრი თესალონიკელისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიათა წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

- სასულიერო პირებს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს ერთი აზრი ID ბარათებთან დაკავშირებით. არის თუ არა მისი აღება გარკვეული საფრთხის შემცველი?

- ჩემი აზრით, ID ბარათები გლობალური პროცესების ერთ-ერთი მაკონტროლებელი რგოლია და, არ მომწონს, როცა მის უალტერნატივობაში გვარწმუნებენ, მომავალში ეს შეიძლება ძალიან ცუდად გამოიყენონ ადამიანის წინააღმდეგ. ამას ჩემი სახელით ვამბობ.

ახლახან წმინდა სინოდმა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება ID ბარათებთან დაკავშირებით. მთავარი მოთხოვნა სინოდისა ხელისუფლებისადმი, არის ის, რომ ადამიანის თავისუფალ ნებას ანგარიში გაეწიოს და ვისაც არ ენდომება ID ბარათების გამოყენება, მათზე ალტერნატიული საშუალება გამოინახოს.

ID ბარათი თავისთავად არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი ან ნიშანი და მას ეს დატვირთვა, ბუნებრივია, არ უნდა მივანიჭოთ. დაბეჯითებით თქმა იმისა, რომ ვინც მას აიღებს წარწყმდება - არასწორია. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ID ბარათი და იყოს აღმსარებელი და ქრისტეს ერთგული, შესაძლოა პირიქითაც იყოს, თუმცა ისევ ჩემი სახელით ვიტყვი, ცუდია, რომ ეს გლობალური პროცესების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია - ტოტალური კონტროლის სისტემა დღითიდღე იხვეწება და მსოფლიო მმართველობა პიროვნებათა სულ უფრო ვიწრო ჯგუფს უპყრია ხელთ, რომლებიც წარმართვენ ადამიანთა ცხოვრების წესს - ვინ როგორ იმღეროს, ვინ როგორ იცეკვოს, ცდილობენ ძველი ტრადიციების ახლით შეცვლას, პროპაგანდას უწევენ ჰომოსექსუალიზმს და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე კი არა, უკვე პედოფილიასა და ზოოფილიაზეც არის საუბარი. როცა ყველაფერი ეს წახალისებულია და თუ არ მოგწონს, თითს გიქნევენ, თუ წარმოვიდგენთ, რომ გლობალური სამყარო და ახალი მსოფლიო მმართველობა ადამიანის ინდივიდუალურ კონტროლს დაიწყებს, რა თქმა უნდა, ძალზე სახიფათო ფაზაში შევდივართ, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ისიც ხომ ვიცით, რომ სამყაროს ერთი მმართველი ეყოლება, ისიც ვიცით, ვინ იქნება იგი და როცა მის ხელში აღმოჩნდება ტოტალიტარული კონტროლის ბერკეტები, საკუთარი თავის ღვთის შვილად აღიარებასაც მოგვთხოვს, რაც იგივე ანტიქრისტეს აღიარებას ნიშნავს.

- ჯერ პასპორტებიდან ეროვნება და მამის სახელები ამოიღეს, დღესაც კი დიდი პროპაგანდა მიდის ID ბარათებზე. ეს ყველაფერი ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ანტიქრისტეს წინაპერიოდში ვიმყოფებით?

- რასაკვირველია, წინა პერიოდი უკვე კარგა ხნის დაწყებულია, როცა კაცი კაცს ცოლად მოიყვანს და ამას ჩვეულებრივ ნორმად თვლიან, აბა, ეს ID-ზე უარესი არ არის? როცა ტაძარში სიწყნარისა და სიმშვიდის ნაცვლად ხმაური და ყაყანია და ხანდახან, ვერც კი მიხვდები, სად ხარ, როდესაც ადამიანებს არ ესმით და არც აქვთ სურვილი, გაიგონ არსი ქრისტიანობისა და ჰედონისტური სულისკვეთებაა გამეფებული, როცა ადამიანებს ცხოვრების საზრისი დააკარგვინეს და, შესაბამისად, არასწორი ცხორების წესს სთავაზობენ, განა ეს წინაპერიოდი არ არის? წმინდა ანდრია კესარიელის განმარტებით, ბეჭედი შუბლზე და ბეჭედი ხელზე ანტიქრისტიანული ცნობიერებიდან და არასწორი ცხოვრების წესიდან გამომდინარეა. ამიტომ, როცა ამ ID ბარათებზეა მარტო გართულება, ამის გაგება ცოტა მიჭირს. თანამედროვე მობილურები, "სმარტფონებს" რომ ეძახიან, რომლის საშუალებითაც ყველგან ხარ დაფიქსირებული, თუ სად იმყოფები ან იმავე სოციალური ქსელების საშუალებით ადამიანებთან ურთიერთობა, იგივე "გუგლის" სისტემა, სადაც შენგან გაგზავნილი და შენთან შემოსული ყველა ინფორმაცია იშიფრება და ინახება. ჩვენ უკვე მეგაპოლისებში ვცხოვრობთ, სადაც აბსოლუტურად ყველა ადამიანი უუნაროა, დამოუკიდებლად თავი გადაირჩინოს. ისე შეგვიწყვეტენ სასიცოცხლოდ აუცილებელ საარსებო საშუალებებს, რომ საჭმელი კი არა, თუ მოუნდებათ, წყალიც აღარ გვექნება. განათლების მთელი სისტემაც კონტროლს არის დაქვემდებარებული. ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის ისე, როგორც ევროპაში, სადაც ბავშვი, ფაქტობრივად, მშობელს აღარც კი ეკუთვნის, რადგან ზომბირებულები არიან და მათ, როგორც უნდათ, ისე ზრდიან.

რა თქმა უნდა, კარგი არ არის ID ბარათები, მაგრამ როდესაც სასულიერო პირი მრევლს ეტყვის, "ეს თუ აიღე, ანტიქრისტეს ბეჭედია და წარწყმდებიო", თვითონ კი შემოწირულობით არჩენს ოჯახს, რადგან ყველა მღვდელი შემოწირულობით ცხოვრობს, ეს, ცოტა არ იყოს, გაუგებარია... თუ ის მართლა ასე ფიქრობს, უწინარესად ასე უთხრას თავის სულიერ შვილს: "მოდი, ძმაო, გავიდეთ სოფელში, ერთად ვთოხნოთ, რასაც შენ შეჭამ, მეც იმას შევჭამ, გავუყოთ ერთმანეთს საზრდელი..." ეს უკვე სხვაა, თორემ მე სხვისი შემოწირულობით ვიცხოვრო ქალაქში თუ მონასტერში, შენ კი ჩემი ხუთი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტო, ასე არ გამოვა, თუ მართლაც დევნის პერიოდი მოვიდა, მაშინ ერთად უნდა გავიდეთ მთებში, და თუ მე არ მინდა ქალაქის დატოვება, ჩემს შვილებს ექიმიც ჰყავთ და არც სასმელ-საჭმელი აკლიათ, რა უფლებით მოგიწოდო, რომ შენი ბავშვები მოაკლდნენ ყოველივე ამას მაშინ, როცა ამ ეტაპზე არავინ გთხოვს ქრისტეს უარყოფას? ვთქვათ, მართლაც მოვიდა ანტიქრისტე და დაიწყო ქრისტიანების დევნა. შეიძლება ჩემი ოჯახი ყველაფრით უზრუნველყოფილი იყოს და შენი კი არა? დევნის დროს პირველი ქრისტიანებიც ხომ ერთად ხვდებოდნენ განსაცდელს. ვიცი, ბევრი ადამიანი, რომლებმაც აიღეს ID ბარათები და ძალიან კარგი ქრისტიანები არიან, ამ დროს შეიძლება სხვას ეს არ ჰქონდეს, მაგრამ ზემოდან, სიძულვილით უყურებდეს ამ ბარათების მქონეთ, ჩემი აზრით, ამგვარი მიდგომა, შეიძლება უარესი აღმოჩნდეს. აი, ასეთია ჩემი პოზიცია ამ საკითხებზე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
18.04.2016
კითხვა: ჩემი ეკლესიურობის გამო დაძაბული ურთიერთობა მაქვს ოჯახის დანარჩენ წევრებთან. როგორ მოვიქცე მამაო?

პასუხი: ეს ახალი არ არის!..
24.12.2015
საქართველოს ეკლესია იულიუსის კალენდრით, ძველი სტილით აღნიშნავს შობას, საბერძნეთი კი გრიგოლ პაპის კალენდრით.
19.12.2013
მკითხველთა შეკითხვებს უპასუხებს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის (რესპ. საავადმყოფო) მღვდელი ცოტნე თვარაძე
05.12.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის იყალთოს გორაზე მდებარე ჯვართამაღლების, წმინდა ნინოსა და მცხეთის წმინდა დიმიტრი თესალონიკელისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიათა წი-ნამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.
21.11.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თელეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი მამა სერაფიმე ფილია.
07.11.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი კონსტანტინე (გიორგაძე).
24.10.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს სიონის ტაძრის წინამძღვარი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი
24.10.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს სიონის ტაძრის წინამძღვარი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
10.10.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე).
10.10.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat