გულიდან გამოსული გადმოედინება ბაგეებიდან
გულიდან გამოსული გადმოედინება ბაგეებიდან
დღეს მართლაც სანატრელი გახდა ადამიანებს შორის ადამიანური დამოკიდებულება. გულიდან ამოსული სიყვარულით ნათქვამი ერთი სიტყვაც კი უკვე დეფიციტად იქცა. თითქოს შეიცვალა საუბრის სტილი, მიმართვის წესებიც კი. დედა-შვილსა თუ სხვა ოჯახის წევრებს შორის თანაცხოვრება სცილდება ჩვენსას, ტრადიციულს, თუნდაც ღვთის მიერ დადგენილ მცნებებს და ტელესერიალების მსგავსი ცხოვრების წესში გადადის. წინათ სამაგალითო ადამიანები დღეს ზოგიერთისთვის არამოდურად მიიჩნევიან. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ თითქოსდა საგრძნობლად შეცვალა ქართველის გული, გააცივა და მექანიკურ არსებას მიამსგავა. ცოცხალი ურთიერთობები ვირტუალურმა ჩაანაცვლა (არავის ეგონოს, რომ ინტერნეტის თუ სხვადასხვა სოციალური ქსელის მოწინააღმდეგე ვარ - თავადაც ხშირად ვიყენებ). აქ საუბარია შემოთავაზებულის სწორად გამოყენებაზე! იმდენად ეჯაჭვები ამას, რომ საკუთარი თავის კონტროლს კარგავ და ზომიერების ფარგლებს სცილდები. ვირტუალურად უფრო მეტად თამამდება ადამიანი და სასაუბრო ენასაც, რა თქმა უნდა, იუარესებს.

გვესაუბრება ვანის ქვაბთა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი მათე (ვაშაყმაძე).

- თანამედროვე ადამანებს ძალიან რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. მოჭარბდა უსიყვარულობა, უნდობლობა, გულგრილობა, ნიჰილისტური დამოკიდებულება. ეს არის აპოკალიფსური პერიოდი, რომელიც ზუსტად იმით არის რთული, რომ ადამიანებში სიყვარული გრილდება. მიზეზი ამ ყველაფრისა არის ის, რომ ადამიანმა დაკარგა ადგილი ღმერთთან და დაირღვა წონასწორობა. ადამიანი არის ღვთის ქმნილება და მისი ბედნიერება, მისი სიხარული თავიდან ბოლომდე არის დამოკიდებული მის შემოქმედზე. თუ ადამიანი უფალთან მუდმივ კავშირში, მასთან ახლოს არ იმყოფება, სულიერად ღარიბდება, ირღვევა წონასწორობა მის სულიერებაში, ფსიქიკაში და რჩება ადამიანური ძალების იმედად, გულგრილდება. უსიყვარულობა ისეთი სენია, რომლითაც დაავადებულია დღეს მთელი სამყარო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ტექნიკური პროგრესი შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, რამაც გამოიწვია თანაფარდობის დარღვევა. რადგან ადამიანში ვერ ხდება სულიერი განვითარება, მატერიალურმა გადაწონა სულიერი ფასეულობა. ადამიანები დამოკიდებულნი გახდნენ ტექნიკაზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე, ახალგაზრდობა ცდილობს, მეტი დრო გაატაროს კომპიუტერთან, გასართობ თამაშებთან. ასეთი შვილები მშობლების ურჩები ხდებიან. სულიერი დეგრადაცია შეიძლება დავარქვათ ამ სავალალო პროცესს. გამოსავალი იმაშია, რომ ადამიანმა უნდა აღადგინოს წონასწორობა, დაკარგული კავშირი ღმერთთან ლოცვისა და ეკლესიური ცხოვრების საშუალებით უნდა მოხდეს. ამის გარეშე ადამიანის წონასწორობის აღდგენა არ მოხდება, პირიქით, გაგრძელდება ეს დეგრადაცია. ალბათ მშობლები უფრო მეტ ყურადღებას უნდა უთმობდნენ ბავშვების აღზრდას, რადგან პირდაპირი მნიშვნებლობით ბავშვები არიან ჩვენი მომავალი. მშობლების საქციელი, მათი ნებისმიერი სიტყვა ძალიან მგრძნობიარედ აღიბეჭდება ბავშვის ფსიქიკაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ განვითარდება ოჯახური ცხოვრება. რაც მეტი კავშირი ექნება მშობელს საკუთარ შვილთან და რაც მეტი იქნება პირადი მაგალითი მშობლის მხრიდან, დადებითად აისახება ბავშვის ცხოვრებაზე.

***
პირველად იყო სიტყვა. სიტყვაში მოიაზრება ძე ღვთისა, რომელიც განკაცდა ჩვენი ცხონებისათვის. დედამიწაზე მოვიდა და პირადი მაგალითით გვიქადაგა, გვასწავლა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ღმერთთან მუდმივ კავშირში ვიმყოფებოდეთ, გვიყვარდეს უფალი და გვიყვარდეს ჩვენი მოყვასი. წმინდა წერილში წერია: "ნამეტნავისაგან გულისა იტყვის პირი". ანუ რაც გულში აქვს ადამიანს, იმას გამოთქვამს ბაგეები. შინაგანად რასაც აგროვებს ადამიანი, დადებითს თუ უარყოფითს, ცუდს თუ კარგს, იმავეს გამოხატავს და წარმოთქვამს ბაგე. ათ მცნებაში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი მცნება, უქმად მეტყველება, რაც ითვლება ცოდვად. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, უქმად არ ვმეტყველებდეთ, მით უმეტეს, უფლის სახელი არ ვახსენოთ ამაოსა ზედა, როგორც ათ მცნებაშია ჩადებული და ჩვენს სიტყვას დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ. ადამიანები აღარ ცდილობენ ერთმანეთს სიტყვით გული მოულბონ, სიყვარული დაანახონ. ადამიანები მუდმივად გულს სტკენენ ერთმანეთს, განიკითხავენ და არ ცდილობენ კომპრომისული ვარიანტის მოძიებას. თუ რაიმე ცუდს გაიგენებ, მაშინვე იწყება განკითხვა, ადამიანის ძაგება. ეს ძალიან ცუდია. ეს აბინძურებს ადამიანის ბაგეს. ასეთი შედარება შეიძლება მოვიყვანოთ: წყლის სათავიდან არ შეიძლება მოდიოდეს ერთდროულად სუფთა და ბიძური წყალი. ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე. ასევეა ადამინის ბაგე. თუკი ჩვენი ბაგიდან მოედინება ღვთის დიდება და ამავე დროს ბილწსიტყვაობა, ჩანს, ჩვენი ბაგიდან გადმოდის როგორც სუფთა, ასევე ბინძური წყალი. ადამიანის ბაგე უნდა იქცეს სუფთა წყაროდ, საიდანაც გადმოედინება მოყვასისათვის სასარგებლო სიტყვები.

- მამაო, ალბათ გულის განწმენდაა საჭირო, რათა სუფთა გულით ამოუშვას ადამიანმა ბაგიდან ტკბილი სიტყვა...

- რა თქმა უნდა. წყაროს სათავე, შეიძლება ითქვას, რომ არის გული. გულიდან გამოსული გადმოედინება ბაგეებიდან. გული არის ადგილი, სადაც მუდმივად სისუფთავე უნდა სუფევდეს. გულიდან ბაგის მეშვეობით მოდის მეტყველება. უნდა ვეცადოთ, ჩვენი გული სუფთად დავიცვათ. თუ არ გვაქვს სუფთა გული, მაშინ შევეცადოთ განვიწმინდოთ. ჩვენი გული უნდა იყოს უფლის ჭურჭელი, სადაც მადლი თავის ადგილს დაიმკვიდრებს. მადლი ისეთი რამ არის, რომელიც უსუფთაო ადგილას ვერ გაჩერდება. ამიტომ არის აუცილებელი ჩვენი გული სუფთა იყოს, რათა უფლის მადლი მოვიდეს და დამკვიდრდეს ჩვენ შორის. ზუსტად ამას ვევედრებით, ლოცვაში: "მეუფეო ზეცათაო", როდესაც ვლოცულობთ სულიწმინდის მიმართ, "მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა". ანუ სიბილწე, რომელიც გროვდება ჩვენს ცხოვრებაში ადამიანის ფსიქიკაში, მის გულში, მის სულში, მუდმივად ითხოვს განწმენდას, განახლებას. ეკლესიური ცხოვრება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ სულიერი განწმენდის პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის წიაღში, სულიწმინდის მადლის წიაღშია შესაძლებელი და არა ადამიანური ძალებით - აღსარებით, ზიარებით, რაც შეიძლება მეტი ჩაღრმავებით საკუთარ თავში. შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ნაკლი ვიპოვოთ საკუთარ თავში. ჩვენ არ გვინდა ხოლმე გამოვუტყდეთ საკუთარ თავს, რომ ესა თუ ის ვნება ჩვენში ბობოქრობს და არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სულიერად განვიწმინდოთ. შინაგანი ჩაღრმავება, თვითკრიტიკა არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ უკეთესები გავხდეთ. თვითკრიტიკის გარეშე ადამიანი ერთ ადგილს ტკეპნის და ვერ ვითარდება, ვერ იწმინდება. მუდმივად დაკვირვება საკუთარ თავზე იძლევა ძალიან ეფექტურ შედეგს. ყოველდღიურად განვიხილოთ საკუთარი თავი, რაში შევცოდეთ უფალს, რაში ვემსახურეთ. სწორედ ეს იძლევა სულიერი განწმენდის საფუძველს და ნიადაგს.

***
ჩვენს დროში, სამწუხაროდ, ძალიან გახშირდა დეპრესიული მდგომარეობები, ნერვიული აშლილობები, რაც გამოწვეულია მატერიალური სიდუხჭირით, გაჭირვებული ცხოვრებით. მიზეზი ამ ყოველივესი არის სულიერი წონასწორობის დარღვევა, ფსიქიკური აშლილობა. რას ნიშნავს დარღვევა ფსიქიკაში? რომ ადამიანმა დაკარგა სულიერი სიმშვიდე, სასოება იმისა, რომ ცხოვრება გამოსწორდება და უკეთესი იქნება. ქრისტიანი ვალდებულია სასოება, იმედი არ დაკარგოს. ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე ცხოვრობს, რჩება საკუთარი ძალების, ადამიანური ძალების იმედად და ვეღარ უმკლავდება მთელ რიგ პრობლემებს, რომლებიც რეალურად ცხოვრებაში არსებობს. საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი ყოველთვის ვარდება დეპრესიაში, ვერ ხედავს ხსნას და გამოსავალს. ხსნა და გამოსავალი მხოლოდ უფალშია.

მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე სახარებაში ბრძანებს: "მოვედით ჩემდა ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ". რას ნიშნავს ეს სიტყვები? ადამიანი, თავისი სისუსტიდან გამომდინარე, იტვირთება უარყოფითი ენერგიით, ცოდვებით. მაცხოვარი ძალიან თვალნათლივ და მაღალი ხმით მოუწოდებს ყველას, ვინც ხართ ტვირთმძიმენი ანუ ვისაც ცხოვრებისეული ტვირთი დაგიმძიმდათ, მოდით ჩემთან და მე განგისვენებთ თქვენო. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უნდა მივიდეს ეკლესიაში და განთავისუფლდეს ცოდვებისგან. ამიტომ დაადგინა მაცხოვარმა შვიდი საიდუმლო, რომ ადამიანმა გამოააშკარავოს თავისი ცოდვილი მიდრეკილებები თუ უარყოფითი მდგომარეობა და ეძებოს გამოსავალი ღმერთში. უფალი ასეთ ადამიანებს ჰპირდება სულიერ სიმშვიდეს, რისგანაც მართლაც გაღარიბდა თანამედროვე ადამიანი. დღეს ადამიანები მუდმივად დაძაბულ რიტმში ცხოვრობენ. მუდმივად სადღაც ეჩქარებათ. ადამიანის ფსიქიკა არის ძალიან დაძაბული და ვეღარ იცლის ღვთისმსახურებისთვის. არ ახსენდება უფალი. არადა უფალი ბრძანებს, "მოიცალეთ და გულისხმაყავთ". ფსალმუნში წერია: "რამეთუ მე ვარ უფალი". ადამიანს უნდა ახსოვდეს უფალი, რომ მან სულიერად კარგად იგრძნოს თავი. ადამიანის ხსნა ერთადერთია უფლის წიაღში.

ლოცვა - ეს არის უფალთან კავშირი, უფალთან საუბარი. ამიტომაც დააწესა ეკლესიამ დილისა და საღამოს ლოცვები, რომლითაც ვუკავშირდებით უფალს და გამოვითხოვთ წყალობას ღვთისგან, თუმცა ეკლესიის მიერ დაწესებული ლოცვების გარდა მორწმუნე ადამიანს თავისი სიტყვებითაც შეუძლია ესაუბროს, ილოცოს თავისი სიტყვებით. უფალი არის მამა მოწყალე, რომელიც ყველა ადამიანის ლოცვას ისმენს, მისი ფიქრიც კი იცის უფალმა. ამიტომ ადამიანი, რომელსაც უჭირს, პრობლემები აქვს ცხოვრებაში ან სასოწარკვეთილებისკენ აქვს მისწრაფება, უნდა ესაუბროს ხშირად უფალს. ილოცოს თავისი სიტყვებით, რადგან უფალი არასდროს ნუგეშის გარეშე არ ტოვებს თავის ქმნილებას. ყველაფერი წარმავალია ამ ქვეყანაზე, ადამიანის სული არის უკვდავი. უფალს ძალიან უნდა, რომ ჩვენი ნებით დავუბრუნდეთ მას და მამა-შვილური სიყვარული აღდგეს ადამიანსა და ღმერთს შორის.

***
ნებსით თუ უნებლიეთ ხანდახან გულს ვტკენთ ხოლმე ერთმანეთს, არის შეურაცხყოფა, ცილისწამება. ჩვენ, ქრისტიანებმა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იქნება. ეს განსაცდელია იმისათვის, რომ ადამიანი სულიერად განიწმინდოს. უნდა ვეცადოთ, რომ ამას სულიერი თვალით შევხედოთ. სულიერი თვალით შეხედვა ნიშნავს იმას, რომ შეგვეძლოს მივუტევოთ, თვალი დავხუჭოთ და ვიფიქროთ, რომ ეს შეურაცყოფა და დამცირება ადამიანისგან კი არ მოდის, არამედ მოდის ღვთის დაშვებით, რადგან ეს ჩვენთვის აუცილებელია. ამ გზით მოვიპოვებთ თავმდაბლობას და სულიერად გავმდიდრდებით. თუ არ იქნება ასეთი შეურაცხყოფა და დამცირება, მაშინ მუდმივად ვიქნებით თვითკმაყოფილები და ამპარტავნებით გაჟღენთილები. იმისათვის, რომ ჩვენი ამპარტავნება დამდაბლდეს, უფალი დაუშვებს იმას, რომ განსაცდელი მოვიდეს ჩვენზე. ამქვეყნიური ცხოვრება არის მზადება მომავალი ცხოვრებისთვის და ჩვენ ხელს უნდა ვუწყობდეთ ერთმანეთს სულის ცხონებაში. სამწუხაროდ, ხდება პირიქით, ხელს ვუშლით ერთმანეთს სასუფევლის დამკვიდრებაში.

- რა უნდა დაითმინო და რა არა?

- მაცხოვარი სახარებაში ამბობს, "მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სული თქვენი". მოპოვება ნიშნავს იმას, რომ არ არის ადვილი, უნდა იბრძოლო, უნდა გეტკინოს გული. ტკივილის გარეშე შეუძლებელია ცხონება. რომ გეტკინება და ამას მოითმენ, ეს არის უდიდესი სათნოება. ღმერთს მინდობილმა მოყვასისგან ყველანაირი შეურაცხყოფა, დამცირება უნდა აიტანო. არსებობს ისეთი რამ, რაც არ უნდა მოითმინო. მაგალითად, საკუთარი ერის შეურაცხყოფა, სხვა ისეთი ფასეულის, რაც პირადად შენ არ გეკუთვნის და შენი ერის საგანძურია. როდესაც სხვა ერის ან სხვა სარწმუნოების წარმომადგენელი შენს სარწმუნოებას ან შენს ერს შეურაცხყოფს, ამის მოთმენა ნამდვილად არ შეიძლება. ამას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს, რა თქმა უნდა, არა იმგვარად, რომ ჩვენ მოგვაყენოს ზიანი, არამედ თავმდაბლობით, ღვთის შიშით და სიყვარულით. რაც ჩვენს პირადულს ეხება, რაც ჩვენ პირადად შეურაცხგვყოფს, ეს ყველაფერი მოთმინებას და პატიებას ექვემდებარება. პეტრე მოციქული ეკითხება მაცხოვარს, რამდენჯერ შემცოდოს ჩემმა ძმამ და რამდენჯერ ვაპატიო მასო. მაცხოვარი პასუხობს: სამეოცდაათჯერ შვიდ გზისო. ანუ განსაზღვრელი რაოდენობით. რამდენჯერაც არ უნდა შეგცოდოს შენმა ძმამ, აპატიეო, - ამბობს მაცხოვარი. ამაშია იდეა ქრისტიანული სარწმუნოებისა.

***
მონასტერი არის ადგილი, სადაც განსაკუთრებული პირობებია შექმნილი სულის ცხონებისათვის. კლიმატსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა წესით ცხოვრობს ადამიანი. მონასტრები ყოველთვის არსდებოდა იმ ადგილებში, სადაც უფრო მეტი მყუდროება და განსაკუთრებული პირობები იყო. მონასტერში ძირითადი ყურადღება გადატანილია ლოცვაზე, მარხვაზე და საკუთარ თავში ღრმად ჩაძიებისა და მეთოდების აღმოჩენისაკენ. მონასტრული ღვთისმსახურება ამით არის გაჯერებული, თუმცა ეს არ ეხება მარტო მონასტერს. არ უნდა გაიმართლოს ერისკაცმა თავი იმით, რომ ერში ცხოვრობს, მას არ აქვს ხელშემწყობი პირობები იმისათვის, რომ ქრისტიანულად იცხოვროს. ვიცით ბიბლიური მაგალითი, როდესაც ლოთი სოდომში და გომორში ცხოვრობდა და იქაც იცავდა თავის სიწმინდეს და უბიწოებას. სოდომი და გომორი იყო ყველაზე გარყვნილი ქალაქები მთელს დედამიწაზე, რომლის მსგავსი არც მანამდე ყოფილა და არც მის შემდეგ იქნება. ისინი ძალიან მძიმე, არაბუნებრივ ცოდვებში იყვნენ ჩართულნი. ასეთ ქალაქში ცხოვრობდა ლოთი, რომელმაც საკუთარი თავი და მთელი თავისი ოჯახი უბიწოდ და შეურყვნელად დაიცვა და შეინარჩუნა. როგორ ცხოვრებაშიც არ უნდა გვიწევდეს ცხოვრება, ჩვენ უფალი მოგვიწოდებს, ვიყოთ მისი ერთგულები და დავიცვათ სიწმინდე და უმანკოება.

***
მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ პირადი მაგალითი დაიკარგა დღეს არათუ საერო ცხოვრებაში, თვით მონასტრულ ცხოვრებაშიც კი. ჩვენ ძალიან ხშირად ვკითხულობთ ხოლმე პატერიკებს, ვიხსენებთ წმინდანთა ცხოვრებას და ეს ჩვენში აღფრთოვანებას იწვევს. ჩვენთვის ეს არის მისაბაძი მაგალითი. ძალიან დიდი ძალა აქვს პირად მაგალითს, თუნდაც მშობელი, რომელიც საკუთარ შვილს კეთილსინდისიერებისკენ მოუწოდებს, ცდილობს ასე აღზარდოს. მარტო სიტყვას არ ექნება ის ძალა და ფასეულობა, თუკი მშობელი არ შეეცდება პირადი მაგალითით ასწავლოს შვილს. იგივე მოძღვარი თუ არ შეეცდება პირადი მაგალითით ასწავლოს თავის მრევლს და ასე შემდეგ. პირადი მაგალითის ძალა უდიდესია ქრისტიანულ ცხოვრებაში. თვით ქრისტე მაცხოვარი იყო პირადი მაგალითი ყველა ქრისტიანისათვის. მან არა მარტო სიტყვით გვიქადაგა და გვასწავლა, არამედ საქმით დაგვანახა სიყვარული. როდესაც ჯვარს აცვეს, იგი ევედრებოდა თავის ზეციურ მამას, ეპატიებინა მათთვის ეს ცოდვა. ეს იყო უდიდესი სიყვარულის გამოვლინება, ეს იყო პირადი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ სიყვარულითა და მშვიდობით. უნდა ვეცადოთ, ჩვენ პირადი მაგალითი გავხდეთ სხვებისათვის.

დღეს ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგას კაცობრიობა, ეს არის ტექნიკური განვითარება, რომელიც არასრულფასოვანი და მცირე რწმენის შედეგად შეიძლება ბოროტებას მოხმარდეს. უწმინდესი ხშირად აღნიშნავს ხოლმე, რომ ძალიან ბევრი იარაღია მსოფლიოში დაგროვილი, რომლის აფეთქების შემთხვევაში შეიძლება განადგურდეს მთელი დედამიწაო. ადამიანმა შეიძლება ეს ტექნოლოგიური განვითარება ბოროტებას მოახმაროს და ბოროტებაში გამოიყენოს. დღეს სხვა დროსთან შედარებით ცოდვა მოდაში შემოვიდა, ცოდვის რეკლამირება ხდება ტელევიზიით, რადიოთი, ჟურნალ-გაზეთებით და ასე შემდეგ. ადამიანის სულიერი დეგრადაციისაკენ არის ყველაფერი მიმართული. ამიტომ არის დღეს უფრო რთული ცხოვრება და უფრო რთული ქრისტიანობის შენარჩუნება. ღმერთი მოწყალეა, ამ ყველაფერს ითვალისწინებს და გვიგზავნის ნუგეშებს.

ღმერთმა შეგვაძლებინოს ამ რთულ დროში ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება ეკლესიის წიაღში. ღმერთმა ინებოს, რომ ყველას საკითარი სული გადაერჩინოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat