მოწყალება მოყვარული გულია
მოწყალება მოყვარული გულია
გვესაუბრება მცხეთის წმინდა იოანე-თორნიკეს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ეფემია (ჩირგაძე):


-ყოველთვის ხომ არ გვაქვს მატერიალური შესაძლებლობა სიკეთის საკეთებლად. ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ?

-როცა მოწყალებაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში არ გვაქვს მხოლოდ ქველის საქმეები, არამედ აქ უპირველესად ვგულისხმობთ მოწყალებას, როგორც სულის განსაკუთრებულ მდგმარეობას. მოწყალება ეს არის თანაგრძნობა და თანალმობა, ესაა გულის მისწრაფება, უყვარდეს მოყვასი საკუთარი თავივით და ზრუნავდეს და შეეწეოდეს მას. მოწყალება მოყვარული გულია. მამები განასხვავებენ ნივთიერი და სულიერი მოწყალების სახეებს. სულიერი მოწყალების უნარი ადვილად არ ეძლევა ადამიანს. თანდათანობით ფორმირდება და ვითარდება იგი იმ ადამიანის სულში, რომელიც ქველის საქმეში წარემატება. სულიერი მოწყალების ერთ-ერთ და უპირველეს საფეხურზე მიუთიტებს აბბა დოროთე, როცა გვირჩევს, "არ გაუკეთო მოყვასს ბოროტება, ძვირი არ უთხრა, არ დააბეზღო, არც შეურაცხყო, სიტყვით მოიმადლიერე, უთანაგრძვნე და ასე თანდათან გაუკეთებ მას სიკეთეს, ასე ნელ-ნელა ახვალ თითოეულ საფეხურზე და ღვთის შეწევნით შეძლებ მოყვასის საკუთარი თავით შეყვარებას".

წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი უფრო მაღალ საფეხურზე აკეთებს მინიშნებას. "მოწყალება ღმერთამდე მხოლოდ მათ კი არ მიიყვანს, ვინც ნივთიერს გასცემს, არამედ მათაც, ვინც არ განიკითხავს მოყვასს მისი ნაკლოვანებების გამო, ვინც პატიობს წყენასა და შეურაცხყოფას, ვინც თავის მაწყევარს ლოცავს და ვინც მტერს კეთილს უყოფს". ხედავთ სულიერი მოწყალების რა სიმაღლეზეა აქ მითითებული?! მაკარი დიდს, "მიწიერ ღმერთს" ეძახდნენ მისი უკიდურესად თანამგრძნობი და მიმტევებელი გულის გამო. ბევრმა მოყვასისადმი სიბრალულის გრძნობით აღძრული მოწყალების შედეგად თავად ღმერთი იხილა.

მონასტრისკენ მიმავალ ბერ მარტინეს გზად შიმშილისა და დაღლილობისაგან დაუძლურებული გლახაკი შეხვდა. მარტინეს შეეცოდა იგი, მოიხსნა მანტია, მიწაზე დააფინა და ზედ გლახაკი დასვა, მერე კი ზურგზე მოიგდო და მონასტრისკენ გაეშურა. სულიერი ჭვრეტის მადლით სავსე მოძღვარმა, როგორც კი დაინახა ბერი, აღტაცებულმა საძმოს მოუხმო: "ჩქარა შვილებო, ჩქარა, გახსენით მონასტრის კარიბჭე!

მარტირი მოდის, მოდის და თან ღმერთი მოყავს!" გალავანთან მისულმა ბერმა მოიხსნა ტვირთი მხრებიდან და როცა გლახაკისთვის ხელის შესაშველებლად მიბრუნდა, მანტია ცარიელი აღმოჩნდა და მყისიერად დაინახა, უფალი იესო ქრისტე, რომელიც ზეცად მაღლდებოდა. და მოესმა ხმა: "ო, მარტირი შენ არ უგულებელმყავი მე მიწაზე, არც მე უარგყოფ ზეცაში, შენ მე მოწყალე თვალით მომხედე, მეც შეგიწყალებ შენ საუკუნოდ".

არაფერი გააჩნდა მატერიალური ბერს, მას მხოლოდ თანამგრძნობი გული ჰქონდა და იხილა ღმერთი. არც ტაძარში სალოცავად მისულ მოციქულებს პეტრეს და იოანეს ებადათ რამე, როცა დედის მუცლითგან მკელობელი "ითხოვდა" ქველის საქმესა მათგან". და როგორი იყო წმინდა პეტრეს საპასუხო რეაქცია?! "მოიხილე ჩვენდა. ვერცხლი და ოქრო არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისათა: აღდეგ და ვიდოდე!" და განკურნა დედის მუცლითგან მკელობელი გლახაკი.

არ გააჩნდათ მოციქულებს მატერიალური სახსარი, მაგრამ ჰქონდათ გული ქრისტესადმი მხურვალე რწმენით აღსავსე და ამ რწმენის ძალიტ მოყვასს კურნება მიანიჭეს. ეს ამბავი ღმერთისადმი რწმენისა და მოყვასის სიყვარულის სინთეზის საოცარი რეზულტატია. ამიტომ, წმინდა ისააკ ასურის რჩევისამებრ: "დაე, ყოველთვის გადაგწონოს მოწყალებამ, ვიდრე თვით შენში არ შეიგრძნობ ისეთ მოწყალებას, როგორიც აქვს ღმერთს ამ სოფლისადმი. და, დაე, ჩვენთვის ჩვენი გულმოწყალება იყოს ის სარკე, რომლის მეშვეობითაც საკუთარ თავში დავინახავთ იმ მსგავსებას, რომელიც საღმრთო ბუნებას და არსს ახასიათებს".


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat