შეკითხვა მოძღვარს
შეკითხვა მოძღვარს
მკითხველთა შეკითხვებს უპასუხებს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის (რესპ. საავადმყოფო) მღვდელი ცოტნე თვარაძე

- ვცხოვრობ საბერძნეთში, ბავშვი აქ მოვნათლე წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში, მაგრამ ვინაიდან ჯერ კიდევ პატარაა, სანამ თვითონ არ შეიცნობს ჩვენს სარწმუნოებას, მის ჯვარს მე ვატარებ. მაინტერესებს მოძღვრისაგან, რამდენად სწორად ვიქცევი?

- ჯვარი ქრისტიანობის სიმბოლოა. იგი არის დროშა ჩვენი გამოხსნისა და ცხოვრებისა იესო ქრისტეს მიერ. ჯვარი არის იარაღი ჩვენი ცხონებისა. ჯვარი არის ჩვენი ხსნის დასაბამი. ჯვრის მეოხებით იესო ქრისტე შევიცანით, ჯვრის ძალით მიწა ზეცად იქცა, ჯვრის ძალით ეშმაკი დათრგუნვილი და დაცემულია, განგდებულია. ჯვარმა განაღო სამოთხე და მასში შეიყვანა ავაზაკი. ჯვარი ჩვენი ხსნის ნიშანია. ჯვრის მიერ უნდა ვიშვათ, ნათლისღებით - ჯვარი გვეძლევა.

ნათლობა არის შვიდი საეკლესიო საიდუმლოთაგან უპირველესი. ეს საიდუმლო დააწესა უფალმა, იესო ქრისტემ, როდესაც აღდგომის შემდეგ გამოეცხადა მოციქულებს და უთხრა: "მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე. წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა" (მათე 20: 17-20). "ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება". ნათლობისას ადამიანი სულიერად მეორედ იშვება, ვინც არ მოინათლება, ვერ შევა ცათა სასუფეველში.

ნათლობისას მოსანათლის გულზე კიდებენ ჯვარს, რომელიც ჯვარცმული ქრისტეს მიმდევრებისა და ეშმაკზე ძლევის ნიშანია. ნათლობის ჯვარი გვიცავს ბოროტი ძალების ზემოქმედებისგან. ყველა ქრისტიანი მუდამ უნდა ატარებდეს საკუთარ ჯვარს. თუ ნათლობის დროს ჩვენი შვილისთვის ნაჩუქარი ჯვარი ძვირფასი ლითონისაა და გვეშინია მისი დაკარგვისა, იგი შინ, სალოცავ კუთხეში, ხატებთან უნდა დავაბინავოთ, შევიძინოთ ეკლესიაში უბრალო მასალისგან დამზადებული ჯვარი, ვაკურთხებინოთ მღვდელმსახურს და დავკიდოთ გულზე შვილს. დღეს ჯვარს ატარებენ, როგორც სამკაულს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ჯვარი უნდა ვატაროთ არა როგორც სამკაული, ტანსაცმლის გარედან, არამედ შიგნით, დაფარულად. საერთოდ, ნათლობის ჯვარს უნდა გავუფრთხილდეთ, ყურადღებით უნდა ვიყოთ ჯვრის მიმართ.


- თუ ოჯახში განსაცდელია ან მძიმედ არის ვინმე დასნეულებული, გრძნობს თუ არა ამას გარდაცვლილი ადამიანის სული, ვინც ადრე ამ ოჯახში ცხოვრობდა და რამდენად არის ამ განსაცდელის თანამონაწილე?

ჭეშმარიტი ცხოვრება ამქვეყნად კი არ არის, არამედ იმ ქვეყნად. გარდაცვლილი ადამიანები სულიერად ცოცხლები არიან, მხოლოდ არსებობის სხვა სახე აქვთ მიღებული. კვდება სხეული, სული კი ცოცხლობს ისევე, როგორც ჩვენ ვცოცხლობთ, მხოლოდ არსებობის სხვა სახით. ჩვენ მათთვის ვლოცულობთ, ისინი ლოცულობენ ჩვენთვის და გვჭვრეტენ სულიერი თვალით. სული, ფიზიკური სიკვდილის შემდეგ გადადის სხვა სამყაროში ცოცხალი, საკუთარი თავის ხსოვნით და მთელი გარემომცველი სამყაროს ცნობით. იქ სული განიცდის, გრძნობს, ხედავს.

წმინდა გაბრიელ ბერის ეკლესიური გადმოცემით, გარდაცვლილის სული სხეულიდან განსვლის პირველ დღეებში, მიმოიხილავს იმ ადგილებს, სადაც უყვარდა ყოფნა, სადაც უნდა იქ დადის, მესამე დღეს სული ზეცად აღიყვანება და მეცხრე დღემდე არის სასუფეველში, შემდეგ ჩაიყვანება ჯოჯოხეთში. მეორმოცე დღეს სული ამოჰყავთ და განიკითხება. როდესაც სული სხეულს ტოვებს და იწყებს ზეცისკენ აღსვლას, მას ეშმაკთა გუნდები შემოხვდებიან და მრავალ დაბრკოლებას უქმნიან, ტანჯვას დაუწყებენ. შემდეგ სული საზვერეებს გადის. სული გონიერია. სული რომ ცოცხალია და გრძნობს ყველაფერს, რაც აქ ხდება, ამის მრავალი მაგალითი არსებობს. მოვიყვანთ ერთ-ერთს:

ერთ-ერთმა ათონელმა ბერმა იხილა გარდაცვლილი მეგობარი, რომლისთვისაც ბერი გამუდმებით ლოცულობდა. მეგობარმა ბერს უთხრა, რომ მათთვის (გარდაცვლილთათვის) ყველაფერი ცნობილია, რაც მიწაზე ხდება. წმინდა გაბრიელ ბერის, აღმსარებლისა და სალოსის ცხოვრებაში მოხდა ასეთი ამბავი: მას წმინდანთა მშობლების პანაშვიდი გადაახდევინეს. წმინდა გაბრიელმა მოიხსენია მიცვალებულები, თუმცა არ იცოდა, ვის იხსენიებდა. მეორე დღეს წმინდა გაბრიელმა მორწმუნეს უთხრა, ეს რა მიყავი, ვისი სახელები მომახსენიებინე, წუხელ წმინდანები მეცხადებოდნენ და მშობელთა მოხსენიებისთვის მადლობას მიხდიდნენო.

ახლობლებისა და ოჯახის წევრებისთვის გარდაცვლილის სულიც ლოცულობს, მონაწილეობს ოჯახის წევრების მიწიერ ცხოვრებაში, ლოცვით. მისი ურთიერთობა ჩვენთან სწორედ ლოცვით კავშირში აისახება. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის, ისინი კი, ჩვენთვის ლოცულობენ, განიცდიან ჩვენს გასაჭირს და ღმერთს ავედრებენ ჩვენს სულებს.

გავიხსენოთ მდიდრისა და ლაზარეს ამბავი, სადაც მდიდარი წუხს ძმებზე და მომავალზე (ლუკა-16. 19-31). ამ იგავიდანაც ჩანს, რომ ჩვენი მომავალი ცხოვრება წარმოადგენს აუცილებელ და არსებით კავშირს ამქვეყნიურ ცხოვრებასთან.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
18.04.2016
კითხვა: ჩემი ეკლესიურობის გამო დაძაბული ურთიერთობა მაქვს ოჯახის დანარჩენ წევრებთან. როგორ მოვიქცე მამაო?

პასუხი: ეს ახალი არ არის!..
24.12.2015
საქართველოს ეკლესია იულიუსის კალენდრით, ძველი სტილით აღნიშნავს შობას, საბერძნეთი კი გრიგოლ პაპის კალენდრით.
02.01.2014
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის იყალთოს გორაზე მდებარე ჯვართამაღლების
05.12.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის იყალთოს გორაზე მდებარე ჯვართამაღლების, წმინდა ნინოსა და მცხეთის წმინდა დიმიტრი თესალონიკელისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიათა წი-ნამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.
21.11.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თელეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი მამა სერაფიმე ფილია.
07.11.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი კონსტანტინე (გიორგაძე).
24.10.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს სიონის ტაძრის წინამძღვარი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი
24.10.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს სიონის ტაძრის წინამძღვარი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
10.10.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე).
10.10.2013
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat