სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებას ისინი გრძნობენ, რომლებიც ღვთის მცნებებს იცავენ
სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებას ისინი გრძნობენ, რომლებიც ღვთის მცნებებს იცავენ
-სხვა არის ურწმუნო ადამიანის წუხილი და სხვა არის მორწმუნე ადამიანის წუხილი. ურწმუნო არ ადანაშაულებს ღმერთს თავის გასაჭირში, რადგან არ აღიარებს მის არსებობას და არც ემსახურება მას, "მორწმუნე" ღმერთის მსახური კი ღმერთს ადანაშაულებს და ეს უფრო საშიში მდგომარეობაა, რადგან პირველს, ანუ ურწმუნოს, აქვს შესაძლებლობა, ღმერთთან მივიდეს გასაჭირის დროს, როცა საკუთარი ძალებით გამოსავალს ვერ მოძებნის, და მოუხმოს ღმერთს შეწევნისთვის. ხოლო, თუკი "მორწმუნე" შეწუხებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ღვთის იმედი არ აქვს და ამ წუხილით შორდება ღმერთს, მიდის ღვთისგან. ის სნეული, რომელიც თავის თავს მიენდო და ექიმი უარყო, მაგრამ თავისი მკურნალობით შედეგს ვერ მიაღწია, შეიძლება ხვალ ექიმის ძიების გზას დაადგეს, ხოლო სნეული, რომელიც მივიდა ექიმთან და ვერ განიკურნა, ამას ექიმს აბრალებს, იმას კი ვერ ხედავს, რომ ექიმისგან მოცემულ მკურნალობის წესებს სწორად არ იცავდა.

ასეა არასწორად მორწმუნე ადამიანი,-გვესაუბრება დიდი სამების ლავრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ილია (თოლორაია)

ებრაელი ერი ღმერთმა ეგვიპტის ტყვეობისგან იხსნა მოსეს ხელით, უჩვენა მრავალი სასწაული, გაუხსნა ზღვა, დააყენა აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ გზაზე და ამ გზაზე ებრაელები ზოგჯერ ღმერთს აბრალებდნენ თავიანთ გასაჭირს და ზოგჯერ - მოსეს. იმას კი ვერ ხედავდნენ, რომ სინამდვილეში არც ღმერთის მსახურები იყვნენ და არც მოსესი, რომელიც მათ ღვთის მცნებებს აუწყებდა. ასეთებზე პავლე მოციქული ამბობს: "რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი - მუცელი, დიდება კი - სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ" (ფილიპ.3,19). ამსოფლიურზე, მატერიალურზე შეყვარებული კაცი, რომელიც ღვთის გზაზე დადგება, წუხილს იწყებს, როდესაც თავის სურვილს ვერ მიაღწევს. შესჩივლა ებრაელმა ერმა მოსეს: "ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და გაძღომამდე ვჭამდით პურს! მოგვიყვანე ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტო მთელი კრებული!" (გამ.16,3).
სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებას ისინი გრძნობენ, რომლებიც ღვთის მცნებებს იცავენ, იკვლევენ ღვთის სიტყვას, იციან რა არის ბოროტება და რა არის სიკეთე.

მაცხოვარი ამბობს: "ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და, ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი" (მათ.10,37). ვიცით, რომ ცოდვაა კაცის კვლა, პარვა, მრუშობა, შური, ამპარტავნება და სხვა. ეს ყოველივე გვაშორებს ღმერთს, მაგრამ მშობლების, და-ძმების ან შვილების სიყვარულიც ცოდვაა მაშინ, როდესაც ისინი ღმერთზე მეტად გვიყვარს. მაცხოვარი ასეთებზე ამბობს: "არ არის ჩემი ღირსი", რაც ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი არ არის სასუფევლის, ნეტარების ღირსი. თუ ადამიანს სხეულის ერთი ნაწილი სტკივა, მთელი სხეული ტკივილს განიცდის; ასევე, თუ ადამიანი სულიერად რომელიმე ერთი ცოდვითაა შეპყრობილი, მაშინ ის მთელი სულით იტანჯება და არ არის ბედნიერი. ადვილია შეიცნო ისეთი ცოდვა, როგორიცაა კაცისკვლა, პარვა, მრუშობა, ვერცხლისმოყვარეობა. და ზოგჯერ ძნელია, ცოდვად შერაცხო ის, რაც გარეგნულად არ ჩანს, როგორც ცოდვა, როგორიცაა დედის ან შვილის სიყვარული, მაგრამ შეიძლება ღმერთს განგაშოროს.

ამ მდგომარეობიდან, ამ ცოდვიდან უფრო ძნელია გათავისუფლება, რადგან ადამიანი ამას ცოდვად არ მიიჩნევს. ამიტომ ქრისტეს სიტყვის სწორად შეცნობა, სწორად გამოკვლევაა საჭირო ბედნიერების მისაღწევად. რა მნიშვნელობა აქვს, მრავალი რკინის ჯაჭვით იქნება ადამიანი მიბმული ხეზე თუ ერთით? თავისუფლების მოსაპოვებლად საჭიროა, რომ ადამიანი ყველაფრისგან გათავისუფლდეს, გათავისუფლდეს მიწიერზე ყოველგვარი მიჯაჭვულობისგან, აღიაროს ქრისტე, მას მიანიჭოს უპირატესობა, რადგან მასშია ხსნა და გადარჩენა, და ის, ვინც ქრისტესთვის ყოველივეს დაუტევებს, ქრისტეთი გაიმარჯვებს. პავლე მოციქული ამბობს: "იმიტომ როდი ვამბობ, რომ რამე მაკლია, რადგანაც ვისწავლე, კმაყოფილი ვიყო იმით, რაცა მაქვს. გაჭირვებაც ვიცი და ხელგაშლილობაც; ყველაფერი მისწავლია ყოველში: სიმაძღრეც და შიმშილიც, სიმწირეც და სიუხვეც. ყველაფერი შემიძლია ჩემს განმაძლიერებელ ქრისტეში" (ფილიპ.4,11-13).
სრულყოფილების სახეა პავლე მოციქულის მდგომარეობა: არც სიმაძღრე, არც შიმშილი, არც სიმწირე, არც სიუხვე მისთვის არ წარმოადგენს დაბრკოლებას, მაგრამ ამ მდგომარეობისთვის რომ მიეღწია, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს, პავლე მოციქულმა ისწავლა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების ეს წესი - იყო კმაყოფილი - ყველაფერში ისწავლება და, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ისწავლება ქრისტეში.

საბოლოოდ პავლე მოციქული ამბობს: "ყველაფერი შემიძლია ჩემს განმაძლიერებელ ქრისტეში", ქრისტე კი გვასწავლის: "ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი" (მათ.11,29). ქრისტე საკუთარი თავის შესწავლა-შემეცნებისკენ მოგვიწოდებს, მცნებად გვიდებს, გამოვიძიოთ მისი სიტყვა და ასე ვისწავლოთ ქრისტიანობა, გავიმარჯვოთ სოფელზე.
ქრისტეს მიმდევარი არა მხოლოდ მიწიერ განსაცდელებზე, არამედ თვით სიკვდილზეც გამარჯვებულია. სიკვდილი, რომელსაც არ შევხებივართ, არ ვიცით, რა არის და ყველას აშინებს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ქრისტიანისთვის არის სარგებელი: "რადგანაც ჩემი სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი - სარგებელი" (ფილიპ.1,21). წმინდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს, რომ სიტყვებით, "ჩემი სიცოცხლე ქრისტეა", პავლე მოციქული გვიჩვენებს, თუ რა არის აუცილებელი, რა არის მთავარი ადამიანის ცხოვრებაში, და ამგვარად მცხოვრები ადამიანისთვის სიკვდილი უკვე არის სარგებელი.

ამგვარად მცხოვრები ადამიანი მადლიერია, ყველაფრით კმაყოფილია მოცემულობაშიც და დანაკლისშიც, მაშინ, როდესაც უმადური ადამიანი წუხს ყოველივეში: თუ რამე არ გააჩნია, თავს უბედურად თვლის და, თუ რამ მიეცემა, მეტს ითხოვს; ის იტანჯება, სოფელს მიჯაჭვული, რადგან წარმავალს ებღაუჭება, და ვერ ხედავს იმ დიდ მოცემულობას, რომლითაც ღმერთმა დააჯილდოვა ადამიანი. მაცხოვარი ამბობს: "ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება; ხოლო, ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს" (მათ.13,12).
ამქვეყნად დაბადებული ადამიანი ცხოვრობს მოცემულობაში. მოცემულობა არის სიცოცხლე, უკვდავება, მოაზროვნე გონება, რისი მეშვეობითაც შეუძლია კაცს ღვთის, მარადისობის შეცნობა.

და ამგვარად მოაზროვნე ადამიანს მიეცემა და მიემატება ღვთის დაუსრულებელი დიდების ხილვა, მაგრამ ის, ვინც ვერ ხედავს ამ მოცემულობას, კარგავს იმასაც, რაც გააჩნია, ვერ ხარობს სიცოცხლით, ჰგავს იმ კაცს, რომელსაც მიეცა ხორბლის მარცვალი გასამრავლებლად, მაგრამ არ დათესა, არ გაამრავლა და მაშინ დაკარგა ისიც, რაც გააჩნდა. ამქვეყნად მშვიდად მხოლოდ ის არის, ვინც თავისი შეცდომილი გონება, თავისი ნება დაუმორჩილა ქრისტეს შეუცდომელ გონებას, ქრისტეს ნებას და ისე აღასრულებს ღვთის ნებას, როგორც თავისას. წმინდა აბბა დოროთე ამბობს: "ვინც დათმო საკუთარი ნება, იგი ყოველთვის თავის ნებას ისრულებს, რადგან მას არა აქვს საკუთარი ნება და, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი განუსვენებს მას, თითქოს მისი ნება აღსრულდა, რადგან მას არა აქვს სურვილი, რაიმე ისე მოხდეს, როგორც მას უნდა, არამედ ისე სურს, როგორც ხდება".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat