-მიტროპოლიტმა ზინობმა (მაჟუგა) უთხრა ბერს, რომელმაც ჰკითხა, როგორ ვცხონდეო:
"როცა მარტო ხარ კელიაში, იესოს ლოცვა აღავლინე და ზრახვები განდევნე ცუდიც და კარგიც. ბერის მდუმარება-ზრახვებისგან გათავისუფლებაა. თუ ასე მოიქცევი, დაინახავ ღვთის განგებას შენს ცხოვრებაში". ის აგრეთვე ამბობდა: "მორჩილება სიყვარულზე მაღლაა, რადგან სიყვარული მორჩილების გარეშე ვნებაა, მორჩილება განწმენდს რა ადამიანის სულს, სულიერ სიყვარულამდე აღამაღლებს მას. ამპარტავან და ურჩ გულში არ არის და ვერც იქნება სიყვარული: ეს თავის მოტყუებაა".
მიტროპოლიტი ზინობი ამბობდა: "ნუ შეინახავ იმის ნივთს ან ტანსაცმელს, ვისადმი ვნებას განიცდი, რადგან ეს წუთი მოგვაგონებს ცოდვას და დაბრკოლებად გექცევა".
მიტროპოლიტმა ზინობმა თქვა: "სიყმაწვილეში განსაკუთრებით მიყვარდა იოანე ოქროპირის შრომების კითხვა, რა სიღრმე აქვს ამ წმინდა მამას".
მიტროპოლიტმა ზინობმმა სწავლულ ბერს უთხრა: "ეცადე უცხოელ მწერალთა წიგნები არ იკითხო, თუნდაც მათში ცუდს ვერაფერს ხედავდე. ამ წიგნებში სხვა მძიმე სულია, როგორც ამბობდნენ ჩვენი ბერები".
მეუფე ზინობმა თქვა: "არაფერს არ უნდა მიეჯაჭვოთ, თვით სიწმინდესაც კი". მანვე აღნიშნა: "შემნახველი სალარო, სადაც ჩემს ფულს ვინახავ, ხალხია".
მიტროპოლიტმა ზინობმა თქვა: "არ გაუმხილოთ თქვენი ცოდვები ქალს, თუნდაც იღუმენიას, ეს საზიანო იქნება მისი სულისთვის".
მიტროპოლიტმა ზინობიმ უთხრა ახალგაზრდა ქალს: "ერიდე მხურვალე ლოცვას მათთვის, ვისადმი ხორციელ ლტოლვასაც განიცდი. ასეთი ლოცვა ღვთის სათნო არ არის, რადგან ფარულ მრუშობას შეიცავს. მიანდე ის ადამიანი ღვთის განგებას, თავად კი დაივიწყე. თუ ამას აღასრულებ, უფალი თავის წყალობის გარეშე არ დატოვებს მას შეიწირავს შენს დავიწყებას, როგორც ლოცვას".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი