ყოველ კაცს თავისი ჯვარი მიეცა, მაგრამ, როგორ იტვირთოს სიხარულით ეს ჯვარი ეს უკვე მოძღვარმა უნდა დაანახოს
ყოველ კაცს თავისი ჯვარი მიეცა, მაგრამ, როგორ იტვირთოს სიხარულით ეს ჯვარი ეს უკვე მოძღვარმა უნდა დაანახოს
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-უფალი მიმართავს კაცობრიობას: აღიღეთ ჯვარი და შემომიდექით მე...ეს სიტყვები ტანჯვის ფილოსოფიაა, ტანჯვის, რომელიც სიხარულად იქცევა,რამეთუ უღელი ქრისტესი არის მძიმეც და მსუბუქიც. გააჩნია,რა შემთხვევაშია მძიმე და რა შემთხვევაში მსუბუქი. მძიმეა ჯვარი, როდესაც ქრისტიანს არა აქვს გააზრებული ქრისტიანობის არსი, მისი რაობა, ტანჯვისმიერი სიხარულით გამოწვეული ბედნიერება...და რატომ არის ტანჯვა ბედნიერება? რა შემთხვევაშია ლაღი და ბედნიერი კაცი ამ დროს? საოცარია ეს მოვლენა. გახსოვთ ალბათ, როდესაც ქრისტე მაცხოვარს ჯვარი გოლგოთისაკენ მიჰქონდა, იტანჯებოდა, როგორც კაცი დაიღალა, მოსწყურდა, სისხლი სდიოდა, მაგრამ სიხარული იყო საღმრთო გონებაში, რადგანაც ეს ტანჯვა გამომხსნელი იყო კაცბრიობისა. აი, ჩვენ, როდესაც რელიგიურ ტანჯვას განვიცდით მაგ: ვმარხულობთ, როცა წუთისოფელი გალაღებულია და ნთქავს, რასაც უნდა, იმას აკეთებს. რაც მას სიამოვნებს კლავს, ქმნის იმპერიებს, მედიდურობს და ქედმაღლობს, ასამართლებს ღმერთს, ყოველ წუთს, ყოველ წამს. მას სწამს ღმერთის, მაგრამ უნდა, რომ ის არ არსებობდეს, მას არ სწამს ღმერთის ისეთი ღმერთის, რომელიც ასე გლახაკად მოვიდა და არ მოვიდა, როგორც იმპერატორი დიდ სასახლეში ოქრომკერდითა და დიდებული ტახტის მფლობელი. მოვიდა სიმდაბლით, რაღაც დონეზე ქრისტიანებიც ვერ იგებენ ტანჯვის ამ საღმრთო ფილოსოფიას, რადგანაც მხოლოდ მოქმედებებში აქვთ ქრისტიანობა "გაცოცხლებული" . სანთლის დანთებაში და პირჯვრის სწორად გადაწერაში ხედავენ გამოხსნის ფორმულას, რაც რა თქმა უნდა წააგავს ფარისევლურ რწმენას, მხოლოდ გარეგნულს და შინაგანად სავსეა ღვთის გასამართლებით. აი, ასე ტვირთული ქრისტეს ჯვარი ტანჯვად იქცევა და ეკლესია შეზღუდვის ადგილი ხდება ქრისტიანისთვის...უღელი, რომლითაც დაბორკილია ადამიანი ის, ხომ თავისუფლების შედევრია და ბორკილებს ვერ იტანს. აი, ჭშმარიტი ბორკილი და ტანჯვა უსიხარულო, რომელიც გარეგნულ რწმენას ახლავს. შინაგანი ჩაღრმავება, სწორი ფიქრი ცოდვად რომ მიაჩნია, ამიტომ იტანჯება კაცი ქრისტიანობაში მოსული. ნუ დაიტანჯებით ქრისტეს უღელი, უღელი არ არის. უღელი მაშინაა, როდესაც ეს სულიერ ტანჯვას განიჭებს, რაც ზემოთ მოვიყვანეთ მაგალითებში. "ტანჯვის წუთისოფელია, წადი, წადი მონასტერში, მონასტერში ოფელია". ეს საკმაოდ ღრმა სიტყვებია და გალას შიზოიდად ნათლავდა იმ დროის "ინტელიგენცია", მაგრამ წუთისოფლიდან გაქცევისა და ბედნიერების გზა გალაქტიონმა ნმდვილად დაინახა, დაინახა სამონასტრო ტანჯვის ნეტარებაში. ეს ცალკე თემაა და ეს ბუმბერაზი პოეტი ვფიქრობ შეუსწავლელი ფენომენია, მაგრამ ხშირად შეიძლება გენიოსთა ნააზრევშიც დავინახოთ ტანჯვისაგან გამოწვეული ნეტარები სიდიადე. ალბათ მათ ეს უგვრძნიათ და რომ არ ეგრძნოთ ვერ დაწერდნენ, ვერ იტყოდნენ. ბევრი კითხვა აქვთ დღეს სულიერ შვილებს, მაგრამ ვიყინებით ვერ ვცემთ პასუხს, რადგანაც არ გვიგვრძნია და აგვიფიქრია იმაზე, რა აწუხებს თანამედროვე ადამიანს. ვეძებთ პასუხებს წიგნებში, სახარებაში, მაგრამ ამაოდ, რადგანაც სახარება ვერ გვეხსნება. რატომ? იმიტომ რომ ღმერთი გავასამართლეთ უუნარობითა და განუცდელობით ქრისტეს ტანჯვისა.

დღეს კრიზისია მოძღვრობის კრიზისი. ძალიან ბევრია მღვდელი, მაგრამ მოძღვარი ცოტა და ჩრდილში მდგომი, რადგანაც არ უყვარს ჭეშმარიტ მოძღვრებს ერდოზე დგომა და ჩინები, რომელიც აგრერიგად რიგდება თანამედროვე ეკლესიაში. შორს ჩინმედლები და პატივები, ყველაზე დიდი პატივი და ჩინი მღვდლობაა, რომელიც სიმდაბლით უნდა ვატაროთ: მახსენდება, როცა მღვდლად გამომირჩია მეუფე დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ასეთი საღმრთო სიტყვები მითხრა: გახსოვდეს, რომ მღვდლობაზე დიდი და წმინდა მსახურება დედამიწაზე არ არსებობსო. ეს სიტყვები ჩემი ცხოვრების დევიზად არის ქცეული და ყოველთვის მახსენდება ჩემი საყვარელი ეპისკოპოსის ეს სიბრძნე. ერთ სიტყვას შეუძლია ადამიანი გარდაქმნას და გადააქციოს ახალ ადამიანად, მაგრამ, რომ თქვა უნდა გესმოდეს.

მღვდელი უნდა იყოს ფილოსოფოსი. ასე ვფიქრობ, რადგანაც ფილოსოფიის გავლენა დიდია ქრისტიანობაზე.
ყოველ კაცს თავისი ჯვარი მიეცა, მაგრამ, როგორ იტვირთოს სიხარულით ეს ჯვარი ეს უკვე მოძღვარმა უნდა დაანახოს მას. ჯვარია: ექიმობა, მღვდლობა, მასწავლებლობა, ჯარისკაცობა, პოლიციელობა და ასე შემდეგ. წმინდა წინამორბედთან მივიდნენ ჯარისკაცები და ჰკითხეს: ჩვენ, როგორ ვიცხოვროთ მოძღვაროო? ნათლისმცემელმა უპასუხა: თქვენზე დავალებული საქმე პირნათლად შეასრულეთ და ცხონდებითო. აი როგორ უნდა იტვირთოს კაცმა ჯვარი. პირნათლად შეასრულოს თავისი მოვალეობა. ექიმი ნუ გატეხს ჰიპოკრატეს ფიცს და ასე შემდეგ. ვიცხოვროთ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ, როგორც პიროვნებებმა და ადამიანებმა. "ვჭამოთ თევზი მარხვაში და ნუ შევჭამთ ძმასა და მოყვასს". თუ ჩვენი ჭამა ან არ ჭამა მოყვასს დააბრკოლებს "ნურცაღა ვჭამო უკუნისამდე" (წმ. პავლე მოც) განა მოციქულებმა ტანჯვით არ გაავრცელეს ქრისტიანობა? მაგრამ ამ ტანჯვას გვირგვინი მოჰყვა, თავისუფლების გვირგვინი და იმპერიების ნგრევა. წუთისოფელმა მოინდომა, რომ ქრიტიანობით იმპერია შეექმნა და კიდევაც მიაღწია ამას, მაგრამ იმას უკვე ქრისტიანობა არ ჰრქვია, იქ არ არის ქრისტე. განა სამაჩაბლოში ხლახანს გახსნილი რუსული მისია, რომელიც საეკლესიო ოკუპაციის ნაწილია არის კი იქ ქრისტე? ამას თქვენ გაეცით პასუხი მეგობრებო, რუსებო, ქართველებო სერბებო, და ასე შემდეგ.

მსუბუქი ტვირთი
ქრისტეს ტვირთი ტვირთი არ არის, ქრისტეს უღელი უღელი არ არის, რადგანაც შეუძლებელია ღმერთმა ადამიანი უღლის ქვეშ მოაქციოს. ამიტომ ამბობს: უღელი ჩემი მსუბუქ არსო. უღელს იმიტომ ახსენებს უფალი, რომ მონობაში დაბადებულებმა კარგად გავიგოთ თუ რას გვეუბნება უფალი, რაგდანაც უღლის გარეშე უუღლობას ვერ მივხვდებით. ქრისტემ გაათავისუფლა ადამიანი. ებრაელებს ეგონათ, რომ ღმერთმა, მხოლოდ ებრაელებისათვის შექმნა სამყარო და კაცობრიობა, ამიტომ გაატარეს მთელი ცხოვრება მონობაში, რომ უფალს დაენახებია მათთვის, რომ ისინი მესიანისტური ერის შვილები იყვნენ, მაგრამ არაფრით განსხვავებული სხვებისაგან. დიდი მისია როდესაც ეკისრება ადამიანს, მეტიც მოეთხოვება. ეს უნდა ვიცოდეთ და ყოველ პატივს მონიჭებულს შევხვდეთ სიმდაბლითა და პასუხისმგებლობით. რაც უფრო მეტად პასუხილმგებლიანია ადამიანი, მით უფრო მეტად თვმდაბალია. სოკრატემ თქვა, როცა ყველა ათენელმა ყველაფერი იცოდა და ყველაფერზე პასუხი ჰქონდათ: "მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიციო". აი სიმდაბლე და ფილოსოფოსის უღლის ჭეშმარიტი მატარებელი ადამიანი, რომელმაც ასევე იუმორით შეხვდა მის სიკვდილით დასჯას. ეს ანტიკური ეპოქაა. მან შესვა შხამით სავსე თასი და წარმოთქვა: " ჩვენ გავიმარჯვეთ"...ვინ ჩვენ? დღესაც არკვევს ურწმუნო კაცობრიობა ამას გამარჯვება სიკვდილში, როგორ შეიძლება იყოსო,მაგრამ ქრისტეს სიკვდილმა და აღდგომამ ჩვენ დაგვანახა, რომ სოკრატე გონებით შეწვდა მეტაფიზიკურს, არა სრულყოფილად, არამედ რაღაც დონეზე და სახელმწიფო თავზე მაღლა დააყენა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სახელმწიფო ცდემოდა და შეცდა, რომ სოკრატე სიკვდილით დასაჯა. აი, ტანჯვის ნეტარებითი გაგება. უცნაურია ნამდვილად, მაგრამ ქრისტიანებისათვის უცნაური არაფერია, რადგანაც ქრისტიანმა მამებმა პლატონს: ქრისტეს მოსვლამდე ქრისტიანი უწოდეს. ასევეა სოკრატეც. ჭშმარიტი იდეის მსხვერპლი და იდეა ეს არის მთავარი რამ ფილოსოფოსებისთვის. როდესაც ბერაბ მამარდაშვილმა წარმოტქვა საუკუნის სიტყვები: "ჭეშმარიტება უფრო მეტია ვიდრე ქართველობაო". ის ფაქტიურად ჩაქოლეს, ჩაქოლეს იმიტომ, რომ ჭეშმარიტების არსი არ ესმოდათ მაშინ და არც ახლა ესმით, ვერც მომავალში დაინახავენ თუ ასე გაგრძელდა და რატომ ვერ დაინახავენ? იმიტომ, რომ ეკლესია დუმს და ეთნოფილეტური განწყობა ჩვენშიც არსებობს, რაც სრულ სულიერ სტაგნაციამდე მიგვიყვანს.

მამარდაშვლმა იცოდა, რომ მას ტალახს ესროდნენ, მაგრამ მაინც სთქვა ეს სიტყვები და დააყოლა: "სხვანაირად არ შემიძლიაო". თქვენ შეაფასეთ ეს მკითხველო- არის თუ არა მსგავსი ქმედება ქრისტიანული ფასეულობის უმთავრესი დედააზრი. ვფიქრობ, რომ არის. ამიტომ ვიტვირთოთ ჯვარი და ჩვენ ვიგემებთ ჭეშმარიტ თავისუფლებას, რომელიც არ არის მიწიერი თავისუფლების სულით აღსავსე. უფალი ბრძანებს: "უკეთუ მე მდევნეს თქვენცა გდევნიანო".
წუთისოფელი ქვათა დაკრების დიდოსტატია. ამიტომ ჩვენ ქრისტიანები არ ვართ ამ წუთისოფლისაგანნი, რამეთუ ქრისტემ გამოგვირჩია.
ბეჭდვაელფოსტა
28.04. 2018
მზია
თქვენ ზ. გამსახურდიას ეწინააღმდეგებით მამარდაშვილის შეფასებაში. ქართველობა უნდა გადარჩეს ჯერ, რომ მართლმადიდებლობა გადარჩეს. თქვენ ეკუმენიზმისკენ თუ კოსმოპოლიტობისკენ იხრებით. ამას დაკვირვება უნდა. ვაპროტესტებ. ზვიადი დიდი ქრისტიანი და მამულიშვილი იყო.
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat