- როცა ადამიანი სნეულია და ვერ ახერხებს ტაძარში მისვლას, ამ შემთხვევაში როგორ უნდა იცხოვროს ეკლესიურად, როგორ თქვას აღსარება და მიიღოს წმინდა ზიარება?
- როცა ადამიანი სნეულია და ვერ ახერხებს ტაძარში მისვლას, ამ შემთხვევაში როგორ უნდა იცხოვროს ეკლესიურად, როგორ თქვას აღსარება და მიიღოს წმინდა ზიარება?
გვესაუბრება არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
- პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესიურობა არა მოქმედებაში, არამედ მართებულ აზროვნებაშია, და შეძლებისდაგვარად სწორი აზროვნებით მართულ ცხოვრებას ჰქვია ეკლესიური ცხოვრება. მე ვარ არა ის, ვინც ვმოქმედებ, არამედ ის, ვისაც მსურს. როგორც წესი, შემეცნება ადამიანს უკარგავს მოძრაობის უნარს. მოძრაობა და შემეცნება თითქმის შეუთავსებადია. მაგალითად, ჩვენ წიგნის კითხვის დროს ვწყვეტთ მოძრაობას. ასევე ქრისტიანი, რაც უფრო მეტად ღრმად შეიმეცნებს ღმერთს, მით უფრო ნაკლებად მოძრაობს, და საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, საერთოდ კარგავს მოძრაობის სურვილს და აქედან გამომდინარე მოძრაობის უნარსაც, და ცდილობს, ძალიან ვიწრო სენაკში დაეყუდოს, რადგან მიხვდა, რომ ღმერთის მიღება არა მოძრაობით, არამედ უფრო მეტად შემეცნებითაა. მოძრაობა ქრისტიანის იძულებითი მოქმედებაა, რადგან ხორციელია და ხორცი თავისას ითხოვს. ამიტომ ვინც ხორციელად ავადმყოფობს, მასაც შეუძლია მიაღწიოს იმ სულიერ სიმაღლეებს, რისი მიღწევაც შეუძლიათ ხორციელად ჯანმრთელ ადამიანებს. ადამიანის განწყობითი მდგომარეობა სამი სახისაა. სხვაა ხორციელად ჯანმრთელი ადამიანის მდგომარეობა, სხვაა ავადმყოფის და სხვაა სიკვდილის პირას მყოფის. ერთი და იგივე ადამიანი ამ სხვადასხვა მდგომარეობაში ვერ იტყვის, რომ ერთი და იგივე კაცია. იმდენად განსხვავდება ეს სამი მდგომარეობა, რომ, შეიძლება ითქვას, ის ერთი კაცი სხვადასხვა მდგომარეობაში სხვადასხვა კაცია. ნათქვამია, რომ ადამიანის აზროვნება იცვლება გარემო პირობების მიხედვით, ანუ სოციალური პირობები დიდ გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნებაზე, და თუ ეს ასეა, რაოდენ დიდ გავლენას მოახდენს ადამიანზე ის გარემოებები, რომლებიც პირადად მასში ხდება, ვგულისხმობ ჯანმრთელობას, ავადმყოფობას და სიკვდილს, ანუ სიკვდილის პირას მყოფობას. ავაზაკი, ანუ ყაჩაღი, რომელიც მთელი ცხოვრება ყაჩაღობდა და იმდენად დამნაშავე იყო, რომ თვითონაც ეთანხმებოდა თავისი ბრალმდებლების განაჩენს, რომლებმაც ჯვარცმა განუჩინეს, რადგან ამბობდა, ამ სასჯელის ღირსი ვარო, ასეთი კაცი, რომელსაც არაფერი სიკეთე არ გაუკეთებია, არასოდეს უცხოვრია ღვთისნიერად, მოსეს, რომელმაც ფარაონობა დატოვა, ზღვა გახსნა და უდაბნო გადალახა, აბრაამს, რომელმაც თავისი სამშობლო დატოვა და ღვთის გულისთვის მთელი თავისი ცხოვრება უცხოობაში გაატარა, დაასწრო სამოთხეში შესვლა. აქ ჩანს, თუ საქმეზე რაოდენ მაღლა დააყენა უფალმა ქრისტეში სწორი ხედვა, ანუ ქრისტეს სწორი დანახვა -ხედვა ღვთის დიდებულებისა და საკუთარი უძლურებისა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა ითქვას აღსარება. ჩვენ ყველანი, ჯანმრთელები თუ ავადმყოფები, აღსარებაში მხოლოდ იმას კი არ უნდა ვამბობდეთ, თუ რა ჩავიდინეთ საქმით, არამედ იმასაც, თუ რა მოგვწონს, რა გვსურს და რა გვიყვარს, რადგან შესაძლოა, ადამიანმა არაქრისტიანული საქმე გააკეთოს და დაინახოს მისი სიმძიმე, მისი სიცუდე და ა.შ., და მოიძულოს იგი. ასევე შესაძლებელია, კაცს მოსწონდეს ცოდვა,რომელიც არ ჩაუდენია, ან უყვარდეს, ან ამართლებდეს იმას, რაც დაგმობის ღირსია, და ეს უფრო მძიმე ცოდვაა, რადგან ცოდვა მოეკითხება სულს და არა ხორცს, ხოლო სულის ცოდვები კი არასწორ სურვილებსა და განზრახვებშია. ამიტომაც ამბობს მოციქული: ვისაც უყვარს ეს სოფელი, მას ღმერთი არ უყვარს, არამედ სძულს იგი (1იოან.215).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat