მამა იოსებ ვათოპედელი გვიყვება არქიმანდრიტ იოაკიმეზე (სპეციარისი, +1943):
ქალკიდისა და კარისტიის მიტროპოლიაში მქადაგებლობისას მას თავს ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გადახდა. იმ ხანებში მარსელში გარდაიცვალა ბერძნული სათვისტომოს მეთაური. მამა იოაკიმე იგონებდა: "ბევრმა წამოაყენა თავისი კანდიდატურა ამ პოსტზე, მათ შორის მეც - ჩემი მეგობრების გავლენით და იმდროინდელი პრეზიდენტის მხარდაჭერით. ერთი ხმა დამაკლდა. დამარცხება რომ შევიტყვე, როგორც კაცი, დავმწუხრდი, ლოცვით მივმართე ღვთისმშობელს: - მე ხომ ეს თანამდებობა ჩემთვის კი არა, ჩემი დაობლებული ძმისშვილებისთვის მინდოდა, რადგან მათზე ზრუნვა მე მევალებოდა-მეთქი. ამ ვედრებისას უცებ ჩამეძინა. ვხედავ, ვზივარ ერთი ძალიან მაღალი კოშკის თავზე მდებარე კელიაში, რომელსაც ოთხივე მხრიდან სარკმელი ჰქონდა და სინათლე შემოდიოდა. ვხედავდი, დაბლა უზარმაზარი, აზვირთებული ზღვის ტალღები ეხეთქებოდა კოშკს. აღარ ვიცოდი, რა მექნა. უეცრად მომეჩვენა, რომ დასავლეთის ფანჯრიდან ვვარდებოდი. ვიღაცამ ტანსაცმელი მომქაჩა - ჩავარდნის საშუალებას არ მაძლევდა. მოვიხედე და ჰოი, საოცრება! თვით ღვთისმშობელი მაკავებდა. უფლის დედამ მითხრა: "გინდა, ხელს გაგიშვებ და ზღვაში ჩავარდები? განა ვერ ხედავ, როგორი ტალღებია? დაბრუნდი უკან, კოშკში". უმალ გამეღვიძა და მივხვდი, ეს ზღვა რასაც ნიშნავდა: თუ მე ამ მაღალ თანამდებობას დავიკავებდი, უნდა დამეთმინა მისი თანმდევი განსაცდელები.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი