ადამიანი, რომელიც არც ლოცულობს, არ დგას სწორ გზაზე
ადამიანი, რომელიც არც ლოცულობს, არ დგას სწორ გზაზე
რუის-ურბნისი ეპარქიის მღვდელმსახური, სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა თეოდოსი (ხაჩიძე):
-რაც უფრო მეტად მლოცველია ადამიანი, მასზე მეტი ბრძოლაა?

-ადამიანი, რომელიც არც ლოცულობს, არც არაფერს აკეთებს, ის ისედაც იგულისხმება, რომ ის არ დგას სწორ გზაზე და მისთის ეშმაკს არ სცალია. დაცემულ ანგელოზებს, დემონებს არ სცალია. მათ ისეთი ადამიანების ცდუნება და ცოდვაში ჩაგდება უნდათ, რომლებსაც შეუძლიათ ლოცვით და თავისი მაგალითით, ქმედებით ხელი შეუშალოს მათ და ამ ადამიანებს ებრძვიან მრავალი მიმართულებით. არის მრავალი მაგალითი იმისა, რომ ბერი ცოდვაში ჩავარდა და მას მეორე ბერი ლოცვით მიეშველა. სასოწარკვეთილება მოაშორა და ორივე ცხონდნენ. მამათა ცხოვრებიდან მოვიყვან მაგალითს, ათონზე მოხდა ეს ამბავი შუა საუკუნეებში, ორი ახალგაზრდა ბიჭი ერთად გაიზარდა, მათგან ერთ-ერთი მონასტრის გზას დაადგა და ბერი გახდა. მეორემ რთული გზა აირჩია და ცუდ წრეში მოხვდა. ეს ბერი მთელი ცხოვრება უფალს ლოცვით სთხოვდა, გაეგო თავისი ბავშვობის მეგობრის ასავალ -დასავალი, სად იყო, ცოცხალი იყო თუ არა. იმდენად ძლიერი იყო ამ ბერის ლოცვა, რომ უფალმა ანგელოზი მოუვლინა და აუწყა, შენი ძმა ჯოჯოხეთშია და მას მრავალი დაცემული ანგელოზი სტანჯავსო. მან მაინც ითხოვა შეხვედროდა, გააფრთხილეს, რომ ერთი წამითაც რომ ნახოს როგორ დღეშიც არის ის იქ, დიდი განსაცდელი ექნებოდა. რამდენიმე დღიანი ლოცვის გაძიერების შემდეგ, ბერი მაინც თავის აზრზე დარჩა და უნდოდა ენახა მისი ყოფილი მეგობარი თუ რა ტანჯვას განიცდიდა ჯოჯოხეთში. მართლაც მას აუწყეს, რომ საღამოზე იქნება მასთან კელიაში და კიდევ გააფრთხილეს, რომ მისი ხილვა იქნებოდა სიკვდილის ტოლფასი საშინელება. საღამოს ლოცვისას ადამიანის ლანდი წარმოესახა და ჰკითხა, ვინ იყო. ხმა გამოსცა და იგრძო, რომ ეს მისი მეგობარი იყო. ჯოჯოხეთში დიდად შემეწევა შენი ლოცვა იმის გამო, რომ ცოტა სინათლეს ვხედავ შენი ლოცვის შემდეგო და არ გირჩევო, რომ ჩემი სხეულის რომელიმე ნაწილი დაინახოო, -მიუგო მან. ბერი არ დაეთანხმა. ასეთი არის პატერიკი, რომ მან ფეხიდან წვივის ნახევრამდე აიწია წამოსასხამი და დაინახა ბერმა ის, რაც წერია სახარებაში, რომ მატლი დაუძნებელი როგორ მოძრაობდა და შედიოდა სხეულში ეს საშინელი მატლი რომელიც საშიენლ ტკივილებს ატარებდა მის მეგობარს, ეს დაინახა თვალნათლივ წამიერად და გაუჩინარდა. მოხდა ისე, რომ ბერმა კელიაში ვეღარ გაძლო ისეთი მყრალი სუნი დარჩა, ისეთი საშინელება მოხდა რომ ბერმა გააღო კარები და მთელი მონასტერი მოიცვა საშინელმა ჯოჯოეთურმა სულმა და ეს მონასტერი იძლებული გახდა რომ გადასულიყო სხვა ადგილზე. ბერი გადარჩა იმიტომ რომ სულიერად ძლიერი იყო. საშიშროება იყო იმისი, რომ გული გასკდომოდა იმდენად საშინელი იყო ეს ხილვა. მლოცველ ადამიანებს ხშირად მოსდის ასეთი შემთხვევა, ხილვები აქვთ მათ საშინელი, ეს იმის გამოძახილია, რომ ისინი ვერ ისვენებენ. ბოროტი, დაცემული ანგელოზები ვერ ისვენებენ, რამეთუ მათი ყველზე დიდი მოწინააღმდეგე მაინც ეკელსიაა და ბერმონაზვნური ფრთა, რომლებიც ლოცულობენ იმისთვის, რომ ქვეყანაზე მშვიდობა იყოს. ეს ომიც და გაჭირვებაც ეშმაკისგანაა მოვლინებული.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat