გვესაუბრება შრომის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარის წინამძღვარი, დეკანოზი პავლე ქინქლაძე:
-უფალი გვასწავლის, რომ სიკეთის მოსაპოვებლად ადამიანებს ისე უნდა მოვექცეთ როგორც გვინდა თავად გვექცეოდნენ ისინი, "და ვითარცა იგი თქვენ გნებავთ, რათა გიყონ კაცთა და თქვენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ"(ლკ.6.31). ეს კანონი მარადის უნდა გვახსოვდეს, რათა თავი დავიხსნათ უამრავი ცოდვისაგან, მოყვასი კი ბევრი უსიამოვნებისა და უბედურებისაგან.
ადამიანის მხრიდან სიყვარულის უმაღლესი ღირსეული საგანი ზეციური მამა ღმერთია, ღმერთისადმი ჭეშმარიტ სიყვარულზეა დამყარებული მოყვასისადმი სამართლიანი სიყვარული, თუ ადამიანს მთელი სულითა დაგულით უყვარს უფალი მაშინ აუცილებელია მოყვასიც უყვარდეს, რომელიც ხატად და მსგავსადაა შექმნილი, თუ ასეთი სწორი დამოკიდებულება გვექნება მოყვასის მიმართ და შევხვდებით ისეთ ადამიანს, რომელიც თავისი დამახინჯებული ზნეობრივი ბუნების გამო ზიანს გვაყენებს, შევძლებთ რომ გვძულდეს და სამაგიერო მივაგოთ? ჩვენ მხოლოდ მისი ბოროტი საქმეები უნდა გვძულდეს, რომლებსაც ტკივილი მოაქვს ჩვენთვის და რომლითაც უფლის წმინდა რჯულს არღვევს. თავად ადამიანი კი უნდა გვეცოდებოდეს, ვწუხდეთ მისთვის, თუ ასეთი შინაგანი განწყობა გვექნება გაგვიჩნდება სურვილი ის ბოროტება დავივიწყოთ, რაც მან მოგვაყენა და დავეხმაროთ, რომ გამოსწორდეს. ისინი ვინც ისე ცხოვრობენ როგორც ღვთის ჭეშმარიტი შვილები ანუ ვისაც სიკეთის ქმნა მთელი სულითა და გულით უყვართ, ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც კი განიცდიან მაღალ ზნეობრივ სიმშვიდეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი