ეკლესიაში დავდივართ არა პიროვნებასთან, არამედ ღმერთთან
ეკლესიაში დავდივართ არა პიროვნებასთან, არამედ ღმერთთან
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):
-ერთხელ კორესპონდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა, თქვენთვის რომელი დრო სჯობს? ადრინდელი თუ დღევანდელიო?
მე არ დავფიქრებულვარ და მაშინვე ვუპასუხე,-ის დრო სჯობდა. მაშინ სარწმუნოებრივად დევნილებიც ვიყავით, ციხეც იყო, მაგრამ მე ის დრო მერჩივნა. რითი? იმიტომ, რომ მაშინ ვიცოდი ვინ იყო კომკავშირელი, პარტიული, ვინ იყო ურწმუნო და მორწმუნე. დღეს ყველაფერი აირია.

-თამანედროვე ადამიანები რა პრობლემების წინაშე ვართ?

-რწმენის სისუსტე გვახასიათებს... დღევანდელ ახალგაზრდობას რწმენა აკლია. რწმენა ეკლესიაში სიარული არ არის. მაცხოვარი სახარებაში ბრძანებს: "არა ყოველი რომელი მითქმოდეს მე-უფალო, უფალო, არა ჩემდა ღირს, არამედ რომელიც იქმოდეს საქმესა ჩემსა". რომელი ვაკეთებთ ამას? ერთი სული გვაქვს ადამიანი გავყიდოთ, დავაბეზღოთ და ბოროტება გავუკეთოდ.
რომელი მეტყვის, მე ეკლესიაში დავდივარ და ვასრულებ ყველაფერს ისე როგორც წესია. -პირველ რიგში თუ ვეზიარებით და აღსარებას ვამბობთ. აქაც ბრძანებს მაცხოვარი: "რომელი არა სჭამდეს ხორცსა ჩემსა, არა სმიდეს სისხლსა ჩემსა არა არს ჩემდა ღირს". წმინდა ეფრემ ასურის ერთ-ერთ ფსალმუნში კარგად არის მოხსენიებული, მეორედ მოსვლის დროს გეტყვიან, შენ უნდა დაისაჯო. გაკვირვებულები ვიტყვით, როგორ უნდა დავისაჯო, მე ხომ ეკლესიაში დავდიოდი.-მე არ გიცნობ, შენ, -არის მაცხოვრის პასუხი. მათეს სახარების თუ არ ვცდები 25-ე თავში არის ნათქვამი როგორ გაიყოფა, კეთილი და ბოროტი. მაცხოვრი ეუბნება, შენ მარჯვენა მხარეს დადექი ჩემს გვერიდითო, შენ მარცხენა მხარეს დადექიო. ცხვარი და თხა. მე რატომო? -უპასუხებს. მე ავად ვიყავი და მინახულეო, ციხეში ვიყავი და მნახეო, წყალი მწყუროდა, დამალევინეო, მშიოდა და პური მაჭამეო. შენ კიდევ ავად ვიყავი არ მინახულე, მშიოდა არ მაჭამეო. თუ გაუკეთე სხვას, გამიკეთე მე,-არის მაცხოვრის პასუხი. იმიტომ შევქმენი კაცი ხატად და თვისად ჩემდა, ყოველი ადამიანი მე ვარ,-ამბობს უფალი. თითოეულ ადამიანს რასაც გაუკეთებ სიკეთეს და ბოროტებას, ამას ღმერთს უკეთებ. დღეს რომ მიმტკიცებ, რომ ხარ მორწმუნე, გწამს ღმერთი, როგორ დავიჯერო? როცა იძახი, ხილულად რომ დავინახავ ღმერთს, მაშინ ვიწამებო. თუ ღმერთის გაჩენილ ადამიანს არ მიკეთებ სიკეთეს, არ ხარ ჩემთან მეგობრულ დამოკიდებულებაში და მაბეზღებ და ბოროტებას მიკეთებ, მე ღვთისგან გაჩენილ ადამიანს, რომელსაც მხედავ, შეგიძლია ხელი მომკიდო, როგორ დავიჯერო შენ ღმერთი რომ გწამს, რომელიც არ გინახავს. ღვთისგან გაჩენილ ადამიანს ასე რომ ექცევი როგორ დავიჯერო ღმერთი გწამს, რომელიც არასოდეს გინახავს.
-ამბობენ სხვანაირი დრო მოვიდაო...

-აპოკალიფსური დრო მოვიდა... დღეს აპოკალიფსი ისე სწრაფად ვითარდება, როგორც არასოდეს. თუ მოდიოდა და უახლოვდებოდა აპოკალიფსის პერიოდი კაცობრიობას კუს ნაბიჯებით, დღეს ელვის სისწრაფით მოდის. დრო, მცირდება და მცირდება.. მიუხედავად იმისა, რომ 24 საათია.. გათენებული არ არის, უკვე ღამეა. ტექნოლოგიერბი ისე დაიხვეწა, მაგრამ მაინც არ გვყოფნის დრო. წინათ ყველაფერს ხელით აკეთებდნენ და დრო ჰქონდათ. რახან ღმერთმა დაუშვა იმან შეიძლება სიკეთეც მოგიტანოს და ბოროტებაც. შენზეა დამოკიდებული.
ამ ყველაფრისთვის დღეს საჭიროა ის ხალხი, ვინც ჩვენ გაგვამხნევებს. საუბედუროდ დღეს ეს ხალხი აღარ არიან. მრევლს სჭირდება ქადაგება, მაგრამ მქადაგებლებიც რომ აღარ გვყავს? ისეთი ქადაგება, რომ გაგვაგებინოს უფლის სიტყვა... ეკლესიაში დავდივართ არა პიროვნებასთან, არამედ ღმერთთან. კლასიკური ქადაგება კი არ უნდა იყოს, არამედ გულიდან ამომავალი, უბრალო ენით ნათქვამი... ბეთანიის ბერები, მამა პართენი, მამა ალექსი და ამდენი მრავალი სასულიერო პირები გაუნათლებლები იყვნენ. ავიღოთ რუსეთი, წმინდა სერაფიმე საროველი, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდა და 40 ჯერ გამოეცხადა ღვთისმშობელი. დღეს როგორ გამოგვეცხადება, როცა მთელი ღამის განმავლობაში ტელევიზორს ვუყურებთ და სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვართ ჩართულები. სულიერი ცხოვრება აღარ გვინდა. სულიერება დავკარგეთ. იმიტომ, რომ ხუცესები, მაგალითის მიმცემები აღარ გვყავს. თუ ადამიანი არ ვარგა, რანაირი განათლებაც არ უნდა ჰქონდეს, ის ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ თავის გონებრივ ცოდნაზე და არა სულიერზე. ადამიანს თუ სულიერება აკლია მისი არაფერი დაიჯერება. მე მგონია, რომ მაინც იოლად გავალთ...
ბეჭდვაელფოსტა
02.03. 2018
დავით
რას წერთ ? - სერაფიმე საროველი ერთ სახარებას მთლიანად კითხულობდა ყოველდღე და თქვენ წერაკითხვის უცოდინრად გამოიყვანეთ !
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat