ათონის მთაზე მდებარე წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე ბერი ეროლაოსი (ჭეჟია) როგორც ადრე მოგახსენეთ წმინდა მთაზე ერთ-ერთ სენაკში განმარტოვებულად ცხოვრობს.
ბერ ერმოლაოსთან საუბრის ჩანაწერები არქივში შემოვინახე, რასაც გზადაზგა შემოგთავაზებთ:
- მამაო, თითოეული ადამიანი ცდილობს წუთისოფელში ბედნიერი ცხოვრება მოიპოვოს. მაინც რაში გამოიხატება მისი საიდუმლოება?
-უფლის და ადამიანების თავგანწირულ სიყვარულში. სიყვარული ადამიანს ყველა ცხოვრებისეულ სიძნელეებს ადვილად გადაატანინებს და უფრო მეტიც -მის გულს ენითგამოუთქმელი უწყვეტი სიხარულით აღავსებს. თუ ვიცხოვრებთ სხვებისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე, ენითაუწერელი ბედნიერებისთვის ვართ განწირული. ჩვენს გულს ღვთიურ შეგრძნებამდე აამაღლებს იმის განცდა, რასაც სხვებისთვის გავაკეთებთ და გავცემთ, ხოლო რასაც ჩვენთვის მოვიხვეჭთ და მოვითხოვთ არარაობად მოგვეჩვენება. თავგანწირული სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის პრეროგატივაა, ამით განსხვავდება ის ცხოველისაგან, სწორედ ამ თვისებით ვლინდება მასში ღვთის სახება და ხატება. ის რაც სხვებისთვის დავთესავთ, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს, მრავალ ნაყოფს გამოიღებს, ხოლო ის რასაც ჩვნთვის მოვწყვეტთ ჩვენი აურაცხელი სურვილების და მისწრაფებების ლაბირინთებში გახმება.
სიყვარულის მთავარი იარაღი ორი სასწაულმოქმედი სიტყვაა-"მაპატიე" და "მადლობა", არაფერი არ ასულდგმულებს ამ გრძნობას როგორც მიტევება და მადლიერება.
ბედნიერებისათვის ადამიანს ცოდნასთან ერთად სჭირდება ღვთისადმი მტკიცე რწმენა. ურწმუნო ადამიანს, როგორი განათლებული და მაღალი მორალის მატარებელიც არ უნდა იყოს, პირველ რიგში უყვარს საკუთარი თავი. ასეთ ეგოისტურ სიყვარულს კი არ შეუძლია ჭეშმარიტი ბედნიერების მოტანა. მხოლოდ თავდადებული ქრისტიანული სიყვარული, რომელიც შესწევს მხოლოდ მორწმუნე ადამიანს, არის მისი ბედნიერების გარანტი.
მართალია უფლის მადლის მოსაზიდად სულიერი მოღვაწეობის ხანგრძლივი, დაძაბული, გულმოდგინე შრომაა საჭირო, მაგრამ თავგანწირული სიყვარულისთვის ან თუნდაც ასეთი სიყვარულისკენ მისწრაფებისთვის უფალი ასეთი შრომის გარეშეც ჩუქნის ადამიანს თავის მაცოცხლებელ მადლს. თუ პიროვნება შეძლებს ამაღლდეს საკუთარ თავზე, უარს იტყვის თავის ეგოისტურ მისწრაფებებზე და ღვთის და ადამიანების სამსახურს მიუძღვნის თავს, უფალი დაუყონებლივ მიმადლის მას. საკუთარ თავზე უარის თქმა "უფლისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე და ჭეშმარიტი, მაგრამ ამასთან უაღრესად ძნელი გზაა. სანთლად დავიწვათ სიყვარულში და ჩვენი სული უკვე აქ, ამქვეყნად ნეტარების სიდიადეს ეზიარება. უფალი ხომ შეგვპირდა: `ვინც თავის სულს ჩემთვის კარგავს, ჰპოვებს მას (მათე 10:34)".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი