ღირსი ანტონ მარტმყოფელის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმნადრიტი ბენიამინი (ბელქანია):
-რას ნიშნავს ღვთის ნებით ცხოვრება?
-გულის განწმენდას ცოდვებისაგან და ღვთისა და მოყვასის სიყვარულით ცხოვრებას. საკუთარი ძალებით გულის განწმენდა ცოდვებისაგან შეუძლებელია. მარხვა, ლოცვა, მოწყალების საქმეები, ხშირი აღსარება და ზიარება არის საშუალებები გულის განწმენდისა ცოდვებისაგან და ღვთის მადლის მოხვეჭისა.
ღვთის ნებას ვგებულობთ წმინდა წერილიდან. წმინდა წერილი (ძველი და ახალი აღთქმა) დაწერილია წინასწარმეტყველებისა და წმინდა მოციქულთა მიერ სულიწმინდით. ამიტომ უნდა ვიკითხოთ წმინდა წერილის განმარტება წმინდა მამების მიერ.
-რა უნდა მოვიმოქმედოთ განსაცდელის დროს?
-ყველაზე ადვილი საშუალებაა ლოცვა. წმინდა ნინოს მაგალითით ჩანს, თუ რამხელა ძალა აქვე ლოცვას. ყველაზე დიდი ლოცვაა წირვა, ამიტომ შევიყვაროთ წირვა-ლოცვაზე სიარული. უფულობა არ არის მიზეზი წირვა-ლოცვაზე მიუსვლელობისა. მთავარია, გვქონდეს ქრისტეს რწმენა და სინანული. ზოგი ჰპირდება ღმერთს ცხვარს, ავიწყდება, რომ ქრისტემ გააუქმა სისხლიანი მსხვერპლშეწირვა და გამოსყიდული ვართ ქრისტეს ჯვარცმითა და აღდგომით. ჩვენ ნათლობის დროს ვპირდებით ღმერთს, რომ განვეშორებით ანგარებას, ქურდობას, ყაჩაღობას, მკითხაობას, მრუშობას და ყოველივე ბოროტებას და ვიცხოვრებთ სახარებისეულად. სხვა პირობა ღმერთს არ სჭრდება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი