-მეზვერეობა ანუ მებაჟეობა, უდიდეს ცოდვად ითვლებოდა იერუსალიმში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში, რომის იმპერია განაგებდა იერუსალიმს. მებაჟეობა კერძო საქმიანობა იყო. ოღონდ ამ საქმის დაწყებისას, რომის სახელმწიფოსთვის ფულადი გადასახადი იყო დაწესებული. ერთგვარი "დემოკრატიული" რგოლი იყო სახელმწიფოებრივი. ამიტომაც მებაჟეობა არ იყო მხოლოდ სასაზღვრო გადასახადების აკრეფით დაკავებული. მეზვერეები ყველა მოსაკრებელს თავად იღებდა და სახელმწიფოსაც უხდიდა გადასახადებს. მეზვერეები სძულდათ იერუსალიმის მკვიდრებს, რადგანაც ორმაგად ყვლეფდნენ ხალხს და კორუმპირებული ჩინოვნიკები იყვნენ.
ვიცით, რომ ზაქე მეზვერე იყო და შეინანა! უფალს აღუთქვა: "ვისთვისაც, რაიმე წამირთმევია, ოთხმაგად დაუბრუნებო". როცა შეინანა საქციელი ამის შემდგომ მოიხსენია ქრისტემ ზაქე აბრაამის შვილად. სინანული, მხოლოდ სიტყვა არ არის. სინანული ქმედებაა და საქმე. მეზვერე, რომელიც ტაძრად ავიდა, თავჩაღუნული ნანობდა და ამბობდა: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე". ფარისეველი, რომელიც ორჯერ ინახავდა მარხვას კვირაში და მონაგებიდან სწირავდა ტაძარს, თავი უცოდველი ეგონა და ამაყად აყვედრიდა უფალს: ეს მე ვარ, რომელიც ორჯერ ვიმარხავ კვირაში და შესაწირავს გწირაო! ეს მიდგომა, ხშირად ახასიათებს რელიგიურ ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სხვაზე უცოდველები არიან!
ვიშრომოთ იმისთვის, რომ სინანული ნამდვილი გვქონდეს და არა ისეთი, როგორც ფარისეველს!
ათონელები ამბობენ: "სჯობს მარხვაში ჭამო თევზი, ვიდრე საკუთარი ძმა"!
რელიგია ეს არის სისტემა, რომელმაც უნდა განავითაროს სიყვარული და გაგვხადოს პიროვნება!